რაზე უთხრა გიორგი პაპუაშვილს უარი თბილისის საქალაქო სასამართლომ

სამართალი

რაზე უთხრა გიორგი პაპუაშვილს უარი თბილისის საქალაქო სასამართლომ

19 ივლ. 2016, 04:54:43

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მონაწილეობით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმე ეხება სადაო ქონების საკითხს. კერძოდ, როლანდ ბლადაძისთვის ბინის ჩამორთმევას, რომელშიც ამჟამად გიორგი პაპუაშვილი ცხოვრობს.

გიორგი პაპუაშვილის ადვოკატი სასამართლო სხდომაზე ითხოვდა, რომ საქმისწარმოება შეწყვეტილიყო და მოსამართლეს სარჩელი განუხილველად დაეტოვებინა.

"ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის, როლანდ ბლადაძის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, 18 ივლისის სასამართლოს სხდომა აღმოჩნდა ტესტი ყველა მხარისთვის, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებზე მსჯელობისას, ვინაიდან მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ ვერ შეძლო გაბედული და თამამი გადაწყვეტილებების მიღება.

მისივე განცხადებით, მართალია, მოსამართლეს არ უნდა დავუკარგოთ პროფესიული გამბედაობა მაშინ, როდესაც არ დააკმაყოფილა საქმისწარმოების შეწყვეტა და სარჩელის განუხილველად დატოვების მოთხოვნა, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ ცალსახად აღნიშნა, რომ როლანდ ბლადაძეს გააჩნია იურიდიული ინტერესი დარღვეული ქონებრივი უფლებებისთვის იბრძოლოს, თუმცა მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ არ დააკმაყოფილა  არჩილ კაიკაციშვილის არც ერთი სხვა შუამდგომლობაც, რომელიც ეხებოდა მოწმის სახით საქმეზე ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების დაკითხვას, სადავო ხელშეკრულების რეალური ღირებულების დადგენის მიზნით, სახელმწიფო ექსპერტის დანიშვნას.

მოსარჩელე როლანდ ბლადაძის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლოს წინაშე ხუთი შუამდგომლობა დააყენა. კერძოდ:

  1. საქართველოს პრეზიდენტის 2004–2013 წლებში, მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვა. მოსარჩელის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე, სადავო ქონება გადაეცა გიორგი პაპუაშვილს. სახელმწიფო ქონების გადაცემის მომენტში ფლობდა ინფორმაციას, რომ ბინის ჩამორთმევას მოქალაქე სადავოს ხდიდა სხვადასხვა საჩივრით. საქმეში არსებობს როლანდ ბლადაძის მეუღლის, მარინა ესელიძის 2007 წლის 11 მაისის წერილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომელშიც პირდაპირაა გადმოცემული, რომ სადავო ქონება პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილისთვის უნდა გადაეცა. არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ მოცემული დავის ფარგლებში, მნიშვნელოვანია სასამართლომ დაადგინოს სახელმწიფოს მართლზომიერებისა და კანონიერების საკითხი. ამასთან, არჩილ კაიკაციშვილმა, იქედან გამომდინარე, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღძღულია სისხლის სამართლის საქმე, გამოცხადებულია შიდა ძებნა, სასამართლოს დაკითხვის საშუალებად Skype გამოყენება ან კითხვების ოფიციალური გადაგზავნა შესთავაზა. არჩილ კაიკაციშვილმა განაცახდა, რომ მოცემულ შემთხვევაში, იდენტიფიცირებულია მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელი და სამუშაო ადგილის მისამართი. მოსარჩელის შუამდგომლობას არ დაეთანხმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებვის სამინისტრო. მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვაზე უარი თქვა გიორგი პაპუაშვილის ადვოკატმაც. სასამართლომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი მიზანშეუწონლობის პრინციპებიდან გამომდინარე განაცხადა.

  1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006–2008 წლებში გიორგი არველაძის მოწმის სახით დაკითხვა. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სწორედ გიორგი არველაძის უშუალო დავალებითა და ხელმოწერით მოხდა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება გიორგი პაპუაშვილთან. გიორგი არველაძემ არამართლზომიერად განახორციელა სახელმწიფოს ამოცანები, როდესაც სახელმწიფო ფლობდა ინფორმაციას ქონების სადავოობის თაობაზე, თუმცა ქონება მაინც გასხვისდა. არჩილ კაიკაციშვილის განმარტებით, სასამართლოს ინტერესი უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს მართლზომიერებისა და კანონიერების საკითხის შეფასება. შესაბამისად, ყოფილი მინისტრის მიმართ კითხვები იქნებოდა ლეგიტიმური, რამდენად კანონის ფარგლებში განახორციელა საჯარო უფლებამოსილება. გიორგი არველაძის მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობაზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ. შუამდგომლობას არ დაეთანხმა გიორგი პაპუაშვილის ადვოკატი და აღნიშნა, რომ სამინისტროს წარსულ მოქმედებებზე პასუხსს სამინისტროს დავის ფარგლებში წარმოდგენილი დღევანდელი წარმომადგენელი აგებდა. სასამართლომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი მიზანშეუწონლობის პრინციპებიდან გამომდინარე განაცხადა.

  1. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ელენე თევდორაძის მოწმის სახით დაკითხვა. არჩილ კაიკაციშვილმა განაცახდა, რომ ელენე თევდორაძემ ჯერ კიდევ 2014 წლის დეკემბერში, ტელე/რადიო ობიექტივის ღია ეთერში განაცახდა, რომ სადავო ქონების გასხვისებამდე იმყოფებოდა ბათუმში და შეხვდა გიორგი პაპუაშვილს, სადაც მან სასამართლოს თავმჯდომარეს სთხოვა, რომ სადავო ქონება არ მიეღო. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქმეში არსებობს ელენე თევდორაძის 2007 წლის 18 ივნისის წერილი, რომლითაც დადასტურებულია, რომ სადავო ქონების გადაცემას ქონების გადაცემამდე სახელმწიფო გიორგი პაპუაშვილისთვის ვარაუდობდა. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, როლანდ ბლადაძის მეორე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს გიორგი პაპუაშვილი ცნობილი იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე“. შესაბამისად, არჩილ კაიკაციშვილმა ელენე თევდორაძის დაკითხვა სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებების დასასაბუთებლად მოითხოვა. სასამართლო დაინტერესდა, უზრუნველყოფდა თუ არა მოსარჩელე მოწმის დასაკითხად წარმოდგენას, რაზედაც არჩილ კაიკაციშვილმა დადებითი პასუხი განაცხადა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შუამდგომლობის მიმართ პოზიციის გამოთქმისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სასამართლოს უნდა მიეღო. შუამდგომლობას არ დაეთანხმა გიორგი პაპუაშვილის ადვოკატი. სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ ელენე თევდორაძის წერილი საქმეში მტკიცებულების სახით არსებობდა. შესაბამისად, საერთო გადაწყვეტილების მიღების დროს, ელენე თევდორაძის პოზიციაზე აღნიშნული დოკუმენტით იმსჯელებდა.

  1. არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლოს წინაშე დააყენა თავად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის მოწმის სახით დაკითხვის სავალდებულობაც. სასამართლომ აღნიშნა, რომ გიორგი პაპუაშვილი იმავდროულად წარმოადგენდა მხარეს, შესაბამისად, მოქმედებდა კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილებით და სასამართლოს არ გააჩნდა არავითარი ბერკეტი, გიორგი პაპუაშვილის მიმართ სასამართლო სხდომაზე გამოცხადების იძულებითი ღონისძიება გაეტარებინა. არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ გიორგი პაპუაშვილის მიმართ კითხვები არამხოლოდ პროცესის მონაწილე მხარეებს, არამედ სასამართლოსაც გააჩნდა, ხოლო კანონმდებლობაში არ არსებობდა ცალსახად მითითება, მოპასუხე არ შეიძლება მოწვეულ ყოფილიყო მოწმის სტატუსითაც. მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ გიორგი პაპუაშვილის მიმართ მოწოდებაც გააჟღერა და აღნიშნა, რომ სასამართლო მზად არის მოუსმინოს გიორგი პაპუაშვილსაც, თუკი გიორგი პაპუაშვილი მზად არის უპასუხოს დავის ირგვლივ არსებულ კითხვებს.

  1. არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა და აღნიშნა, რომ 2007 წლის 21 ივნისის სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების რეალური ღირებულების განსაზღვრის მიზნით, უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ექსპერტიზის დანიშვნა. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, როგორც სასამართლო საქმის მასალებს გაეცნო, წარმოდგენილია 2000 წლის 15 მარტის როლანდ ბლადაძესა და სოსო ბოლქვაძეს შორის ყიდვა–გაყიდვის ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება, სადაც აღნიშნულია, რომ უძრავი ქონება მისამართზე: ქ. ბათუმი, ერას ქუჩა #37 (ამჟამად გორგილაძის ქუჩა) გასხვისებულ იქნა 18 ათასს ლარად. 2015 წლის 17 მარტის გიორგი პაპუაშვილსა და გიორგი ლევიძეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, სადავო ქონება შეაფსებულია 195 000 აშშ დოლარად. 2007 წლის 21 ივნისის გიორგი პაპუაშვილსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების ღირებულებად მითითებულია – 1000 ლარი. იქედან გამოდმინარე, რომ გიორგი პაპუაშვილი სადავო ობიექტზე ექპერტის დაშვებაზე უარს აცხადებს, საჭირო იყო სასამართლოს გადაწყვეტილებით მომხდარიყო სახელმწიფო ექსპეტიზის დანიშვნა, რათა შეფასებულიყო ქონების რეალური საბაზრო ღირებულება, რომელიც კავშირშია ხელშეკრულების კანონსაწინააღმდეგო და ამორალურობის დასადგენად. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შუამდგომლობის მიმართ პოზიციის გამოთქმისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სასამართლოს უნდა მიეღო. შუამდგომლობას არ დაეთანხმა გიორგი პაპუაშვილის ადვოკატი. სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, სადავო ხელშეკრულების რეალური ღირებულების დადგენას მნიშვნელობა არ ჰქონდა, აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილება კი მოემსახურებოდა სასამართლო სხდომის გაჭიანურებას. არჩილ კაიკაციშვილმა მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზშივე მხარისთვის წართმეული საპროცესო უფლება უწოდა და ცალსახად აღნიშნა, რომ მოსამართლის მიუკერძოებლობიოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან კითხვებს აჩენდა. არჩილ კაიკაციშვილმა დიანა ფარქოსაძის საქმიდან აცილების საკითხის დასმა არ გამორიცხა, რაზედაც მოსამართლემ აღნიშნა, რომ აღნიშნული მოქმედება მხარის უფლებას წარმოადგენდა.

2016 წლის 18 ივლისის სასამართლო სხდომა მორიგების წინადადებაზე მხარეთა პოზიციების მოსმენით გაიხსნა, ვინაიდან 2016 წლის 31 მაისიდან დღემდე, სასამართლომ სამართალწარმოება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე გადადო, რომელმაც განაცხადა, რომ სახელმწიფო აფიქსირებდა მზადყოფნას გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებაზე ალტერნატიული წინადადებები განეხილა.

„18 ივლისის სხდომაზე უმნიშვნელოვანესი საკითხი გაირკვა – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა, სვიმონ ფირცხალაიშვილმა განაცახდა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო გიორგი პაპუაშვილთან მორიგების წინადადების განხილვა. გიორგი პაპუაშვილის წარმომადგენელმა გოჩა გოგიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი პაპუაშვილთან სახელმწიფოს არც ერთი უწყებიდან, არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად, მორიგების თაობაზე, კომუნიკაცია არ შემდგარა. გოჩა გოგიშვილის განცხადებით, სწორედ ასეთი კომუნიკაციის შემდგომ შეიძლება განხილულიყო სახელმწიფოსგან ალტერნატიული ფართის შეთავაზება და ქონების დათმობა ახლის ნაცვლად. მოსამართლემ აღნიშნა, რომ დავის ნებისმიერ ეტაპზე მორიგების წინადადებაზე მსჯელობა შესაძლებელია, თუმცა მიუთითა, რომ სახელმწიფოს მეტი ძალისხმევა და მოქმედებები შეეძლო. თავის მხრივ, არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ გაურკვეველი რჩებოდა, სახელმწიფოს მხრიდან გიორგი პაპუაშვილთან კომუნიკაცია არ შედგა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე თუ რა დამაბრკოლებელი გარემოებები არსებობდა დიალოგისთვის. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა, სვიმონ ფირცხალაიშვილმა დაადასტურა, რომ მორიგების აქტის პროექტისთვის არსებობს საქართველოს პრემიერ–მინისტრის განკარგულების პროექტიც, თუმცა რატომ არ აღმოჩნდა კომუნიკაციაში სამინისტრო და გიორგი პაპუაშვილი, მისთვის უცნობ გარემოებად რჩებოდა“, _ აღნიშნავენ „ახალგაზრდა ადვოკატები“.

სასამართლო სხდომაზე არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2016 წლის 14 ივნისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის მიმართ და 2016 წლის 13 ივლისის გიორგი პაპუაშვილის მიმართ გაგზვანილი წერილებით, მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა მორიგების საკითხის მნიშვნელობა. მინისტრს ეთხოვა საკითხის პირად კონტროლზე აყვანა, გიორგი პაპუაშვილს კი გაეცნო მოსარჩელის მორიგებასთან დაკავშირებული პირობები. გიორგი პაპუაშვილის ადვოკატმა გოჩა გოგიშვილმა არჩილ კაიკაციშვილის წერილის მიღების ფაქტი დაადასტურა.

სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობების ამოწურვის შემდგომ, სასამართლო მოსამზადებელი სხდომიდან მთავარ სხდომაში გადაზარდა, რა დროსაც, არჩილ კაიკაციშვილმა მოსამართლე დიანა ფარქოსაძეს შეახსენა, რომ კანონი დაარღვია და სასამართლოს მთავარ სხდომამდე უნდა ემსჯელა სარჩელის დასაშვებობის მომენტიდან დასმულ საკითხზე – განსჯადობის მიმართულებით.

როგორც ცნობილია, როლანდ ბლადაძემ სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით მიმართა, თუმცა 2016 წლის 25 იანვრის სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის განჩინებით, როლანდ ბლადაძის მხარისთვის შეუტყობინებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და მოსამართლე ტარიელ ტაბატაძემ საქმე განსახილველად გადასცა სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას, რითაც, „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საპროცესო კანონმდებლობა უხეშად დაირღვა.

„როდესაც სასამართლომ სამინისტროს შუამდგომლობაზე არ მოისმინა მოსარჩელის სამართლებრივი პოზიცია, რაც მიღებული გადაწყვეტილების წინაპირობა უნდა ყოფილიყო. მხარე მოკლებული აღმოჩნდა გაცნობოდა სამინისტროს პოზიციას, მაშინ, როდესაც მოსამართლის მიერ მიღებული განჩინება საქმის განსჯადობის შესახებ, საბოლოოა და არ საჩივრდება. მიღებული გადაწყვეტილებებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ერთმნიშვნელოვნად დაარღვია მხარეთა შეჯიბრითობა და თანასწორუფლებიანობა. 2016 წლის 31 მაისიდან 18 ივლისის სხდომაზეც, არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა ამ საკითხზე. მეტიც, მოსარჩელემ 2016 წლის 27 მაისს (სასამართლოში რეგისტრაციის #374459) მოსამართლე დიანა ფარქოსაძის წინაშე დააყენა საკითხი საქმე განსჯადობით დაბრუნებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისთვის. ამდენად, მოსამართლემ გვერდი აუარა აღნიშნულ საკითხს და საკითხის გადაუწყვეტლად, საქმის განხმილველ სასამართლოდ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია მიიჩნია“, _ აცხადებენ „ახალგაზრდა ადვოკატები“.

არჩილ კაიკაციშვილის თქმით, განსჯადობის საკითხმა შესაძლებელია საქართველოს უზენაესს სასამართლოში გადაინაცვლოს, ხოლო დადგეს მოსამართლის დისციპლინარული წესით პასუხისმგებლობის საკითხი. საკითხზე მხარე ჩამოყალიბებულ პოზიციას უახლესს დღეებში მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება.

„სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა“, _ აღნიშნავენ „ახალგაზრდა ადვოკატები“.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 27 ივლისს, 13:00 საათზე  განახლდება.

ამავე თემაზე:

გიორგი პაპუაშვილის გადადგომის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია გაიმართა

მორიგების აქტზე თანხმობას მხოლოდ გიორგი პაპუაშვილი აფერხებს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

გიორგი პაპუაშვილის სადაო ქონებაზე სახელმწიფოსთან მორიგება 8 ივლისამდე უნდა შედგეს

რა გარიგებას დებს გიორგი პაპუაშვილი სადაო ქონებასთან დაკავშირებით

"ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ არაფერი იცის"

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სადაო ქონების საქმეზე პირველი სხდომა გაიმართება

გადაარჩინეთ ქართული მართლმსაჯულება! - "ახალგაზრდა ადვოკატები" ომბუდსმენს მიმართვენ

გიორგი პაპუაშვილს სააპელაციო სასამართლომ ქონებაზე ყადაღა მოუხსნა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს პროკურატურაში უჩივლეს

ვინ აწვდის ცალმხრივ ინფორმაციას საზოგადოებას პაპუაშვილის სადაო ქონებაზე

გიორგი პაპუაშვილის ქონება დააყადაღეს

"ახალგაზრდა ადვოკატები" პარლამენტს გიორგი პაპუაშვილის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისთვის მიმართავს

პროკურატურაში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებაზე, გამოძიება მიმდინარეობს

"პროკურატურის ახალი დეპარტამენტი სამართლიანობის აღდგენას დააჩქარებს"

ვენეციის კომისია "ახალგაზრდა ადვოკატების" კვლევას ეხმაურება

"ამ ადამიანებმა უნდა უჩივლონ სახელმწიფოს და არა გიორგი პაპუაშვილს"

"ახალგაზრდა ადვოკატების" მიმართვა პრეზიდენტ მარგველაშვილს

ევროპარლამენტი უკანონოდ ქონებაჩამორთმეულის სახლში, გიორგი პაპუაშვილის ცხოვრებას ეხმაურება

"ეკონომიკის სამინისტრო უფრო ახლოს დგას გიორგი პაპუაშვილთან, ვიდრე სამართლიანობის აღდგენის პროცესთან"




 ახალი ამბები
  • უნდა გვახსოვდეს, რომ სხვებისთვის ვცხოვრობთ- ილია მეორედღეს ქრისტიანული სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  საღმრთო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა, შემდეგ კი იქადაგა. "ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ამაღლებას - ქრისტეს მიწიდან ზეცად ამაღლებას. ეს არის დღესასწაული, როცა მაცხოვარი განშორდა თითქოს მიწას, ხალხს და სინამდვილეში მაცხოვარი ჩვენთანაა. უფალი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ჩვენი ამაღლება უნდა მოხდეს, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მიწიერნი, ჩვენ უფალთან უნდა ვიყოთ. მე მინდა გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომელიც წარსულში, ან დღეს, ან მომავალში არის მსოფლიოში, ეს გაჭირვება, განსაცდელი, ეს ყველაფერი გვიწყობს ხელს, რომ ავმაღლდეთ, ეს ჩვენთვის არის ყველაფერი. ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მისიით, გარკვეული მიზნით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრება ეს არის წუთისოფელი. ჩვენ აქ დროებით ვართ. ჩვენ ვართ სტუმრები და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება. ჩვენ ვიცით თქმა - ღმერთს ებარებოდეთო, სანამ მიწაზე ვართ ღმერთს ვებარებოდეთ, მაგრამ მომავალში უფალთან უნდა ვიყოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავისთვის კი არ ვცხოვრობთ, არამედ ვცხოვრობთ სხვებისთვის. ადამიანმა უნდა გაახაროს სხვა, რომ იყოს ბედნიერი. ღმერთი არის სიყვარული, ასე რომ არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ თქვენი გონება და იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთან არის და ჩვენთან არის, გაიხაროს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ ", _ განაცხადა ... ...
  • დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ შესაძლებელია- გამყრელიძედაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულსა და სექტემბერში ქორწილის გადახდა ღია სივრცეებში იქნება შესაძლებელი. „მსოფლიო დადგა დიდი გამოწვევის წინაშე. შედარებით რომ მშვიდდება ჩვენთან სიტუაცია, ამის გამო არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. არა ბატონებო, კორონავირუსი კარგა ხანს იქნება ჩვენ გვერდით, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში. ამიტომ, მთელი რიგი წესების დაცვაა საჭირო, რაზეც ბოლო 5 თვეა ვსაუბრობთ. მთავარი, მათ შორის არის სოციალური დისტანცირება და ნაკლები თავყრილობა. დიდი კონგრესები, კონფერენციები, ყველაფერი ტარდება დისტანციურად. ახლა დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ მცირე წრეში შესაძლებელია, როგორც მიღებული იყო, ოჯახში გვქონდა ყველაფერი ადრე. ზაფხულში და სექტემბერში ღია სივრცეებში თავშეყრა შესაძლებელი იქნება. ამას მოენახება თავისი გადაწყვეტის მეთოდი. მთავარია ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში და საქართველოში ბევრი ბავშვი გაჩნდეს“, - განაცხადა ... ...
  • მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს- გამყრელიძე გენადი ონიშენკოს„გენადი ონიშენკოს ვიცნობ ძალიან კარგად. როცა მე დიდი ხნის წინ სამინისტროში ვმუშაობდი მაღალ პოზიციებზე, ონიშენკო იყო მინისტრის პირველი მოადგილე რუსეთში. ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს. ბატონო გენადი, ხომ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, არა? ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას გალაპარაკებენ, შენით ხომ არ ლაპარაკობ ამას. გეუბნებიან, გავალენებენ, ეს თქვიო. მოვეშვათ რა. სამჯერ გითხარით, პირდაპირ დაგპატიჟეთ, ბატონო გენადი. ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს და კარგად იცი, რითიც ვართ დაკავებული ლუგარის ცენტრში, მაგრამ – მარტო ჩვენ, მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს. მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ. თუ გნებავთ, ჩამოხვალთ საერთაშორისო მისიებთან ერთად, გერმანელებთან, ბრიტანელებთან, ფრანგებთან, შვეიცარიელებთან ერთად, რომელიც ახლა მედიატორია ჩვენს ორ ქვეყანას შორის და ეს მოწვევაც გამოგზავნილი გაქვთ. ჩამობრძანდით მათთან ერთად და ნახეთ. სამხედროები რაში გჭირდებათ, მე ვერ გავიგე, მაგრამ თუ სამხედრო ექიმები გინდათ, კი ბატონო, არც ეგ არ არის პრობლემა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც რუსული მხარის მოთხოვნას ეხებოდა ლუგარის ლაბორატორიის ... ...
  • პაატა იმნაძე: კონდიციონერის გამოყენება საშიშიაოფისებში, ბანკებში, მაღაზიებსა და დახურულ სივრცეში საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება ნება დართული არ იქნება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომლებიც ჩვენთან ჩვეულებრივ გამოიყენება, შიგნით ჰაერს ატრიალებენ. სამწუხაროდ, მათი გამოყენება, ჯერ არსებული ყველა მონაცემებით, არის მაღალი რისკის შემცველი. თუ არ მუშაობს კონდიციონერი გარედან ჰაერის შემოტანაზე, მათი გამოყენება საშიშია. ვიცი, რომ ზაფხულში სიცხე იქნება, გაგვიჭირდება, მიჩვეულები ვართ, მაგრამ ჯერ მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული“, – განაცხადა ... ...
  • პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განმარტა, ვინ შეძლებს იპოთეკური სესხის სუბსიდირებით სარგებლობასდეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმით მთავრობა აპირებს არა მხოლოდ იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, არამედ ამ მძიმე ვითარებაში, იმ სექტორის მხარდაჭერას, რომელში კრიზისის შედეგებიც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, ვინაიდან დღემდე გვყავს დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული ადამიანები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მშენებლობის სექტორში დასაქმებულია 120 ათასი ადამიანი და თითქმის ამდენივე - მშენებლობასთან დაკავშირებულ სექტორებში. „ამიტომ, მთავრობის ამოცანაა, ყველა წარმოდგენილი ღონისძიებით დაეხმაროს პირველ რიგში ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს და შეუნარჩუნოს მათ სამუშაო ადგილები. პირველ რიგში ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირება, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც წლის ბოლომდე აიღებს იპოთეკურ სესხს ბინის შესაძენად, მთავრობა იპოთეკური სესხის პროცენტის 4%-ს დაუსუბსიდირებს. ანუ, მაგალითად, თუ დღეს იპოთეკური სესხი ლარში შეადგენს პირობითად 11%-ს, მსესხებელს საშუალება ექნება, აიღოს სესხი და რეალურად მისი საპროცენტო ტვირთი იქნება 7%. ეს სუბსიდია შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც წლის ბოლომდე აიღებენ იპოთეკურ სესხებს და მხოლოდ და მხოლოდ იმ სესხებს, რომლებიც ნაკლებია 200 ათას ლარზე. ამით ჩვენ, რა თქმა უნდა, განვსაზღვრეთ ასევე ის სეგმენტიც, რომელიც მეტ-ნაკლებად დაბალშემოსავლიანია, რადგან 200 ათას ლარამდე სესხი არის საშუალო დონის საცხოვრებელი ბინის ღირებულება. მეორე ინსტრუმენტია სესხის გარანტია, რაც გულისხმობს იმას, რომ სექტორში კრიზისისას, როგორც წესი, იზრდება პირველადი შენატანების მოცულობა. ეს არის ის შენატანი, რომელსაც მყიდველი ბინის შეძენისას წინასწარ იხდის, ხოლო დანარჩენ თანხაზე სესხს აკეთებს. ეს კრიზისის პერიოდში სექტორის მხრიდან გაყიდვებს ამცირებს, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, გახდეს თითოეული მოქალაქის თანამსესხებელი - ე.წ გარანტორი და განახორციელოს გარანტია მისი სესხის 20%-ის ოდენობით“, - განმარტა ბექა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?