საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პროკურატურაში დაიბარეს

სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პროკურატურაში დაიბარეს

2016 ივლ 27 14:51:08

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი დაკითხვაზე დაიბარა. პაპუაშვილს შესაბამისი უწყება უკვე გაეგზავნა.

"გიორგი პაპუაშვილს გაეგზავნა უწყება და მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებულია მთავარ პროკურატურაში დღეს, 13:00 საათზე", _ აცხადებს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი. 
ამასთან, პაპუაშვილის გარდა, პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრავე მოსამართლე.

თუმცა, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, გიორგი პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე მთავარ პროკურატურაში მისვლას არ აპირებს.

"პროკურატურაში მივა, თუ მანამდე პრემიერს შეხვდება, თუმცა შეხვდება თუ არა პრემიერს, არ ვიცი. ყველა წამს არ იცვლის აზრს. გუშინ საღამოს რაც თქვა, დილასაც იგივეს ფიქრობს", _ აცხადებენ საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში.
გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებაში მისვლისა და მთავარ პროკურორთან შეხვედრის აზრს მხოლოდ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ ხედავს.
"მე უკვე შევხვდი პრეზიდენტს. ახლა ველოდები შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან, რომელიც დამპირდა, რომ როცა მოიცლიდა, დამიკავშირდებოდა. ამის შემდეგ მზად ვარ შევხვდე მთავარ პროკურორს", _ აღნიშნა გუშინ პაპუაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გიორგი პაპუაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მოსამართლეებზე განხორციელებულ შანტაჟსა და მუქარაზე ისაუბრა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ბოლო პერიოდის განმავლობაში გარკვეულ მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს.

"რაც გამოიხატება მათ ფარულ თვამთვალში, მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების კომერციული საქმიანობის მიზანმიმართულ შევიწრვოებაში; დაშანტაჟებაში, რომ მათი ახლო ნათესავები დაკავებულები იქნებიან სხვადასხვა საბაბით. აგრეთვე, შესაძლოა გასაჯაროვდეს პირადი ხასიათის ფალსიფიცირებული ინფორმაციები", _ აცხადებს პაპუაშვილი და დასძენს, რომ ყველაფერი ეს დაკავშირებულია იმ მაღალი ინტერესების საქმეებთან, რომლებსაც სასამართლო ახლა განიხილავს.

განცხადების გაკეთებიდან მეორე დღეს გიორგი პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კი, გიორგი მარგველაშვილმაც აღნიშნა, რომ გარკვეული ზეწოლის მცდელობა მისი ოჯახის წევრებზეც იყო.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პროკურატურამ პრეზიდენტის და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებზე გამოძიება უკვე დაიწყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტს, პრემიერს, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეებს სამუშო ჯგუფის შექმნას სთავაზობს.

"ვთავაზობ ბატონ პრეზიდენტსაც, ბატონ პრემიერ-მინისტრს, ქალბატონ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ბატონ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში რაღაცნაირად შევქმნათ ფორმატი სამუშაო ვითარებაში შეხვედრების. ანუ ხელისუფლების ხუთივე შტო, რომელიც ვიმსჯელებთ ინსტიტუციურ გარემოზე პოლიტიკური თავისუფლებებისთვის, ინსტიტუტების თავისუფალი მუშაობისთვის და ეს საშუალებას მოგვცემს საკითხებს სწრაფად და ეფექტურად გავუმკლავდეთ და თავიდან ავიცილოთ ზედმეტი სპეკულაციები და პოლიტიზირება. საჭიროა პოლიტიკური  პროცესებისადმი რაც შეიძლება მაღალი ნდობის უზრუნველყოფა და ამისთვის ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. თუკი რაიმე კითხვებია რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაეცეს მას პასუხი", _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ამავე თემაზე:

საქართველოს პრეზიდენტის ოჯახის რომელი წევრის სახლში ჩაატარა ჩხრეკა პოლიციამ

ჩემი ოჯახის წევრებზეც იყო გარკვეული ზეწოლის მცდელობა _ გიორგი მარგველაშვილი

მოსამართლეებს უსმენენ და აშანტაჟებენ - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე




 ახალი ამბები
  • მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 25 000 აპლიკანტი დარეგისტრირდამასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 25 000 აპლიკანტი დარეგისტრირდა. მათგან 20000 პრაქტიკოსი, 5000 კი მასწავლებლობის მსურველია. პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც მინიმალურ კომპეტენციას დაადასტურებენ და სტატუსს აიმაღლებენ, 2019 წლის სექტემბრიდან გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ. საპენსიო ასაკის პედაგოგები, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურების და სტატუსის ამაღლების სურვილი, ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ. ამის სურვილი უკვე ასეულობით პედაგოგმა გამოთქვა.  გამოცდა ივლისის პირველ ნახევარში ჩატარდება. 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისთვის რეგისტრაცია 24 მაისს 18 საათზე ... ...
  • დავით ჭიჭინაძე ახალ პარტიას ქმნისმმართველი პარტიიდან გარიცხული დეპუტატი პარტიას ქმნის. დავით ჭიჭინაძე, რომელიც ახლა „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის რიგებში ირიცხება „კურიერთან“ საუბრისას ამბობს, რომ ივნისის ბოლოს საკუთარ პარტიას შექმნის. ჭიჭინაძე მხოლოდ იმას აზუსტებს, რომ გუნდში მმართველი პარტიის ასევე ყოფილ წევრთან, ეკა ბესელიასთან ერთად არ იქნება. ჭიჭინაძის თქმით, მას ბოლო წლებში საკრებულოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის "ქართული ოცნების" რიგებიდან წასული პოლიტიკოსები შეუერთდებიან. მისი თქმით, მას და ბესელიას სხვადასხვა პოლიტიკური ხედვა აქვთ. ჭიჭინაძე „კურიერთან“ პარტიის შექმნის თარიღად 22 ივნისს ... ...
  • პროგრამებსა და სერვისებზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით გურიაში შეხვედრები იმართება (R)სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებსა და სერვისებზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით გურიაში შეხვედრები იმართება. ამჯერად, სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში _ ბოხვაურის და გომის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ადგილობრივებს სოციალურის, განათლების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და c „ჰეპატიტის“ მიმართულებით განხორციელებული პროექტები და ძირითადი პრინციპები გააცნეს. პრეზენტაციები წარმოადგინეს რწმუნებულის მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა, ოზურგეთის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ, გურიის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელმა თეა ლომჯარიამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა თეა კუპრაძემ. „ ვაგრძელებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან, რათა თითოეულმა მოქალაქემ დეტალური ინფორმაცია მიიღოს, იმ სიკეთეებისა და პროგრამების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო მათ სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს. შეხვედრები, რომელიც პრიორიტეტულ საკითხებზე, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას ისახავს მიზნად, რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში გაიმართება”,- განაცხადა ზურაბ ... ...
  • 7 თვის ჩვილის სავარაუდო მკვლელობის საქმეზე შსს ახალ ინფორმაციას ავრცელებსარასრულწოვანი დედის მიერ, სავარაუდოდ, 7 თვის შვილის სავარაუდო მკვლელობის შესახებ ახალ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 2017 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება არასრულწლოვანი მ. შ.-ს სახლიდან წასვლის შესახებ. პოლიციამ დაადგინა არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი და გამოკითხა იგი. არასრულწლოვანმა გამოკითხვისას არ დაადასტურა მის მიმართ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.ასევე, 2018 წლის ოქტომბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს მ. შ.-ს ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ აცნობა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ დაწყებულია მოკვლევა, რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ 2017 წელს მოპოვებული ინფორმაცია და 2018 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან შემოსული შეტყობინება.ამ ეტაპზე, აღნიშნულ ფაქტზე არასათანადო რეაგირებისათვის უფლებამოსილება შეუწყდა 1 თანამშრომელს.გენერალური ინსპექციის მიერ დადგინდება ქონდა თუ არა ადგილი პოლიციის სხვა მუშაკების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ან სამსახურეობრივ გულგრილობას. დადებით შემთხვევაში დადგება შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის ... ...
  • ტაქსის მძღოლები მასშტაბური აქციებით იმუქრებიან ტაქსის მძღოლები რეგულაციების გადავადებას რეგულაციების გადავადებას მერიას 2021 წლის 31 დეკემბრამდე ითხოვენ. ისინი ულტიმატუმს უყენებენ თბილისის მერია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან. "ტაქსის მძღოლები თბილისის მერს კახა კალაძეს მივმართავთ: ბატონო კახა, პირველ ივნისამდე გაძლევთ გონივრულ ვადას, რათა გაახმოვანოთ გადაწყვეტილება, აპირებთ თუ არა ტაქსის რეგულაციების გადავადებას 2021 წლის 31 დეკემბრამდე. ეს არის ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც შევა თბილისის ტაქსის ყველა წარმომადგენელი და უახლოეს დროში დაანონსდება მასშტაბური საპროტესტო აქცია. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ჩვენი ოჯახები არ დარჩნენ ლუკმა-პურის გარეშე. რეგულაციების მიხედვით, მარჯვენა საჭიანავტომობილებს ხსნიან ბაზრიდან, ასევე გადაღებვა ხდება საჭირო და ა.შ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კონკრეტული დრო მოგვეცეს იმისთვის, რომ ამ რეგულაციებს მოვერგოთ", - განაცხადა "პირველი რადიოს" რადიოკლუბში გამართულ ბრიფინგზე ერთ-ერთმა მძღოლმა ლევან ხუზაურაშვილმა მათივე ინფორმაციით ისინი აპირებენ ითანამშრომლონ პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ტაქსის მძღოლები თბილისის მერიას გადაწყვეტილების მისაღებად დროს პირველ ივნისამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია...

სულ რაღაც მილიონ ორასი ათასი...

დუმილი ოქროა

დუმილი ოქროა, მაგრამ ხშირად ვივიწყებთ...

ქალური მეხსიერების თავისებურება

მამაკაცებს შეუძლიათ, მეხსიერებიდან ამოაგდონ ის,...

რატომ უნდა დააკვირდეთ ხშირად თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...