გარდაცვლილი დემურ სტურიას საქმეზე EMC მონიტორინგის პირველ შედეგს აქვეყნებს

სამართალი

გარდაცვლილი დემურ სტურიას საქმეზე EMC მონიტორინგის პირველ შედეგს აქვეყნებს

1 სექ. 2016, 22:47:41

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი  (EMC)" მედიაში გახმაურების მომენტიდან აკვირდება სოფელ დაფნარში მცხოვრები 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმის მიმდინარეობას.

ორგანიზაციის კვლევას უცვლელად გთავაზობთ:

"აღნიშნული საქმე 8 აგვისტოდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის რაიონული სამმართველოს გამოძიებაში იყო, თუმცა რაიონულმასამმართველომ არ განახორციელა საქმეზე აუცილებელი საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიებები, რითიც გადაუდებელ შემთხვევაში დააზღვევდა საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებას, ან შეცვლას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედიის პოლიციის სამმართველოსთვის უკვე 9 აგვისტოდან იყო ცნობილი დემურ სტურუას წერილის შესახებ და მასში კონკრეტული პოლიციელის მიმართ დაფიქსირებული ბრალდების თაობაზე. თუმცა, საქმე მხოლოდ 12 აგვისტოს გადაეცა გამოსაძიებლად დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, მას შემდეგ, რაც წერილის თაობაზე ინფორმაცია მედიაში გასაჯაროვდა, რაც ცხადია მიუთითებს ამ პერიოდის განმავლობაში საქმეში ინსტიტუციური ინტერესთა კონფლიქტის არსებობას.

საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა საქმეში დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო დაღუპულის დედა, რომლის ინტერესებსაც "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC)წარმოადგენს. ამდენად, EMC-ისსაშუალება ჰქონდა საწყისი ეტაპიდანვე თვალი ედევნებინა გამოძიების მიმდინარეობისა და საქმის პროგრესისთვის. დაზარალებულთან აქტიური კომუნიკაციის პირობებში, 12 აგვისტოდან გამოძიების ფარგლებში დაიკითხა საქმისათვის მნიშვნელოვანი არაერთი მოწმე, ჩატარდა რიგი საპროცესო/საგამოძიებო ღონისძიებები, მათ შორის, დაღუპულის გვამისა და მის მიერ დატოვებული წერილის ექსპერტიზები, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა საქმის შემდგომი მსლელობისთვის და საქმეში  ბრალდებულების გამოკვეთისთვის.

როგორც ცნობილია, სწორედ აღნიშნული ორი უმნიშვნელოვანესი ექსპერტიზის პასუხის საფუძველზე, 27 აგვისტოს გამოიცა პოლიციელ გ. თევზაძის დაკავების განჩინება. ამავე დღეს გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ პოლიციელი თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას. 29 აგვისტოს საქმის ზედამხედველმა პროკურორმა მიიღო დადგენილება გ. თევზაძის ბრალდებულად ცნობის თაობაზე, ხოლო 30 აგვისტოს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა, რის შემდეგაც პოლიციელი ოფიციალურად მიეცა ძებნაში.

ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილია, რომ დემურ სტურუას წერილი იყო ავთენტური, ხოლო თავად გარდაცვლილს სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნებოდა სიცოცხლის პერიოდში მიღებული მსუბუქი ხარისხის დაზიანებები. გამოძიებით აგრეთვე დადგენილია, რომ 7 აგვისტოს გოდერძი თევზაძესა და დემურ სტურუას რამდენიმეჯერ ჰქონდათ  კომუნიკაცია, მათ შორის, სამტრედიის პოლიციის შენობის გარეთ, როდესაც გოდერძი თევზაძის სამსახურებრივი მანქანითისინი გადაადგილდებოდნენ ქ. სამტრედიიდან სოფელი იანეთისკენ.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ განცხადებაში დაწვრილებით არ არის განხილული საქმის დეტალები და მტკიცებულებები. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის ჩავლილია გამოძიების მხოლოდ პირველი, თუმცა მნიშვნელოვანი ეტაპი. წინ არის მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და საქმის წარმოება სასამართლოში, სადაც პროკურატურამ უნდა მოახერხოს ბრალდების ეფექტური მხარდაჭერა და წაყენებული ბრალის დადასტურება.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელის წინააღმდეგ დაწყებულია დევნა, ძალაში რჩება ოჯახის წევრების მთავარი მოთხოვნა, დროულად და სამართლიანად აგოს პასუხი ყველა პირმა, ვისაც შესაძლოა შემხებლობა ჰქონოდა აღნიშნულ ფაქტთან. ამავდროულად, იმ პირობებში, როდესაც გ. თევზაძე არის მიმალვაში, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ უზრუნველყოს იმ მტკიცებულებებისა და მოწმეების უსაფრთხოება, რომლებზეც არსებობს პოლიციელის მხრიდან რაიმე ტიპის გავლენის მოხდენის საფრთხე. მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე გამოძიების მთავარ გამოწვევას წარმოადგენს პოლიციელის ძებნის ოპერაციის დროულად დასრულება, საქმეში მონაწილე სხვა შესაძლო პოლიციელიბის ბრალეულობის გამოკვეთა და სასამართლოში ბრალდების მხარდაჭერისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოგროვება, რაც დაადასტურებს როგორც უფლებამოსილების გადამეტების, ასევე თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებს.

დემურ სტურუას საქმე განსხვავებული რაკურსებით აჩვენებს ქვეყანაში არსებული ძალადობრივი და უხეში საპოლიციო სისტემის პრობლემებს. სოფელ დაფნარში და მეზობელ სოფლებში მცხოვრები ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ პოლიციის მხრიდან შანტაჟი, მოქალაქეების იძულება და მათ მიმართ შეურაცხმყოფელი მოპყრობა დანერგილ პრაქტიკას წარმოადგენს. თუმცა, ადგილობრივები დღემდე ერიდებიან საჯაროდ პირად გამოცდილებებზე საუბარს, რაც ასევე მიანიშნებს პოლიციის მიმართ შიშისა და უნდობლობისხარისხზე. ფაქტის სიმძიმისა და პრობლემის მასშტაბების გათვალისწინებით ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს დუმილი, რომელიც საჭიროდ არ თვლის, განუმარტოს საზოგადოებას რა სისტემური და გადამჭრელი ზომების მიღებას გეგმავს იმისთვის, რომ დასრულდეს არაჰუმანური ნარკოპოლიტიკითა და ხისტი საპოლიციო მექანიზმებით მანიპულირება მოქალაქეებზე. 

გასათვალისწინებელია, რომ რეგიონებში მცხოვრები პირებისთვის, რომლებსაც მარტივად არ მიუწვდებათ ხელი მედიასა და სერვისებზე, პოლიციასთან დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო ინტენსიურ და საშიშ ფორმებს ატარებს, რამდენადაც ეს პროცესები კიდევ უფრო ფარულად მიმდინარეობს.

დემურ სტურუას საქმეზე გამოძიების მიმდინარეობა და პოლიციის წინააღმდეგ ბრალის მოკლე ვადებში წაყენება დიდწილად სწორედ ამ საქმის საჯაროობის, პროტესტის, გამოხატული სოლიდარობისა და არსებული პოლიტიკური თუ წინასაარჩევნო კონტექსტისშედეგია. ამდენად, ეს საქმე არ უნდა იყოსგანხილული, როგორც დამკვიდრებული პრაქტიკის გამოვლინება. 

პოლიციაში არსებულსისტემურ პრობლემასთან გამკლავებას პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება, რაც მოითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროში ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებას. საჭიროა ძალადობრივი, შანტაჟზე და ტოტალურ კონტროლზე დაფუძნებული სისტემა შეიცვალოს საზოგადოებრივ ნდობაზე, მოქალაქეებთან თანამშრომლობაზე დამყარებულისისტემით. აგრეთვე, აუცილებელია დაიწყოს მუშაობა პოლიციის სისტემაში არსებული დაუსჯელობის სინდრომის წინააღმდეგ, რომლის მოგვარებაც ეფექტური შიდა და გარე კონტროლის მექანიზმების გარეშე წარმოუდგენელია. ბოლო წლებში სწორედ ამაზე საუბრობს როგორც სახალხო დამცველი, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი, როდესაც ითხოვს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას ამ ტიპის დანაშაულებისთვის. 

დემურ სტურუას საქმის დროული და ეფექტური გამოძიება არის აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი მწვავე პრობლემებთან გასამკლავებლად. იმისთვის რომ გამოჩნდეს რეალური პოლიტიკური ნების არსებობა და მზაობა გარდამტეხი ნაბიჯების გადადგმისთვის, საჭიროა:

პოლიციამ უარი თქვას არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის გამოყენებაზე, საკანონმდებლო ორგანომ კი უახლოეს მომავალში განახორციელოს საკანონმდებლო ბაზის ცვლილება;

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოხატოს მზაობა და დაიწყოს მუშაობა შიდა სისტემური მონიტორინგისთვის, რაც გამოავლენს სისტემაში არსებულ გადაცდომებს;

დაიწყოს მუშაობა პოლიციის რეფორმის პროცესზე და კონცეფციაზე;

შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც დაასრულებს დაუსჯელობის პრობლემას ქვეყანაში.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) თავს იკავებს გააკეთოს საბოლოო შეფასება დემურ სტურუას საქმის გამოძიებაზე, რომლის ეფექტურობაც დიდწილად სწორედ საქმის სასამართლო განხილვებზე და ბრალის დადასტურებაზე იქნება დამოკიდებული", _ აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.   




 ახალი ამბები
  • პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა დავით ჭაკუას გადმოყვანა განახორციელესსპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ დავით ჭაკუას (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი) გადმოყვანა განახორციელეს. დავით ჭაკუას 2013 წლის 8 იანვრის დადგენილებით დაუსწრებლად წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით); 25,1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, "ბ“, „დ“, „ე“ ,„ზ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (პატიმართა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მიზნით წაქეზება, რაც გამოიხატა პატიმართა დამცირებაში, იძულებაში, მათ არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში, რაც მათ ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად დაკავებულის მიმართ და შეკვეთით); 25,145-ე მუხლით (დანაშაულთა პროვოკაციის მიზნით წაქეზება); 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით წაქეზება); 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მოწმეზე ზემოქმედების განხორციელება, რაც გამოიხატა მოწმის იძულებაში ცრუ ჩვენების მისაცემად, რასაც ერთვის მისთვის და მისი ახლო ნათესავისთვის ძალადობა და სხვა მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის. ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დავით ჭაკუა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ,„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. დავით ჭაკუას მიმართ 2013 წლის 27 თებერვლიდან გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით. 2019 წლის 20 დეკემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დავით ჭაკუას ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარის მიერ სრულად დაკმაყოფილდა 2020 წლის 17 ივნისს. საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების და გენერალური პროკურატურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მიუხედავად კოვიდ19-ის ვირუსით განპირობებული გამოწვევებისა, შესაძლებელი გახდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მსჯავრდებულის ბერლინიდან საქართველოში ესკორტირების მიზნით. მსჯავრდებული თავდაპირველად მოთავსებული იქნება პენიტენციური სისტემის სპეციალურ სამედიცინო საკარანტინო სივრცეში. 21-დღიანი საკარანტინე პერიოდის შემდეგ, ის გადაყვანილი იქნება იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც მოიხდის ... ...
  • “იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ, 22 ივნისს, მისი დედისგან შევიტყვე“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. “პირველ რიგში, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ 18 ივნისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ვუსამძიმრებ ოჯახს. ვადასტურებ, რომ ამ საქმის ერთ-ერთი დაზარალებული, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე არის ჩემი ნათესავი, უფრო ზუსტად მამაჩემის დის შვილიშვილი. დაზარალებულის დამნაშავედ გამოცხადება არ მიკვირს იმ ადამიანებისგან, ვინც წლების მანძილზე, უმძიმეს დანაშაულში მხილებული თანაგუნდელების უდანაშაულობას უმტკიცებდა საზოგადოებას. იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. ის ერთადერთია რომელმაც პოლიცია გამოიძახა. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავ, როგორ ხდება მის მიმართ ცრუ ინფორმაციების გავრცელება და როგორც ჩანს ახლა ახალი კამპანიის აგორება არის გადაწყვეტილი. ამასთან ერთად, მოსალოდნელი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, თავს ვალდებულად ვთვლი, საჯაროდ განვაცხადო, რომ იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ, მე მხოლოდ 22 ივნისს, მისი დედისგან შევიტყვე, რის გადამოწმებაც, უმარტივესად არის შესაძლებელი. არ გამოგივათ! იაკობ ბრეგვაძე დაზარალებულია! დარწმუნებული ვარ, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.“ - წერს ნინო ... ...
  • გომისმთაზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს (R)დაბა გომისმთაში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისს N825 განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეიქმნა დაბა გომისმთის დასახლება. შედეგად „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები,“-აღნიშნულია ... ...
  • კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მთავრობას მედიის პატივისცემისაკენ მოუწოდებსკოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მთავრობას მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესების შეწყვეტისა და ჟურნალისტთა პროფესიული გაერთიანების პატივისცემისაკენ მოუწოდებს ჩვენ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები დაუშვებლად მივიჩნევთ მცდელობას სახელმწიფომ დასაჯოს და კონტროლის ქვეშ მოაქციოს მედიასაშუალებები. ვფიქრობთ, მსგავსს პრეცენდენტს ქმნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „საბოტაჟის“ მუხლით წარმოებული გამოძიება. რომელიც მიმართულია „მთავარი არხის“ სიუჟეტის შინაარსზე. მიგვაჩნია, რომ წამოწყებული პროცესით, კიდევ უფრო ღვივდება მედიის მიმართ უნდობლობა, და სახეზეა ცენზურის საფრთხე. გავრცელებული ინფორმაციით, სუს-მა „საბოტაჟის“ მუხლით გამოძიება 2020 წლის 16 მარტს უწყებაში შესული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში უსაფრთხოების სამსახური სწავლობს 2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების პირობებში ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილებების შესაძლო ბოროტად გამოყენებას. გამოიკითხა სიუჟეტის ყველა ფიგურანტი და რესპოდენტი, ხოლო 2 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხიდან“ რეპორტაჟის დაუმონტაჟებელი ვიდეო მასალის გამოთხოვის თაობაზე უწყების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მიგვაჩნია, რომ არსებული რეალობა საგანგაშოა მედიის თავისუფლებისათვის და კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს დაშვებული შეცდომების გამოსწორება.სიუჟეტში პროფესიული გადაცდომის ან უზუსტობების შემთხვევაშიც კი სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს მედიის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპებს და ჟურნალისტთა პროფესიული გადაცდომების კორექციის საჭიროებისას უნდა გამოიყენოს მედიის თვითრეგულირების მექანიზმი, ისევე როგორც ჟურნალისტთა კოლეგიურ გაერთიანება - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია . კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გასცეს დირექტივა მედიის თავისუფლების და უსაფრთხოების დასაცავად. ვითხოვთ, დროულად შეწყდეს მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესები და გაშუქების დეტალებზე პროფესიული სიზუსტის გამოკვლევისათვის საქმე გადაეცეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ან /და შესწავლა დაიწყოს "მთავარი არხის" თვითრეგულირების მექანიზმის ... ...
  • ვინ არის 18 წლის ბიჭი, რომელიც მდინარე ტეხურუში დაიხრჩოცოტა ხნის წინ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში, მდინარე ტეხურაში 18 წლის ბიჭი გადავარდა. როგორც გაირკვა, ის ადგილობრივი მკვიდრია.~ როგორც "გურია "ნიუსთან" თვითმხილველები ამბობენ, ბიჭს, სავარაუდოდ, გული გაუსკდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...