შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე ძებნა გამოცხადდა

სამართალი

შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე ძებნა გამოცხადდა

2016 სექ 28 22:57:23

თბილისის საქალაქო სასამართლომ  სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების  ფაქტზე  ბრალდებულ შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს  გიორგი ლორთქიფანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების დარბევა და მათი მასობრივი დაკავება, შს ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის ბრძანებით დაევალა მის მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძეს.

"დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2011 წლის 25 მაისს, ჯერ კიდევ მიტინგისთვის სანქცირებული ვადის გასვლამდე, პოლიციამ წინასწარ გადაკეტა რუსთაველის გამზირი და მის მიმდებარედ არსებული ქუჩები, ხოლო თავისუფლების მოედანი გადაიკეტა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა  და შს სამინისტროს სხვა დანაყოფების მეშვეობით, რომელთაც ადგილზე ხელმძღვანელობდნენ გიორგი ლორთქიფანიძე და დავით ახალაია.  სწორედ დასახელებულ პირთა მეთაურობით, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა გაუმართლებლად არათანაზომიერი და გადაჭარბებული ძალა. შედეგად, გარდაიცვალა ორი ადამიანი, დასახიჩრდა და ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო დაახლოებით 250-მდე ადამიანმა, ხოლო  უკანონოდ დაკავებული იქნა 800-მდე მომიტინგე.

ვინაიდან გიორგი ლორთქიფანიძე თავს არიდებდა გამოძიებას, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით", _ აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ამავე საქმეში ბრალდებულების ლევან ქარდავასა და ვასილ ლელუაშვილის მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე დამდგარია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო ბრალდებულებს დათა ახალაიასა და რევაზ შიუკაშვილს ასევე სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, პროკურატურამ ხსენებულ ბრალდებულებთან დაკავშირებით სასამართლოს მხოლოდ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის შუამდგომლობით მიმართა.




 ახალი ამბები
  • სუს-ი: "სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. "გვსურს გამოვეხმაუროთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები საპროტესტო აქციებზე იმყოფებოდნენ და მიმდინარე პროცესების ფოტო/ვიდეოგადაღებებს აწარმოებდნენ. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ პირებს არ წარმოუდგენიათ არანაირი მტკიცებულება იმის დამადასტურებლად, რომ კონკრეტულ საპროტესტო აქციებზე მყოფი პირები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან. ამასთანავე, გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ საპროტესტო აქციებზე ან სხვა მასობრივი შეკრების ადგილებში უწყების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულებთან დაკავშირებით მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან ასაცილებლად, კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესასრულებლად (“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11, მე-12 მუხლები), ახორციელებს პრევენციულ და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედებებს, რომლისთვისაც ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იყენებს ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს (ამავე კანონის 43-ე მუხლი). სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების პროცესში, “საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, კანონიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და  თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპებით მოქმედებენ," - ნათქვამია ... ...
  • აჭარის ტელევიზის შენობასთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანესაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს. მათი თქმით, ამით გამოხატეს ის განწყობა, რომელიც მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ გაუჩნდათ: "დღეს, მრჩეველთა საბჭომ, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა მოკლა", _ აცხადებენ ისინი. აქცია, მაუწყებლის შენობასთან, ამ წუთებშიც ... ...
  • სუს-თან აქციაზე დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლესსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქციაზე დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. „ლეიბორისტული პარტიისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციის, ასევე, მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენლები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს. დაკავებულებს შორის იყო „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ... ...
  • აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესები დარღვევებით წარიმართა - ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს18 ნოემბერს პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესებს სახალხო დამცველი აფასებს.  სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული პირების საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესები ვერ აკმაყოფილებდა ადამიანის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს და სასამართლო პროცესი დარღვევებით წარიმართა. 37-ვე დაკავებული პირის საქმე მხოლოდ ერთ მოსამართლეს დაეწერა განსახილველად, რამაც სასამართლო პროცესების არაგონივრული ვადით გაჭიანურება გამოიწვია. ამ ეტაპზე 17 პირის საქმის განხილვა არც კი დაწყებულა, ხოლო 8 მათგანი ჯერ კიდევ ელოდება გადაწყვეტილებას. ასევე ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ სამუშაო საათებში დაკავებულ პირთა მიმართ დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული დაკავების მაქსიმალური, 12-საათიანი ვადა. ამის მიუხედავად, მოსამართლემ არ გაათავისუფლა ისინი და დატოვა თავისუფლებააღკვეთილი იქამდე, სანამ სხდომას გადადებდა. საბოლოოდ, სასამართლომ ერთმანეთისგან დისპროპორციულად განსხვავებული სახდელები დანიშნა. მოსამართლის მოტივაციასთან დაკავშირებით ამან კითხვის ნიშნები გააჩინა. ამასთან, სახალხო დამცველი მიმართავს პროკურატურას, იხელმძღვანელოს 2019 წლის 20-21 ივნისს დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრაქტიკით და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ პასუხობს ადამიანის უფლებების მინიმალურ სტანდარტებს, ამასთან 18 ნოემბერს დაკავებულ პირთა სასამართლო განხილვებისას გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები, გამოიყენოს "პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული პროტესტის მექანიზმი, მიმართოს სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვოს დაკავებული პირების გათავისუფლება." - აღნიშნულია ომბუდსმენის ... ...
  • გიორგი გუგავა: „ივანიშვილმა სუს-ი პოლიტიკურ ჟანდამერიად გადააქცია“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მოძრაობა „გაბედეს“ გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიტიკოსი გიორგი გუგავა მივიდა. მისი თქმით, სამართალდამცავებმა აქციაზე მოძრაობის 6 წევრი უკანონოდ დააკავეს, ივანიშვილმა კი სუს-ი პოლიტიკურ ჟანდამერიად გადააქცია. „ეს არის კლასიკური დიქტატურის გამოვლინება, როდესაც ახალგაზრდებს არ აცლიან სამართლიანი პროტესტის გამოთქმას. აკავებენ უკანონოდ, იყენებენ ბრუტარულ ძალას და სწორედ ის ჩაიდინა სუს-მა რის გამოც, აქ მოსული იყვნენ ახალგაზრდები. ეს ორგანო ივანიშვილმა პოლიტიკურ ჟანდამერიად გადააქცია. ის უსაფრთხოებაზე ზრუნვით კი არ არის დაკავებული, არამედ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს დასდევს, იჭერს, აპატიმრებს, უთვალთვალებს და ეს უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. ვერ დაიჭერთ მთელ ქვეყანას. ვერ შეაჩერებთ ამ გულანთებული ახალგაზრდების მიზანს.  6 ახალგაზრდა ამ ორგანიზაციიდან სრულად უკანონოდ დააკავეს“,_ განაცხადა გუგავამ. სუს-თან გამართულ აქციაზე მოძრაობა „გაბედეს“ წევრები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას და კითხვაზე პასუხს ითხოვდნენ თუ რატომ აკავებენ ქვეყანაში ახალგაზრდებს, მათ მეგობრებს, მაშინ როდესაც ექიმი  ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორშია დაკავებული უკანონოდ. მათ შენობის გვერდით მდებარე საავტომობილო შესასვლელის გადაკეტვა სცადეს, მაგრამ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა, რასაც დაპირისპირება და სამართალდამცავების მხრიდან 2 ადამიანის დაკავება მოჰყვა. მოძრაობის წევრების დაკავების შემდეგ აქციის მონაწილეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაკეტვა გადაწყვიტეს და ზებრაზე განლაგდნენ, თუმცა, პოლიციამ მათ გზის პარალიზების საშუალება არ მისცა და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. როგორც კახა ბუხრაძემ სუს-თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ სუს-თან დააკავეს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი. დაკავებულებს შორის არიან ასევე „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" წევრები, ნიკა და ბექა ... ...

არქივი

ზაფრანი

საჭმელი, რომელიც კიბოს აჩქარებს

გამოცემა Sciencealert - ის ცნობით,...

რა სასმელი უნდა დალიოთ რომ დიდხანს იცოცხლოთ?

ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომელიც...

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე კომბოსტოს ფოთოლი

კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია....

შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის...

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?