მოგესალმებათ საქართველოს კონტროლის (უპასუხისმგებლო) პალატა!

სამართალი

მოგესალმებათ საქართველოს კონტროლის (უპასუხისმგებლო) პალატა!

2012 ივნ 23 10:27:37

ჩვენი სტატიის მთავარი გმირიც "ერთი რიგითი", უსახელო და უგვარო თანამშრომელია. როგორც ჩანს, ამ უწყებაში ყველას ერთი სახელი აქვს _ კონტროლის პალატა.

ორი დღეა, საქართველოს კონტროლის პალატაში, "გურია ნიუსის" მიერ ლევან ბეჟაშვილის სახელზე შეტანილ საჩივარს ვერ პოულობენ. ვისი ძალისხმევით ვერ მიაღწია ჩვენმა წერილმა კონტროლის პალატის თავმჯდომარემდე, ჯერჯერობით, გაურკვეველია.

უწყება, რომელიც სხვებს აკონტროლებს და სხვების დაკითხვითაა დაკავებული, "გურია ნიუსის" კითხვებს, კითხვითვე პასუხობს: _ რა იყო კი მაგრამ, დაკითხვაზე ვართ?

საჩივარი კონტროლის პალატის დაცვის თანამშრომლებისა და შინაგანაწესის სამსახურის უფროსის, ჯიმშერ დობორჯგინიძის მხრიდან ჩვენი მისამართით გატარებულ უპრეცედენტო ჩხრეკასა და დიქტოფონის წართმევის მცდელობას ეხებოდა.

ეს ინციდენტი კონტროლის პალატაში 2012 წლის 25 მაისს მოხდა, როდესაც "გურია ნიუსის" საჩივრის განხილვა უნდა მომხდარიყო. დობორჯგინიძის დისციპლინარულ გადაცდომაზე საჩივარი 2012 წლის 30 მაისს შევიტანეთ.

მას შემდეგ, რაც პასუხის გაცემის ყოველგვარი გონივრული თუ არაგონივრული ვადა ამოიწურა, კონტროლის პალატის კანცელარიაში ჩვენი საჩივრის ბედის გარკვევა გადავწყვიტეთ. სატელეფონო საუბარს უცვლელად გთავაზობთ.

მანამდე კი გეტყვით, რომ კონტროლის პალატაში უკვე კარგად გვიცნობენ და მას შემდეგ, რაც თავს და მედიასაშუალებას წარვუდგენთ, ასე გვპასუხობენ: _ აააააა, თქვენ გუშინ დარეკეთ ხომ?

დიახ, გუშინაც დავრეკეთ, დღესაც და ხვალაც ვაპირებთ დარეკვას. იმდენჯერ დავრეკავთ, სანამ ჩვენთან ლაპარაკს პასუხის გაცემას არ ამჯობინებთ. მიუხედავად იმისა, რომ ვირტუალურ, რიგით, უსახელო, უგვარო ადამიანებს ველაპარაკებით, მაინც დავრეკავთ. მხოლოდ ერთადერთი მიზნით _ მივიღოთ საჯარო ინფორმაცია.

_ გამარჯობა ქალბატონო, "გურია ნიუსიდან" გაწუხებთ...

_ ააა, თქვენ გუშინ დარეკეთ, ხო?

_ ერთი წუთით, ერთი წუთით, - გვპასუხობს ქალბატონი კანცელარიიდან და ვიღაცის დასაძახებლად გარბის, _ ნათი, მოდი...

როგორც ჩანს, ჩვენი გუშინდელი ზარის შემდეგ, საღამოს თათბირზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, ვის უნდა აეღო თავზე პასუხის გაცემა. ურო სწორად, არგაცემა!

ნათი თუ ნატი (კარგად არ ისმის) მოვიდა და სოლიდურად მკაცრი ტონით იკითხა: _ უკაცრავად, რასთან დაკავშირებით რეკავთ თქვენ?

_ წერილი შემოვიტანეთ თქვენთან 2012 წლის 30 მაისს და გვაინტერესებს, ვის დაეწერა ეს წერილი. პასუხი დღემდე არ მოგვსვლია თქვენგან.

_ რა თემაზე იყო წერილი, რომ ვიცოდეთ?

_ ლევან ბეჟაშვილის სახელზეა წერილი შემოტანილი და ეხება ჯიმშერ დობორჯგინიძეს, თქვენს თანამშრომელს.

_ აჰაა, გასაგებია... (ბოლოში ნახავთ, რომ ვერაფერიც ვერ გაიგო. ავტ.) იცით, ეს თემა განხილვის პროცესშია, უბრალოდ, არ ვიცით ჯერჯერობით, ვისზეა დაწერილი. იქეთა კვირას გადმორეკეთ და იქნება, გაირკვეს, კარგით?

_ უკაცრავად, მაგრამ უკვე 20 დღეა გასული...

_ მე მესმის, მაგრამ ამ საკითხში არ ვარ კომპეტენტური, გარკვევის ეტაპზეა თქვენი წერილი.

_ ქალბატონო, ვის დაეწერა, ის მითხარით და დანარჩენს როგორმე გავარკვევთ.

_ ჯერჯერობით არავის არ დაეწერა, განხილვის პროცესშია.

_ კონკრეტულად ვინ იხილავს? რახან განხილვის პროცესშია, ვინმე კონკრეტული პირი არ იხილავს?

_ ვის მიმართაც არის შემოსული, უშუალოდ.

_ თქვენ თვითონ ვინ ბრძანდებით?

_ ადმინისტრაციული დეპარტამენტიდან ვარ მე.

_ სახელი და გვარი მითხარით, ვის ვესაუბრები?

_ რა მნიშვნელობა აქვს?

_ თქვენ ახლა საქართველოს კონტროლის პალატის სახელით მელაპარაკებით, ოფიციალურ პასუხს მცემთ და მაინტერესებს ვინ ბრძანდებით, ვის ვესაუბრები?

_ ადმინისტრაციული დეპარტამენტის რიგით თანამშრომელს.

_ სახელი და გვარი ხომ აქვს ამ რიგით თანამშრომელს?

_ არა აქვს და რა მნიშვნელობა აქვს? დაკითხვაზე ვარ, ვერ გავიგე? თქვენ იკითხეთ წერილი, მე გცემთ პასუხს, რომ განხილვის პროცესშია. სხვა რა საჭიროა, ვერ გავიგე? გადმორეკეთ იქეთ კვირაში და იქნებ, პასუხი მანამდე იყოს.

_ იქნებ? თქვენთან განხილვის პროცესს ვადები არა აქვს? თუ არ ცნობთ ამ ვადებს?

_ დაახლოებით 10 დღეა, როგორც მე ვიცი.

_ არა, დაახლოებით 10 დღე არ არის, ზუსტად 22 დღეა გასული უკვე.

_ იქეთ კვირას გადმორეკეთ და, ალბათ, გეცოდინებათ პასუხი

_ პასუხი ხომ უნდა გაგეცათ 10 დღის შემდეგ, იმაზე მაინც, მიიღეთ თუ არა წარმოებაში ჩვენი წერილი და ვის დაეწერა? გასაიდუმლოებულია პირი, ვინც ამ წერილს იხილავს?

_ ქალბატონო, იქეთ კვირას გადმორეკეთ რა, ჩვენ ვართ ადმინისტრაციის რიგითი თანამშრომლები.

_ კი ბატონო, იყავით თუნდაც რიგითი, მე თქვენს საუბარს ვიწერ და თქვენი სახელი და გვარი მაინტერესებს.

_ ნახვამდის და იქეთ კვირაში გადმორეკეთ...




 ახალი ამბები
  • ვის მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი ექიმის გათავისუფლებაში დასახმარებლადსაქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე ქვეყნდება ინფორმაცია, თუ ვის მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის გათავისუფლებაში დახმარებისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით მიმართა შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს : გაეროს გენერალურ მდივანს – ანტონიუ გუტერეშს, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში - როზმარი დიკარლოს, ევროკომისიის პრეზიდენტს - ურსულა ფონ დერ ლაიენს, ეუთოს თავმჯდომარეს - მიროსლავ ლაიჩაკს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს - მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს: გაეროს წარმომადგენელს - ჩიჰან სულტანოგლუს, ეუთოს თავმჯდომარეს სპეციალურ წარმომადგენელს - რუდოლფ მიჩალკას ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს - ტოივო კლაარს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს - მიშელ ბაშელეს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს - დუნია მიატოვიჩს. პრეზიდენტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, მძიმე კრიზისია შექმნილი და დღეს ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მძაფრი სახე მიიღო. დაკავებულია ცნობილი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც რეგიონში თავისი პროფესიული ვალის მოსახდელად ჩავიდა. პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, რათა ოკუპირებულ რეგიონში გამოსწორდეს ვითარება და უმოკლეს დროში გათავისუფლდეს ქართველი ... ...
  • კონსტანტინე შარაშენიძე: “ჩემი კომენტარი, არ გამოგადგებათ თქვენ“ დღეს თბილისში გამართულ აქციასთან დაკავშირებით “გურია ნიუსი“ დაინტერესდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე შარაშენიძის მოსაზრებით.  ეთანხმება თუ არა დამოუკიდებელი მერი ოპოზიციის მოთხოვნებს - ამ კითხვაზე კონსტანტინე შარაშენიძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. “ჩემი კომენტარი, არ გამოგადგებათ თქვენ“ _ მხოლოდ ეს გვითხრა სატელეფონო საუბრის დროს ოზურგეთის ... ...
  • დედაქალაქში აქციისთვის ემზადებიან _ ფოტორეპორტაჟი რუსთაველის გამზირიდანამ წუთებში თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. "გურია ნიუსი" გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს რუსტაველის ... ...
  • "მობილიზებულია საპოლიციო ძალები" _ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადებასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას. სამინისტრო დღეს დაგეგმილ აქციებზე უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთანავე, პოლიცია იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. საპოლიციო ძალები მობილიზებულია, რათა დაცული იყოს ერთი მხრივ შეკრების და მანიფესტაციის დროს მოქალაქეთა უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მეორე მხრივ - სახელმწიფო ორგანოებმა შეუფერხებლად განაგრძონ ... ...
  • "შეასრულონ დაპირებები ან დანიშნონ ვადამდელი არჩევნები" _ ლევან მგელაძე "ის რაც დღეს ხდება, არის ყოვლად მიუღებელი", _ ეს განცხადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან მგელაძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას გააკეთა. მგელაძის თქმით ის ამ ეტაპზე არ წასულა აქციაში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა, იზიარებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც ხელისუფლების მიმართ აქვს ოპოზიციას. "ის, რაც დღეს ხდება,  არის ყოვლად მიუღებელი. მიმაჩნია, რომ მთავრობამ პასუხი უნდა აგოს. ან შეასრულონ ის, რაც ხალხს შეპირდნენ, ან გადადგნენ და დანიშნონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები", _ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?