საია იმ ადამიანების საქმის შესწავლას ითხოვს, რომლებიც ” ქომაგისთვის” მიმართვის გამო მოდულში დაიბარეს

სამართალი

საია იმ ადამიანების საქმის შესწავლას ითხოვს, რომლებიც ” ქომაგისთვის” მიმართვის გამო მოდულში დაიბარეს

2012 ივნ 27 23:11:19

მოქალაქეების - გივი ქურიძის, მანანა გურგენაშვილის, ლამზირა ყოჩიშვილის, ნუგზარ ბელქანიას მონათხრობების ურთიერთშეჯერების შედეგად, იქმნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან, მითითებულ პირთა მოწმის სახით დაკითხვის პროცესში, ადგილი ჰქონდა კანონდარღვევებს." _ ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

ზემოაღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ ნამდვილად მიმართეს ფონდ "ქომაგს". მათი განმარტებით, 2012 წლის 9 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სახლებში მიაკითხეს და მოტყუებისა და იძულების წესით მოდულის შენობაში წაიყვანეს. უმრავლეს შემთხვევაში პოლიციელებს სამოქალაქო ფორმა ეცვათ და თავიანთ ვინაობას მოწმის სახით დასაბარებელ პირებს არ უმხელდნენ. მართალია, მოდულის შენობაში დაკითხვის დროს მოქალაქეებს ეცნობათ, რომ მოწმის სახით იკითხებოდნენ, თუმცა, კონკრეტულად რა დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობდა გამოძიება, მათთვის არ აუხსნიათ. სამ მათგანს არ განემარტა ადვოკატის დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მოითხოვს, რომ მოწმის სახით დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს უწყება, სადაც "აღნიშნული უნდა იყოს, ვინ და რისთვის, ვისთან და რა მისამართზე არის პირი გამოძახებული, გამოცხადების დღე და საათი". მოწმის იძულებითი წესით მიყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ იგი არასაპატიო მიზეზით თავს არიდებს გამოცხადებას. აქვე, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ნ. ბელქანიას განცხადებით, მას სამუშაო ადგილას მიაკითხეს პოლიციელებმა, რომელთაც მანქანაში მისი არასრულწლოვანი შვილი ეჯდათ.

ასევე, განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო მოქალაქე გივი ქურიძის მონათხრობი. იგი დაავადებულია "ც" ჰეპატიტით, ღვიძლის ციროზით და ასციტით. 2012 წლის 5 ივნისს გ.ქურიძემ გაიკეთა ოპერაცია, 8 ივნისს გადაიყვანეს იმუნოლოგიის ცენტრში მკურნალობის გაგრძელების მიზნით, 9 ივნისს პალატაში მიაკითხა სამმა პოლიციელმა და განუცხადეს, რომ დაკითხვაზე უნდა წაეყვანათ. მიუხედავად იმისა, რომ ქურიძე ახალი ნაოპერაციები იყო, ჭრილობა ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოშუშებული და ექიმიც წინააღმდეგი იყო, რომ საავადმყოფოდან გაეყვანათ, პოლიციელებმა მაინც წაიყვანეს იგი მოდულის შენობაში. გაურკვეველ მიზეზთა გამო, ქურიძის დაკითხვა დროულად ვერ მოხერხდა, იგი შეუძლოდ გახდა და ამიტომ საავადმყოფოში დააბრუნეს. ამის შემდეგ, იმავე დღეს იგი ისევ წაიყვანეს მოდულის შენობაში დასაკითხად. ორსაათიანი ლოდინის შემდეგ, ქურიძე კვლავ ცუდად გახდა. როგორც თავად განმარტავს, გაუსივდა სხეული და სუნთქვის უკმარისობა შეექმნა, რის შემდეგაც გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და მისი საშუალებით კვლავ საავადმყოფოში დააბრუნეს. საბოლოოდ, ქურიძის დაკითხვა საავადმყოფოში მოხდა.

ამას გარდა, როგორც ეს მოქალაქეები განმარტავენ, რიგ შემთხვევაში, მათ უსვამდნენ ისეთ კითხვებს, რომელთაც არაფერი ჰქონდათ საერთო რაიმე კონკრეტულ სამართალდარღვევასთან. მაგალითად, ნ.ბელქანია აღნიშნავს, რომ მას ასეთი კითხვები დაუსვეს: "გამოხვალთ თუ არა ქუჩაში, თუ ოქტომბერში არჩევნებს წააგებთ?" "რატომ ხართ ოპოზიციაში, როცა გაქვთ დენი, გაზი და წყალი" და ა.შ.

მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ საქმეებზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და მითითებულ მოქალაქეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასუხი უნდა გასცეს მთელ რიგ კითხვებს. მაგალითად, რატომ მივიდნენ მოწმის სახით დასაბარებელ ნ.ბელქანიასთან პოლიციელები მის არასრულწლოვან შვილთან ერთად და ამ გზით ადგილი ხომ არ ჰქონდა მოწმეზე გარკვეული ზემოქმედების მოხდენის მცდელობას, მუქარას ან იძულებას. ასევე, გაუგებარია, თუ რატომ გახდა აუცილებელი ახლად ნაოპერაციები ადამიანის ჯანმრთელობის გარისკვის ფასად მისი დაუყოვნებლივ დაკითხვა? ხოლო თუ ეს მართლაც გადაუდებელი აუცილებლობა იყო, რატომ არ დაიკითხა იგი თავიდანვე საავადმყოფოში? მით უმეტეს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 294-ე მუხლის თანახმად, არა მხოლოდ მოწმე, არამედ ბრალდებულიც კი შეიძლება დაკითხულ იქნეს "დასაკითხის ყოფნის ადგილას" და, შესაბამისად, მაინც და მაინც პოლიციის შენობაში პირის დაკითხვა არც აუცილებლობაა და არც სამართალდამცავ ორგანოებზე კანონით დაკისრებული ვალდებულება. ასევე მიუღებელი და დაუშვებელია დასაკითხ პირისთვის ზემოაღნიშული შინაარსის შემცველი კითხვების დასმა.

მოვითხოვთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროულად და ობიექტურად შეისწავლოს ზემოთ მითითებული ფაქტები, რის შემდეგაც უნდა დადგინდეს, მოცემულ შემთხვევაში, რა სახის სამართალდარღვევებს ჰქონდა ადგილი - დისციპლინურს თუ სისხლისსამართლებრივს.




 ახალი ამბები
  • მიიღებენ თუ არა გურიაში, სამეგრელოს მსგავსად, მკაცრ ზომებსსაქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. სამეგრელოში გამკაცრდა მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, ბოლნისი და მარნეული კი დაიკეტა. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარაიას მივმართეთ კითხვით_ ხომ არ არის მოსალოდნელი გურიაში, სამეგრელოს მსგავსად, მკაცრი ზომების მიღება? „გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს. ქალაქსა და სოფლებში მკაცრი კონტროლისათვის ხდება მოსახლეობის ინფორმირება და მოწოდება სახლში დარჩენის, დისტანციის დაცვისა და რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ. ბანკებთან, ბანკომატებთან და სავაჭრო ობიექტებთან ხალხმრავლობის თავიდან აცილებას და ვაჭრობისას მოქალაქეების დისტანცირების ორგანიზებას მოხალისეთა ჯგუფები ახდენენ. რაც შეეხება, ისეთივე ზომების მიღებას, რაც სამეგრელოში ხდება, აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ გავატაროთ შესაბამისი ღონისძიებები“,_ გვიპასუხა გუბერნატორმა. შეგახსენებთ, რომ სამეგრელოს რეგიონში ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში  დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა. კერძოდ, დამატებით ბლოკ-პოსტები დგას რეგიონის, მუნიციპალიტეტების შესასვლელებში და გაძლიერებული საპოლიციო ძალები, ანუ ეკიპაჟები მკაცრად აკონტროლებენ საავტომობილო ... ...
  • "დარჩი სახლში"_ ლანჩხუთში მოსახლეობას ავტომობილებიდან აფრთხილებენლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ ავტომობილებიდან ხმოვანი აპარატურით მოუწოდებენ. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობის გაფრთხილებას ისახავს მიზნად. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობის გაფრთხილება  მანქანებიდან,  როგორც ქალაქის ტერიტორიაზე ასევე,  სოფლებში  ხდება. ... ...
  • რას ისახავს მიზნად ჩოხატაურის "მედალფასთან" განთავსებული კარავიჩოხატაურში, მედალფასთან კარავი განთავსდა, სადაც სამედიცინო ცენტრის დირექტორის, ანტონ ხუნდაძის თქმით, პაციენტთა პრეტრიაჟი მოხდება. „პაციენტი რომ შემოვა, ხარისხდება, ქირურგთან მიდის თუ თერაპევტთან და ეს ხდება მიმღებში. ამას ჰქვია პრეტრიაჟი. სანამ საავადმყოფოში შევა პაციენტი, მანამდე შევა აქ. მიზანია, რომ შემთხვევითი პირი, სიცხიანი და ვირუსზე საეჭვო, არ მოხვდეს შენობაში. ამიტომ პაციენტი ჯერ შევა ამ კარავში. ექიმთან გაივლის პირველად შემოწმებას, გამოიკითხება. თუ რამე საეჭვო ნიშნები იქნება ვირუსის მსგავსი, ამ შემთხვევაში დავაყოვნებთ, იქნება დროებითი იზოლატორი გარეთ, რომ არ მოხდეს თანამშრომლების და სხვა პაციენტების ინფიცირება“,_ გვითხრა ხუნდაძემ. მისი თქმით, რეფერალით  გადაყვანამდე 4-5 პაციენტის დაყოვნება იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება, ვირუსზე არასაეჭვო პირებს, ისინი კლინიკაში შესვლას პრეტრიაჟის გავლის შემდეგ სპეციალური საშვით შეძლებენ. ... ...
  • სანამდე გაგრძელდება პურის ფქვილის ფასის მერყეობაკორონავირუსის  შედეგად,  ქვეყანაში შექმნილი  ვითარების ფონზე, მოსახლეობის  უკმაყოფილება, ძირითადად, საკვებ პროდუქტებზე ფასების მატებას უკავშირდება _ მუდმივ რეჟიმში  ისმის  შიშით გაჯერებული  კითხვა, რატომ მერყეობს ზრდისკენ პურის ფქვილის ფასი. რას ემყარება, კერძოდ, ოზურგეთის მაღაზიებში ჯერ ერთ  ტომარა ფქვილის ფასის, სულ ცოტა, 5 ლარით ზრდა, მერე ისევ დაკლება და კვლავ მომატება.  _ ორ დღეში სამჯერ შეიცვალა ფასი. ხომ უნდა ვიცოდეთ, ერთი 25-კილოგამიანი  ტომარა, ერთი  და იმავე ხარისხის, 27 ლარი ღირს, 28 თუ 33 ლარი? _ გვეკითხებოდნენ რიგითი ადამიანები, რომლებიც  დაჟინებით ითხოვდნენ პასუხს,  რამ გამოიწვია პურის ფქვილზე ფასის ერთბაშად მომატება, მერე ნაწილობრივ დაკლება მოკლე დროში. _ ახლა,  ვირუსმა რომ შემოგვიტია და ააყირავა ყველაფერი,  ამავე დროს,  გაზაფხულია, რომელსაც  ხალხი "მშიერ  პერიოდს" ეძახის და  თავის გატანა ჭირს, ხომ შეიძლება, ყველაზე ძალიან პურის ფქვილის ფასის სტაბილურობაზე იფიქრონ?! მით უფრო, რომ  ხელისუფლება ამ მხრივ მზრუნველობას გვპირდება. მაშინ, რა ხდება? _ ამ კითხვებს გამუდმებით სვამენ  რიგითი მოქალაქეები. 26 მარტს,  ოზურგეთის სხვადასხვა სავაჭრო ცენტრსა თუ მაღაზიაში, სადაც პურის ფქვილი იყიდება,  25 კილოგრამის ოდენობის ერთი ტომარა  ფქვილი 33 ლარი ღირდა. სხვადასხვა სოფლების მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ კერძო პირებს, კერძო მიკროავტობუსებით,  ოჯახში მიტანით, ასეთივე წონის ფქვილი 34-35 ლარად მიაქვთ. გაურკვევლობა  და ხალხის გაღიზიანება უფრო იმ მიზეზით  წარმოიშვა, რომ ოზურგეთში, წისქვილკომბინატ "გულისტანის" წარმომადგენლები ამბობდნენ,  რომ ამ დროისთვის არც ერთი ტომარა პურის ფქვილი არ ჰქონდათ მომატებული ფასით გაცემული. _ არ მოუმატებიათ და ჩვენ სიზმარი ვნახეთ?!  როგორ გაბედავს ადგილზე გამყიდველი 25-კილოგრამიან ტომარას ხუთი ლარი და 50 კილოგრამიანს 10 ან 11 ლარი დაამატოს?!  ვინ გაგვაჩერებს აქ?! ჩვენ ლარნახევარს თუ ვამატებთ,  საბითუმო მაღაზიები ხომ არ ვართ? იკითხეთ, კარგად, რა მოხდა! თავად  უნდოდათ ამდენის მომატება. გადაირია ხალხი და იკადრეს ცოტა უკან დახევა. თუმცა, ვეჭვობთ, ისევ  არ აუწიონ,  _  გვითხრეს იმ სასურსათო მაღაზიებში მოვაჭრეებმა,  სადაც პურის ფქვილს, როგორც  ტომრებით, ასევე, მცირე წონით დაფასოებულსაც ყიდიან. 27 მარტს,  ოზურგეთში  პურის ფქვილის ფასი   შედარებით  დასტაბილურდა  და ყველა დასახელების  25-კილოგრამიანი  ტომარა  30 ლარი ღირდა, ხოლო ქატოს ფასი, როგორც ადგილზე გვითხრეს, არ შეცვლილა ან 50-თეთრიანი  ცვლილებით ფიქსირება. _ პურის ფქვილის ფასი ახლა 2 ლარით  გაიზარდა. ამას წინათ შემაშინებელი ფასები გამოჩნდა, რასაც მოსახლეობის გულისწყრომა მოჰყვა. ადამიანები ისეც შეშინებული არიან და გაჭირვებას რომ შიში დაემატება, როგორია? ეს ორლარიანი მატებაც მტკივნეულია მათთვის. ასე მაინც რომ დარჩებოდეს და კიდევ არ ასწევდნენ ფასს,  რაღაცას გაჭირვებით შეძლებს ხალხი, _ გვითხრეს ცენტრალური ავტოსადგურის ტერიტორიის მიმდებარე მაღაზიების გამყიდველებმა: ირმა სალუქვაძემ, მაია სპარსელაშვილმა, ინდმეწარმე "მარინა ჯიჯიეშვილის" წარმომადგენელმა. აქაც, ისევე, როგორც თაყაიშვილის ქუჩაზე განლაგებულ მაღაზიებში, ამ დროისთვის (27 მარტი) პურის ფქვილის ფასი ყველგან ერთნაირი იყო: 25-კილოგრამიანი 30 ლარად ყიდდნენ, 50 კილოგრამიანს _ 55 ლარად. _ ბათუმიდანაც ასეთი ფასით მივიღეთ პურის ფქვილი. "ბარაქა", "ჯეჯილი" თუ სხვა, ამ დროისთვის ერთნაირი ფასით იყიდება და ეს ჩვენც გვიხარია. ვიღაც, ეტყობა, ჩაერთო საქმეში და თუ სახელმწიფო ასე მიუდგება პურის ფქვილის ფასის საკითხს, უკეთესი დახმარება ჩვენთვის, ამ ეტაპზე, არაფერია.  ხალხი სოფლიდან ჩამოდის და პირველ რიგში, პურის ფქვილისკენ გარბიან. ნისიად მიაქვთ, ხელს ვუწყობთ. ახლა სიმინდიც შემოლეულია და როგორმე, პირველ რიგში, პურის ფქვილის ფასმა არ უნდა მოიმატოს, მნიშვნელოვნად მაინც, ყოველ წუთს ამაზე წუხან, _ გვითხრა მაია სპარსელაშვილმა. "გურია ნიუსი" წისქვილკომბინატ "გულისტანის" მენეჯერს მარინა ჩხაიძეს ისევ დაუკავშირდა. კითხვაზე _ რამ გამოიწვია ფქვილის ფასის ორ დღეში სამჯერ ცვლილება და რამდენად საიმედოა დღეს არსებული ფასი, რაზეც ხალხი მუდმივ რეჟიმში ითხოვს პასუხს, ჩხაიძემ ასეთი კომენტარი გააკეთა: _ ამას წინათ  გითხარით, რომ ჩვენ რამდენიმე დღე შეჩერებული გვქონდა წარმოება და მომატებული ფასით არ გაგვიშვია არც ერთი ტომარა. დღეს (საუბარი შედგა  27 მარტს) არსებული ფასით, როგორც ნახეთ,  მცირედით მომატება მოხდა, 2-3 ლარის ფარგლებში. ეს გამოიწვია დოლარის კურსის შეცვლამ და იძულებული გავხდით, ფასი გაგვეზარდა, რადგან აიწია ხორბლის ფასმაც, საწარმო კი წაგებაზე ხომ ვერ იმუშავებს?! ბიზნესი  ასე არ არის. მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ არ მომხდარიყო ცვლილება. ახლა გეტყვით კარგ ამბავს _ უახლოეს დღეებში ჩვენ ჩავერთვებით  სუბსიდირების პროგრამაში და სახელმწიფო დაგვიფინანსებს იმ თანხას, რა თანხითაც, დოლარის კურსის მატების გამო უნდა  გაგვეზარდა ფასი.  ამის შემდეგ,  ეს ცოტათი  მომატებული ფასიც დაიწევს. მანამდე კი, სანამ ამ პროგრამაში  ჩავერთვებით, ასე ორი კვირის განმავლობაში, იძულებული ვართ,  ამ მომატებული ფასით  ვიმუშაოთ, _ გვითხრა მარინა ჩხაიძემ. იმედია, დანაპირები შესრულდება და მოსახლეობას, რომელიც  პურის ფქვილის ფასის ცვლილებაზე  მწვავედ  რეაგირებს, სიმშვიდის საფუძველი ... ...
  • ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებსისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს, _ ფრენები ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით, შესრულდება მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ინფორმაციას ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს. ამასთან საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შეთავაზების მცდელობა, მოკლებულია რეალურ საფუძველს და რისკების ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...