სკოლის დირექტორის გათავისუფლების "არასაგანმანათლებლო" მიზეზები

სამართალი

სკოლის დირექტორის გათავისუფლების "არასაგანმანათლებლო" მიზეზები

3 ივლ. 2012, 20:15:28

როგორც მოგეხსენებათ, 4 აპრილს მელექედურის საჯარო სკოლაში ერთი სხდომის ორი ოქმი დაიწერა. თუ პირველ ოქმში სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე არ აწერდა ხელს, მეორე ოქმში მისი ხელმოწერაა. ასევე, პირველ ოქმში სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ არ დაუჭირა მხარი ნათელა თოხაძის გათავისუფლებას, მეორე ოქმი კი საწინააღმდეგოს მეტყველებს.

რაც შეეხება სასამართლოს სხდომას, სამეურვეო საბჭოს წევრებმა, რომლებიც დაიკითხნენ, სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ მათ მეორე ოქმზე ხელი არ მოუწერიათ და არც ის იციან, თუ სად დაიწერა მეორე ოქმი.

მ.ლ. მელექედურის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი: პირველ ოქმს ვცნობ დოკუმენტად, სადაც ხუთიდან ოთხმა მოაწერა ხელი. სხდომის დასრულების შემდეგ წავედი სახლში, დაახლოებით ერთ საათში სკოლაში გამომიძახეს. მოხდა შესწორებები ოქმში, მეორე ოქმზე ხელი არ მომიწერია.

მ.ღ. და ნ.კ-ს თქმით, ისინი პირველ ოქმს აღიარებენ და მეორე ოქმზე ხელი საერთოდ არ მოიწერიათ.

მ.ღ. მელექედურის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი: ჩემთვის, სამეურვეო საბჭოს სხდომის შესახებ 4 აპრილის დილით გახდა ცნობილი. ძალიან აღელვებული ვიყავით იმ დღეს. ერთ საათში უნდა გადაგვეწყვიტა ყველაფერი. მე პირველ ოქმს მოვაწერე ხელი, როდესაც დასრულდა სხდომა, გაკეთდა ოქმი, ამოიბეჭდა სკოლის კომპიუტერიდან და შემდეგ მოვაწერეთ ხელი, ოქმზე ხელი არ მოუწერია საბჭოს თავმჯდომარეს.

ნ.კ. მელექედურის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი: მეორე ოქმზე არაფერი არ ვიცი და აქედან გამომდინარე, არც ხელი არ მომიწერია.

სასამართლოს სხდომის დროს, მელექედურის საჯარო სკოლის წარმომადგენელმა მიხეილ შილაკაძემ, მოწმეებს თითქმის ერთნაირი შეკითხვები დაუსვა. მას აინტერესებდათ, ახდენდა თუ არა გავლენას სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ნათელა თოხაძე და იყო თუ არა სკოლაში ის სხდომის მსვლელობის დროს. მას ასევე ისიც აინტერესებდა, სამეურვეო საბჭოს მეშვიდე წევრი, ამავე სკოლის მოსწავლე თუ იყო სხდომის დროს სკოლაში, რაზეც სამივე მოწმისგან ასეთი პასუხი მიიღო: არ ვიცი... არ მინახავს.

ნათელა თოხაძის ადვოკატმა, კახა ჩავლეშვილმა მოწმეებს ჰკითხა, თუ იყვნენ სკოლაში ისეთი ადამიანები, რომლებსაც სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დასწრება უნდოდათ. სამივე მოწმემ განაცხადა, რომ ასეთი ადამიანები იმ დღეს ნამდვილად იყვნენ (საუბარია "გურია ნიუსის" ჟურნალისტებზე, რომლებიც არ დაასწრეს სამეურვეო საბჭოს სხდომას, ავტ). მოწმეებმა თქვეს, რომ ჟურნალისტები იმიტომ არ შეუშვეს, რომ მათ ყველას დამოუკიდებლად უნდოდათ გადაწყვეტილების მიღება და არ უნდოდათ ვინმე ჩარეოდა საქმეში (ნამდვილად არავინ აპირებდა სამეურვეო საბჭოს საქმიანობაში ჩარევას და ხელის შეშლას. ავტ.)

სასამართლო სხდომაზე ასევე იმყოფებოდა კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ტიფო მიქატაძე.

მისი თქმით, თავიდანვე, ქ.ნი ნათელა თოხაძის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს შექმნილი მდგომარეობის გაცნობისას, ცხადი გახდა აშკარად "არასაგანმანათლებლო" მიზეზები.

_ განათლების სამინისტროს ინსპექციის მიერ მოპოვებული მასალები არანაირად არ იძლეოდა დირექტორის გათავისუფლების საკითხის დასმის საფუძველს. "აღმოჩენილი" უმნიშვნელო ე.წ. "დარღვევები" მხოლოდ სისტემური ანუ ობიექტური ხასიათის იყო და არა დირექტორის არასათანადო მუშაობიდან (მითუმეტეს, დანაშაულებრივი ქცევიდან) გამომდინარე. ქ-ნი ნათელა თოხაძე ყოველთვის ითვლებოდა უმაღლესი კვალიფიკაციის, გამორჩეული პროფესიული და მენეჯერული უნარ-ჩვევების მქონე პიროვნებად, დამსახურებული პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობდა მოსწავლეებში, კოლეგებსა და სოფელში. მიუხედავად ამისა, ეტყობა, ვიღაცას მიზეზთა გამო, არ აწყობდა დირექტორის თანამდებობაზე მისი ყოფნა და მათ შესახებ საჯაროდ ისაუბრა თავად ქ-ნმა ნათელამ. დასამალი არ არის, რომ მას ობიექტური, სამართლიანი და ჯანსაღი ხედვები აქვს ქვეყანაში ბოლო წლებში მიმდინარე საზოგადოებრივ მოვლენებთან დაკავშირებით. ასეთებს კი, მოგეხსენებათ რეჟიმი ვერ ეგუება. ამიტომ, ჩვენ მელექედურის საჯარო სკოლის დირექტორის გათავისუფლების ფაქტს, თავიდანვე პოლიტიკური დევნის კვალიფიკაცია მივეცით.

მიხარია, რომ მან გამოიჩინა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გააგრძელა ბრძოლა თავისი უფლებების დასაცავად, რითაც საუკეთესო მაგალითი მისცა თავის კოლეგებს, მთელ საზოგადოებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია _ მოსწავლეებს, _ თქვა ჩვენთან საუბრისას ტიფო მიქატაძემ.

მისივე განცხადებით, სამარცხვინოდ ცდილობდნენ განათლების სამინისტროს ჩინოვნიკები ამ პოლიტიკური შეკვეთის "სამართლებრივ გაფორმებას". სასამართლო პროცესიდან თვალნათლად ჩანს მათი მხრიდან "საქმის შეფარვის" მცდელობა, რაც, ვფიქრობ, არანაირ შანსს არ უტოვებს მათ პროცესის მოსაგებად! როცა შანსებზე ვსაუბრობ, იმედი მაქვს, მოსამართლის ობიექტურობისა და კანონიერებისა, რაც ასევე საზოგადოების მხრიდან დაუფასებელი არ დარჩება.




 ახალი ამბები
  • "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ" _ ტრაგედია გორში საზარელი ტრაგედია მოხდა გორში - 22 წლის გოგო, საკუთარ დაბადების დღეს, საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სოფელ ფლავში მოხდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში დაუდასტურა. "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ",-განმარტავს ზაზა კორინთელი. რა გახდა 22წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია. გარდაცვლილს სამი თვის ბავშვი ... ...
  • ბრიფინგი „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ოფისშილანჩხუთში „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ბრიფინგი გამართა და მედიას პარტიის ახალი სახე წარუდგინა. „ჩვენს ადგილობრივ ორგანიზაციას შემოემატა ახალგაზრდა, განათლებული, ორი შვილი დედა ქალბატონი ხატია კესარელი, რომელიც დღეს მუშაობს შრომისუბნის საბავშვო ბაღის მასწავლებლის თანაშემწის პოზიციაზე. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ხატიას შემოსვლა ეფექტური და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზაციისთვის, ასევე აღსანიშნავია, რომ მისი ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასია. მივმართავ ყველა ლანჩხუთელს, ნუ შეეშინდებათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება და პირობას ვაძლევთ, რომ მათი უფლებები დაცული იქნება", _ აღნიშნა ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარშანიშვილმა. ბრიფინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლადო ჩხაიძეც ესწრებოდა, რომელიც „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც ბრიფინგის მთავარმა გმირმა, ხატია კესარელმა თქვა, მისი ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური და დიდი ფიქრის შედეგად, სწორედ ამ ორგანიზაციის რიგებში წარმოუდგენია საკუთარი თავი: „მივიღე გადაწყვეტილება ჩავერთო აქტიურ პოლიტიკაში და ჩემი თავი დავუკავშირე ევროპული საქართველოს ლანჩხუთის ორგანიზაციას. ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციაში წარმომიდგენია ჩემი თავი, ვინაიდან ევროპული საქართველო არის არა ერთი რომელიმე კონკრეტული ლიდერის პარტია, არამედ ლიდერების პარტია სწორი ... ...
  • „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოსპარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა,. მან კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის არ სჯერა. „ზოგადად, მაგაში ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის და ამის აუცილებლობა არ არის ნამდვილად. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიოროება არ იყოს“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარ კონკურენტად „ნაციონალური მოძრაობას“ არ განიხილავს. „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი კონკურენტი დღეს. ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ბევრი ადამიანია, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულებები და ეს პოლიტიკური პლურალიზმი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მხოლო და მხოლოდ წინგადადგმული მაბიჯია. დანარჩენი ხალხსა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი პოლიტიკური პარტია, კონკრეტულად ვინ შევა 2020 წლის პარლამენტში“, - განაცხადა კალაძემ. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული„მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული, დღეს თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით და სწორედ ამიტომ არის, რომ თავის კოლეგებს  შორის, თანაგუნდელებს შორის, დიდ აგრესიას და კრიტიკას იმსახურებს", - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.  „ჩვენი საქმე ეს არ არის. ჩვენ არ გვაქვს ახლა დრო მიხეილ სააკაშვილზე ვიფიქროთ და მასზე ვისაუბროთ, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საქმე, მომავალი და ის ურთიერთობა და ნდობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  (R)   ... ...
  • ,,სტრატეგია აღმაშენებელი"-გიორგი ვაშაძემ დღეს იმერეთში ოფისები გახსნაგიორგი ვაშაძემ დღეს წყალტუბოში, ხონში, სამტრედიასა და ვანში სტრატეგია აღმაშენებელის" ოფისები გახსნა. შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ,, სტრატეგია აღმაშენებელის" საარჩევნო პროგრამა გააცნო. პოლიტიკურ გაერთიანებას ოპოზიციური ინტერესებიდან გამომდინარე 2020 წლის საპარლამენტო არ ჰყავს მაჟორიტარი კანდიდატები. ,, ჩვენთვის მთავარი არის დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა. სწორედ ,,სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, როგორ უნდა შევქმნათ 300 000 სამუშაო ადგილი, გავანახევროთ სესხის პროცენტი და მინიმუმ, 50 პროცენტით შემცირდეს წამლის ფასი."-განაცხადა სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს,,გურია ნიუსთან" კომენტარში გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...