"ახალგაზრდა ადვოკატები" პროკურატურისგან მოსამართლის სავარაუდო კორუფციული სამართალდარღვევის შესწავლას მოითხოვენ

სამართალი

"ახალგაზრდა ადვოკატები" პროკურატურისგან მოსამართლის სავარაუდო კორუფციული სამართალდარღვევის შესწავლას მოითხოვენ

2017 იან 16 21:38:48

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს მთავარ პროკურატურაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მიმართ, სავარაუდო კორუფციული სამართალდარღვევის ფაქტზე, განცახდება შეიტანეს და საქმის შესწავლა მოითხოვეს. 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მოსამართლის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლის შემდგომ, კვლავ პასუხგაუცემელი რჩება კითხვები, თუ სად ცხოვრობს მოსამართლე დიანა ფარქოსაძე და რა ვითარებაში შეიძინა ოჯახმა ბინა თბილისში.

როგორც ცნობილია, დიანა ფარქოსაძემ განიხილა და არ დააკმაყოფილა მოქალაქე როლანდ ბლადაძის სარჩელი, რომლითაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან და საქართველოს მთავრობასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახით, სადავოა ბათუმში უკანონოდ ჩამორთმეული საცხოვრებელი სახლი. მოსამართლის ოჯახის მიერ შეძენილი უძრავი ქონების პერიოდი ემთხვევა პერიოდს, როდესაც დიანა ფარქოსაძე „პაპუაშვილის საქმეზე“ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს. კერძოდ, დიანა ფარქოსაძემ 2016 წლის 5 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებით, არ დააკმაყოფილა გიორგი პაპუაშვილის საჩივარი 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე ყადაღის უზრუნველყოფის შესახებ და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, გადაგზავნილ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, ხოლო 2016 წლის 18 აპრილს, მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ როლანდ ბლადაძის განმეორებითი მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე, არ დააკმაყოფილა და გიორგი პაპუაშვილის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მიღებული წერილის თანახმად, მოსამართლე დიანა ფარქოსაძეზე არ გაიცემა საცხოვრებელი ბინის დაქირავებისთვის თანხა. მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის თანახმად, დიანა ფარქოსაძე რეგისტრირებულია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რატომ არ არის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციაში მოსამართლის ამჟამინდელი საცხოვრებელი ფართის თაობაზე მითითება. ასეთი მითითება აუცილებელია, როდესაც მოსამართლე არ სარგებლობს სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ბინის დაქირავების უზრუნველყოფით.

ორგანიზაცია საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართავს და მოითხოვს, დაიწყოს დიანა ფარქოსაძის ოჯახის მიერ შეძენილი უძრავი ქონების კანონიერების შესწავლა, შესწავლილ იქნეს მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მიერ სავარაუდო კორუფციული სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტის ჩადენა და დადგინდეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რა საფუძვლებით არ ანაზღაურდება დიანა ფარქოსაძის სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება თბილისის საქალაქო სასამართლოში. ორგანიზაცია პატივს სცემს მესაკუთრის უფლებებს და ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრის ამონაწერის უტყუარობის პრინციპით, თუმცა იმავდროულად ხელმძღვანელობს როლანდ ბლადაძის საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესით და საზოგადოების უფლებით, ფლობდეს ინფორმაციას, გააჩნდეს ვარაუდები, ეჭვები და მიმართავდეს კანონით დადგენილ ფორმას, ასეთი ეჭვების ნამდვილობის თუ გამორიცხვის თაობაზე. ორგანიზაციის მიზანია, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელება, რომელიც იქნება ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული და პოლიტიკური გავლენებისგან ბოლომდე თავისუფალი.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მოსამართლის სავარაუდო კორუფციული სამართალდარღვევის ფაქტზე საჩივარი 2016 წლის 24 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესს საბჭოშიც შეიტანეს, თუმცა საბჭოს საქმეზე მოკვლევა ამ დრომდე არ დაუწყია. დიანა ფარქოსაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში უფლებამოსილებას 2015 წლის 1 მაისიდან ახორციელებს. მოსამართლე დანიშნულია 3–წლიანი გამოსაცდელი ვადით. სწორედ დიანა ფარქოსაძემ განიხილა როლანდ ბლადაძის სარჩელი და 2016 წლის 5 აგვისტოს ჩამორთმეული ქონების დაბრუნებაზე, მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმეზე სააპელაციო პალატა 2017 წლის 31 იანვარს იმსჯელებს.




 ახალი ამბები
  • თიბისი ლიზინგისა და თეგეტას ერთობლივი აქცია (R)ტოიოტა ცენტრი თეგეტა თიბისი ლიზინგთან კოლაბორაციით აქციას იწყებს, რომელიც ტოიოტას მოდელზე C-HR (Coupe High Rider) ვრცელდება. აქციის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება ლიზინგით სპეციალურ ფასად C-HR-ის შეძენა თანამონაწილეობის გარეშე. დამატებით, ტოიოტას ცენტრში ამ მოდელის შეძენის შემთხვევაში, მყიდველს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს სამი საჩუქრიდან ერთ-ერთი: ულიმიტო საწვავი 6 თვის განმავლობაში GULF-სგან; 1500 ლარიანი ვაუჩერი საიუველირო მაღაზიისგან „ზარაფხანა“; 1500 ლარიანი ვაუჩერი საათებისა და საიუველირო მაღაზიისგან „ართთაიმი“. საქართველოში C-HR-ის მოდელისადმი  ინტერესი დღითიდღე იზრდება, აქციის მიზანია აღნიშნული მოდელის პოტენციური მომხმარებლების წახალისება. თიბისი ლიზინგი ახალი მანქანების ლიზინგით შეძენაში საქართველოს ბაზრის ლიდერი კომპანიაა.   (R)   ... ...
  • კეკელიძე: ნუ გავხდებით ადამიანი-აქლემებიპარლამენტის ეროვნული ბიბლიოეთიკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, კორონავირუსით გამოწვეულ პანიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება “კორონავირუსის სახელმძღვანელოს” აქვეყნებს: „ახლაც და მერეც ანუ კორონავირუსის სახელმძღვანელო 1. კორონავირუსის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში გარდაუვალი იყო. ალბათ გუშინდლამდეც შემოეხეტა რომელიმე საზღვრიდან და მეტიც – მსუბუქი გაციების ფორმით, შესაძლოა გადავიტანეთ მეც, შენც და სხვამაც. თავის დროზე ასე ,,ვუმასპინძლეთ” ე.წ. ღორის გრიპს და სხვა უარეს ვირუსულ დაავადებებს. შესაბამისად, აპოკალიფსი არ იქნება. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა. 2. მაგრამ აპოკალიფსი არ იქნება, თუ გავიხსენებთ, რომ ამ გრიპზე იოლად, უფრო სხვა რამ ღუპავს ადამიანს. ამჯერად უკვე მეტაფორებით როდი გელაპარაკებით – სიძულვილზე და შიშზე. არა, ძალიან კონკრეტულ საქმეზე მოგახსენებთ. ნუ დაცლით მაღაზიებს საკვები პროდუქტებისგან და აფთიაქებს წამლებისგან, ნუ გავხდებით ადამიანი-აქლემები. პური და კუჭის წამალი მაინც დავტოვოთ. კუჭის წამალი გრიპს ვერ შველის. და გაითვალისწინეთ რომ შიმშილიც კლავს. და თუ გრიპიანი არ მივდივართ სამსახურში, სხვების მოსაფრთხილებლად, ნურც ასე გამოვაცლით ლუკმას და პარაცეტამოლს, მას ვისაც მხოლოდ მათი ყიდვა შეუძლია. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა. 3. კი. ხელი დავიბანოთ. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა. 4. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს განსაკუთრებით მოერიდეთ ადამიანები, რომელთა ასაკიც 70 წელს ზემოთაა და თანაც გულსისხლძარღვთა დაავადების მქონეები ან დიაბეტის მატარებლები ხართ. მოერიდეთ, მაგრამ თავს ნუ გაირიყავთ. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა. 5. თუ ვინმეს ქუჩაში პირბადით დაინახავთ და ამ დროს ღია ფანჯრიდან რომ ტელევიზორი მოჩანს, იქ ჩაკ ნორისმა ჩაახველა, არ გაიქცეთ. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა. 6. ნუ გადაკოცნით დიდი ვნებით ყველას, მაგალითად, ადამიანს, რომელიც პირველად ნახეთ და თქვენი თანაკლასელის თანაკლასელი აღმოჩნდა – სხვა ქალაქში როცა გადავიდა და იქ სწავლობდა. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა. 7. ყველა ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, კორონავირუსის შტამი სხვა აქამდე ნაცნობ გამოვლენებთან შედარებით, რომელთაგან უმეტესი ახლაც გვემართება, ნაკლებად იწვევს სიკვდილს. შესაბამისად, მთავარი პრობლემა კორონას ვაქცინის დამზადებაა, რაც დროის საკითხია და მოთმინების. პანიკა არ ვარგა. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა. 8. ნუ გამოიყენებთ ფრაზას ,,რას ამბობ, სხვაგანც ასე ხდება”. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა. 9. ვიკითხოთ წიგნები, ვიშრომოთ, ვისწავლოთ, გავითვალისწინოთ ერთმანეთი, ვიყოთ თავისუფლები. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა. თქვენი გიორგი კეკელიძე – ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა,”-წერს გიორგი კეკელიძე ... ...
  • ოზურგეთის სამედიცინო ცენტრ „მედალფას“ დირექტორი : „ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ“საქართველოში კორონავირუსის  პირველი  გამოვლენის შემდეგ, საკმაო მღელვარებაა საზოგადოებაში.   „გურია ნიუსი“  დილიდანვე არკვევს, თუ რა მდგომარეობაა ოზურგეთის აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.  ახლა  ვესაუბრეთ ოზურგეთის სამედიცინო  ცენტრ „მედალფას“ დირექტორს, დავით მდინარაძეს: _ ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ. პირბადეების რაოდენობა საკმარისი გვაქვს  მარაგში და ასევე მზადყოფნაშია ორი ბოქსირებული  პალატა, _ გვითხრა ... ...
  • ლიმიტირებული პირბადეები აფთიაქებში და კლინიკების მზადყოფნა ვირუსთან დასახვედრად ლანჩხუთშიკორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით გარკვეულწილად საგანგებო რეჟიმში უწევთ მუშაობა სამედიცინო დაწესებულებებს. მართალია, ქვეყნის მასშტაბით ვირუსის მხოლოდ ერთი ფაქტია გამოვლენილი, თუმცა გართულებების შემთხვევაში კლინიკები, მათ შორის რეგიონებშიც, მზადყოფნაში არიან პაციენტების მისაღებად. როგორც „მედალფას“ ლანჩხუთის კლინიკის ხელმძღვანელმა, რეზო კვერენჩხილაძემ „გურია ნიუსთან“ გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, კლინიკა ჯანდაცვის სამინისტროსთან მუდმივ კავშირზე იმყოფება და მზად არის შესაძლო გართულებების შემთხვევაში ყველა საჭირო ღონისძიებები გაატაროს. კვერენჩხილაძის თქმითვე, კლინიკას ბოქსირებული განყოფილებაც გააჩნია, რომელიც ორ პაციენტზეა გათვლილი. რაც შეეხება პირბადეებს,  კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების მეორე დილიდანვე ლანჩხუთის აფთიქებში მათი დეფიციტია.აფთიაქების ნაწილში მათი  შეძენა უკვე შეუძლებელია, ხოლო სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია, იქ ლიმიტირებულად ყიდიან - ერთ ადამიანზე მხოლოდ 5 ცალს. პირბადეების ფასებიც  ხარისხის მიხედვით სხვადასხვანაირია. ერთი პირბადის ფასი 20 თეთრიდან  95 თეთრამდეა. თუმცა, როგორც აფთიაქში განმარტავენ, ფასი ხარისხზეა ... ...
  • ოზურგეთის არცერთ აფთიაქში პირბადე არაა და არც იციან, როდის ექნებათ!„გურია ნიუსი“ დილიდანვე ოზურგეთში მოქმედ ყველა აფთიაქს ეწვია.  ამ წუთისთვის არსად არ აქვთ პირბადე, უფრო მეტიც -ამბობენ, რომ ბაზაში არ არის და არ იციან, როდის მიიღებენ. აფთიაქ „ბაიას“ წარმომადგენელი ამბობს, რომ გუშინ დილით გათავდა და აღარ აქვთ.  _ხვალ გავგზავნით  დაკვეთას,  ჩვენთვისაც კი არ გვაქვს, არ დაგვიტოვებია! _ გვითხრეს აქ. _არ გვაქვს. არც ბაზაშია. არ ვიცით, როდის გვექნება _ გვითხრეს  P.S.P-ს წარმომადგენლებმა. „ავერსის“ აფთიაქში განგვიმარტეს, რომ წუხელ ღამის განმავლობაში ყიდდა მორიგე ოპერატორი და აღარ გვაქვს,  ბაზაშიც არ არისო. რაც შეეხება „იმპექსს“, აღნიშნულ  აფთიაქში გვითხრეს, რომ აღარ აქვთ, როდის ექნებათ არ იციან და თუ სირბილით  წახვალთ, შესაძლოა, მეორე „იმპექსში“ მიუსწროთო (!) რა თქმა უნდა,  მოსახლეობაში პანიკამ არ უნდა დაისადგუროს, თუმცა იმ ფონზე, როცა  ჯანდაცვის სამინისტროს წარმომაგენლები დილიდანვე  ხალხს მაღალი ტრიბუნიდან ესაუბრებიან და ამბობენ, რომ ყველა საშუალება აქვთ, დაიცვან მოსახლეობა კორონავირუსისგან,   რბილად, რომ ვთქვათ, სიცრუენარევი ტყუილია. ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...