ექსკლუზიური ინტერვიუ "ელიტა ბურჯის" დირექტორთან _ დაკითხვები მოგელაძის კაბინეტში

სამართალი

ექსკლუზიური ინტერვიუ "ელიტა ბურჯის" დირექტორთან _ დაკითხვები მოგელაძის კაბინეტში

2012 ივლ 14 10:50:13

"ელიტა ბურჯის" ანგარიში ბანკ "ქართუში" გუშინ დააყადაღეს.

თენგიზ გვაზავა "გურია ნიუსთან" ექსკლუზიურად ყვება დეტალებს მოგელაძესთან ჩატარებულ დაკითხვებსა და იმ სატელეფონო ზარებზე, რომელსაც პირადად მოგელაძე ახორცილებდა მასთან.

_ "ელიტა ბურჯი" "ქართული ოცნების" გაზეთების დაბეჭდვას ვეღარ შეძლებს, რა არის ამის მიზეზი?

_ პირადად მე მივიღე გადაწყვეტილება სტამბის გაჩერებასთან დაკავშირებით. თავიდან ჩვენ გვქონდა პატარა ტიპოგრაფიული საამქრო, სადაც სხვადასხვა სახის პოლიგრაფიული ნაწარმი იბეჭდებოდა, რაც იყო ჩვენთვის დამატებითი შემოსავლების წყარო. მაგრამ, როდესაც ბატონმა ბიძინამ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა, ჩვენს მიმართ დამოკიდებულება საგრძნობლად შეიცვალა. ჩვენ აღგვიქვეს პარტიასთან ასოცირებულ იურიდიულ პირად ,რამაც გამოიწვია მოცულობითი შეკვეთების რაოდენობის შემცირება. გარდა ამისა, მუდმივად, ხან ერთი ბანკი ხან მეორე გვთავაზობდა ქართუდან" ანგარიშების გამოტანას და მათთან გადატანას

მანამდე, სახელმწიფოს მხრიდან, "ელიტა ბურჯში" დიდი რაოდენობის შეკვეთა მოდიოდა, რის გამოც შარშან ჩავდეთ მილიონნახევრიანი ინვესტიცია ქარხნის განვითარებაზე.

როგორც კი ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა, სახელმწიფოს მხრიდან ჩვენს მიმართ დამოკიდებულება არსებითად შეიცვალა. საფიქრალი გახდა 625 კაციანი კოლექტივის რჩენა. ამიტომ მე, როგორც ქარხნის ხელმძღვანელი, ვალდებული ვიყავი მეფიქრა ალტერნატიული მიმართულების ბიზნესით შემოსავლების თაობაზე. არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, იზრდება პოლიგრაფიულ ნაწარმზე მოთხოვნა. ვინაიდან ჩვენს საწარმოს ჰქონდა გამოცდილება და ჰყავდა შესაბამისი კადრი, გადავწყვიტე ბედი მეცადა პოლიგრაფიულ ბიზნესში

_ შეძენილი მანქანა საბაჟოზე როგორ გამოგატანეს?

_ ჩემთვის აუხსნელი მიზეზების გამო, 5 დღე საბაჟოზე იყო გაჩერებული. ჰქონდათ მცდელობები, მანქანა რომელიც შევიძინეთ, გაეფუჭებინათ, დაეწვათ, მაგრამ გადავარჩინეთ. ამის შემდეგ, გაზეთის საბეჭდი დანადგარი შევიძინე, მაგრამ ამაზე არ ვნერვიულობდი, რადგან როტაციული დანადგარია. თუ გააფუჭებდნენ, აქ საამქროში შევაკეთებდით. ავმუშავდით, წამოვიდა შეკვეთები, დავიწყეთ გაზეთების, ფლაერების, ბუკლეტების ბეჭდვა

_ კოალიციასთან გქონდათ ხელშეკრულება დადებული?

_ ამ ხალხთან დიდი ჩარჩო ხელშეკრულება არ გვქონდა, რატომ?! გეტყვით! ჩვენ ახლა ვსაუბრობთ საბეჭდ მანქანებზე, მოდით თავიდან დავიწყოთ...

ჩვენ მილიონნახევარი დოლარით დაგვაჯარიმეს მაისურების დაბეჭდვის გამო. ე.ი. როგორც კი დაიწყო "ქართულმა ოცნებამ" აქტივობა, მაისურების დაბეჭდვასთან დაკავშირებით პრობლემა შეგვექმნა.

_ თქვენ "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" წევრი ხართ?

_ პირადად მე ამ პარტიაში გაერთიანებული არ ვარ, მაგრამ სულითა და გულით თანავუგრძნობ ამ პარტიას. შეავიწროვეს ის ხალხი, ვინც მაისური დაბეჭდა. მაისურების გავრცელებაზე ერთი ადამიანი დაიჭირეს.

კოალიციაში პრობლემა იყო მაისურების დაბეჭდვა. მივედი და ვუთხარი, _ მე დავბეჭდავ მაისურებს მეთქი. შევადგინეთ ჩარჩო ხელშეკრულება, სადაც მაისურის გასაყიდი ფასი არ მეწერა იმიტომ, რომ რა იქნებოდა მისი თვითღირებულება, წინასწარ არ ვიცოდი.

დავაპროექტეთ დანადგარი და დავბეჭდეთ დაახლოებით 5 მაისურის ნიმუში. ვაჩვენეთ, სიტყვიერად შევთანხმდით პირობებზე. თურქეთში არსებულ ერთ-ერთ კომპანიასთან დავდეთ ხელშეკრულება, ჩამომივიდა 150 000 დოლარის მაისურები, რომლის დაბეჭდვა არც კი მქონდა დაწყებული, რომ კონტროლის პალატამ დამიბარა.

საერთოდ, მე და ნათია მოგელაძე "მეგობრები" ვართ... "კარგი მეგობრები"... რა ვიცი, მისი ხშირი სტუმარი ვარ, რაც ჩემთვის დიდ "პატივს" წარმოადგენს.

_ კონკრეტულად, რა საკითხით დაინტერესდა კონტროლის პალატა?

_ მაისური როგორ დაბეჭდეთ. თქვენ ვერ გააკეთებდითო. როგორც თქვენ გიყვებით ისე მოვუყევი როგორ დავბეჭდეთ მაისური. რა პრობლემა იყო ამის გაკეთება. აუხსენი "იუთუბში" ვნახეთ როგორ მზადდება, შევისწავლეთ და შევთავაზე

გინდათ თვითფრინავი? – თვითმფრინავს გაგიკეთებთ! გინდათ გემი? _ გემს გაგიკეთებთ! გინდათ სუნამო? _ სუნამოს გაგიკეთებთ მეთქი.

_ თვენს გარდა ვინ იყო "ელიტა ბურჯიდან" კონტროლის პალატაში დაბარებული?

_ მოგელაძემ ჩემი ბუღალტერიც გამოიძახა. მე მეკითხებოდა ციფრებზე, ჩემს ბუღალტერს წარმოების პროცესზე და წარმოებაზე, რაც მან არ იცოდა. როდესაც ციფრებზე მეკითხებოდა, _ ვეუბნებოდი, ციფრები არ მახსოვს, გყავთ ჩემი ბუღალტერი გვერდით და ციფრებთან დაკავშირებით ის გიპასუხებთ-მეთქი.

_ მაისურების გარდა, კონტროლის პალატა არაფრით დაინტერესებულა?

_ ძალიან აინტერესებდათ, რა საბეჭდი მასალები მაქვს და რა არა. ყველაფერი ჩაიწერეს. დაბარებიდან მეორე თუ მესამე დღეს, სასამართლო იყო. 150 000 დოლარი რომელიც გადავიხადე მაისურების ჩამოტანაში, მიუხედავად იმისა რომ მე ეს მაისურები აქ მქონდა კომპანიაში, ჩამითვალეს პარტიის შემოწირულობად. გადახდილი თანხა გამრავლეს 10-ზე და 1 500 000 დოლარით დამაჯარიმეს.

_ ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში არსებობდა პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო?"

_ პარტია არ არსებობდა, მაგრამ "ქართული ოცნება" არსებობდა.

_ ხელშეკრულება არ მოგთხოვეს?

_ ჩვენ არ გვქონდა მათთან დადებული ხელშეკრულება, მხოლოდ 5 მაისურის ნიმუში მივუტანეთ და დავდეთ სიტყვიერი შეთანხმება. დავდევით ჩარჩო ხელშეკრულება მომსახურეობაზე. ჩვენ კონტროლის პალატას ვაჩვენეთ ჩარჩო ხელშეკრულება, რაზეც გვითხრეს, ამას იურიდიული ძალა არ აქვსო.

შემიძლია გითხრათ, რომ სასამართლოზე ჩემს "დაიკო", მოგელაძეს ვუსაყვედურე და ვუთხარი, _ მოვა დრო და ამას გავასაჩივრებ, თქვენ დაისჯებით მეთქი. მე მას შევპირდი და შევუსრულებ! საწარმოსთვის, რომლის ბრუნვაც 15 000 000 ლარია არაფრის გამო 1 500 000 დოლარის ჯარიმა ძალიან დიდი თანხაა. ისე კი, ეს ქალბატონი ძალიან მეცოდება, რა უნდა ჰქონდეს ისეთი ჩადენილი, რომ ასეთ რამეზე მიდის?

ამ ყველაფერმა, ჩემში, როგორც მოქალაქეში, გამოიწვია სერიოზული აღშფოთება და პროტესტი. ადრე ვფიქრობდი, პოლიტიკა არ იყო ჩემი საქმე, მაგრამ დამთავრდა...

ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისათვის, მე აფხაზეთის ომში ვიბრძოდი. ომის შემდგომ ვცდილობდი, ქვეყნისთვის სიკეთე მეკეთებინა.

ამიტომ ვაძლევ ჩემს თავს იმის უფლებას, რომ განვაცხადო: იმ ქვეყანას, სადაც არიან ნათია მოგელაძეები, მომავალი არ აქვს! პირადაპირ გეუბნებით, მომავალი არ აქვს!

_ თქვენი აზრით, რატომ არ დაინტერესდნენ საბეჭდი მანქანით უფრო ადრე?

_ რატომ არ კითხულობდნენ იცით, მარტში, აპრილში, მაისში?! თავიდანვე რომ დაეყადაღებინათ, ჩამოვიტანდით ახალ ტექნიკას. ახლა, ახალი მანქანის ჩამოტანას დრო უნდა. დრო კი არ არის. ამიტომ გადაწყვიტეს და იფიქრეს, რომ დრო მოვიდა ტიპოგრაფიაზე დარტყმის. მე კი მქონდა გარკვეული ვალდებულებები

_ ეს მედიაზე ზეწოლაა, თანაც აშკარად გამოხატული...

_ თქვენ კოსმოსიდან ხომ არ ხართ ჩამოსული?! იმ ქვეყანაში, სადაც "ქართუ ბანკს" აჯარიმებენ, იმ ქვეყანაში, სადაც თეთრზე შავიაო გეუბნებიან, რა ბეჭდურ მედიაზე მესაუბრებით?! იმ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტი "ლაზიკას" აშენებს, გინდათ მითხრათ რომ კანონი არსებობს?

_ შეიძლება ახალი საბეჭდი მანქანა დროზე ვერ ჩამოვიდეს, მაგრამ ხომ შეიძლება სხვა სტამბებმა დაბეჭდოს?

_ სად?! სხვაგან მონახეთ ისეთი სტამბა, ვინც დაბეჭდავს. ვერ პოულობენ ვერავის. საცოდაობაა. ხალხი იმ დონეზეა შეშინებული, საკუთარი ჩრდილის ეშინიათ.

_ კონკრეტულად "ელიტა ბურჯმა" რატომ თქვა უარი ბეჭდვაზე?

_ რატომ?! 50 წლის ადამიანი ვარ და იმდენი გონება და მიხვედრილობა კი მაქვს რომ... ისინი რასაც დაარტყამდნენ, რაც დაგვჩა ერთი, ტიპოგრაფიაა. მე გაზეთის ბეჭდვაზე უარი არ მითქვამს! მე ტიპოგრაფია გავყიდე!

_ ვინ შეიძინა მანქანა?

_ ჩვენმა ორგანოებმა ყველაფერი იციან. როდესაც მე და მოგელაძე ვცილდებოდით, მითხრა: "თქვენ კარგი ინჟინერი ხართ და გირჩევთ, თქვენს საქმეს მოკიდეთ ხელი." როდესაც გავყიდე პოლიგრაფია და ანგარიშზე დამიჯდა ფული, მირეკავს მოგელაძე _ ბატონო თენგიზ, ვერ მეტყვით, რა ფული დაგიჯდათ 1 700 000? რისი ფულია? ვუპასუხე: ქალბატონო ნათია, ეს პოლიგრაფიის ფულია, თქვენ რომ მირჩიეთ, დაგიჯერეთ, გავყიდე პოლიგრაფია, ამ ბიზნესში ფული ვერ გავაკეთე, სამშენებლო ბიზნესს მოვკიდებ ხელს და ასე გავაგრძელებ-მეთქი. მე, მოგელაძე გულწრფელად მეცოდება

_ არსებობს კი ვინმე, ვინც დაიჯერებს, რომ ტიპოგრაფიაში ფული არ კეთდება?

_ (იცინის) ალბათ, ქალბატონმა მოგელაძემ დაიჯერა.

_ თქვენი ეს გადაწყვეტილება როგორ მიიღო კოალიციამ?

_ ვერ გეტყვით. დამირეკა ელისო ჩაფიძემ და მითხრა, ბატონო თენგიზ, ამდენის და ამდენის დაბეჭდვა გვინდაო. რომ ვუთხარი, ტიპოგრაფია გავყიდე, გულზე შემოეყარა.

მე რა ვქნა?! კოალიციამ უნდა იფიქროს, უნდა მონახოს სხვა პოლიგრაფიები, სხვა ალტერნატივა. საქმე ცუდად ყოფილა, თუ მარტო ერთი პოლიგრაფია მოინახება რომელიც კოალიციის შეკვეთას დაბეჭდავს. კოალიციის კი არა, საქართველოს საქმე ყოფილა ცუდად!

მე ამ ყველაფერთან ერთად, გავყიდე რამდენიმე მსუბუქი მანქანა, რომელიც დაჭირდა ტიპოგრაფიის ახალ მფლობელს. გაყიდული მანქანა საპატრულოში ვერ გადავაფორმე. სანამდე დაეშვა ხელისუფლება. "ელიტა ბურჯის" ტექნიკის გადაფორმება არ არის დაშვებული. ოფიციალურად განგვიცხადეს, _ სერვერი გვაქვს გაფუჭებულიო, მაგრამ ზურგს უკან გვეუბნებიან, ბრძანება გვაქვს, "ელიტა ბურჯის" ტექნიკა არ გააფორმოთო. ეს ყველაფერი ერთი წლის მერე შემოუბრუნდებათ!

_ ხელისუფლების მხრიდან კერძო ბიზნესის ხელყოფისთვის აპირებთ თუ არა სასამართლოში ჩივილს?

_ უკვე მეტის მოთმენა აღარ შეიძლება. დავავალე იურისტს, ყველაფერს გაამზადებს. რასაც ესენი აკეთებენ, ყოველგვარს ზღვარს გადასცილდა.

გაზეთებიც დაიბეჭდება, აქციებიც ჩატარდება, ყველაფერი გაკეთდება. დღეს შეიძლება ხალხს ეშინია, მაგრამ ხვალ არ შეეშინდება.

ახლა ხომ არ გამოდის გაზეთი?! იმედია, მთავრობას ეყოფა გონიერება და "ელიტა ბურჯს" თავს დაანებებს! აქ 625 ადამიანია დასაქმებული. ყველას განსხვავებული აზრი და შეხედულება გააჩნია, ზოგი მთავრობის მომხრეა ზოგი _ ოპოზიციის. პოლიტიკური ნიშნით, აქ არავინ იდევნება.

მე ვარ მეწარმე და პოლიტიკაზე აქ, ქარხანაში არ ვსაუბრობთ. ჩვენ ვმუშაობთ. ვქმნით პროდუქციას.




 ახალი ამბები
  • "დედა ჩემს შიშველ გადაღებებს ესწრებოდა!" _ ექსკლუზიური ინტერვიუ სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართულ არასრულწლოვნათანდედა მაფრთხილებდა, რომ იმის შესახებ, თუ როგორ მიღებდნენ, არავისთვის მეთქვა, _ ამბობს გოგონა, რომელსაც, ბებიის თქმით, დედის ძალიან ... ...
  • „შემოქმედობა“ _ ორმოციოდე შემოქმედელით და ოთხჯერ მეტი სტუმრით20 სექტემბერს, სოფელ შემოქმედში „შემოქმედობის“ ტრადიციული დღესასწაულის აღნიშვნა ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიამ დაგეგმა. ტრადიციული დღესასწაული, როგორც აქ, ისე სხვა სოფლებშიც იმართება და არასდროს აკლია ხალმრავლობა, ხალისი და საინტერესო წიაღსვლები. თუმცა, ამჯერად, როგორც ეს ყველამ იხილა, უჩვეულოდ მცირერიცხოვნობით გამორჩეული „შემოქმედობა“, ძირითადად, მოსული სტუმრების ხარჯზე წარიმართა _ ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ორმოციოდე შემოქმედელი დაგვეთვალა, რასაც, დაახლოებით, ოთხჯერ სჭარბობდა სტუმარი (ძირითადად, შემოქმედებითი ანსამბლების წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები და კონცერტში მონაწილე ბავშვთა მშობლები). ღონისძიების დასაწყისში სპორტული აქტივობები შედგა:  გაიმართა შეჯიბრი ნარდში, მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში, რომლის  მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც  იყვნენ. აღსანისნავია, რომ უხლოეს პერიოდში გამართულ ღონისძიებებზე ისინი ნარდის თამაშში აქტივობით გამოირჩევიან. „ერთი, მენახა ვინმე, ჭადრაკი ეთამაშა, რა მაგრად ყვარებიათ გურულებსაც ეს კამათლების კოტრიალი და ყირამალა. რა შავდება მაგით, მარა არც არაფერი კეთდება. როგორც ჩვენ ვერაფერი გავაკეთეთ დღეს. დავიძარით ქუთაისიდან, ისეთი რეკლამა იყო ფეისბუკზე, გვეგონა, ცოტას  ვივაჭრებდით, მაგრამ ორი ჭიქა ბატიბუტი ვერ გავყიდეთ, _ ასე გაღარიბდა აქ ხალხი? იქითაც კია გაჭირვება, მარა... რა ვიცი, ასე ხელცარიელი არსად დავრჩენილვართ ამ ბოლო დროს,  _  ღიმილიანი სახით გვითხრა გვითხრა ქუთაისიდან ჩამოსულმა ინდმეწარმე გიორგი ლაცაბიძემ. „რა გინდა? შემოქმედლებს ითვლი? მიდი იქ და ნახე, „პოლონელი შემოქმედელები“ ცეკვავენ, _ ხუმრობა მოგვადევნა რამდენიმე შემოქმედელმა და მიგვითითა სკვერში  მოწყობილი სცენისკენ, სადაც მართლაც სადღესააწაულოდ ცეკვავდა პოლონელი ახალგაზრდების ხალხური ცეკვის ანსამლი, თუმცა, ვერავინ გვითხრა, კონკრეტულად რომელი ქალაქიდან იყვნენ ისინი. „რაა ეს, ახლაც არჩევნები ხომ არაა, ძალით მოყვანა რომ არ უნდათ, კი გააფრთხილეს ხალხი, მაგრამ სამ საათზე იყო დანიშნული და ალბათ, აწი მოვლენ. ისე, შარაშენიძის ამომრჩეველი მაინც მოსულიყო,  _  მცირე  პოლიტიკაც გაურია მცირერიცხოვანი მაყურებლის ყოფნას ღონსძიებაზე რამდენიმე ადგილობრივმა მცხოვრებმა. შემოქმედელებმა _ მედიკო ხვინგიმ და თამუნა აშუბამ, გვითხრეს, რომ დღეს აქ მათი შვილები ცეკვით გამოდიან და იმის სანახავად მოვიდნენ. _ ხალხი? რა ვიცი, რატომ არის ასე ცოტა, ალბათ, ვერ მოიცალეს. ისე, სოფელში კი იცოდნენ და ყველას გააგბინეს,  _ გვითხრეს მათ. „უი, უი, უი, რამ წამომიყვანა, ჩემი  სათამაშო „კეკელობანი“ მაქვს,  წამოვიღე. პატარა სათამაშო ბიზნესია, ერთი ლარი არ ამიღია. არავინ მოსულა. ასე ცოტა ხალხი არც ერთ ღონისძიებაზე არ მხვდება. ინტერნეტში ვეცნობი ასეთ ამბებს და მერე ჩავდივარ ყველგან. ისეთი რეკლამა იყო, ავიბარგე ამ დიაბეტიანმა პენსიონერმა  კაცმა და  წამოვედი. პენსია არ მყოფნის, ვიფიქრე, ორიოდე ლარს ვიშოვი,-მეთქი და დავითარსე.  „პოლიაკები“  კი ჩამოუყვანიათ საცეკვაოდ, მარა გამომცეკვებელია ცოტა... ღმერთმა მისცეთ საქმე საცეკვაოდ, მარა მე მაგი საქმე არ მეხერხება და რაც მეხერხება, ტყუილა ჩამოვათრიე“, _ ბათუმელმა ავთო მეგრელაძემაც ხუმრობა ამჯობინა „შემოქმედობის“ შეფასებისას და იმედი გამოთქვა, მომავალ წელს  ბევრად მეტი ხალხი დახვდება, გურულები ასე ცოტა სანადიროდაც არ დადიან და დღეს რა დაემართათო, _ გვითხრა მეგრელაძემ. მცირერიცხოვანი მაყურებლის წინაშე მოეწყო ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების: ,,გურიას,’’ "აისის," "იადონის," "ვახტანგურის," "ალილუიას," სტუდენტური-ფოლკლორული ჯგუფი ,,იედლინოკის’’ (პოლონეთი)  კონცერტი.  სოლო შემსრულებლის,  რეზიკო ხომერიკის გამოსვლისას მიკროფონი გამოირთო და ჩართვის მომლოდინე მომღერალს  მაყურებლმა თანაგრძნობის ნიშნად ტაში დაუკრა. ღონისძიების დასასრულს, შემოქმედელებს, რომელთა რაოდენობას სულ ცოტა ოთხჯერ სჭარბობდნენ სტუმრები, მიესალმა გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და თქვა, რომ კულმინაცია ღონისძიებისა  არის დაჯილდოება _  „საპატიო შემოქმედელის“ წოდების მინიჭება.    „საპატიო შემოქმედელის“ წოდება მიანიჭეს „გზამენი 18“-ის დირექტორს, შემოქმედის მკვიდრს,  თემურ ჯახვას და  ამჟამად პენსიონერ ოთარ გეგიაძეს. მათ ჯილდოები ზურაბ ნასარაიამ და კოტე შარაშენიძემ გადასცეს. ოზურგეთის მუნიციპალიეტის მერმა კოტე შარაშენიძემ თავისი გამოსვლის დასაწყისშივე მიანიშნა მოსული ხალხის მცირერიცხოვნობაზე, რითაც, როგორც ეტყობა, თავადაც არ დარჩა კმაყოფილი: _ მთლიანობაში ვერ ვხედავ სოფლის აქტივობას, მაგრამ კარგია, რომ მოვიდნენ ახალგაზრდები, მომავალშიც მრავალჯერ აღვნიშნავთ „შემოქმედობას“, რომელიც უკვე ტრადიციად არის ქცეული, ასევე, მომავალშიც კვლავ დავაჯილდოებთ საპატიო შემოქმედელებს, _ თქვა მან. თემურ ჯახვამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სოფლისთვის მისი ღვაწლი შეაფასა და იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც უახლოეს დროში უნდა გახორციელდეს შემოქმედში. _ 50 წელია,  საგზაო სისტემაში ვმუშაობ. ბევრი სიკეთე გამიკეთებია ჩემი სოფლისთვის, თუმცა, უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა. დიდ მადლობას ვუხდი ყველას დაფასებისთვის. ახლა გეტყვით, რომ დაპროექტებულია და მალე დაიწყება შემოქმედთან მოსასვლელი გზის კეთება, რომელსაც მარჯვენა მხარეს ექნება ტროტუარი, კედელი და რა თქმა უნდა, გაკეთდება გარე განათება. ასევე, კეთდება გომისმთის გზის პროექტი და მომავალ წელს უკვე მშენებლობა დაიწყება, რის დასრულების შემდეგ უკვე ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი გომისმთაზე ასვლა. გზის მთელ მონაკვეთზე გაკეთდება სამი გადასახედი მოედანი. ასევე, აშენდება ეკლესია, რომლის საძირკველიც გომისმთაზე ჩაყრილია, _ თქვა თემურ ჯახვამ, რასაც გულწრფელი ოვაცია და ტაში ... ...
  • ოზურგეთში იურიდიული მომსახურების ცენტრი გაიხსნა19 სექტემბერს, ოზურგეთში იურიდიული დახმარების ცენტრი გაიხსნა. ლენტი საზეიმოდ გაჭრეს ოზურგეთის მუნიციპალიტტის მერმა კოტე შარაშენიძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა.   რაჟდენ კუპრაშვილმა  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და წარუდგინა ოზურგეთის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იამზე მემარნიშვილი. კუპრაშვილმა განმარტა, რომ ამიერიდან გურიის მცხოვრებლები აქ  უფასო იურიდიულ მომსახურებას  მიიღებენ. _ მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი თქვენგანისთვის ხელმისაწვდომი გახდება უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისი და ბიუროს სპეციალისტები დახმარებას და იურიდიულ კონსულტაციას გაგიწევენ ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, საადვოკატო მომსახურებაში. ყველა სპეცილისტი, ვინც მოგემსახურებათ, აუცილებლად იქნება მაღალკვალიფიციური, _ თქვა მან. ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. გახსნის ცერემონიის შემდეგ, სახელმწიფო ქორეოგრაფილუმა ანსამბლმა „გურიამ“,  სახელმწიფო ფოლკლორულმა ანსამბლებმა _ „შვიდკაცამ“ და „ რეხეულმა“ თავიანთი შემოქმედებით მიულოცეს  ყველას  ეს მნიშვნელოვანი დღე. ცნობისთვის, საქართველოში დღეისთვის ათი საკონსულტაციო ცენტრი და ცამეტი იურიდიული დახმარების ბიურო ... ...
  • ლისაბონში ვებპროგრამირების სამიტზე ორი ოზურგეთელი მიემგზავრება“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ყოველწლიურ ვებპროგრამირების სამიტზე, რომელიც ყოველწლიურად ლისაბონში ტარდება, წელს ოზურგეთიდან ორი ქალი თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი მიეგზავრება. წელს, აპრილსა და მაისში სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების ტრენინგი ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ფონდის ეგიდით მიერ ჩატარდა და ემსახურებოდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ჩატარდა დასავლეთ საქართველოში 5 რეგიონში, მათ შორის გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში და ლანჩხუთში. კონკურსში მონაწილეობდა 11 ადამიანი, აქედან ოთხი იყო ოზურგეთელი _ იაკო თავდიშვილი, თამო ონიანი, სოფო კალანდაძე, მერი ეძიეშვილი. საბოლოო ჯამში, გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომელიც ლისაბონში მიემგზარება ყოველწლიურ ტექნოლოგიების ვებსამიტზე. თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი პირველად არიან მსგავსი ტიპის შეხვედრაზე. “ეს არის ძალიან პრესტიჟული და საკმაოდ მნიშვნელოვანი სამიტი. სასიხარულოა, რომ სამიტზე პირველად გურიიდან ორი ქალი მიეგზავრება. საქართველოდან სამიტზე წლებია ესწრებიან ქალები", _ გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა ტრენერმა ხათუნა ... ...
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...