"დავატოვებინოთ უბანი!" _ კომისიის თავმჯდომარე "გურია ნიუსის" ჟურნალისტს ემუქრება!
_ აბა, პოზიცია და ოპოზიცია, დავატოვებინოთ უბანი, არ აქვს გადაღების უფლება, თუ არა, ჯარიმა უნდა გამოვუწეროთ!
ვლადიმერ ჩავლეიშვილის ამ მიმართვას ყურადღება არც ერთი პარტიის წარმომადგენელმა არ დაუჭირა მხარი.
ბოხვაურის N60/23 უბანი იმითაა გამორჩეული, რომ აქ, სიტუაციას ტრადიციულად, გურიის გუბერნატორის, ვალერი ჩიტაიშვილის სიდედრი მანანა დევაძე აკონტროლებს. ჩვენი იქ ყოფნის დროს ის ყურადღებით აკვირდებოდა კაბინასთან მიმსვლელ-მომსვლელებს. Mმანანა დევაძე 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ამ უბნის კომისიის თავმჯდომარე იყო, წელს ის დამკვირვებლის როლშია.