უპრეცედენტო პრეცედენტი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში

სამართალი

უპრეცედენტო პრეცედენტი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში

23 ოქტ. 2012, 18:12:23

"გურია ნიუსმა" 2011 წლის ნოემბერში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ ლევან ნუცუბიძეს მიმართა წერილობით: გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია 2010 წელს და 2011 წლის 1 იანვრიდან დღემდე ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში შემოსული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ, რომელიც დამთავრდა საპროცესო გარიგებით და რა რაოდენობის ფულადი ჯარიმა დაეკისრათ ბრალდებულებს.

ასევე გთხოვთ, მოგვაწოდოთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების სტატისტიკა 2011 წლის 1 იანვრიდან დღემდე და დაკისრებული ჯარიმების რაოდენობა."

სასამართლოს პასუხი მაშინ ასეთი იყო: "თქვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციასთან დაკავშირებულ სტატისტიკას სასამართლო არ აწარმოებს. გამოთხოვილი მასალების მოძიებისთვის საჭიროა საქმეების სისტემატიზაცია და საარქივო დამუშავება, რაც მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს. ამასთან, მოგახსენებთ, რომ სასამართლო თავის საქმიანობას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლოს აპარატი დაკავებულია სასამართლოსთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების შესრულებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ტიპის საქმეების დამუშავება და ამ მიზნით სასამართლოს ადმინისტრაციული პერსონალის ძირითადი რესურსების მობილიზება არ წარმოადენს სასამართლოსთვის აუცილებელ საჭიროებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოკლებული ვართ თქვენი თხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

ამასთან გაცნობებთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეგიძლიათ, გაასაჩივროთ მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში ზემდგომ თანამდებობის პირთან." წერილს მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად მახარაძე აწერდა ხელს.

ამის შემდეგ, ისევ მივმართეთ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ ლევან ნუცუბიძეს:

"1. ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენი გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ და კონკრეტულად, ვის მიმართ.

2. პროკურატურის მიერ მოთხოვნილი აღმკვეთი ღონისძიებების სახით, ბრალდებულის მოთხოვნების შესაბამისად რამდენი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

პასუხი: "თქვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ბოლო ორი წლის განმავლობაში დადგენილი იქნა ერთი ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი.

პროკურატურის მიერ აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების შესახებ შემოტანილ 41 შუამდგომლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა მოთხოვნის შესაბამისად".

ოფიციალურ წერილს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნ. სიხარულიძე აწერს ხელს.

"გურია ნიუსის" კიდევ ერთი ოფიციალური განცხადება ოზურგეთის რაიონულ პროკურატურის სახელზე გაიგზავნა:

"2010-2011 წლის განმავლობაში, პროკურატურის მიერ წარმოებულ საქმეებზე რამდენი გამამართლებელი განაჩენი დადგა და კონკრეტულად ვის მიმართ?"

პროკურატურის პასუხი ასეთია: "გაცნობებთ, რომ თქვენი 2011 წლის 19 სექტემბრით დათარიღებული განცხადება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას, საიდანაც უმოკლეს ვადაში მიიღებთ პასუხს".

ამ წერილს ხელს ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილე მალხაზ სირაძე აწერს, მასში დაპირებული პასუხი კი ამ დრომდე არ მიგვიღია

ბოლო თვეებში ადვოკატები "გურია ნიუსთან" აქტიურად საუბრობდნენ პროკურატურისა და სასამართლოს ხშირად უკანონო პატიმრობაში მიცემული პირების შესახებ და გვთხოვდნენ: მიმართეთ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს _ მისი აქ ყოფნის დროს, ამ შვიდი წლის განმავლობაში, რამდენი გამამართლებელი განაჩენი დადგა? არც ერთი გამამართლებელი განაჩენი არ გამოუტანიათ და არც ერთი კვალიფიკაცია არ არის შეცვლილი _ პროკურორს ყველა შუამდგომლობა დაუკმაყოფილეს.

27 სექტემბერს კი უპრეცედენტო პრეცედენტი მოხდა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში. სასამართლოს თავმჯდომარემ ლევან ნუცუბიძემ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

საქმის მასალების მიხედვით, პ. ჯ., რომელიც თავს ირჩენდა ზღვის სანაპიროზე ვაჭრობით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის პლაჟზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ერთ-ერთი დამსვენებლის ჩანთას დაეუფლა. ჩანთაში 100 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი და 19 ლარის ოდენობის ფულადი თანხა იდო. დაზარალებული ამ დროს იქვე მდებარე სანატორიუმში იმყოფებოდა. უკან მობრუნებულს კი კუთვნილი ნივთები ადგილზე არ დახვდა და დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.

საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, ბრალდების მხარემ, მტკიცებულებების სახით, მობილური ტელეფონისა და ხელჩანთის დათვალიერების, ასევე ნივთმტკიცების გახსნისა და ამოცნობის ოქმები წარმოადგინა. პ.ჯ.-მ კი განმარტა, რომ ქურდობის განზრახვა არ ჰქონდა. ის ჯერ დარწმუნდა, რომ მახლობლად არავინ იყო, მოგვიანებით კი ნაპოვნი ნივთები პოლიციაში ჩააბარა. იგივეს ადასტურებდა მისი მეუღლე, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა. ამასთან, დაზარალებულის განმარტებით, ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია და ეჭვიც არავისზე ჰქონდა.

ამ გარემოებებზე დაყრდნობით, ადვოკატმა კობა ესაძემ, თავისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლება მოითხოვა. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატის პოზიცია და პ.ჯ.-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა და ქურდობაში ბრალდებული გამართლდა, რომელსაც ქურდობის ჩადენისათვის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

პროკურორ მალხაზ სირაძის მოთხოვნა იყო, რომ ბრალდებულისთვის მოსამართლეს 3 წლიანი თავისუფლების აღკვეთა შეფარდებოდა. ის მოსამართლე მიმართავდა, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სავსებით დასტურდება ქურდობის ფაქტები, მე მიმაჩნია, რომ მოსამართლე მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და დამნაშავედ სცნობს პ.ჯ-ს და და შესაბამის ზომებს მიიღებსო, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა... ამბობს ადვოკატი კობა ესაძე "გურია ნიუსთან".

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს იურიდიული სამსახურის იურისტი ია მემარნიშვილი "გურია ნიუსთან"აღნიშნავს, რომ ეს იყო ყველაზე საინტერესო პრეცედენტი, მიუხედავად ამისა, ანალოგიური პროცესები მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება. მოსამართლეები პროკურორის ბრალდებას ტოვებენ და არ ითვალისწინებენ ადვოკატის მოსაზრებებს და დამნაშავედ ცნობილ პირს ყოველთვის პატიმრობას უსჯიან. არასოდეს არ ყოფილა შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში, წლების განმავლობაში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გამამართლებელი განაჩენი დამდგარიყოს. ეს არ უნდა იყოს ერთადერთი პრეცენდენტი, ხანდახან მრცხვენია, ისეთ ფაქტებთან დაკავშირებით, სადაც შესაძლებელია, დადგეს გამამართლებელი განაჩენი, მაგრამ მოსამართლე მანდამაინც პროკურორის მოსაზრებას ითვალისწინებს და იზიარებს.

ამ პიროვნებამ, რომელიც ლუკმა-პურის საშოვნელად იყო გამოსული ქუჩაში , იპოვა ხელჩანთა, რომელიც მიიტანა სახლში, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა რომ პოლიციაში მიეტანა, მიიტანა პოლიციაში, მაგრამ აიყვანეს, როგორც ქურდობაში ბრალდებული, პროკურორმა რა თქმა უნდა, საბრალდებო დასკვნა შეთხზა, არიქა, ქურდი დავაკავეთ, მობილური და თანხა მოუპარიაო და გახსნა დანაშაული.

_თქვენი აზრით, რატომ გამოიტანა მოსამართლემ ლევან ნუცუბიძემ გამამართლებელი განაჩენი, მას ხომ შეეძლო, ძველებურად იგივე მეთოდებითა და ხერხით ძალაში დაეტოვებინა პროკურორის მიერ წაყენებული ბრალი?

_ კი, ბატონო, მას შეეძლო გაეზიარებინა პროკურორის მოსაზრება, მაგრამ რატომღაც გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა, სამართლიანი. ჩვენ გვქონდა ადრეც უამრავი სისხლის სამართლის საქმეები, სადაც შესაძლებელი იყო გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, მაგრამ დგებოდა გამამტყუნებელი განაჩენიც. Mმე მრცხვენია მოქალაქეების, იმ ადამიანების, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენ ვიცავთ მათ უფლებებს, მაგრამ სინამდვილეში სამწუხაროდ, ყოველთვის ხდება საპროცესო გარიგებები პროკურატურის მიერ და ამაზე მოსამართლე ხელის აწევით ეთანხმებოდა და ეთანხმება.




 ახალი ამბები
  • უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა _ ვინაა ყველაზე მაღალქულიანი ჩოხატაურშიგამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებას. "გურია ნიუსი" იმ აბიტურიენტებს გაგაცნობთ, რომლებმაც ზოგადი უნარები ჩააბარეს და მარალი შეფასება დაიმსახურეს. ზოგად უნარებში მაქსიმალური 80 ქულიდან 70 ქულა მიიღო სამრევლო სკოლის მოსწავლე ნინი ცინცაბაძემ. მისივე კლასელებმა: ალექსანდრე წეროძემ _ 53, ქეთევან ჩხიკვაძემ _ 51, ნიკა ბედინეიშვილმა კი 46 ქულა მიიღეს. შუა ამაღლების სკოლის კურსდამთავრებულმა მანანა ანთიძემ ზოგად უნარებში 42 ქულა დაიმსახურა, 40 ქულით შეფასდა თავისივე კლასელის, დიმიტრი სიხარულიძის ნამუშევარი. პ.ს. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის აბიტურიენთა შედეგების სრული სია. აქ მხოლოდ იმ კურსდამთავრებულთა შედეგებია გამოქვეყნებული, რომლებიც "გურია ნიუსს" ... ...
  • მაშ ასე, მოემზადეთ _გაიცანით მაღალქულიანი აბიტურიენტები ჩოხატაურიდან!ეროვნულ გამოცდებში ისტორიის შედეგები რამდენიმე საათის წინ გამოცხადდა. "გურია ნიუსი" იმ აბიტურიენტებს გაგაცნობთ, რომლებმაც გამოცდაში მაღალი ქულები დაიმსახურეს: ჯერჯერობით, მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 57 ქულით ჩაისუბნის სკოლის კურსდამთავრებული რატი რამიშვილი ლიდერობს. დანარჩენი აბიტურიენტების ქულები ასეთია: პირველი საჯარო სკოლა: მარიამ ტიშჩენკო _ 55 ქულა; სალომე მახარაძე _ 50 ქულა; ერეკლე მამალაძე _ 50 ქულა. სამრევლო სკოლა: ცოტნე გოცაძე _ 55 ქულა; ნინი მგალობლიშვილი _ 55 ქულა; ალექსანდრე წეროძე _ 52 ქულა; ქეთი ჩხიკვაძე _ 51 ქულა;  ნიკა ბედინეიშვილი _ 50 ქულა.  შეგახსენებთ, რომ ეს არ არის აბიტურიენთა შედეგების სრული სია, აქ მხოლოდ იმ კურსდამთავრებულთა შედეგებია გამოქვეყნებული, რომლებიც "გურია ნიუსს" ... ...
  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო დააჯილდოვდაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2019 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დააჯილდოვა. მსაგვსი ჯილდო მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წელსაც აქვს მიღებული. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ 2019 წელს განხორცილდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შეფასება, რომელიც მოიცავს საჯარო ინფორმაციის გაცემის ტენდენციების ანალიზს 2010-2019 წლებში და საჯარო დაწესებულებათა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგებს.რეიტინგებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 100 % აქვს მინიჭებული. "აღნიშნული შედეგი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლების დაუღალავი შრომის შედეგია, რომლებიც მუდმივად ორიენტირებულნი არიან მოქალაქეთა საჭიროებებზე", _ ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ ... ...
  • "ბაჩალიაშვილის საქმე" _ პოლიცია ZAG-ის თანამშრომლების სახლებს ჩხრეკსკომპანია ZAG-ის დირექტორის და ყველა თანამშრომლის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჩხრეკა ყველგან ერთდროულად დაიწყო. კონრკეტულად რას ეძებენ კომპანიის თანამშრომლების ბინებში უცნობია, თუმცა დღევანდელ საგამოძიებო მოქმედებას ZAG-ის წარმომადგენლები ბაჩანა ლობჟანიძის ბრალდებებს უკავშირებენ. გრძელდება "ბაჩანას გამოძიება" ... ყველანაირი ინფორმაცია კომპანიას და კომპანიის თანამშრომლებს მიწოდებული აქვთ. ბაჩანას მითითებებით და ბაჩანას აზრებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით რისი მიღწევა უნდათ არ ვიცი. მაქვს კითხვა საგამოძბებო ორგანოებთან, ჩატარდა თუ არა თვითონ ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩხრეკა - ამბობს კომპანიის ადვოკატი, რომელიც სახლებში, ჩხრეკის საჭიროებას ვერ ხედავს. კომპანიის დირექტორის სახლში უკვე დასრულდა საგამოძიებო მოქმედებები. ბინიდან პოლიციამ ტექნიკა და კომპიუტერები ამოიღო. კომპანიის იურისტის, მამუკა ჭაბაშვილის ინფორმაციით, გამოძიებამ მათ 1 აგვისტოთი დათარიღებული ჩხრეკის ოქმი წარადგინა, რაც მასში ეჭვს იწვევს, რატომ დასჭირდა 1 კვირა გამოძიებას ჩხრეკის ჩასატარებლად, თუ ფიქრობდნენ, რომ ბინებში საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტს იპოვიდნენ. პარალელურად კი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები დღეს ისევ შსს-ში დაიბარეს. ოჯახს გამოძიების მასალები უნდა გააცნონ. ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, მათ თანხებისა და ტრანზაქციების ისტორიები აინტერესებთ.  წყარო: ... ...
  • ვის ეკუთვნის “პარვუს ჯგუფი”, რომელიც ოზურგეთში ინტერნეტის ინფრასტრუქტურას მოაწყობსსაქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი გურიიდან იწყება. პროექტი განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც ფართოზოლოვანი ინტერნეტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა 49 სოფლისთვის. პროექტს კომპანია “პარვუს ჯგუფი” განახორციელებს, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ 10-მილიონიანი ხელშეკრულება უტენდეროდ გააფორმა.კომპანია “პარვუს ჯგუფი” 2019 წლის მარტშია შექმნილი და მისი დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძეა. ზუმბურიძემ სახელმწიფო კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში ზარალიანი სახელმწიფო უწყება იყო, 2018 წელს დატოვა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული შესაბამისობის ანგარიშის მიხედვით, 2014-2017 წლებში კომპანიამ 76,708,726 ლარის ზარალი განიცადა, თუმცა “აღნიშნულ პერიოდში, მისი ადმინისტრაციული ხარჯები ხშირად არაგონივრული იყო”. კომპანიაში დარჩენილი 50%-იანი წილი ეკუთვნის მამუკა პაპუაშვილს, რომელიც ასევე წლების განმავლობაში მუშაობდა ამავე სახელმწიფო კომპანიაში, ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე.კომპანიის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ,,პარვუს ჯგუფის“ მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოში ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარებას; განახორციელოს განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ჰიდრო, ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობა. ასევე, გაწიოს ელექტროენერგეტიკის სექტორში საკონსულტაციო მომსახურება.რატომ შეარჩია ეკონომიკის სამინისტრომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის განხორციელებისთვის “პარვუს ჯგუფი”?ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის განსახორციელებლად „ოუფენ ნეტმა“ ბაზრის/ფასთა კვლევა მიმდინარე წლის 9 მარტიდან გამოაცხადა, რომლის საფუძველზეც საუკეთესო წინადადების მქონე კომპანია - შპს „პარვუს ჯგუფი“ შეირჩა. აქვე აღნიშნულია, რომ კომპანიას განხორციელებული აქვს არაერთი მასშტაბური სახელმწიფო და კერძო პროექტი.სანამ მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიირებდა, 10-მილიონიანი ხელშეკრულების უტენდეროდ გაფორმებისთვის “ოუფენ ნეტმა” საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. განაცხადში აღნიშნული იყო, რომ ძირითადი ინფრასტრუქტურის გაყვანა დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, რის გამოც შემსყიდველი უწყებებისგან ხელშეკრულების გაფორმების ნებართვას უტენდეროდ ითხოვდა.“წინასწარი დაგეგმვა შეუძლებელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნულ დადგენილების საფუძველზე, საპილოტე რეგიონი, შესაბამისი კომისიის მიერ განისაზღვრა 2020 წლის 9 მარტს, რის შემდეგაც ოუფენ ნეტმა დაუყოვნებლივ დაიწყო ბაზრის კვლევა პოტენციური მიმწოდებლებისა და პროექტირება-მშენებლობის ფასის დადგენის მიზნით (სულ გაეგზავნა 5 კომპანიას). აღნიშნულ ბაზრის კვლევაში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია. აქედან გამომდინარე ოუფენ ნეტმა გაზარდა მიმწოდებლების რაოდენობა (17 კომპანია) და 8 აპრილს გამოცხადდა ხელახალი ბაზრის კვლევა. COVID-19-თან დაკავშირებული პანდემიისა და ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, მიმწოდებლების მოთხოვნის საფუძველზე საჭირო გახდა ბაზრის კვლევის ფარგლებში წინადადებების წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადის (23.04.2020) გაგრძელება 06 მაისამდე. შედეგად გამოვლინდა 2 პოტენციური მიმწოდებელი. აღნიშნულ მიმწოდებლებს შორის საუკეთესო წინადადების გამოვლენის მიზნით, ოუფენ ნეტმა დამატებით ჩაატარა ბაზრის კვლევა, რომელიც დასრულდა 18 მაისს,”- ნათქვამი იყო სახელმწიფოს კუთვნილი ა(ა)იპ-ის “ოუფენ ნეტის” განცხადში.საყოველთაო ინტერნეტიზაციასაქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა მისი აქტიური განხორციელება მხოლოდ ახლა იწყება. პროექტისთვის მთავრობამ “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” ბაზაზე სპეციალური იურიდიული პირი - "Open Net-ი” 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნა.2020 წლის იანვარში მთავრობამ ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი სტრატეგია დაამტკიცა. მის თანახმად, მთავრობა დააფინანსებს ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაყვანას იქ, სადაც კერძო სექტორს ამის ინტერესი ნაკლებად აქვს.ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2025 წლისთვის შინამეურნეობების 100%-ს უნდა ჰქონდეს 100 მეგაბიტ წამის ინტერნეტთან წვდომა, ხოლო ბიზნესებს - 1 გიგაბიტ წამის სიჩქარის ინტერნეტთან. თავდაპირველად, ინტერნეტიზაციის პროექტის დამფინანსებლად ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” დასახელდა. ამის შესახებ განცხადება 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ “ქართუ” ინტერნეტიზაციაში $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა. დღეს მთავრობა ამ პროექტის დაფინანსების ერთ-ერთ შესაძლო წყაროდ მსოფლიო ბანკს განიხილავს. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...