"მკურნალიძემ, ღამის ოთხ საათზე, საცვლით გაიყვანა ზვიადი და აწამა..."

სამართალი

"მკურნალიძემ, ღამის ოთხ საათზე, საცვლით გაიყვანა ზვიადი და აწამა..."

2012 ოქტ 31 09:58:11

მკურნალიძე წარმოშობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთიდანაა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილის პოსტი 2009 წლიდან ეკავა. გაგა მკურნალიძის სახელს პატიმრების ცემასთან დაკავშირებული არაერთი გახმაურებული ფაქტი უკავშირდება. მისი მამა _ ავთანდილ მკურნალიძე კი ოზურგეთის ბაზრის მოვაჭრეების წინააღმდეგ მომხდარ და ქონებრივი დავის საფუძველზე წარმოქმნილ ინციდენტში ფიგურირებს.

_ ტელევიზიით რომ ციხის კადრები ვნახე, იმის მერე ვეძებ ავთო მკურნალიძეს; ბაზარში ობიექტები აქვს და იქნებ, სადმე თვალი მოვკრა,-მეთქი, მაგრამ ვერ დავინახე. ამბობენ, გარეთ არ გამოდის საერთოდო. თუმცა, სირცხვილით ან შიშით გარეთ როგორ გამოვა?! ელიზბარ სადრაძის საქმის გამო, ავთო მკურნალიძე და მისი შვილი _ გაგა მკურნალიძე უნდა დაისაჯონ, _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბარში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მცხოვრები ლეილა ერქომაიშვილი, რომელიც მისი სიძის, ზვიად სადრაძის წამებაში მკურნალიძეების ინტერესს ხედავს.

როგორც ახლობლები აცხადებენ, "ზვიად სადრაძეს ციხეში არაადამიანურად სცემდნენ და აწამებდნენ, დამკვეთი კი, პირადად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე გაგა მკურნალიძე იყო. მას ზვიად სადრაძის წამება და შეურაცხყოფა პირად კონტროლზე ჰქონდა აყვანილი".

ზვიად სადრაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ცხოვრობს. ის ოთხი წელია, პატიმარია და სასჯელს იხდის. სადრაძეს მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავს, რომლებიც ძალიან ნიჭიერი, წარმატებული ახალგაზრდები არიან.

როგორც პატიმარ ზვიად სადრაძის მეუღლის დედა, ლეილა ერქომაიშვილი ამბობს, მისი სიძე ციხეში უმძიმეს პირობებში ჰყავდათ. ზვიად სადრაძეს მშობლები ადრე გარდაეცვალა. ის შესანიშნავი დედ-მამის შვილია, თუმცა მშობლების ადრე დაღუპვამ, მის ცხოვრებას გარკვეული დაღი დააჩნია.

_ ზვიადი უმძიმეს პირობებში, საკანში მარტო ჰყავდათ გამომწყვდეული. ცემისგან, წამებისგან და შეურაცხყოფისგან დატანჯულმა, ოჯახის წევრებს სასამართლო პროცესზე გვითხრა, თავს არ ვიცოცხლებო, მაგრამ ჩვენ რა უნდა გვექნა?! _ ამბობს ქალბატონი ლეილა.

თუ რა იყო გაგა მკურნალიძის მხრიდან ზვიად სადრაძისადმი ასეთი მტრობის მიზეზი, ოჯახის წევრები "გურია ნიუსთან" მოკლე ისტორიას ჰყვებიან: "ყველაფერი იქედან დაიწყო, რომ ზვიად სადრაძის მამამ, ელიზბარ სადრაძემ, თავის დროზე, ადრეულ წლებში, საკუთარი ხარჯებით, დაბა ნარუჯის ჩაის მიკროფაბრიკა ააშენა, სადაც ერთი წელი იმუშავა. ზვიადი მაშინ მეათე კლასში იყო; მას სახლში ჰყავდა არასრულწლოვანი მეოთხეკლასელი და, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მამიდა. დედა ადრე გარდაეცვალა. მოგვიანებით, მამაც ინფარქტმა იმსხვერპლა. როცა ზვიადმა ცოლი შეირთო, ის გარკვეული დროის შემდეგ, მეუღლის ოჯახში ცხოვრობდა. ოთხი შვილის მამას სურვილი გაუჩნდა, მამამისის აშენებული ჩაის ფაბრიკა დაებრუნებინა, მაგრამ ავთო მკურნალიძემ არაფრით არ დაუბრუნა".

თუ საიდან დაეპატრონა მკურნალიძე ამ ფაბრიკას, ლეილა ერქომაიშვილი ასე განმარტავს: "როცა ზვიადის მამა ელიზბარ სადრაძე გარდაიცვალა, ჩაის ფაბრიკა ავთო მკურნალიძემ ჩაიგდო ძალით ხელში; ყველგან მეწილეობას იჩემებდა. დროც ისეთი იყო _ გასდიოდა. იყვნენ იმ ფაბრიკაში მეწილეები, რომლებიც ახლა ცოცხლები არ არიან და იმათი მემკვიდრეებიც არ შეუშვა ფაბრიკაში. მერე ზვიადის რომ მოუნდა ფაბრიკის დაბრუნება, მისი ამხანაგები, რომლებიც სამინისტროში მუშაობენ, სამართლიანად მოიქცნენ _ დააბრუნებინეს ზვიადისთვის ჩაის ფაბრიკა. ერთი წელი იმუშავა ზვიადმა იმ ფაბრიკაში, მაგრამ ვაი, ისეთ მუშაობას! ყველა კვირაში პოლიციის მეექვსე განყოფილება სტუმრობდა, გაქანების საშუალებას არ აძლევდნენ, დაედო ვალები, ვერ აუთავდა პოლიციას... ახლა იქ ნანგრევებიც აღარაა. ელიზბარს შეძენილი ჰქონდა უნიკალური დანადგარები, ისიც წაართვა...

გამწარებული დედა ვარ _ ერთი ბიჭი მყავდა და ისიც გარდამეცვალა. ზვიადს მალე ის ავადმყოფი მამიდაც დაეღუპა და ამის შემდეგ, ის ჩემთან სახლში ცხოვრობდა... ოთხი შვილის მამას ტყუილუბრალოდ მიუსაჯეს 9 წელი და ოთხი წელია ტანჯვაშია. მისი "დანაშაული" ასეთია: სოფელ შემოქმედის გამგეობის დანგრეულ შენობაზე ააძრო ალუმინის ფირფიტები და დაიჭირეს. მაშინ პოლიციის უფროსი იყო შოთა ჭანუყვაძე. შოთა ჭანუყვაძე და ზვიად სადრაძე მეზობლები არიან, მაგას შოთა არ გაუკეთებდა. ვერც გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი დაეხმარა, იმიტომ, რომ ზვიადი მკურნალიძის დაკვეთით იყო დაჭერილი _ ამას მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ზვიადმა ავთო მკურნალიძე ცემა ერთხელ და ეს არ აპატიეს; რა ექნა, ვერ მოიშორა _ ძალით წაართვა ჩაის ფაბრიკა.

სანამ ბათუმის ციხეში იჯდა, კარგად იყო, მერე გადააგზავნეს გეგუთის ციხეში. სასამართლოზე ოჯახის წევრებს ზვიადი ისე სასტიკად ნაცემი დახვდათ, ბადრაგი ჰყავდა შემდგარი იღლიებში, ფეხები გადაბინტული ჰქონდა, თავი _ შეხვეული, ძლივს შემოიტანეს მისი სხეული სასამართლო პროცესზე! მაშინ თქვა ზვიადმა, ამას მე გაგა მკურნალიძის გარდა, არავინ გამიკეთებდა, რადგან კამერის სარკმელში შემოიხედა და გამიცინა. კი გავიფიქრე, რომ ამას აქ რა უნდა,-მეთქი... იმ ღამეს, ღამის ოთხ საათზე საცვლით გაიყვანა ზვიადი და აწამა.

ასე სცემდა ოთხი შვილის მამას მკურნალიძე ციხეში, რომელსაც გაჭირვებამ, შვილების წამლისთვის 100 ლარის საშოვნელად გადაადგმევინა დაუფიქრებელი ნაბიჯი... სასამართლომ 9 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა, თუმცა, უზენაესმა სასამართლომ ოთხი წელი მოაკლო.

ზუსტად სამწელნახევარი საკანში მარტო, უმძიმეს პირობებში იჯდა... მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალიძესთან ჰქონდა ცუდი ურთიერთობა!" _ ამბობს ლეილა ერქომაიშვილი.

გაგა მკურნალიძე ამჟამად პატიმრობაშია, ავთანდილ მკურნალიძე კი არსად ჩანს და არც სატელეფონო კონტაქტზე არ გამოდის. ჩვენ კომენტარის მოპოვება შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსთან შოთა ჭანუყვაძესთან ვცადეთ, მაგრამ ის ამ საქმესთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს: "არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ", - გვითხრა ჭანუყვაძემ. მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, სატელეფონო ზარებს არ უპასუხა გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა, რომელიც სავარაუდოდ, საქმის კურსში იყო, მაგრამ როგორც ლეილა ერქომაიშვილი ამბობს, სადრაძის დახმარება ვერ შეძლო.




 ახალი ამბები
  • მიშა ფეიქრიშვილი პარლამენტის პიარს უხელმძღვანელებსსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პიარის ხელმძღვანელმა, მიშა ფეიქრიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ საზოგადოებას დღეს, სოციალური ქსელით ამცნო: "1 წელი და 4 თვე – სამსახურში, რომელიც დიდ ოჯახად მექცა. ადამიანები, რომლებიც ჩემი მეგობრები გახდნენ. მათი საქმე, რომელიც შეუფასებელია. მადლობა, ვინც მუშაობდა და მუშაობს ამ სამსახურში. მადლობა თითოეულ მეხანძრე-მაშველს, ჩემ ტალიკ-ტალიკებს. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, თითოელ ჟურნალისტს საუკეთესო თანამშრომლობისთვის", _ დაწერა ფეიქრიშვილმა და აღნიშნა, რომ მას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ლედი ოქროპირიძე შეცვლის. ფეიქრიშვილი, ბევრი უწყების პრესსამსახურისგან განსხვავებით, მედიასთან განსაკუთრებული ურთიერთობებით გამოირჩეოდა და მასთან დაკავშირების პრობლემა, დღისა და ღამის ნებისმიერ დროს, არავის ჰქონია. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ მისი მუშაობის დროს გაიგო საზოგადოებამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რთული და საინტერესო მუშაობის შესახებ.  ამ ყველაფრის შესაბამისად, ყველას გაუჩნდა კითხვა, თუ სად წავიდა იგი _ მედიის განსაკუთრებული ინტერესის დაკმაყოფილებას "გურია ნიუსი" შეეცადა და დადასტურებულად გაარკვია, რომ მიშა ფეიქრიშვილი მომავალი კვირიდან პარლამენტის პიარს ჩაიბარებს. უფრო კონკრეულად კი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი გახდება ... ...
  • ლევან სურგულაძე: "ეს შეხვედრები ადამიანებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება"ლევან სურგულაძე: ,,ვფიქრობ ასეთი მუდმივი კომუნიკაციით და ორმხრივი ინფორმაციის გაცვლით შევძლებთ ეტაპობრივად დავხვეწოთ სისტემა იმგვარად, რომ მაქსიმალურად მორგებული იყოს მოსარგებლეების საჭიროებებს. ეს შეხვედრები დაეხმარება ადამიანებს მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში“. შეხვედრა საკონსულტაციო კომპანია EY-ს ორგანიზებით გაიმართა და მას ორმოცამდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელთაც „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ. შეხვედრაზე ლევან სურგულაძემ აუდიტორიას მიმდინარე რეფორმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და არსებული სტატისტიკა გააცნო. რეფორმის დაწყებიდან 100 დღის განმავლობაში დაგროვებით საპენსიო სქემაში 49 000-ზე მეტი კომპანიაა ჩართული, 760 000 პირადი ანგარიშია გახსნილი, საპენსიო დანაზოგის მოცულობა 170 მლნ ლარია, ამ თანხაზე დარიცხული სარგებელი კი 700 000 ლარს აღემატება. შეხვედრის შემდეგ კომენტარი EY-ის იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელმა და ასოცირებულმა პარტნიორმა გიორგი სვანაძემ გააკეთა: "შეხვედრის ორგანიზების მიზანი იყო ჩვენი ბიზნეს პარტნიორებისთვის მიგვეცა საშუალება უშუალოდ სამუშაო რეჟიმში დაესვათ კითხვები, რომლებიც ახალი საპენსიო სისტემის ამოქმედებიდან დაუგროვდათ და ძალიან კარგია, რომ საპენსიო სააგენტო ასეთ ღია ფორმატში თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ფაქტობრივად ეს კომუნიკაცია იქნება გზამკვლევი შეხვედრაზე დამსწრე კომპანიებისთვის, რომ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით მეტი სიცხადე შევიდეს მათ ყოველდღიურ ... ...
  • თბილისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართასოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ გახსნა.  დასაქმების ფორუმს ასევე ესწრებოდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელი ლიკა კილაძე და სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი. „თბილისი  მოლის“ მხარდაჭერით გამართული ფორუმის მიზანს შშმ პირთა დასაქმებისა ხელშეწყობა წარმოადგენდა.   დასაქმების ფორუმზე,  შშმ პირებს აქტიური ვაკანსიები 20-ზე მეტმა საშუალო და მსხვილმა კომპანიამ შესთავაზა. მათ შორის იყვნენ: „დიო“, „ნიკორა“, „კარფური“, „კომფორტი“, „ჯეოჰეარი“, „პალიტრა ჰოლდინგი“, „გეფა“, სასტუმრო „შერატონი“, „ჰოთ თრეველი“,  „ვენდისი“ აჭარა ჯგუფი, ემ გრუპი და სხვა.   სამუშაოს მაძიებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები  არსებულ ვაკანსიებს ადგილზევე გაეცნენ და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარეს. ფორუმის მიმდინარეობისას, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა  მონაწილეებს შშმ პირთა დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო  პროგრამები და სერვისები დეტალურად გააცნეს. სახელმწიფო კერძო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით, ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებასა და მათ შემდგომ ინტეგრაციას. ... ...
  • სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და საკანონმდებლო მაცნეს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა (R)19 აპრილს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ერთი მხრივ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ, ხოლო მეორე მხრივ, სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარემ, ნიკა ახალბედაშვილმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია N6 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკაში გაიმართა, რადგან მემორანდუმის მიზანი არის პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების გამდიდრება. მემორანდუმის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე „პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის“ შესრულების ფარგლებში, რაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 22 თებერვლის №385 ბრძანებით გათვალისწინებული კონკრეტული მიზნის მიღწევის უზრუნველყოფას გულისხმობს. საკითხი ეხება პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისათვის პენიტენციური სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების კრებულების სამაგიდო წიგნის სახით გამოცემას. მასში შევა ნორმატიული აქტები, შინაგანაწესი, დებულება, სტანდარტი, წესი და სხვ. პროექტი პენიტენციურ დაწესებულებებში მაცნეს ბრენდირებული კომპიუტერების განთავსებას გულისხმობს, სადაც მუდმივად განახლებადი ელექტრონული წიგნების კატალოგი აიტვირთება, პენიტენციურ დაწესებულებებში ასევე განთავსდება მაცნეს ბრენდირებული წიგნების კარადები. პროექტის ფარგლებში ერთი მხრივ, მოხდება პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების წიგნის ფონდების განახლება, სამართლებრივი აქტების ელექტრონული კატალოგებით აღჭურვა; მეორე მხრივ კი გაიზრდება ხელმისაწვდომობა იმ მნიშვნელოვან კანონებზე, რომლებიც შემხებლობაშია ბრალდებულების/მსჯავრდებულების უფლებებთან, არასრულწლოვნებისა და ქალ მსჯავრდებულთათვის საერთაშორისო თუ ქვეყნის შიდა კანონმდებლობასთან, რომლებიც მათ უფლებებს ეხება. მათ შორის ეთნიკურად არაქართველი პატიმრებისთვის რუსულ და ინგლისურ ენებზე. მემორანდუმი გულისხმობს ყოველკვარტალური ჟურნალის გამოცემასაც, რომლითაც მსჯავრდებულები მიიღებენ ინფორმაციას ნორმატიულ აქტებში შეტანილ ძირითად ცვლილებებზე, გაეცნობიან საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების სისტემაში გამოტანილ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ასევე ქვეყანაში მომხდარ ტექნოლოგიურ სიახლეებს, პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციას, მსჯავრდებულ პირთა სურვილის მიხედვით,მოხდება მათი პირადი შემოქმედების გამოქვეყნებაც; ასევე იგეგმება გარე სამყაროსთან უკეთესი ადაპტირების მიზნით, გზამკვლევი ბროშურის დაბეჭდვა სასჯელმოხდილი პატიმრებისთვის, სადაც დატანილი იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება პიროვნებას ფეხი აუწყოს ციხის კედლების მიღმა ცხოვრებას. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ აღნიშნა, პენიტენციურ სისტემაში საკანონმდებლო მაცნეს შემოსვლით, საბჭოური ხანის ბიბლიოთეკები ეტაპობრივად დასრულდება. "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს პენიტენციურ სისტემაში შემოსვლით ჩვენ ეტაპობრივად დავასრულებთ საბჭოური ხანის ბიბლიოთეკებს ციხეებში. სიმბოლურია, რომ საკანონმდებლო მაცნემ ციხეებში შემოსვლა ისეთი დახურული დაწესებულებით დაიწყო, როგორიც არის N6 პენიტენციური დაწესებულება",- განაცხადა გიორგი პატარიძემ. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, დანაშაულის პრევენციის ცენტრის და ევროკავშირის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ესწრებოდნენ. ... ...
  • შსს-მ უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით შპს ”ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შპს "ხიმიჯ სერვის 2"-ის დირექტორი - 1957 წელს დაბადებული ო.ც. სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მიმდინარე წლის 31 მარტს შპს "ხიმიჯ სერვის 2"-ს მიერ მიერ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მდებარე ყოფილი ლეჩკომბინატის შენობის საძირკვლის გამაგრების სამუშაოების წარმოების პროცესში, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა. ფაქტზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს "ხიმინჯ სერვის 2"-ს მიერ წარმოებული მიწის ვერტიკალურად გათხრის სამუშაოები არ შეესაბამებოდა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესებულ სტანდარტებს და დარღვეული იყო აღნიშნული დადგენილების სხვადასხვა პუნქტი. გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებებით კი გამოიკვეთა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შპს "ხიმინჯ სერვის 2"-ის დირექტორს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ... ...

არქივი

ზაფრანი

იცინეთ ხშირად!

თუ მძიმე დღე გქონდათ –...

რატომ უნდა მიირთვათ ხშირად კარტოფილი

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც...

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...