შსს-ს პრესსამსახურს თამაზ გაიაშვილის ყოფილი პრესსამსახური უხელმძღვანელებს

სამართალი

შსს-ს პრესსამსახურს თამაზ გაიაშვილის ყოფილი პრესსამსახური უხელმძღვანელებს

2012 ნოე 11 16:26:45

"გურია ნიუსი" ინფორმაციის გადასამოწმებლად ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა.

_ ქალბატონო ნინო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ ინიშნებით შსს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელად. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

_ კი, არის ამაზე საუბარი, მაგრამ უბრალოდ, ოფიციალურად, ჯერ არ არის გაფორმებული. იქითა კვირაში ალბათ გამოვაცხადებთ და საიტზე დაიდება.

_ ოფიციალურად ვისგან მიიღეთ თანამდებობაზე დანიშვნის შემოთავაზება?

_შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან.

შეგახსენებთ, რომ ნინო გიორგობიანი წლების განმავლობაში მუშაობდა "აირზენას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად. აირზენას დირექტორი, თამაზ გაიაშვილი კი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „ქრისტიან-დემოკრატების“ სიაში პირველ ათეულში იყო. ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის დამოკიდებულება "ქრისტიან-დემოკრატების" მიმართ როგორიც გახლდათ, ქართული საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. "ქართული ოცნება" მათ ფსევდოოპოზიციად მოიხსენიებდა.

"გურია ნიუსთან“ საუბრისას, ნინო გიორგობიანი აცხადებს, რომ მისი ყოფილი ხელმძღვანელის პოლიტიკური შეხედულებები მასთან არაფერ კავშირშია და ჯობდა, ამის შესახებ თავად გაიაშვილისთვის გვეკითხა.

_ მე არჩევნებზე ვიყავი და ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, თამაზ გაიაშვილთან მუშაობასა და ჩემს ახალ სამსახურს შორის ვერანაირ კავშირს ვერ ვხედავ, თუ ხელოვნურად გინდათ დაკავშირება, ეგ სხვა საქმეა, _ განაცხადა მან "გურია ნიუსთან."

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ნინო გიორგობიანი გიორგი კოდუასთანაც თანამშრომლობდა, რასაც ის კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ გიორგი კოდუასთან, არასდროს უთანამშრომლია და მათი ურთიერთობა მხოლოდ სატელევიზიო დებატებით შემოიფარგლებოდა.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს, ნინო გიორგობიანი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

რაც შეეხება სალომე მახარაძეს, ის "გურია ნიუსთან" აცხადებს, რომ განცხადება საკუთარი ნებით, როგორც მას თხოვეს, არ დაწერა.

_ ახლა ზუსტად გეტყვით, რაც არის. სიტყვა-სიტყვით ჩაიწერეთ. ცოტა ურთიერთ გამომრიცხავი რაღაცეები სახელდება. მე, გუშინ ბატონმა ირაკლიმ დამიბარა და მითხრა, რომ ჩემთან დაკავშირებით მას არანაირი პრობლემა არ აქვს, ძალიან მადლიერია და აღფრთოვანებულია ჩემი პროფესიონალიზმით. ამ ერთი თვის განმავლობაში მართლა კარგად ვიმუშავეთ. საკმაოდ დამყოლი და ღია მინისტრია. მითხრა, რომ ძალიან წყდება გული. ამ ადამიანმა მართლა ინერვიულა, მაგრამ მას აქვს მითითება, რომ ასეთ თანამდებობებზე აუცილებლად უნდა დაინიშნოს მეგობრები და ვთქვათ არა პროფესიონალური ნიშნით, ამიტომ ის იძულებულია, თანამდებობაზე მოყვანოს თავისი მეგობარი.

ბატონმა ირაკლიმ შემომთავაზა, უსამსახუროდ რომ არ დავრჩენილიყავი მემუშავა სადმე სხვაგან. მითხრა, რომ იფიქრებს და რამეს მომიძებნის. მე უარი ვუთხარი. იმიტომ, რომ ეს პროფესია მაქვს, განათლებითაც და პრაქტიკითაც ჟურნალისტის ვარ და მე პატივს ვცემ პროფესიონალიზმს. დამიჯერეთ, ბატონი ირაკლი ძალიან უხერხულ მდგომარეობაშია. მან პირდაპირ მითხრა, რომ მასზე არ არის ეს მარტო დამოკიდებული. ის ჩემთან ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს, რადგან ვთავსდებოდით რაღაცეებზე და ამ დღეების განმავლობაში, ერთობლივად ვაკეთებდით ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში სამი მინისტრი შევიცვალე და ჩემთვისაც ძალინ რთული იყო, ძალიან კარგად ვიმუშავეთ ერთად ამ ერთი თვის განმავლობაში. მაგრამ მითხრა, რომ მას აქვს მითითება, აუცილებლად დანიშნოს მეგობარი. ძალიან ინერვიულა. პირდაპირ გეუბნებით, ძალიან ვუთანაგრძნობ ბატონ ირაკლის, იმიტომ რომ საკმაოდ რთული საქმის დასაწყისშია და იძულებულია, დინების საწინააღმდეგოდ იაროს, _ განაცხადა ჩვენთან საუბრისას სალომე მახარაძემ.




 ახალი ამბები
  • კახეთში გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა დაიწვასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ  არსებობს. ხანძრის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მიტოვებული შენობა-ნაგებობა დაიწვა. მათ შორის ერთ-ერთი გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობაა. როგორც ცნობილია, ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახსა და ეკალ-ბარდებს მოედო, შემდეგ კი ძლიერი ქარის გამო შენობებზეც გავრცელდა. ... ...
  • მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდათბილისში, მთაწმინდის ფერდობზე,  პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ დაიწყეს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შეზღუდული ხილვადობის, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ხმელ ბალახზე გავრცელებული ხანძრის ქრობას 60-მდე მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობდა  მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საშიშროებაც, თუმცა  მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, საფრთხე სრულად აღმოფხვრილია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიურად გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგის მიზნით, მთაწმინდის ფერდობის მიმდებარედ მთელი ღამის განმავლობაში დარჩება 1 სახანძრო-სამაშველო ... ...
  • დაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლესდაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლეს. თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მანანა მსხილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას. ,,ჩემო საყვარელო fb მეგობრებო, ახლობლებო, მოკეთეებო და მოყვარეებო! 27.02.2020 წლიდან შევუერთდი უმუშევართა ,,მცირერიცხოვან" არმიას. ვისაც გაქვთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, არ დაგეზაროთ, მომწერეთ პირად მესენჯერში. პირადი პოზიციის და მომხდარი ფაქტის შესახებ არ მკითხოთ, რადგან პასუხით მაინც ვერაფერს მიხვდებით. წინასწარ მადლობა იმათ,  ვისაც გეწყინებათ ჩემი უმუშევრობა და უფრო მეტად მათ, ვისაც ძალიან გაგახარებთ",-სამტრედიელი საზოგადოებისათვის მოულოდნელად ასეთი მიმართვა გაავრცელა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა. 44 წლის მანანა მსხილაძე ზემოაღნიშნულ თანამდებობას , დაახლოებით, 15 წელია იკავებდა და საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საკუთარ თანამშრომლებსა და იმ ადამიანებში, რომლებთანაც მას ყოველდღიურად უხდებოდა სამსახურეობრივი ურთიერთობა. ქალბატონი მანანა მარტოხელა დედაა და მას ერთადერთი, სტუდენტი შვილი ჰყავს. სამტრედიელებმა ეს ამბავი დღეს მანანა მსხილაძის ფეისბუქით შეიტყვეს, რაზეც უმრავლესობის რეაქცია უარყოფითი იყო.  სამტრედიელები მანანა მსხილაძის გათავისუფლებას 11დღის წინ, სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში მომხდარ მკვლელობას უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში 11 დღის წინ საზარელი მკვლელობა მოხდა. სამოქალაქო რეესტრის მოქალაქეთა მისაღებში მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს ყოფილ მეუღლეს და იქ მყოფი ადამიანების თვალწინ დანის რამდენიმე დარტყმით სასიკვდილო ჭრილობები ... ...
  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციამდე აბიტურიენტებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ. აბიტურიენტებისთვის საჭირო ინფორმაცია კი ეტაპობრივად ქვეყნდება. დღეს ცნობილი გახდა ის ზოგადი კრიტერიუმები, რომლითაც 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი შეფასდება. იხილეთ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგად კრიტერიუმები დოკუმენტში გაწერილია რა უნდა იცოდეს აპლიკანტმა გამოცდაზე გასვლისას და კონკრეტული ტესტური დავალების შეფასებისას რას მიექცევა ყურადღება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს. წყარო: ... ...
  • ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავესსაზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით,  ბორჯომის  მერი  ლევან  ლიპარტია და  საკრებულოს  თავმჯდომარე  გიორგი გოგიჩაიშვილი, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ლიპარტია და გოგიჩაიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. სუს-ში აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერ არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...