ვანო მერაბიშვილი, სოსო თოფურიძე და ქალბატონი ჟენია _ ახალი საქმე პროკურატურაში

სამართალი

ვანო მერაბიშვილი, სოსო თოფურიძე და ქალბატონი ჟენია _ ახალი საქმე პროკურატურაში

18 ნოე. 2012, 00:09:47

აჭარელი ბიზნესმენი სერგო ბერიძე 2007 წელს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოსო თოფურიძემ კომპანია "ბათფარმასთვის" თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავა. მან ციხეში 4 წელი და 5 თვე დაჰყო.

რა კავშირი აქვს ვანო მერაბიშვილის დედას ჟენია მერაბიშვილს სერგო ბერიძის დაჭერასთან და დაიბარებენ თუ არა შსს ყოფილი მინისტრის დედას პროკურატურაში ეს ჯერჯერობით უცნობია.

"გურია ნიუსი" ბიზნესმენ სერგო ბერიძეს ესაუბრა.

_ ბატონო სერგო, რას ედავებით ვანო მერაბიშვილს?

_ პირადად ვანო მერაბიშვილის ჩამოყალიბებული ჰყავს ბანდფორმირება, რომელშიც შედიან: ლუხუმი კაპანაძე, გელა გიგოლაშვილი, გიორგი გიგოლაშვილი, პროკურორი დავით ჭარბაძე, მამუკა მახარაძე, რომელიც იყო პატიმარი და ციხიდან იმისთვის გამოიყვანეს, რომ ჩემთვის ფული მოეცა.

_ რა ფულზეა საუბარი?

_ მე მქონდა დიდი ბიზნესი. სამკერვალო ფაბრიკა ახალსოფელში, გონიოს ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. მქონდა ქათმების ფერმა, მყავდა 300 ჰოლანდიური ჯიშის ღორი, სუპარმარკეტი, ბენზინგასამართი სადგური, სასტუმრო. Eერთ დღეს, მეფრინველეობის ფაბრიკის მშენებლობა დავიწყე. ამ დროს, ჩემთან მოვიდა "ბათფარმის" დირექტორი, მერაბიშვილის ქვისლი გელა გიგოლაშვილი და მეუბნება, რომ "კოდა" არის ჩვენი ფირმა და აქ ქათმების ფერმას ვერ ააშენებო. ამის შემდეგ, ჩვენს შორის მოხდა შეკამათება.

თბილისში დამიბარა ლუხუმ კაპანაძემ. მთხოვა შეხვედრა. ჩვენი შეხვედრა თბილისში, ჩემს ხუთი პარტნიორთან ერთად სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასის" რესტორანში შედგა. ლუხუმ კაპანაძესთან მოვილაპარაკეთ, რომ მე მათთვის უნდა მიმეყიდა ჩემი ქონება, ანუ ის მშენებლობები, სამკერვალო ფაბრიკა, ქათმების ფერმა, ღორების ფერმა, ავტოსადგომი, სუპერმარკეტი, ბიზინგასამართი სადგური, პურის საცხობი, ანუ ლუხუმ კაპანაძესთან დავჯექით და ვილაპარაკეთ ამაზე. ჩემთვის უნდა მოეცა 2 300 000 დოლარი. მომცა 85 000 დოლარი. გავიდა 7 თვე და დანარჩენი ფული არ დამიბრუნა. დავუწყე დავა.

გელა გიგოლაშვილი და ლუხუმი კაპანაძე ვანო მერაბიშვილით მემუქრებოდნენ, ამას ესწრებოდა ძალინ ბევრი ხალხი, მითხრეს, ვანო მერაბიშვილის ახლობლები ვართ თუ არ გაჩერდები ადგილზე მოგკლავთო. ამის შემდეგ, გადავწყვიტე ჩავსულიყავი ახალციხეში ვანო მერაბიშვილის დედასთან იმისთვის, რომ შევეხვედრებინე ვანოსთან.

ვანოს დედამ დარეკა, რომ მე არ ჩავსულიყავი. ამის შემდეგ, ჩემი ბიჭი და მისი ბათუმელი მეგობარი გულო შავაძე ჩავიდნენ ჟენია მერაბიშვილთან. იგი სკოლის დირექტორი იყო და სკოლაში შეხვდა. დაიტოვა კასეტები, საბუთები. დამირეკა და მითხრა, რომ ერთი კვირის განმავლობაში მომიგვარებდა საქმეს.

ორი დღის შემდეგ, ჩემთან მოდის გულო შავაძე და მეუბნება, უნდა წავიდეთ, ახალციხეში გიბარებს ვანოს დედა, ოღონდ საბაჟოზე უნდა მიხვდიე "პასილკაა" ვანოს მამის და უნდა ჩაუტანოო. რომელ საათზე მეთქი – ღამის 2 საათზეო. წავედი საბაჟოს უფროსი ვნახე, მითხრა – სულელი ხომ არ ხარ, ღამის 2 საათზე რა "პასილკა" უნდა მოვიდეს, არ მოხვიდეო. ღამის 2 საათზე დამირეკეს, საბაჟოზე მოდიო. მე ვუთხარი, ჯავახიშვილზე ვცხოვრობ, გელოდებით, მომიტანეთ "პასილკა" და წავუღებ მეთქი. არ მივედი. მეორე დღეს გავიგე, მთელი ნიღბიანი სპეცნაზი იყო მობილიზებული. წამალი უნდა გადმოეცათ. ტელეფონში სერგო, სერგო, სერგო იძახდნენ.

_ მერაბიშვილის დედასთან ამის შემდეგ კიდევ გქონდათ შეხვედრა?

ამის შემდეგ, ჩემი ბიჭი კიდევ ერთხელ ჩავიდა ვანო მერაბიშვილის დედასთან. ვანოს დედამ დამირეკა - ხვალ შეგხვდებიანო. "ბათფარმა" სადაც იყო, იქ იყო ბენზინგასამართი სადგური. იმის ზევით ყოფილა პატარა სასადილო, მე არც ვიცოდი. დამირეკა ვანოს დედამ, აქ ვზივარო. მივედი, დამხვდა სოსო თოფურიძე, მომცეს დანომრილი 20 000 დოლარი და დამიჭირეს. წამართვეს ყველა ქონება. 12 000 000 დოლარი ქონება ჩადეს "ქართუ ბანკში". 720 კაცი დატოვეს უმუშევარი და გაიქცნენ. დღეს ვედავები ვანოს და მის ბანდას, რომ დამიბრუნონ ჩემი ქონება. 7 წელი ვითხოვდი ვანოსთან შეხვედრას, ტელევიზიებიდან, ციხიდანაც. ახლა სასამართლოებში შევხდებით, იქ გავარკვევთ მე და ვანო ურთიერთობას.

საჩივარი შევიტანე მთავარ პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და ახლა ვაპირებ შევიტანო პარლამენტის საგამოძიებო ჯგუფში, რომელსაც თინა ხიდაშელი ხელმძღვანელობს.

იმედი მაქვს იუსტიციის ახალი მინისტრის თეა წულუკიანის და მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის. დარწმუნებული ვარ, გაარკვევენ სიმართლეს.

_ თქვენ დღეს განაცხადეთ, რომ თქვენს საქმეშიც იყო შოთა ხიზანიშვილი გარეული.

_ როდესაც ჩემს საქმესთან დაკავშირებით შოთა ხიზანიშვილს დაურეკეს ჟურნალისტებმა, ვანოს დედა შეხვდა თუ არა სერგო ბერიძესო, იგი აცხადებდა - ვანოს დედას არ შეხვედრიაო. არადა, ჩემს საქმესთან დაკავშირებით სტუდია "მონიტორმა" ფილმი გადაიღო სახელად "მინისტრის მეგობარი," სადაც ვანო მერაბიშვილის დედა ადასტურებს, რომ ჩვენ შეგვხვდა და დაგვპირდა საქმის მოგვარებას. შოთა ხიზანიშვილი მემუქრებოდა, რომ გავჩერებულიყავი.

მე რომ დამიჭირეს, ჩემმა ახლობლებმა მიაკითხეს ვანოს დედას და ჰკითხეს, _ რატომ დააჭერინეო? არც კარი გაუღო და არც მიიღო, "მასე ეკუთვნის მასეთ ყაჩაღებსო,“ _ ასე განაცხადა ვანოს დედამ.




 ახალი ამბები
  • პატრიარქის სამადლობელი წერილი და პრეზიდენტის სტუმრობა ზემო აკეთშიქვეყნის  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები დღეს ლანჩხუთში, ზემო აკეთს სტუმრობდნენ. საქმე ისაა, რომ ივნისს–ივლისის თვეში, ლანჩხუთში, საექსპედიციო ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის სკოლის ხელმძღვანელი ავთანდილ თურქია ედგა, აკეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, ცნობილი მომღერლების საფლავების აღმოჩენა-რესტავრაცია განახორციელეს. დღეს უკვე აღმოჩენილია ცნობილი გვარის - ხუხუნაიშვილების ანსამბლის წევრების 6 საფლავი, ხოლო ცარიზმის დროს ხელყუმბარით დაზიანებული ტაძარი, მზად არის რესტავრაციის დასაწყებად. სწორედ ეს  რესტავრირებულ საფლავები და რესტავრაციაში მყოფი ტაძარი მოინახულეს სტუმრებმა. მიღების მეორე ნაწილს კი სოფელმა აცანამ საკონცერტო ფორმატითა და კულტურული ნიმუშების წარდგენით უმასპინძლა. პრეზიდენტმა ცანაში სტუმრობისას გამოჩენილი მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი, ანზორ ერქომაიშვილი, რომელსაც 80 წელი 10 აგვისტოს უსრულდება,  გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. დღევანდელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ლანჩხუთში სამადლობელი წერილი გამოგზავნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც. „ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრე ჩვენი კულტურაა და მასში მარგალიტადაა ჩასმული ჩვენი მრავალხმიანობა. იგი ჯვარია ჩვენი ხალხისა. გალობა ჯვრის ვერტიკალური სვეტია ღვთისკენ მიმართული, ხოლო ჯვრის ჰორიზონტალური ნაწილი სიმღერაა - ხალხში გაბნეული, როგორც სიყვარული მოყვასისა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ისტორიას ახსოვს გამორჩეული და დიდი ღვაწლის მქონე გვარები: დუმბაძეები, კარბელაშვილები, ერქომაიშვილები, კავსაძეები, ბერძენიშვილები, ჩავლეიშვილები და სხვანი. მათ მუსიკალურ რანგს მიეკუთვნება ხუხუნაიშვილებიც, რომელთა ნიჭი მსოფლიომ აღიარა და მათ საქართველო წარმოაჩინეს, როგორც მუსიკალურად მაღალი აზროვნების მქონე ქვეყანა. ზემო აკეთის მომღერალთა შესაძლებლობები ყველა დონის მუსიკოსს ქედს ახრევინებს მათი გენიის წინაშე. ხოლო ალმასხან ხუხუნაიშვილის იმპროვიზაცია დღემდე აოცებს თანამედროვე მუსიკოსებს თავისუფლების შეგრძნებით.“ _ წერს პატრიარქი და მადლობას უხდის ამ საქმის ინიციატორებს: „მადლობა მინდა ვუთხრა ექსპედიტორთა ჯგუფს: მამა მიქაელის (მახარაძის), დავით ცინცაძის, ავთანდილ და მერაბ თურქიების თაოსნობით, რომელთაც დიდად იშრომეს წინაპართა პატივსაგებად”. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაცი საქმით იცნობა და რომ გარდაცვლილი წინაპრები გვეხმარებიან ცოცხლებს.“ საქართველოს პატრიარქი თავის წერილში იუბილეს ულოცავს ანზორ ერქომაიშვილს. „დღეს, საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან კულტურას ჰყავს გამორჩეული პატრონი, რომლის გვარმაც განსაკუთრებულად იღვაწა ერისა და ბერის წინაშე. მადლობა ღმერთს, რომ მეტად რთულ დროს ჩვენ ქვეყანას მოუვლინა ანზორ ერქომაიშვილი - ტრადიციული მუსიკის პატრიარქი და დიდი საგვარეულო კულტურის გზის გამგრძელებელი. ვულოცავ მას 80 წლის იუბილეს და მინდა გითხრათ, რომ მე მადლიერი ვარ მისი ფასდაუდებელი ღვაწლისა, რომელიც მან გასწია ჩვენი ქვეყნის წინაშე. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“ -წერს ილია ... ...
  • ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვესჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და ადგილზე მყოფ ოპერატორს მუქარის ძალით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას ... ...
  • იმერეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლესტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ქალაქის ცენტრში ორი მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდა, კონფლიქტის დროს კი ერთმა მეორეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილი მამაკაცი თერჯოლის მკვიდრია. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ... ...
  • რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდარუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდა. ის უგონო მდგომარეობაში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლაფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმციას ,,ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც „ტავ ჯორჯია“-ში აცხადებენ, პარიზიდან თბილისში უკვე 178 მგზავრი ჩამოფრინდა. ავიაკომპოანია Air France  ფრენებს ,,ეარბას“ A320 და A321  ტიპის ხომალდებით კვირაში ორი სიხშირით იფრენს, რომელიც  შემდეგი განრiგით შეასრულებს ავიამიმოსვლას:  პარიზი(შარლ დე გოლის აეროპორტი)  - თბილისის მიმართულებით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი-პარიზის (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...