ვინ არის ლევან ბეჟაშვილის მეგობარი და გირაოშეფარდებული ივანე პეტრიაშვილი?

სამართალი

ვინ არის ლევან ბეჟაშვილის მეგობარი და გირაოშეფარდებული ივანე პეტრიაშვილი?

2012 ნოე 24 20:15:03

მისმა დაკავებამ ძალიან ჩუმად ჩაიარა, ყოველგვარი რეზონანსის გარეშე. ისე ჩუმად, რომ სამი დღის განმავლობაში პროკურატურის პრესსამსახურმა, ჩვენი განუწყვეტელი ზარების მიუხედავად, ისიც კი ვერ დაადგინა, ნამდვილად იყო ასეთი ჩინოვნიკი დაკავებული თუ არა. ჩვენი ინტერესი ივანე პეტრიაშვილის იმ საქმიანობიდან გამომდინარე იყო, რის შესახებაც არაერთგზის დაგვიწერია და კიდევ ბევრი გვაქვს დასაწერი. ის, რისი გარკვევაც "გურია ნიუსისთვის" ვერ მოხერხდა სამი დღის განმავლობაში, დღეს ხელმისაწვდომი გახდა სხვა მედიასაშუალებებისთვის. სამდღიანი განუწყვეტელი ზარების შემდეგ (ინფორმაციის გადამოწმების მიზნით), ტელევიზიებით შევიტყვეთ, რომ ივანე პეტრიაშვილი არა თუ დააკავეს, აღმკვეთი ღონისძიებაც კი შეუფარდეს. ეს ისე, პრესსამსახურის მიდგომებთან დაკავშირებით...

რაც შეეხება ივანე პეტრიაშვილს, ის სულაც არ არის ისეთი უბრალო, როგორც შორიდან ჩანს.

ლევან ბეჟაშვილის მეგობარ ივანე პეტრიაშვილს მრავალმხრივი დატვირთვა ჰქონდა და სხვადასხვა მიმართულებით. მისი მთავარი მისია კი, წინასაარჩევნო პერიოდში, „ქართული ოცნების“ შემომწირველების დაჯარიმება და პარალელურ რეჟიმში, ლევან ბეჟაშვილის საქმეების მოგვარება გახლდათ.

როგორც ჩანს, ამიტომაც გამოცხადდა დღეს ლევან ბეჟაშვილი სიღნაღის რაიონულ სასამართლოში ივანე პეტრიაშვილის მხარდასაჭერად. არის სხვა ვერსიაც, რაიმე ისეთი არ ეთქვა პეტრიაშვილს, რაც,  ბეჟაშვილს სერიოზული თავსატეხს გაუჩენდა.

დილით _ კონტროლის პალატის თანამშრომელი, შუადღისას _ ცესკო-ს ტრენერი, საღამოს _ ლევან ბეჟაშვილის მეგობარი და საქმეების მომგვარებელი ივანე პეტრიაშვილი სიღნაღში და არა მხოლოდ სიღნაღში, არაერთ სკანდალურ საქმეში დაფიქსირდა.

"შემაჯამებელი ოქმები ინახებოდა ჩვენთან. დაირეკა კომისიის თავმჯდომარესთან. თავმჯდომარემ გამიყვანა გარეთ. მითხრა, ესეთი დავალებაა, დაიხიოს შემაჯამებელი ოქმებიო. მე ვუთხარი, არავითარ შემთხვევაში არ დაიხევა შემაჯამებელი ოქმები-თქო," _  ასეთ განცხადებას აკეთებდა ვაქირის N5 საარჩევნო უბნის კომისიის მდივანი, რომელმაც შემაჯამებელი ოქმების ქსეროასლები შეინახა.

ნამდვილი ოქმების ნაცვლად, ახალი დაიწერა. მოწმეების ჩვენებით, რომლებმაც ამოიცნეს და დაადასტურეს ის შემაჯამებელი ოქმი, რომელზეც საკუთარი რეალური ხელმოწერა აქვთ დაფიქსირებული, მთელ ამ ისტორიას, სწორედ სიღნაღის რაიონის მე-13 საოლქო-საარჩევნო კომისიის იურისტები ივანე პეტრიაშვილი და გიორგი კუპრეიშვილი ხლმძღვანელობდნენ.

სწორედ ამ ფაქტსის გამო დააკავეს ივანე პეტრიაშვილი, რომელსაც სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ, დღეს, აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.

გამოძიებამ პეტრიაშვილს ლევან ბეჟაშვილის სასარგებლოდ სიღნაღის საარჩევნო ოლქის მეხუთე უბნის შემაჯამებელი ომის გაყალბებას ედავება. პეტრიაშვილის იმ დროისათვის სიღნაღის ოლქში ცესკო-ს წარმომადგენელი იყო.

ადვოკატების თქმით, ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. ისინი გირაოს გადახდას არ აპირებენ და სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

ივანე პეტრიაშვილი_ ცესკო-ს ტერენერი და "ქართული ოცნების" შემომწირველების "რისხვა"

წინასაარჩევნო პერიოდში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, საოლქო-საარჩევნო კომისიების იურისტებისთვის, ტრენინგები იმართებოდა. ამ მისიას, ცესკოსთან არსებული ტრენინგების ცენტრი ახორციელებდა, რომლის ხელმძღვანელი ნათია ზაალიშვილი გახლავთ. ტრენერების შერჩევა კონკურსის წესით ხდებოდა. "სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუციებისა და პროცესების ხელშეწყობის" პროექტის ფარგლებში, ცესკოსთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამაც იყო ჩართული.

ამავე პერიოდში, "გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, რომ ტრენერების საკმაოდ დიდი ნაწილი კონტროლის პალატის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა, რომლებიც, ძირითადად, იურისტები იყვნენ. კონტროლის პალატის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი კი ნატო ზაალიშვილი გახლავთ, რომელიც ნათია მოგელაძესთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული "ქართული ოცნების" შემომწირველთა დაჯარიმების საქმეში.

ნატო ზაალიშვილის მოადგილე, ივანე პეტრიაშვილი ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, რომელიც შემომწირველების სასამართლო პროცესზე კონტროლის პალატის ინტერესებს იცავდა. დარღვევები, რომლითაც აღნიშნული პროცესები მიმდინარეობდა, ყველანაირ ზღვრულ ნორმას აჭარბებდა.

"ქართული ოცნების" შემომწირველების სასამართლო პროცესიდან გამოსული პეტრიაშვილი, უცებ, ტრენერად იქცა და რაც მთავარია, "შემთხვევით" იმ რაიონში აღმოჩნდა, სადაც თავისი ზემდგომი, ლევან ბეჟაშვილი კენჭს მაჟორიტარად იყრიდა.

სწორედ პეტრიაშვილი ფიქსირდებოდა ინფო-9 ის მიერ გახმაურებულ ფაქტში, სადაც საუბარი იყო იმაზე, როგორ შევიდა ცესკოს წარმომადგენელი ივანე პეტრიაშვილი "ნაცმოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან ბეჟაშვილთან ერთად სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, სადაც მოსამართლე ირაკლი ბონდარენკოც იმყოფებოდა, რომელსაც მეორე დღეს, სიღნაღის საოლქო -საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" სარჩელი უნდა განეხილა.

ამ საინტერესო "დამთხვევების" გასარკვევად, "გურია ნიუსი" ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელს, ნათია ზაალიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ივანე პეტრიაშვილი ტრენერის რანგში 6 აგვისტოდან 6 ოქტომბრის ჩათვლით იყო.

_ ივანე პეტრიაშვილს თქვენთან CV შემოტანილს აქვს, ალბათ...

_ ხო, კი.

_ ჩვენი ინფორმაციით, ეს ის ივანე პეტრიაშვილია, რომელიც კონტროლის პალატის იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილეა.

_ მერე?

_ ასეა?

_ არ ვიცი CV-ში არ უწერია. კონკურსი როცა ჩატარდა, ჩვენთვის პრიორიტეტი სხვა რამე იყო, კვალიფიკაცია, იურიდიული განათლება და საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნა. მოგეხსენებათ, საჯარო მოხელეებს არ ეკრძალებათ პედაგოგიური საქმიანობა... რაც შეეხება იმას, სად მუშაობს ის, ამ სახის პირადი ინფორმაციის მოთხოვნა ჩვენთვის უფლებამოსილების გადამეტებაც კი იქნებოდა... მე მგონი, თქვენ შეგეძლოთ კიდეც, გაგერკვიათ ან კონტროლის პალატაში, ან პირადად მასთან.

მაშინ, როდესაც ტრენინგ ცენტრის უფროსი თავგამოდებით იცავდა ივანე პეტრიაშვილს და გვიმტკიცებდა, რომ მასზე არანაირი საჩივარი არ შეუტანიათ და ჭორებზე კომენტარს ვერ გააკეთებდა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ ნათია ზაალიშვილი თავისი დის მოადგილეზე საუბრობდა.

ინტერვიუდან რამდენიმე ხანში დავადგინეთ, რომ კონტროლის პალატის იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარე ნატო ზაალიშვილი და ცესკოს ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ზაალიშვილი ტყუპები არიან და (ერთნაირი ვარცხნილობის შემთხვევაში) "გაჭრილი ვაშლივით" გვანან ერთმანეთს.

ტრენინგ ცენტრის უფროსი სამუშაო ბიოგრაფიას პერსონალურ ინფორმაციას რომ უწოდებს, ერთია და მეორე ისაა, რომ თურმე მან, საკუთარი დის მოადგილე ისე მიიღო ტრენერად, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ვინ იყო...

ამ ინფორმაციის გარკვევის შემდეგ, "გურია ნიუსი" კვლავ დაუკავშირდა ნათია ზაალიშვილს:

_ ქალბატონო ნათია, რამდენიმე წუთის წინ გვითხარით, თუ რამე დაგვაინტერესებდა, შეგვეძლო გადმოგვერეკა...

_ დიახ, დიახ, რა თქმა უნდა...

_ გვაინტერესებს, თქვენი დის, ნატო ზაალიშვილის მოადგილე, ივანე პეტრიაშვილი ტრენერად რომ მიიღეთ, არ იცოდით ვინ იყო?

_ (ხანგრძლივი პაუზის შემდეგ) უნდა ვიცნობდე, თამუნა?

_ ალბათ... ივანე პეტრიაშვილი და კიდევ რამდენიმე თანამშრომელი კონტროლის პალატიდან თქვენს მიერ მივლინებული ტრენერები იყვნენ და ეს უბრალოდ დამთხვევა იყო?

_ ძალიან მარტივი კითხვა მაქვს - უნდა ვიცნობდე?

_ მეც მარტივი კითხვა მაქვს: ეს ამბავი არაფერ კავშირშია თქვენი დის საქმიანობასთან?

_ არა, არ არის. კონტროლის პალატის საქმიანობა სულ სხვა რამეა და ტრენერობა _ სულ სხვა, კანონიდან გამომდინარე...

ივანე პეტრიაშვილი _ კონტროლის პალატის თანამშრომელი "ზრდილობიანი" ტონით

ტრენერი ივანე პეტრიაშვილი და კონტროლის პალატის იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილე ერთი და იგივე პიროვნება რომ იყო, ამას არც კონტროლის პალატაში უარყოფდნენ. არჩევნების დასრულების შემდეგ, პეტრიაშვილმა იქ მუშაობა ჩვეულებრივ განაგრძო. ყოველ შემთხვევაში, ოქტომბრის ბოლოს ნამდვილად ასე იყო.

ზუსტად ამპერიდში, "გურია ნიუსმა" კონტროლის პალატის პრესსამსახურის უფროსს, ფატი მამიაშვილს მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვა:

_ ქალბატონო ფატი, კონტროლის პალატის იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილის, ივანე პეტრიაშვილის სახელზე წერილის შემოტანა გვინდა, როგორც ვიცით, ის ცესკოს ტრენერი იყო და დაბრუნდა თუ არა შვებულებიდან?

_ უკვე ჩვეულებრივად მუშაობს, წერილის შემოტანა თუ გინდათ, მობრძანდით და კანცელარიაში ჩააბარეთ.

რა თქმა უნდა, არჩევნების შემდეგ პეტრიაშვილი კუთვნილ კაბინეტს დაუბრინდა და როგორც "გურია ნიუსისთვის" გახდა ცნობილი, კუთვნილი პრემიაც მიიღო.

ივანე პეტრიაშვილთან კომენტარი 16 ოქტომბერს ჩავწერეთ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ...

_ გამარჯობათ, ბატონო ივანე, "გურია ნიუსიდან" გაწუხებთ ჟურნალისტი თამარ ლეფსვერიძე. თქვენ ცესკოს წარმომადგენელი ბრძანდებოდით სიღნაღში, ხომ ასეა?

_ მე ვერ დავრწმუნდები, რომ ჟურნალისტს ველაპარაკები და არა სხვა გაურკვეველი წარმოშობის ანგარიჟებულ ადამიანს; ამიტომ, თქვენთან საუბარს დავასრულებ.

_ და როგორ დავამტკიცო, რომ ჟურნალისტი ვარ, შემხვდებით?

_ მე გელაპარაკებით ჯერ იმაზე, გავაგრძელო თუ არა საუბარი და თქვენ მისვამთ იმ კითხვებს, რაც თქვენ გაინტერესებთ, ეს არ არის პროფესიონალური ტაქტი, ამიტომ მე ეჭვი მეპარება იმაში, რომ თქვენ საერთოდ ჟურნალისტი ბრძანდებით, არაპროფესიონალურ კითხვებს სვამთ. მშვიდობით, კარგად ბრძანდებოდეთ!

"პროფესიონალმა" ივანე პეტრიაშვილმა ისიც კი ვერ შეამჩნია, რომ მისთვის კითხვა საერთოდ არ დაგვისვამს.

ასე "პროფესიონალურად" დაგვემშვიდობა ივანე პეტრიაშვილი, რომელსაც "გურია ნიუსის" სახელის ხსენებამ, ეტყობა, უახლესი წარსული და სასამართლოსთან დაკავშირებული მომავალი გაახსენა... ივანე პეტრიაშვილთან ჩვენ ჯერ კიდევ მოგელაძის „ზენიტში ყოფნის“ დროინდელი ურთიერთობა გვაკავშირებს, რომელსაც ახლა სასამართლოში ვაგრძელებთ.

"გურია ნიუსის" მიერ ლევან ბეჟაშვილის სახელზე შეტანილ საჩივარს, მოგელაძის თანამშრომლების ვინაობის და ხელფასების მოთხოვნით, კონტროლის პალატის იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ივანე პეტრიაშვილი იხილავდა. მოხდა უპრეცედენტო რამ: პეტრიაშვილმა განხილული საჩივარიც კი გაასაიდუმლოვა და გამოტანილი გადაწყვეტილების პასუხიც. ამჯერად, საქალაქო სასამართლოს, მეტად უცნაური საქმის განხილვა უხდება "გურია ნიუსის" სასარჩელო მოთხოვნით _ დაევალოს საქართველოს აუდიტის სამსახურს 2012 წლის 25 მაისს განხილული საჩივრის შედეგის გადმოცემა. არადა, განხილულ საჩივარზე რაიმე სახის შედეგი რომ უნდა დადგეს და განმხილველმა ის რომ არ უნდა გაასაიდუმლოვოს, პირველკურსელმა იურისტმაც კი იცის. ეს მაშინ, როცა ნათია ზაალიშვილი გვიმტკიცებდა, რომ პეტრიაშვილი მაღალი კვალიფიკაციის მიხედვით შეირჩა.




 ახალი ამბები
  • SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა (R)ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა  „სინათლის მანქანები“ გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია  არტისტის მიერ შექმნილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. კოკა რამიშვილი თავის ნამუშევრებში გეომეტრიულ ფორმებს ქმნის. ის ფოტოგრაფიის საშუალებით იმ სინათლეს წარმოაჩენს, რომელსაც ხელოვანი რბილ ნაცრისფერ მონოქრომულ რიგად ანაწევრებს. არტისტი არ იყენებს შავ-თეთრ კონტრასტებს, რომლებიც  სხვადასხვა ტონს ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნავდნენ. „პირიქით, ნიუანსების დიდსულოვანი რიგი და მისი ბუნდოვანი კონტურები თვალს სინათლისა და სიბნელის, სიზმრისეულისა და რეალობის ზღვარზე მდებარე შუალედურ სამყაროში შეღწევის შესაძლებლობას ანიჭებენ“,- ასე აფასებს გამოფენის კურატორი, კატრინ ტისო კოკა რამიშვილის შემოქმედებას. SOLO და Erti Gallery-ს თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო,  რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში  ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში უკვე მოეწყო სამი გამოფენა. კოკა რამიშვილის „სინათლის მანქანები“ კი რიგით მეოთხე გამოფენაა. ყოველი გამოფენის შემდეგ SOLO -სა და Erti Gallery-ს პარტნიორობის ფარგლებში გამოიცემა  წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები არიან.   Erti Gallery-ს და SOLO-ს ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს. დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ისინი ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ. SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო.  ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების  მიზნით  სოლო ლაუნჯებში გამოიფინება.  დამატებითი ინფორმაციისთვის, SOLO-ს შესახებ ეწვიეთ: www.SOLO.ge;  ... ...
  • "მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო” _ ხაზარაძე სააკაშვილზესაზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძემ გადაცემა მთავარ აქცენტებში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც შემდგომ ივანიშვილმა გადმოიბარა. "სააკაშვილი თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც ივანიშვილმა გადმოიბარა. უფრო მეტიც - მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო”, - განაცხდა ... ...
  • ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთესაჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქობულეთში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო მიღების დროს, პირველკლასელებს საბჭოთა სიმბოლო - წითელი და ასევე ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს.  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს კლასის პედაგოგმა უთხრა, რომ ბორდოსფერი და ლურჯი ყელსახვევების შეკერვის იდეა მას ეკუთვნის. ყელსახვევები საკუთარი ფინანსებით შეიძინა, გადაწყვეტილება კი, დირექციასთან არ შეუთანხმებია.  „ასეთი წესი გვაქვს, ყველა მასწავლებელი მოსწავლეს საჩუქარს ახვედრებს. ბავშვები სხვებისგან, რომ გამერჩია ამ მიზნით გადავწყვიტე ყელსახვევების გაკეთება. ამაში ჩემი ფული დავხარჯე და პირადი გადაწყვეტილებით გავაკეთე. სკოლის ადმინისტრაციასთან არ შემითანხმებია.  ლურჯი ბიჭის ფერია, ბორდოსფერი კი გოგოს, ამიტომ შევარჩიე. სხვა კონტექსტი არ ქონია ამ ამბავს. მშობლებსაც არ გამოუთქვამთ პროტესტი“.- ამბობს მასწავლებელი.  „თავისუფლების ქარტიის“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება ... ...
  • პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მთავრობის მეთაურმა სწავლის დაწყება განსაკუთრებით მიულოცა პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველ ნაბიჯს დგამენ თავიანთი დიდი, წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. „მინდა, სასწავლო წლის დაწყება მივულოცო სკოლის მოსწავლეებს და განსაკუთრებით – პირველკლასელებს, რომლებიც დღეს გადადგამენ პირველ ნაბიჯს თავიანთი დიდი წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. იმ ცხოვრების, რომლითაც ისინი უნდა ემსახურონ პირველ რიგში თავის სამშობლოს. გისურვებთ, იყოთ წარმატებულები, ჯანმრთელები, ბედნიერები, რომ ემსახუროთ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ... ...
  • ზურაბ ნასარაიამ რეგიონის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა (R)გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, ახალი სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს. მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენი რეგიონის მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებს. ვუსურვებ წარმატებებს და ნათელ მომავალს. მიმდინარე წელს, გურიის რეგიონში, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 35 საჯარო სკოლას. განახლდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები და სპორტული დარბაზები.2018-19 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა 2 220 000 ლარი. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენი სახელმწიფოსთვის განათლება და მისი ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია,“- აღნიშნა მან. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...