პროკურატურის ცრუ მოწმეების აღიარებითი ჩვენებები

სამართალი

პროკურატურის ცრუ მოწმეების აღიარებითი ჩვენებები

2012 ნოე 26 20:56:37

პირველ ვიდეჩანაწერში, რომელიც ამ სტატიას თან ერთვის, სოფელ ტყაჩირის მკვიდრის, კახაბერ სვანაძის ჩვენებაა ჩაწერილი, რომელიც მან 2010 წლის 04 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მისცა. მის ჩვენებაზე კომენტარს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მაშინდელი უფროსი, შოთა უტიაშვილი აკეთებს.

მეორე აუდიოჩანაწერში (ხმა ცოტა ხარვეზით ისმის), იგივე კახაბერ სვანაძე "გურია ნიუსს" 2011 წლის 23 დეკემბერს დეტალურად უყვება, როგორ მიაცემინა პროკურატურამ იძულებით მისთვის სასურველი ჩვენება და რას უშვებოდნენ ციხეებში. სწორედ იმ ჩვენებაზეა საუბარი, რომელიც შემდეგ შსს-ს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

კახაბერ სვანაძე პროკურატურის მოწმე იყო. პროკურატურისთვის სასურველი ჩვენების მიცემის შემდეგ, ის საპროცესო გარიგებით გამოუშვეს, პირობითი მსჯავრით.

მას შემდეგ, რაც სვანიძისგან მოვისმინეთ, როგორ უსწორდებოდნენ ციხეში და აწამებდნენ, მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მასთან ჩაწერილი ინტერვიუ არ გამოგვექვეყნებინა. არსებულ სამართლებრივ რეჟიმში (ჩვენ ნარკოკარტელის სასამართლო პროცესებს ინტენსიურად ვესწრებოდით), არ იყო გამორიცხული, გამოქვეყნებული მასალის გამო, ის რაიმე მიზეზით კვლავ ციხეში ჩაესვათ ან მის სიცოცხლეს საფრთხე დამუქრებოდა. თუმცა, აუდიოჩანაწერი გადავეცით ადვოკატებს, რათა მათ დანიშნულებისამებრ გამოეყენებინათ.

კახაბერ სვანაძის გარდა, პროკურატურას კიდევ ორი მოწმე ჰყავდა _ მერაბ ბოჭორიშვილი და ალექსანდრე ბოჭორიშვილი. მაშინ, პროკურატურამ, ეს მოწმეები, "ნარკოკარტელის" გახმაურებული საქმის გარშემო გააერთიანა. სანამ პროკურატურის ცრუ მოწმეების აღიარებით ჩვენებებს შემოგთავაზებთ, ამ სკანდალური საქმიდან რამდენიმე ფაქტს გაგახსენებთ.

"კოკაინური სპეცოპერაცია" კოკაინის გარეშე...

2010 წლის 2 ივნისს ქართველმა სამართალდამცველებმა სოფელ ტყაჩირში, სათბურიდან ერთი მილიონ შვიდასი ათასი ევრო ამოიღეს. ამ რეიდს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა და ხელისუფლების კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია უწოდეს(?!). თავისი მოსაზრება კი იმით გაამყარეს, თითქოს, ბოლო ათწლეულის ყველაზე მასშტაბური ნარკოდანაშაული გახსნეს. ამ საქმეს რეზონანსი ნამდვილად ექნებოდა, სამართალდამცავებს ფულთან ერთად, 220 კილო კოკაინი მართლა რომ აღმოეჩინათ. როგორც ამბობენ, სპეცოპერაციას პირადად ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა.

იმავე დღეს, მიხეილ სააკაშვილმა ამ საქმეზე ბრიფინგი მოაწყო და პირდაპირ ეთერში გამოუტანა განაჩენი ბოჭორიშვილსაც და მასთან დაკავშირებულ სხვა პირებსაც. იმ დროისთვის, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი ნარკოკარტელსა და დანაშაულებრივ ჯგუფზე საუბრობდა, ქართველი სამართალდამცავების მიერ ამოღებული ერთადერთი მტკიცებულება, ნუგზარ ბოჭორიშვილის სათბურიდან ამოღებული ფული იყო. საქმის მასალებს, კოკაინის სახით, რაიმე სახის მტკიცებულება დღემდე არ შემატებია...

მიუხედავად არარსებული მტკიცებულებებისა, 2010 წლის 3 დეკემბრის ფოთის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ნუგზარ ბოჭორიშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ნარკოტიკულ დანაშაულში, ასევე იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება - გასაღებასა და განზრახ მკვლელობის მომზადებაში. მას დაუსწრებლად შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მასთან ერთად მსჯავრდებულ ანასტასია ზაუტაშვილს, გიორგი ჩეჩელაშვილს, რომან მესუმიანს და მევლუდ სვანიძეს 30 და 24 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. არც ერთი მსჯავრდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და როგორც ადვოკატები მიუთითებენ, მთელი სისხლის სამართლის საქმე, მხოლოდ პოლიციის მიერ ფალსიფიცირებულ მტკიცებულებებს ემყარება. მტკიცებულებების გამყარება კი მოწმეთა ჩვენებებით მოხდა. დღეს, სამივე მათგანი აცხადებს, რომ ის რაც აღიარეს, სინამდვილეში ცრუ ჩვენება იყო.

სასამართლომ სწორედ კახაბერ სვანაძის, მერაბ ბოჭორიშვილის, ალექსანდრე ბოჭორიშვილის ჩვენებებზე დაყრდნობით მიიჩნია დადგენილად ისეთ ფაქტობრივ გარემოებები, როგორიცაა, ჯართის შემოტანა, ჯართის დაჭრა, "კოკაინის" პაკეტების ამოღება, შემდეგ მანქანების დაშლა, "კოკაინის" პაკეტების მომზადება მანქანაში ჩასალაგებლად, "კოკაინის" ევროპისკენ გატანა, " ოკაინის" ოდენობა. სინამდვილეში კი, აი რა ხდებოდა...

აღიარებითი ჩვენება #1 _ "მე მიცემული მაქვს ჩვენება იმიტომ, რომ მემუქრებოდნენ 20 წლიანით..."

2012 წლის 6 ოქტომბერს ნუგზარ ბოჭორიშვილის ერთ-ერთ ადვოკატს, მიხეილ ელიკაშვილს მერაბ ბოჭორიშვილმა და ალექსანდრე ბოჭორიშვილმა.

ალექსანდრე ბოჭორიშვილი: "მე მიცემული მაქვს ჩვენება, სადაც ვთქვი, რომ ჩემთან ინახებოდა სახლში ჩანთები, რომლებიც მოიტანა მევლუდ სვანიძემ, ნუგზარ ბოჭორიშვილის სიძემ და მითხრა შემენახა ჩანთები, სულ ვთქვი, რომ იყო 8 ჩანთა, ასევე ვთქვი, რომ ჩანთებში თუ რა იყო არ ვიცოდი. სინამდვილეში, ჩანთები ჩემთან იმ პერიოდში არ ინახებოდა და ჩანთები მქონდა მანამდე დიდი ხნით ადრე, რაც წაღებული იყო 8 თვით ადრე და იქ იყო ნივთები, რასაც მევლუდი ყიდდა მაღაზიაში. ეს იმიტომ ვთქვი, რომ ვიყავი შიშის ქვეშ. პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მაკითხავდნენ, მეუბნებოდნენ, რომ მელოდება 20 წლიანი თუ არ ვიტყოდი, რომ იმ პერიოდში ჩანთები ინახებოდა ჩემთან. ასევე ზეწოლა იყო ფიზიკური. დაკითხვაზე ვიყავი თბილისში და იქაც მაშინებდნენ, რომ მელოდებოდა 20 წლიანი პატიმრობა."

აღიარებითი ჩვენება #2 _ "სინამდვილეში, არანაირი ცელოფნები მე არ მინახავს..."

მერაბ ბოჭორიშვილი: "2012 წლის ივნისის თვეში ტელევიზიით მოვისმინე, რომ ჩემმა ნაცნობმა კახა სვანაძემ გამოაცხადა, რომ მე ვესწრებოდი მის სახლში ჯართის დაჭრას, რა დროსაც თითქოს მე დავინახე, რომ ჯართიდან ჩამოვარდა შეფუთული ცელოფნები... მუქარა განხორციელდა ნუგზარ ბოჭორიშვილის სახლის ეზოში, სადაც პოლიციის თანამშრომლების გარდა არავინ იმყოფებოდა. როგორც მგონია, პოლიციელები იყვნენ ბათუმიდან. მათ მომთხოვეს, რომ მეთქვა ის ყველაფერი, რაც ტელევიზიით იყო ნათქვამი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოახდენდნენ ფიზიკურ ზემოქმედებას. მე ვიყავი ნასვამი და დამეუფლა ძლიერი შიშის გრძნობა. რამდენიმეჯერ მოხდა ჩემზე შეხება... სინამდვილეში არანაირი ცელოფნები მე არ მინახავს და მითუმეტეს, თუ რა იყო ცელოფნებში არც ეს ვიცი..."

აღიარებითი ჩვენება #3 _ მოვიდა ვიღაც პიროვნება კამერით და მომთხოვა წამეკითხა მისი დაწერილი სიტყვები..."

2012 წლის 6 ოქტომბერს, ადვოკატ მიხეილ ელიკაშვილს, ასევე მიმართა კახაბერ სვანაძემ და განუცხადა, რომ სურდა ახსნა-განმარტების მიცემა.

მან გამოკითხვის ოქმში აღნიშნა, რომ 2012 წლის 4 ივნისს, მასთან სახლში, წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირში, მივიდა ავტომანქანა. შემდგომ გაირკვა, რომ ისინი იყვნენ ბათუმის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტიდან ან პროკურატურიდან. მათ ჩასვეს მანქანაში და დაუწყეს ცემა. შემდეგ წაიყვანეს რესტორან ვენეციასთან ნაძვნარებში, ხეზე მიაბეს "ნარუჩნიკებით" და გააგრძელეს მისი ცემა. ისინი ეუბნებოდნენ რომ მიეცა მათთვის 50 მილიონი ევრო და კოკაინი. ერთ-ერთ მათგანს ეძახდნენ ბერიძეს, რომელიც ეუბნებოდა ხელი მოეწერა რაღაც დოკუმენტებისათვის, მან მის მიმართ გააკეთა 5 გასროლა. შემდეგ წაიყვანეს ნიკეას ქუჩაზე ქალაქ ქუთაისში პოლიციის შენობაში, სადაც მისი ცემა არ გაჩერებულა მთელი ღამე. შემდგომ მოვიდა ვიღაც პიროვნება კამერით და მოსთხოვეს წაეკითხა მათ მიერ დაწერილი სიტყვები და ეხსენებინა სიტყვა "კოკაინი," უფრო ზუსტად ითხოვდნენ, რომ ეთქვა, რომ ვიღაც ბიჭის მანქანაში, რომლის სახელი არ ახსოვს ჩადო კოკაინი. ასევე სთხოვდნენ სხვა რამეების თქმასაც. კარგად ახსოვს, რომ ყველაფერი თქვა, რასაც თხოვდნენ იქიდან გამომდინარე, რომ იყო ძლიერი ზეწოლის ქვეშ. მეორე დღეს, დილით წაიყვანეს მის სახლში და თხოვდნენ, რომ ეჩვენებინა რკინები, შემდეგ გადაიყვანეს გეგუთში და იქიდან კი თბილისში შუშებიან შენობაში, სადაც გაიარა ბევრი წამება რისი გახსენებაც უჭირს. მას სთხოვდნენ ეთქვა თუ სად ინახებოდა კოკაინი, რომელიც ეკუთვნოდა ნუგზარ ბოჭორიშვილს... საპყრობილეში იჯდა ერთი წელიწადი და ამ ხნის განმავლობაში მასზე ზეწოლა არ შეწყვეტილა... ფიზიკური ზეწოლა ხორციელდებოდა განსაკუთრებით თბილისის მე-8 საპყრობილეში, სადაც უშუალოდ მისი ცემისას მონაწილეობდა ციხის უფროსი მელაძე. მის მიმართ ცემის ფაქტი ხდებოდა ციხის უფროსის კაბინეტში, უფრო ზუსტად მის მისაღებში და ყოველთვის ღამის საათებში. უფრო მეტად, ე.წ. ციხის რეჟიმის თანამშრომლები ახდენდნენ მის ცემას... ახსენდება, ვიღაც ჭაღარა კაცი, რომელიც ამბობდა, რომ იყო დეპარტამენტიდან და ემუქრებოდა.

საკანში ყოფნისას, ხელები გადაიჭრა "ბრიტვით", რადგან ეგონა, რომ მისი ბავშვები მისი გულისთვის აწამეს და მოკლეს... მას "კოკაინი" არასოდეს უნახავს და იმის თქმა, რომ "კოკაინი" ეკუთვნოდა ბოჭორიშვილს, განპირობებელი იყო მასზე ზეწოლით... მან ფოთის სასამართლოშიც მისცა ჩვენება და თქვა, რომ ჭრიდა ჯართს, იქ იყო "კოკაინი" და ამ "კოკაინს" ინახავდა ნუგზარი, ასევე კარნახობდნენ და აიძულეს რომ ეთქვა, რომ ემხილებინა გიორგი ჩეჩელაშვილი, რომან მესუმიანი, ანასტასია ზაუტაშვილი, მევლუდ სვანიძე. აღნიშნულის თქმა განპირობებული იყო მასზე ზეწოლით, ზეწოლა იყო შვილებზე მუქარით, ოჯახის წევრებზე მუქარით, ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, _ ასეთი აღიარებითი ჩვენება მისცა კახაბერ სვანაძემ ადვოკატებს 2 წლისა და 5 თვის შემდეგ...

ახლა, მათ აღიარებით ჩვენებებზე მთავარი პროკურატურა იმსჯელებს ახალი შემადგენლობით. მანამდე, კი ამ ჩვენებების საფუძველზე დაკავებული პირები კვლავ 30 და 24-წლიანი პატიმრობის მუხლით იხდიან სასჯელს...




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბობოყვათში - არის მსხვერპლი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • „ან ბოდიში მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს ვის ემუქრები?“_ ხიდაშელი მერაბიშვილსვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გამოსვლას სოციალურ ქსელში  ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი. „ქალაქში ახალი ცირკი ჩამოდგება დღეიდან. ყოველ ჯერზე როდესაც დღეს ციხიდან გამოსულ კაცზე ისაუბრებთ, ან ეთერში გეყოლებათ ან მის გმირად და რეჟიმის მსხვერპლად წარმოჩენას შეეცდებით ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამით გმირულ საქციელად მიიჩნევთ: პოლიციურ რეჟიმს, რეპრესიებს, დემონსტრაციის შემდეგ დატოვებულ გვამებს, მოპარულ არჩევნებს, ასობით გადამალულ და სასტიკად ნაცემ დემონტრანტს. ნუ დაგავიწყდებათ რომ სწორედ ეს კაცია შემოქმედი ქვეყანაში იმ ბოროტების მანქანის რომელიც დღემდე ვერ მოვიცილეთ. PS ან ბოდიში, მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს  ვის ემუქრები? შენ რომ დაამხობ და მერე დაბრუნდები, ის ხელისუფლება ისევ დასამხობი, რომ იქნება კი უნდა ხვდებოდე უკვე “ – წერს თინა ხიდაშელი. ... ...
  • იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო იაპონიის საელჩოშისტუმართა შორისაა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, რომელიც შეხვედრაზე მიტოიოს მერიამ ... ...
  • „საქართველოს წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ"_ კრემლი კიბერშეტევაზესაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  კიბერშეტევასთან რუსეთის კავშირზე გაკეთებულ განცხადებას რუსეთი გამოეხმაურა. „ამ კომენტარს საქართველოს იმ წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ, ვინც ეს გააკეთა. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს რაიმე ფორმით ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ  2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება. კიბერშეტევა კი მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას. როგორც გამოძიებამ დაადგინა, საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.   ... ...
  • ოზურგეთელ მონადირეთა ჯგუფმა, ათ დღეში სამი მგელი მოკლაოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომრავლებულ გარეულ მტაცებელ ცხოველებს შორის,  ყველაზე დიდი ზიანს სოფლის მოსახლეობას აყენებს მგელი, რომელიც ანადგურებს არა მარტო მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს, არამედ ოჯახის ძაღლების მოტაცების ფაქტებიც დაფიქსირდა. გუშინ, 19 თებერვალს,  სოფელ ბაილეთის მიდამოებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მგელზე მონადირე სპეციალურმა ჯგუფმა მოახდინა ერთი მგლის ლიკვიდაცია.  მანამდე, 10-12 თებერვალს, იმავე ჯგუფმა ჩალიან-მოლიანის ტერიტორიაზე ორი მგელი მოკლა. ჯგუფის  ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია ახალგაზრდა, მაგრამ  უკვე გამოცდილი მონადირე,სოფელ კონჭკათის მკვიდრი შოთა ზოიძე. როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, ნატანებელი ფერმერი,  გამოცდილი მონადირე ნიკოლოზ გობრონიძე გვეუბნება,  დღეს,  20 თებერვალს, საღამოს ჩალიანის დასახლებაში, მდინარე ჩოლოქის პირზე დაფიქსირდა მგლის ადამიანებზე თავდასხმის მცდელობის ფაქტი. როგორც ბატონი ნიკოლოზი ამბობს, ასეთი ფაქტი ბოლო წლებში არ ყოფილა და ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა,  მგლის ასეთი აგრესიულობა გამოწვეული იყოს რაიმე ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...