დაისაჯოს "ნაცმოძრაობის" დაუმორჩილებლობისთვის! _ ინტერვიუ შინაპატიმრობაში მყოფ ბიზნესმენთან

სამართალი

დაისაჯოს "ნაცმოძრაობის" დაუმორჩილებლობისთვის! _ ინტერვიუ შინაპატიმრობაში მყოფ ბიზნესმენთან

2012 დეკ 4 00:30:30

_ ამ კითხვებზე პასუხს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

"ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველები _ ეს გახლდათ ერთდროულად "საპატიო წოდება" და ბიზნესის დაცვის ერთადერთი მექანიზმი "ნაცმოძრაობის" სულ ახლახანს დასრულებული მმართველობის პერიოდში.

ფულის "შეწერა" ნაციონალურად სხვადასხვა სქემით ხდებოდა: იწყებოდა თხოვნით, გრძელდებოდა მოთხოვნით და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მთავრდებოდა ციხით. შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში დგებოდა, თანხას ან "ნაცმოძრაობის" ანგარიშზე ჩარიცხვით იღებდნენ, ან საპროცესო გარიგებებით.

"ფულის ამოღების" საქმეში, ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფო უწყება იყო ჩართული. დაწყებული მაღალი რანგის ჩინოვნიკებით, დამთავრებული "კუდის", "სოდის" და ფინანსური პოლიციის გარკვეული ქვედანაყოფებით.

საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნებოდა, სადაც, როგორც წესი, წარმატებული ბიზნესი პოლიტიკასთან და მმართველ პარტიასთან მჭიდრო კავშირით კეთდებოდა.

300 000 ლარი მსხვილი კომპანიებისთვის, 10 000 ლარი კი ნებისმიერი მეწარმისთვის _ გურია ნიუსის წყაროს ცნობით, ასეთი იყო "ნაცმოძრაობის" "სტავკა" ბიზნესმენებისთვის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. თუმცა ამაზე ხმამაღლა არათუ ლაპარაკს, ჩურჩულსაც კი ვერავინ ბედავდა.

ამ ტაბუდადებულ თემას მხოლოდ 9 წლიანი მმართველობის დასრულების შემდეგ აეხადა ფარდა.

კომპიუტერული ტექნიკის კომპანია "მაქ სტოპის" დირექტორი და მფლობელი ბიზნესმენი მინდია ქაშიბაძე, ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც უარი განაცხადა ნებაყოფლობით ეხადა ხარკი ნაციონალური მოძრაობისთვის. ამისთვის ის სამაგალითოდ დასაჯეს და ჭუტა (ავთანდილ) წერეთლის კაბინეტში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ სასტიკი ანგარიშსწორების დეტალებს, მონაწილე პირების ვინაობას და წამების მეთოდებს, რომელსაც მინდია ქაშიბაძე ექსკლუზიურად "გურია ნიუსისთვის" ყვება, ჩვენთვის მოცემული ვრცელი ინტერვიუს მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ.

ამ ნაწილში კი მინდია ქაშიბაძე "ნაცმოძრაობის" მიერ დანერგილ ფულის ამოღების მეთოდებს დეტალურად შიფრავს. ქალბატონი კი, რომელიც საუბრის დროს ერთვება, მისი მეუღლე გახლავთ.

მინდია ქაშიბაძე აცხადებს, რომ მისი ბიზნესის მითვისებით ავთო(ჭუტა) წერეთელი და შევარდნაძის დროინდელი ენერგეტიკის მინისტრი თემურ გიორგაძე იყო დაინტერესებული. მათ იცოდნენ, რომ ქაშიბაძეს ამ პერიოდში პრობლემები ჰქონდა და დაუწყეს არარსებული ვალის _ 650 000 დოლარის მოთხოვნა.

_ მაიძულებდნენ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანგარიშზე 300 ათასი დოლარი ჩამერიცხა და აღნიშნული ფულის გამოძალვას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ. უარის მიღების შემდეგ ჩემი ტერორი დაიწყო, _ აცხადებს ქაშიბაძე.

"გურია ნიუსის" კითხვაზე, _ იყო თუ არა "ნაცმოძრაობის შემომწირველი" ჭუტა (ავთანდილ) წერეთელი, ის ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, წერეთელს, ამ საქმისთვის სპეციალურად ჰქონდა შექმნილი სხვადასხვა ფირმები, თავად ცდილობდა, რომ არსად დაფიქსირებულიყო.

ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ ავთანდილ წერეთლის საკონტაქტო მონაცემების დადგენა, სურვილის შემთხვევაში, მზად ვართ, მისი მოსაზრება გავაცნოთ აუდიტორიას.

ყველაფერი კი ფინანსურ პოლიციაში დაბარებით და "მეგობრული რჩევებით" იწყებოდა...




 ახალი ამბები
  • იუსტიციის მინისტრი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების მიერ მოყვანილი მოსავლის აღებას დაესწრო (R)„ჩვენ მიერ გლდანში გაზაფხულზე შემოტანილი პროექტის შედეგად, მსჯავრდებულები უკვე მოსავალს იმკიან და ფინანსურ შემოსავალსაც იღებენ“, _ ასე დაიწყო საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებთან შეხვედრა.  მინისტრი გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე 2019 წლის გაზაფხულიდან მოქმედ სასოფლო-სამეურნეო პროექტის ფარგლებში, მსჯავრდებულების მიერ მოყვანილი მოსავლის აღების პროცესს დაესწრო. დღეს პატიმრებმა  შემდეგი მოსავალი აიღეს - ორ-ორი სახეობის ლობიო და ჭარხალი, კიტრი, პომიდორი, რეჰანი, შაშკულავი და ოხრახუში, ასევე ჟოლო.   პროექტში 7, გრძელვადიანი საპატიმრო სასჯელის მქონე პირია ჩართული. აღსანიშნავია, რომ აღებული მოსავლის რეალიზაციას, საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, პატიმრები  ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში ახორციელებენ. გარდა ამისა, მსჯავრდებულების მიერ მოყვანილ პომიდორსა და იისფერ ლობიოს კერძების დასამზადებლად კაფე "ლიტერა” ყიდულობს. პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხა პროექტში დასაქმებული პატიმრების შემოსავლის წყაროა. დღეისათვის, პროექტის ფარგლებში პატიმრებს 2000 ლარამდე შემოსავალი აქვთ მიღებული. თანხის ერთი ნაწილი მათ პროექტის დაფინანსებას დაუთმეს, ხოლო დანარჩენი თანხა მათ ბარათებზე შემოსავლის სახით დაირიცხა. დღესვე,  მინისტრმა პროექტში მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები გადასცა პროექტის  მხარდამჭერი სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი"-ის აგრონომებს, ზვიად ბობოქაშვილს, ირმა ირემაშვილს და ფრიდონ სანაიას, რომლებიც მსჯავრდებულებს პროდუქციის მოყვანაში უწევენ დახმარებას. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი, საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ანტუან ლორენ ბარდონი, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“, "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი"-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ. მინისტრის თქმით, მსგავსი ტიპის პროექტში მონაწილეობა ე.წ. დახურული ტიპის დაწესებულების მსჯავრდებულებისათვის საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციისათვის. პროექტი, რომლის ფარგლებშიც N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმდნენ, გაზაფხულზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივითა და საფრანგეთ -საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური ხელშეწყობით შემუშავდა. პროექტის მიზანია, დაწესებულებაში მყოფი სრულწლოვანი მსჯავრდებულების, მათ შორის, უვადო სრულწლოვანი პატიმრების დასაქმება. პროექტის მხარდამჭერები საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან ერთად არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი" და შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია". ... ...
  • მაია მელიქიძის ინიციატივით ენერგო წყაროების ლაბორატორია დაფუძნდა (R)საქართველოში პირველად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განახლებადი ენერგო წყაროების ლაბორატორია გაიხსნა. RES Lab-ის შექმნის მიზანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევების განხილვა, შესაბამისი კვლევების განხორციელება და კონსულტაციების გამართვა. ლაბის ფარგლებში შეიქმნება სადისკუსიო პანელი, სადაც კერძო და სახელმწიფო ინსტიტუციები გაერთიანდება. პანელური შეხვედრების ფორმატში მუდმივად განიხილება კვლევების შედეგები, რეკომენდაციები და მისი განხორციელების გზები საქართველოში.  ლაბორატორიის ფარგლებში ეტაპობრივად გაწევრიანდებიან სხვადასხვა ორგანიზაციები, წევრობა არ ითვალისწინებს ფინანსურ კონტრიბუციას და მოიაზრებს მხოლოდ ინტელექტუალურ და აკადმიურ პარტნიორობას. განახლებადი ენერგო წყაროების ლაბორატორიის დაფუძნების ინიციატორია სემეკის წევრი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარმომადგენელი მაია მელიქიძე. ... ...
  • ჩოხატაური-ლეჟაისკი _ დიდი სამომავლო გეგმებიმიმდინარე წლის 4-11 სექტემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დელეგაცია, საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის მინდია ჟღერიას, საკრებულოს აპარატის სპეციალისტების ჯუმბერ ბერძენიშვილისა და ნაზი ბერძენიშვილის შემადგენლობით, ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა პოლონეთის ქალაქ ლეჟაისკში. დელეგაციის წევრები დაესწრნენ ყოველწლიურ ტრადიციულ შემოდგომის ფესტივალს, რომელშიც მონაწილეობა იღებს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალური სამსახურები, სოფლების თვითმმართველობები, ასევე, პოლონეთის პარლამენტის წევრები და საეკლესიო პირები. ვიზიტის დროს გახორციელდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა უშუალოდ ქალაქ ლეჟაისკის თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან, სადაც სტუმრები ადგილზე გაეცნენ თვითმმართველობის მუშაობის წარმატებულ პრაქტიკას. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელები ესტუმრნენ ლეჟაისკის სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელს. საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის ინიციატივით მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პოლონეთის დელეგაციის სტუმრობისას დაიწყო, მომავალში იმ გამოცდილების გაზიარების შესახებ, რომელიც ქალაქ ლეჟაისკში არსებულ აღმოსავლეთი ევროპის მასშტაბით წარმატებულ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელს გააჩნია. ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეულია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობის დასრულებისა და ფუნქციონირების დაწყების შემდეგ, პოლონეთის მხარე დახმარებას გაუწევს სასწავლებელს, როგორც საგანმანათლებლო კუთხით, ასევე, შესაძლებელი იქნება გაცვლითი პროგრამების გახორციელება. პოლონეთის მხრიდან, ასევე, გამოითქვა მზაობა, მოხდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის და ქალაქ ლეჟაისკის რამდენიმე სკოლის დამეგობრება, გამოცდილების გაზიარება და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების გახორციელება. 2020 წლის ივნისში, ქალაქ ლეჟაისკში გაიმართება კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 20-ზე მეტი მაღალი დონის შემსრულებელი, მათ შორის სპეციალური სტუმრის სტატუსით მიწვეულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი „ამაღლება, რომლის გამოსვლებს ფესტივალის ერთი დღე მთლიანად ... ...
  • ზურაბიშვილის პირველი კომენტარი სკანდალურ შეწყალებებზე: "არ მჩვევია, ვინმე სხვაზე გადავიტანო პასუხისმგებლობა"საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ შეწყალებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პირადად მან მიიღო და ამაში არავინ ჩარეულა: "იყო ბევრი სპეკულაცია სხვადასხვა ადამიანის ჩარევაზე, მათ შორის ჩემს საპარალამენტო მდივანზე, მაგრამ ეს არ არის მისი კომპეტენცია და ის არ შეიძლება, ჩარეული ყოფილიყო. მე მივიღე გადაწყვრტილება და არ მჩვევია, ვინმე სხვაზე გადავიტანო პასუხისმგებლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში ამ წუთებში მიმდინარეობს. მისივე თქმით, მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. „როგორც პრეზიდენტი, მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე. მერე ვნახოთ როგორ იქნება, წესები როგორი იქნება და როგორ იქნება შეწყალება, ამის მიხედვით განისაზღვრება", _ განაცხადა ზურაბიშვილმა. ამავე თემაზე: ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული ძებნილის სკანდალი: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ძალიან მეშინია" მკვლელები, ყაჩაღები და ახლა უკვე ძებნილი _ ვინ შეიწყალა სალომე ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს _ "იყო ბევრი სპეკულაცია სხვადასხვა ადამიანის ჩარევაზე"საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. „როგორც პრეზიდენტი, მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე. მერე ვნახოთ როგორ იქნება, წესები როგორი იქნება და როგორ იქნება შეწყალება, ამის მიხედვით განისაზღვრება. იყო ბევრი სპეკულაცია სხვადასხვა ადამიანის ჩარევაზე, მათ შორის ჩემს საპარალამენტო მდივანზე, მაგრამ ეს არ არის მისი კომპეტენცია და ის არ შეიძლება, ჩარეული ყოფილიყო. მე მივიღე გადაწყვეტილება და არ მჩვევია, ვინმე სხვაზე გადავიტანო პასუხისმგებლობა“, _ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სგაანგებო ბრიფინგზე, რომელიც ამ წუთებში ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...