პროკურატურა "ცენტრ პოინტის" საქმიანობით დაინტერესდა

სამართალი

პროკურატურა "ცენტრ პოინტის" საქმიანობით დაინტერესდა

11 დეკ. 2012, 16:55:48
საქართველოში ყველაზე დიდი სამშენებლო სკანდალი, "ცენტრ პოინტი ჯგუფის" საქმიანობას უკავშირდება. ამ კომპანიის ვალდებულებების შესრულება საკუთარ თავზე პრობლემური აქტივების მმართველმა კომპანია "დექსუსმა" 2010 წელს აიღო. სამშენებლო სკანდალის დეტალები "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" შეისწავლა და მედიას კვლევის შედეგები გააცნო. პრეზენტაციას კომპანია "დექსუსის" წარმომადგენლები, უფლებადამცველები და თავად სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტი ჯგუფის"  მიერ დაზარალებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მკვლევარების მიერ მომზადებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ "6200-მდე ოჯახის მიერ ბინების მშენებლობისთვის გადახდილი 310 მილიონი აშშ დოლარი „ცენტრ პოინტი ჯგუფმა“  არამიზნობრივად გამოიყენა, რის შედეგადაც 30 ათასამდე ადამიანი დაპირებული ბინების გარეშე დარჩა."

ცენტრ პოინტი საქართველოს ძველ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს: ვახტანგ რჩეულიშვილს, მაია რჩეულიშვილს და მის დას, რუსუდან კერვალიშვილს ეკუთვნის.

1999 წელს დაფუძნებულ კომპანია ცენტრ პოინტში, 2008 წელს ფინანსური კრიზისი დაიწყო. 2 წლის შემდეგ კი, იმ მიზეზით, რომ აღებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ, ხელმძღვანელობამ ეს პასუხისმგებლობა სხვას გადააბარა. 2010 წლის 23 აგვისტოს 100 ლარიანი საწესდებო კაპიტალით დარეგისტრირებულმა კომპანია "დექსუსმა", ორი კვირის შემდეგ "ცენტრ პოინტი ჯგუფის" ვალდებულებების შესრულება საკუთარ თავზე აიღო. კომპანიის ხელმძღვანელობამ პირობა დადო, 3 წლის განმავლობაში ყველა დაზარალებული დაეკმაყოფილებინა.

"დექსუსმა" "ცენტრ პოინტი ჯგუფის" კომაპნიებთან კლიენტების მიერ დადებული პირველადი ხელშეკრულების პირობები გააუარესა და მათ დამატებითი გადასახადებისა და მშენებლობის თანხების გადახდა მოსთხოვა. „დექსუსი“ სავარაუდოდ მონაწილეობდა უკანონო გარიგებებში, რომლის მეშვეობითაც დაზარალებული კლიენტების კუთვნილი ფასეული ქონება „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ დამფუძნებლებს გადაეცათ... „დექსუსმა“ შეჩერებული 30 სამშენებლო პროექტიდან 8 პროექტი დაასრულა და დამატებით 7 ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს, - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მკვლევარი ლაშა გოგიძე.

„დექსუსის“ დამფუძნებელი ირაკლი კილაურაძე აცხადებს, რომ დღეს მათ მომხმარებლებს არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის უწევთ... მისი განცხადებით, კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, პირველ ეტაპზე ხდება ობიექტის შესწავლა ფინანსურად, ფიზიკურად და იურიდიულად. შემდეგ დგინდება, რა არის ასაშენებელი, რა გაიყიდა და რისი გაყიდვა შეიძლება, ასევე ზუსტდება მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის მოცულობა.

ვალის ოდენობა დგინდება. ამის შემდეგ კი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს იმ თანხის დამატებას, რომელიც დეფიციტური. ხელშეკრულების გაფორმების მერე იწყება კონკრეტული პროექტის რეაბილიტაცია. ეს "დექსუსის" პროგრამა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით ხორციელდება. გაკოტრებული კომპანიის მდგომარეობიდან გამოყვანას ვცდილობთ. თუ რატომ გაკოტრდა ეს კომპანია, კითხვა ჩვენს მიმართ ვერ დაისმება... მომხმარებლებს ვთავაზობთ, რომ დაახლოებით 20 პროცენტის დამატებით მოხდეს მათი ჩადებული ქონების რეაბილიტაცია. რა სჯობს, ხალხმა 20 პროცენტი იზარალოს, თუ 80 პროცენტი? აშკარაა, რომ 20 პროცენტის დამატებით ეს ხალხი მომგებიან მდგომარეობაშია. ასევე პირობებიდან ამოვიღეთ ბინების რემონტი, რაც თავის მხრივ ხარჯების შემცირებაა. ეს აუცილებელი იყო იმისთვის, რომ პროექტები დაგვესრულებინა. სხვა გზა ჩვენ ვერ ვნახეთ...", - გვითხრა კომპანია "დექსუსის" დამფუძნებელმა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენლების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მყარი მტკიცებულებები და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი,  საქართველოს მთავარმა პროკურატურამ არ დაიწყო "ცენტრ პოინტის ჯგუფის" საქმის გამოძიება.

სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტი ჯგუფის" მიერ დაზარალებული მოსახლეობა კი აცხადებს, რომ მათი ქონება და ჯანმრთელობა ქვეყანაში არსებულ ელიტურ კორუფციას შეეწირა. „ასეთი მასშტაბური დანაშაული საქართველოსთვის ჯერ ცნობილი არ ყოფილა. ცენტრ პოინტთან დაკავშირებულ ელიტურ კორუფციაში საბანკო სექტორი, საჯარო რეესტრი, თბილისის მერია, პროკურატურა, სახალხო დამცველი, საქართველოს იმჟამინდელი პარლამენტი, იმჟამინდელი მთავრობა, სასამართლო სისტემა რომ არის ჩართული, ეს ცხადია. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ მტკიცებულებები გაგვაჩნია. ასევე გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, სადაც ამ საქმეში დაახლოებით 7 სახის დანაშაულია იკვეთება," - ამბობს ადვოკატი და სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტი ჯგუფის" მიერ დაზარალებული მარინე კორძაძე.

დაზარალებულების საქმის გამოძიება გენერალურმა პროკურატურამ 23 ოქტომბერს დაიწყო. არჩილ კბილაშვილის უწყებაში საქმეს ანტიკორუფციული დეპარტამენტი განიხილავს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ გენერალური პროკურორი ამ საკითხის გამოძიებით პირადად დაინტერესდა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა კი, შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ცენტრ პოინტის მიერ დაზარალებული მომხმარებლების საქმის გამოძიებით ასევე დაინტერესებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.




 ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცაშინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ასევე, სამართალდარღვევათა  პრევენციისა და  მათზე  რეაგირების მიზნით, ბრძანება გამოსცა.   ბრძანების თანახმად, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები.  არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის ჯგუფებს დაევალათ  სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება,  წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარება და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს. ბრძანების თანახმად, დაუშვებელია, პოლიციელის ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან ... ...
  • საქართველში საპარლამენტო არჩევნებს IRI-ის წარმომადგენლები დააკვირდებიანდღეს საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გააკეთა განცხადება არჩევნების ტექნიკური შეფასების საერთაშორისო მისიის  ჩამოსვლის შესახებ. მისია შეაფასებს 2020 წლის, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. შეფასების მისია საქართველოში ჩამოდის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევის საფუძველზე.  საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) დაახლოებით 25 წელია საქართველოს პარტნიორია და ბოლო ათწლეულის მანძილზე განახორციელა თითქმის ყველა არჩვნების მონიტორინგი და შეფასება. „ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და გამოცდას ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. IRI-ს მისია ყურადღებას გაამახვილებს იმ საკვანძო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრულყოფისთვის, მათ შორის როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება. გარდა ამისა, მისია ყურადღებას გაამახვილებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ამომრჩევლის უსაფრთხოების დასაცავად შემოღებული ზომების შესრულებაზე.“ - განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა სტივენ ნიქსმა. მისია (TEAM) შედგება მრავალმხრივი გამოცდილების მქონე ხუთი გრძელვადიანი ტექნიკური ანალიტიკოსისგან, რომლებიც დააკვირდებიან და შეაფასებენ საარჩევნო პროცესის ყველა ფაზას. მათ მიგნებებზე დაყრდნობით, IRI გამოაქვეყნებს ანგარიშებს, რომლებიც მომზადდება  მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე. ტექნიკური შეფასების ჯგუფი იმუშავებს არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო პრინციპების დეკლარაციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ქცევის კოდექსის მიხედვით. მისიის მიგნებები და რეკომენდაციები დაეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სტანდარტებსა და პოლიტიკური პარტიების მიერ ქცევის კოდექსის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. კორონავირუსი პანდემიასთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინებით, IRI-მ მიიღო უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა, რომლებიც თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებთან.   ... ...
  • არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით, 1952 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან ბიჭთან, რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ფოტოსურათებს უღებდა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ქონების განადგურებით და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა. მამაკაცის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით ... ...
  • ვინ გავიდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზესაზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე ოთხი კანდიდატი გადავიდა - თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი. კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: თინათინ ბერძენიშვილი - 9 ხმა; ირმა სოხაძე - 7 ხმა; ხათუნა ლაგაზიძე - 7 ხმა; ალექსანდრე ვახტანგოვი - 5 ხმა. ცნობისთვის, კონკურსში სულ 8 კანდიდატი ... ...
  • უფიქსირდებათ თუ არა ბავშვებს ტემპერატურა სკოლებში და რა მდგომარეობაა ამ მხრივ ოზურგეთშიდღეს, დილით, ოზურგეთს მუნიციპალიტეტის, სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში,  ერთ მაღალკლასელ მოსწავლეს  ტემპერატურა დაუფიქსირდა. _სკოლაში მოსვლისას გაიარა თერმოსკრინინგი,  სიცხე არ ჰქონია. შემდეგ კი, გაკვეთილების მსვლელობისას, მასწავლებელს უთხრა, რომ შეამცივნა. ამ დროს აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა.  სასწრაფოდ გამოვიძახეთ მშობელი.  აღვნიშნავ იმასაც, რომ ეს მოსწავლე გადმოჰყავთ სასკოლო ავტობუსით, სადაც ასევე, ასვლისთანავე ტარდება თერმოსკრინინგი. არც მაშინ ჰქონდა ტემპერატურა.   ახლა საკლასო ოთახში  მოვახდინეთ დეზინფექცირება. ჩვენ ჯანდაცვის   რეკომენდაციებს ზედმიწევნით ვასრულებთ. არ მგონია, ეს ტემპერატურა ვირუსს უკავშირდებოდეს, თუმცა ჩვენ გავატარებთ  ყველა ზომას, რაც რეგულაციების წესით გვევალება- გვითხრა სკოლის დირექტორმა მზია ვაშალომიძემ. „გურია ნიუსი“ ოზურგეთის  სასკოლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ლელა იმედაშვილს ესაუბრა.  ჩვენ ვკითხეთ   ქალბატონ ლელას, 15 სექტემბრიდან დღემდე, რაც სწავლა დაიწყო, თუ უფიქსირდებათ ბავშვებს ტემპერატურა და ხომ არ ყოფილა კონკრეტულად რაიმე გამოვლენილი ვირუსთან დაკავშირებით. _რაც სწავლა დაიწყო, კი, დღის განმავლობაში ფიქსირდება სიცხეები. გუშინ ურეკშიც იყო ერთი  შემთხვევა. როგორც ვიცით, მაშინვე ხდება მშობლის გამოძახება. ხოლო მშობლის შემდეგ, ექიმი გადაწყვეტს, რა როგორ უნდა მოხდეს. ჩვენ ყველამ  ვიცით ეკალდიდის შემთხვევა. დანარჩენი, საბედნიეროდ, ვირუსის  შემთხვევა რომ სკოლასთან იყოს გადაკვეთილი,  არ ყოფილა.  ასევე,  ის მოსწავლეები, რომლებსაც სიცხე დაუფიქსირდათ,  სკოლაში არ   დაბრუნებულან, _ გვითხრა ლელა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...