ოთხწლიანი პირობითი პატიმრობა და ორიათას ლარიანი ჯარიმა კალმის ქურდობისთვის

სამართალი

ოთხწლიანი პირობითი პატიმრობა და ორიათას ლარიანი ჯარიმა კალმის ქურდობისთვის

2012 დეკ 13 15:43:42

_ საია ყოველწლიურად აღნიშნავს არა მარტო ამ დღეს, არამედ ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულს და სწორედ ამ კვირეულის ფარგლებში მოეწყო დღევანდელი შეხვედრა, _ გვითხრა შეხვედრის დროს საიას იურისტმა ქეთი თოიძემ.

მისი თქმით, საქართველოს სამართლიანი სასამართლოს უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა,  რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და აქტუალურია თითოეული ადამიანისთვის, მით უმეტეს მისთვის, რომელსაც უშუალო შეხება აქვს მართლმსაჯულების სისტემასთან.

ქეთი თოიძის თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ეტაპზე ყურადღება მიექცეს სასამართლოს რეფორმას პირველ რიგში, რომ ბოლოს და ბოლოს მივიღოთ დამოუკიდებელი და ობიექტური ორგანო.

_ ყურადღებას ასევე გავამახვილებ მხარეთა შეჯიბრობითობის და თანასწორობის პრინციპის დარღვევაზე სასამართლოს მიერ, დაუსაბუთებელი უარი შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე სასამართლოს მხრიდან.

ძალიან დიდი პრობლემა იყო არაპროფესიონალიზმში, ყოფილა შემთხვევები, როდესაც საქმეები გადაიხედა, ადამიანი ციხეში იმყოფებოდა და მისჯილი ჰქონდა მეტი სასჯელი ვიდრე იმსახურებდა, იმის გამო, რომ მოსამართლემ სწორად ვერ შეკრიბა სასჯელები; მხარეთა თანასწორობის პრინციპ - დაცვის მხარეს არ აქვს ჩხრეკის უფლება,  ამოღების უფლება.  მან უნდა იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე.  თუ სასამართლომ ხელი არ შეუწყო მტკიცებულების მოპოვებაში დაცვის მხარეს, ვერაფრით იქნება დაცული მხარეთა თანასწორობის პრონციპი; ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, თომას ჰამერბერგის ანგარიში _ პირველად სწორედ ამ ანგარიშში იქნა ნახსენები ,,შერჩევითი სამართალი“.კომისარმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეიმუშაოს უფრო ჰუმანური და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკა. რაც მთავარია, იგი ორიენტირებული უნდა იყოს არა ადამიანის დასჯაზე, არამედ მის გამოსწორებაზე; არაპროფესიონალიზმი  - იყო შემთხვევა, როდესაც პირის უფლებები იმის გამო დაირღვა,  რომ არასწორად იქნა შეკრებილი რამდენიმე ეპიზოდი. ყველაზე მძიმე უფლებადარღვევა, რაც პირს შეიძლება მიადგეს, ის არის,  რომ მან მიიღოს იმაზე მეტი სასჯელი,  რაც კანონის მიხედვით იყო განსაზღვრული; არაპროპორციულობას - 50-თეთრიანი კალმის ქურდობისთვის 4-წლიანი პირობითი პატიმრობა და 2  ათას ლარიანიჯარიმა მიესაჯა; საპროცესო გარიგებები  - როდესაც ეკონომიკურ თუ ბიზნესდანაშაულთან გვაქვს საქმე, ხშირად პირს აიძულებენ, გადაიხადოს სრულიად არაადეკვატური თანხა. რეალურად კი საპროცესო შეთანხმების მიზანი არის სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება,  როდესაც პირი თანამშრომლობს გამოძიებასთან, აღიარებს დანაშაულს,  მზად არის ზიანის ასანაზღაურებლად.  ეს მიღებული ფორმაა.  მაგრამ არ უნდა მიიღოს მახინჯი გამოვლინებები; საკუთრების უფლების დარღვევა - ბახმაროს მიწები და რეესტრში მიწის გადაფარვები; შრომითი უფლებები - საქართველო არ ასრულებს შრომის საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.  შეიძლება სერიოზული საერთაშორისო პრობლემები, შეგვექმნას  იმის გამო, რომ არ ვასრულებთ დადგენილ სტანდარტებს, რომელიც მინიმალურია; შეფასება ახლანდელი ვითარების - პატიმრების გათავისუფლებისას მნიშვნელოვანია, დაცული იყოს სამართლებრივი პროცედურა.  როგორც დაუშვებელია კოლექტიური დასჯა, ისევე  დაუშვებელია კოლექტიური გამართლება,  იმიტომ რომ სამართალში ინდივიდუალური პასუხისმგებლობის პრინციპი მოქმედებს, - განაცხადა ქეთი თოიძემ.




 ახალი ამბები
  • რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიას 6 თვის ბავშვი ემსხვერპლარუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს "ტოიოტასა" და "კიას" მარკის ავტომობილები შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 თვის ბავშვი დაიღუპა. როგორც „ინფო რუსთავი“ იუწყება, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად სწორედ "ტოიოტას" მარკის ავტომობილში იმყოფებოდა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ნიუ-ჰოსპიტალსში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ... ...
  • მეკვერნიე „ჩაქირა“: უნიკალური ჯიშის ძაღლი გურიაში, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთ კაცს ჰყავსმეკვერნიე ჯიშის ძაღლი „ჩაქირა“ ძველად  გურიაში საკმაოდ გავრცელებული ყოფილა და მას კვერნაზე სანადიროდ იყენებდნენ. შემდეგ კი გადაშენებულა და ახლა მხოლოდ მაკვანეთელ ილია თოიძეს ჰყავს. _ის თავს ევლება მეკვერნიე „ჩაქირას“, საოცარ ამბებს გიამბობთ, უვლის, ცდილობს გამრავლდეს და ყველას ჰყავდეს.  ეს ძაღლი  საუცხოო მონადირეა. გადაშენების პირას მყოფი, _ გვატყობინებს სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა გორდელაძე. „გურია ნიუსი“ მალე  ილია თოიძესთან საინტერსო ინტერვიუს ... ...
  • საიდან მოდის და რას უკავშირდება ნოტების სახელები7 მუსიკალური ნოტი დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რატომ ჰქვიათ ამ ნოტებს ასეთი სახელები და რას ნიშნავს თითოეული მათგანი. ნოტების სახელწოდების წარმოშობა დაკავშირებულია ნაწარმოებთან “Uტ ქუეანტ ლახის”, რომელიც კათოლიკური ჰიმნია და იოანე ნათლისმცემელს ეძღვნება. დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი ჰიმნის ლათინური ლოცვის პირველი მარცვლებია, თუმცა თავდაპირველად იყო ასე – უტ-რე-მი-ფა-სოლ-ლა-ჰექსაქორდი. სი მოგვიანებით გაჩნდა. უტ კი დო-თი მოგვიანებით მუსიკისმცოდნე დონმა შეცვალა თავისი გვარის პირველი მარცვლით. შვიდივე მუსიკალურ ნოტს თავისი სახელწოდება აქვს: დო – DOMINUS – ღმერთი,  რე – RERUM – მატერია, მი – MIRACULUM – სასწაული,   ფა – FAMILIAS PLANETARIUM – პლანეტების ოჯახი, ანუ მზის სისტემა,    სოლ – SOLIS – მზე,  ლა – LACTEA VIA – ირმის ნახტომი,  სი – SIDERAE – ზეცა.  წყარო : ... ...
  • $7 000 000 - აშშ, საქართველოში ახალ საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებსაშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ვაშინგტონში მორიგი შეხვედრა გაიმართა. კულტურული გაცვლებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრების მოადგილეები წარდგნენ. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე განათლების, კულტურისა და სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ იმსჯელეს. განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსბულ ვითარებას. ირინე აბულაძის თქმით, ქართულმა მხარემ, ამერიკელ პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა გამოწვევების შესახებ, რაც ოკუპირებულ რეგიონებში, განათლების უფლების მხრივ დგას. მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს განათლების ხელმისაწვდომობის კონტექსტში. „ამერიკა რჩება საქართველოსთვის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად, როგორც ქვეყნის სუვერენობის, ასევე განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით.“_ განაცხადა აბულაძემ. აბულაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გაცვლითი პროგრამების წამოწყების იდეას. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკული მხარე, საქართველოში, $7 000 000 აშშ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. „USAID” – ის დაფინანსებული პროექტი, ქართული საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა გადამზადებას ითვალისწინებს. ამასთან, ამერიკული მხარის ინიციატივით, საქართველოში, „Fulbright“-ის პროგრამის გაფართოვება იგეგმება. „ფულბრაითის“ პროგრამის ფარგლებში, წელს უკვე 11 ქართველი სტუდენტი მიიღებს ამერიკაში განათლებას. 2020 წლის გაზაფხულიდან კი, როცა შეთანხმებას მოეწერება ხელი, საქართველოს, ამერიკიდან „ფულბრაითის“ 10-მდე სტიპენდიანტი ეწვევა, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ასწავლიან. წყარო : ამერიკის ... ...
  • ქარი, თოვლი და ყინვა _ ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემასინოპტიკოსთა ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს. 25-27 იანვარს, ღამით გაძლიერდება ქარი და ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. 25 იანვარს, დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...

რატომ უნდა დაიბანოთ გაზიანი წყლით

კორეულ კოსმეტიკასა და თავის მოვლის...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...