დაკარგული იარაღი და უცნაურ ვითარებაში გარდაცვლილი ორი ადამიანი

სამართალი

დაკარგული იარაღი და უცნაურ ვითარებაში გარდაცვლილი ორი ადამიანი

2012 დეკ 18 07:12:51

ოფიციალური ინფორმაციით, ცინცაძის სახლის საქათმიდან _ "გეკო" ამოიღეს და, ბრალი იარაღის შენახვის ბრალდებით წაუყენეს. იმ დროს, ცინცაძე "რესპუბლიკური პარტიის" ჩოხატაურის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი იყო და იგი პოლიტპატიმრების სიაში შეიყვანეს.

ცინცაძემ პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით 14 ნოემბერს მიმართა, თუმცა, მისი ადვოკატი, ჯაბა ზერეკიძე დეტალებზე ჯერ არ საუბრობს. მით უმეტეს, რომ საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა: _ ჩვენ, ჯერ-ჯერობით, მთავარი პროკურატურისგან ველოდებით რეაგირებას განცხადებაზე, რომლითაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მამუკა ცინცაძემ მთავარ პროკურატურას მიმართა 2012 წლის 14 ნოემბერს. სამწუხაროდ, აღნიშნულ განცხადებაზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა და ამდენად, ამ საქმესთან დაკავშირებით ახალი გარემოებების გასაჯაროებისგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მამუკა ცინცაძე ჯერ-ჯერობით თავს იკავებს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ზერეკიძემ.

როგორც გენერალურ პროკურატურაში გვითხრეს, საქმეების გადახედვის მოთხოვნით, ყოველდღე ათეულობით განცხადებები შედის და მათი რაოდენობა ამ დროისთვის 7 000-ს აჭარბებს. შესაბამისად, განცხადებებზე პასუხების გაცემა გვიანდება: _ თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე საქმე უყურადღებოდ დარჩება და განმცხადებელს პასუხი არ ეცნობება, _ დაგვიზუსტეს გენერალურ პროკურატურაში.

სანამ პროკურატურა ცინცაძის საქმეს ხელახლა გადახედავს, მანამდე ამ საქმის ირგვლივ ახალი დეტალები ირკვევა. რამდენიმე დღის წინ, "გურია ნიუსმა" გაარკვია, რომ იარაღი, რომელიც მამუკა ცინცაძის საქათმის ბუდეში სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის დასკვნის თანახმად, იდენტურია სოფელ ვანზომლეთის სკოლაში 1992 წელს დაკარგული იარაღისა. უფრო დაზუსტებით კი, ორივე იარაღის ნომერი ერთი და იგივეა. გავარკვიეთ ისიც, რომ სკოლიდან იარაღის მოპარვაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, ამავე სკოლის მოსწავლე გოჩა თავაძე იყო, რომელიც დღეს ჩოხატაურის პოლიციის უფროსის მოადგილეა. ცინცაძის დაკავების დროს, თავაძე იმავე თანამდებობაზე მუშაობდა. ეს ინფორმაცია თავაძემ ჩვენთან საუბრისას დაადასტურა და აღნიშნა, რომ 15 წლის ბავშვი სეიფის გატეხვას და იარაღის მოპარვას ნამდვილად ვერ შეძლებდა. მისივე თქმით, იმ პერიოდში თითქმის ყველა უფროსკლასელი დაიკითხა.

თავაძის კომენტარში რამდენიმე უზუსტობა ჩვენ მარტივად დავაზუსტეთ _ იმ დროს გოჩა თავაძე არა თხუთმეტის, არამედ 17 წლის იყო. ამ ინფორმაციას ჩვენთან საუბრისას ვანზომლეთის სკოლის ყოფილი დირექტორი, სიმონ ჯაშიც ადასტურებს. ყოფილი დირექტორი გამორიცხავს, რომ ამ საქმეში მონაწილეობას მოსწავლეებიც იღებდნენ, თუმცა დასძენს, რომ ჩვენს მიერ გამოკვლეულმა ფაქტებმა ბევრი ეჭვი გაუჩინა: _ ის, რომ მამუკა ცინცაძის სახლში აღმოჩენილი იარაღი ჩვენს სკოლაში დაკარგული იარაღის იდენტური იყო, "გურია ნიუსით" გავიგე. ახლა ვფიქრობ, რომ ამაში პოლიცია იყო გარეული _ სხვა არ ვიცი, რა უნდა ვიფიქრო! აბა, საიდან აღმოჩნდა ის იარაღი ცინცაძესთან?! _ აღნიშნავს ჯაში და გამორიცხავს, რომ ამ გახმაურებულ ქურდობაში მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებს ჰქონდათ მიღებული.

სკოლის ყოფილი დირექტორი იხსენებს, რომ მოსწავლეების დაკითხვის პროცესს თავადაც ესწრებოდა, არც ერთ მათგანს დანაშაული არ უღიარებია და ვერც დაუმტკიცეს: _ არა მგონი, ეს ქურდობა მათი ჩადენილი ყოფილიყო, _ დასძინა სიმონ ჯაშმა.

როგორ აღმოჩნდა ხსენებული იარაღი მამუკა ცინცაძესთან, ობიექტურმა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუმცა, როგორც პოლიციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ცინცაძეს იარაღი ჩაუდეს და ის იარაღი, რამდენიმე წლის განმავლობაში პოლიციის საცავში ინახებოდა, თუმცა, აღრიცხული არ იყო:

_ პოლიციაში ყველა იარაღი აღრიცხულია, თუმცა, განსაკუთრებული შემთხვევებისთვის არის იარაღების კატეგორია, რომელიც არავის არ აწერია და რომელიც მამუკა ცინცაძის მსგავსი შემთხვევების დროს გვჭირდება. დაზუსტებით არ შემიძლია გითხრათ, როგორ მოხდა ის იარაღი პოლიციაში, თუმცა, იმის თქმა შემიძლია, რომ საქმე პოლიციაში "შეიკერა" და იარაღი პოლიციამ ჩხრეკამდე რამდენიმე წუთის წინ ჩადო, _ გვითხრა წყარომ იმ პირობით, რომ მის ვინაობას არ გავამხელდით.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, რისი გარკვევაც ამ ფაქტთან დაკავშირებით "გურია ნიუსმა" შეძლო: როგორც მოვიკვლიეთ, იარაღის დაკარგვას სკოლის ორი დარაჯის საკმაოდ უცნაურ ვითარებაში სიკვდილი მოჰყვა.

იმ დროს, როცა ვანზომლეთის სკოლიდან იარაღი დაიკარგა, ვახტანგ თავაძეს დარაჯად ახალი დაწყებული ჰქონდა მუშაობა. მართალია, იმ ღამით მორიგე არ იყო, მაგრამ დაკითხვაზე მისვლა მასაც მოუხდა, თუმცა, არ დაუკავებიათ.

ქურდობიდან, დაახლოებით, 6 თვეში კი, ვახტანგ თავაძე გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა, მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია.

როგორც მისი შვილი, ნანა თავაძე ჩვენთან საუბრისას იხსენებს, იმ საღამოს მამამისი მეზობელს ეხმარებოდა:

_ საღამოს ათი საათი იყო, მეზობლიდან რომ წამოვიდა. ამის თვითმხილველები არსებობენ. მთვრალი არ ყოფილა, ნასვამი იყო. რომ შეაგვიანდა, ბებია წავიდა მის მოსაძებნად, თუმცა, ვერსად იპოვა. იმ ღამეს საშინელი წვიმა იყო _ ისეთი ამინდი მას შემდეგ არც კი მახსოვს. გამთენიისას იპოვეს _ ღობეზე იყო გადაკიდებული.

როგორც ნანამ გვითხრა, მამამისი სახლში სრულიად მშრალი ტანსაცმლით მიასვენეს და სწორედ ამან გაუჩინა ოჯახს ეჭვი, რომ ვახტანგ თავაძე ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა: _ რომ მოასვენეს სახლში, დასიებული იყო _ ისეთი სახე ჰქონდა როგორც გაგუდულ ადამიანს. დაზუსტებით არ ვიცით, რითი მოკვდა მამაჩემი, მაგრამ ის ვიცით, რომ ეს ამბავი სკოლაში იარაღების დაკარგვიდან მალე მოხდა.

_ იარაღების მოპარვასთან დაკავშირებით ვინმეზე თუ ჰქონდა ეჭვი?

_ მამაჩემმა იცოდა, ვინ მოიპარა იარაღები, მაგრამ ამაზე არასდროს უსაუბრია. პოლიციაშიც არაფერი უთქვამს.

ვახტანგ თავაძე ისე დაკრძალეს, რომ მისთვის ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ _ ოჯახს მაშინ ამის საშუალება არ ჰქონდა. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი გულის გაჩერება გახლდათ.

მეორე დარაჯი, გოგი მახარაძე, რომელიც ქურდობის ღამეს მორიგეობდა, პოლიციას რამდენიმე დღე დაკავებული ჰყავდა, თუმცა, დანაშაული ვერ დაუმტკიცეს და ვერც ვერაფერი ხელმოსაჭიდი ათქმევინეს..

მახარაძე ამ ფაქტიდან 4 წლის შემდეგ, საკმაოდ უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა _ ძმასთან წასული, მდინარეში დამხრჩვალი იპოვეს. მახარაძის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ის არის, რომ იგი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ხიდიდან გადავარდა, თუმცა, ამ ვერსიის არ სჯერათ მისი ოჯახის წევრებს: _ სახლში დაიბარა, რომ მის ძმასთან, ქობულეთში მიდიოდა. სოფელში დაინახეს, თუმცა, სოფლიდან გასული არავის უნახავს. მეორე დღეს მდინარის პირას იპოვეს გარდაცვლილი, იქვე ეწყო მისი ფეხსაცმელები. მთვრალი იყო და ხიდიდან გადავარდაო. ხიდიდან გადავარდნილ კაცს, რომელიც მდინარემ გამორიყა, ფეხსაცმელები ვინ დაუწყო გვერდით ამაზე პასუხი ვერავინ გაგვცა, _ იხსენებს ჩვენთან საუბრისას გარდაცვლილის მეუღლე.

მახარაძეების ოჯახს ამ ფაქტის იარაღის ქურდობასთან დაკავშირება უჭირთ, თუმცა, დარწმუნებულები არიან, რომ გოგი მახარაძე მოკლეს: _ მიზეზი არ ვიცით. ექსპერტიზის დასკვნა ჩვენ არ გვინახავს, რადგან ბიძამ და მამიდამ, ჩვენივე უსაფრთხოების გამო, როგორც შემდეგ გვითხრეს, არ გაახმაურეს, _ იხსენებს გარდაცვლილი დარაჯის შვილი.

_ წელს ზევით დასახიჩრებული და საშინლად იყო ნაცემი. არ ვიცი, რა და როგორ მოხდა, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ვიღაცამ სახლიდან გაიყვანა და მოკლა, _ დასძენს მახარაძის მეუღლე.

ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ გოგი მახარაძე სკოლაში დარაჯად მუშაობის დაწყებას გარდაცვალების დღემდე ნანობდა.

არის თუ არა ეს საქმეები კავშირში 1992 წელს მომხდარ ინციდენტთან, როცა ვანზომლეთის სკოლიდან იარაღები დაიკარგა, გამოძიების დასადგენია. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ დიდი დროა გასული, მახარაძის და თავაძის ოჯახებს იმედი აქვთ, რომ ამ საქმეს ნათელი მოეფინება და ობიექტური გამოძიების შემთხვევაში, მათ, მინიმუმ, ის მაინც ეცოდინებათ, რას შეეწირა სკოლის დარაჯების სიცოცხლე.




 ახალი ამბები
  • ლაგოდეხში მდინარეში ჩავარდნილი მოსწავლის ცხედარი იპოვესლაგოდეხში მდინარეში ჩავარდნილი მოსწავლის ცხედარი იპოვეს. მას მეორე დღეა, რაც ეძებდნენ.  „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • 16 წლის გოგონას სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენლაგოდეხში, 16 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ. ექსკურსიაზე მყოფ მოსწავლეს, რომელსაც გურგენიანის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხი დაუცდა და ხევში გადავარდა, მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. რეინჯერების ინფორმაციით, ცნობილია მისი ადგილსამყოფელი, თუმცა, რთული მდებარეობის გამო, ადგილამდე მიღწევა ვერ ხერხდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ სამძებრო სამუშაოების დასასრულებლად მდინარეს კალაპოტი უნდა შეუცვალონ. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. კერძო სკოლა "ალბიონის" მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც 16 წლის მოზარდს ფეხი დაუცდა და დინებამ წაიღო. ექსკურსიაზე მყოფი მოსწავლეები და მშობლები ლაგოდეხის პოლიციაში წუხელვე გამოჰკითხეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა დაცული ტერიტორიების სააგენტომ. მასში ნათქვამია, რომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, „ნინოს ხევის ჩანჩქერის" მარშრუტზე ადიდებულია მდინარე, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ვიზიტორებს ალტერნატიული ტურისტული ბილიკებით სარგებლობისკენ და წესების მკაცრად დაცვისკენ ... ...
  • ოზურგეთში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენოზურგეთის ჭადრების ბაღში დილიდანვე საზეიმო განწყობა სუფევს.  ხალხმრავლობაა სამხედრო მოსამსახურეებთან. აქ წარმოდგენილია ქუთაისის 32-ე ბატალიონი. როგორც სამხედრო მოსამსხურეებს, ტექნიკას ინტერესით  ეცნობიან, როგორც დიდები, ისე პატარები. იღებენ ამახსოვრო ფოტოებს.  12 საათისთვის აქ გურიის  გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და გარემოს დაცვის  და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მოვიდნენ. _მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. წელს წილად გვხვდა ბედნიერება ოზურგეთში ვუმასპინძლოთ გამოფენას. აქ ნახავთ კულინარიულ გამოფენას, ქართული ღვინის გმოფნა-გაყიდვას, გაეცნობით წარმატებულ ადაიანებს ,- თქვა მან. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მინისტრის მოადგილესთან ერთად, ტერიტორიული მტლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ზეიმი ამ წუტებშიც ... ...
  • ყაჩაღობა ოზურგეთში - უცნობმა პირებმა დისტრიბუციის მანქანა დააყაჩაღესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის და სოფელ ცხემლისხიდის საზღვარზე ყაჩაღობის ფაქტს ჰქონდა ადგილი. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დისტრიბუციის მანქანა უცნობმა პირებმა დააყაჩაღეს. ყაჩაღობის ფაქტი დღის საათებში მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, წაღებულია 20 000 ლარის  საქონელი. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით ორი მუხლით მიმდინარეობს: სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და  236-ე მუხლებით,  რაც გულისხმობს ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება. ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხადარის შედეგად დაშავებული ან რაიმე სახის დაზიანებებით არავინ არ ... ...
  • რატომ არ ჩატარდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც 26 მაისს ლანჩხუთის კულტურის სახლში უნდა გამართულიყო, გაუქმეულია _ ამის მიზეზი 23 მაისს, სოფელ სუფსაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რა დროსაც ოთხი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მათ შორის, ლანჩხუთის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრისა და სასწარაფო დახმარების ექიმი, არჩილ კვაჭაძე. როგორც ლანჩხუთის მერიაში გვითხრეს, 26 მაისს დაგეგმილი ყველა სხვა სახის ღონისძიება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით გაიმართება, გარდა კონცერტისა. „23 მაისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამიდან ამოღებულია და აღარ ჩატარდება  საზეიმო კონცერტი, რომელიც კულტურის სახლში იყო დაგეგმილი“, _ გვითხრა მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა ... ...

არქივი

ზაფრანი

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...