პატიმრების წამებაში ბრალდებულის მამის საქმეზე სასამართლო განხილვა დაიწყო


სამართალი

პატიმრების წამებაში ბრალდებულის მამის საქმეზე სასამართლო განხილვა დაიწყო

18 დეკ. 2012, 16:22:24

მოსარჩელეების ადვოკატი გოჩა ძიმისტარაშვილი: დღეს გაიმართა სასამართლო პროცესი, არის 9 მოსარჩელე, ესენი არიან ფიზიკური პირები. მათი მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ  ამ ადამიანებს, 2009 წლამდე ბაზრის ტერიტორიაზე, იჯარით ჰქონდათ აღებული მიწის  ნაკვეთი. მოპასუხეები არიან: გამგეობა, აგრარული ბაზრის დირექცია და ავთანდილ მკურნალიძე. ისინი ითხოვენ,  გაუქმდეს სასაყიდლიანი იჯარის ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ოზურგეთის აგრარულ ბაზარსა და ავთანდილ მკურნალიძის შორის, რაზეც თავის დროზე თანხმობა განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის უკანონოდ დადებული გარიგება და ვითხოვთ, ბათილად იქნეს ცნობილი ეს სასყიდლიანი ხელშეკრულება.

ბახვა მახარაძე, აგრარული ბაზრის ყოფილი დირექტორი: როცა ბაზარი დაიწვა, მოვიდა გამგეობიდან მიმართვა, წერილი, რომ  მიწა უნდა გაგვეცა იჯარით  ავთანდილ მკურნალიძეზე. გავაკეთეთ ისე, როგორც მოგვცეს მითითება. შემდეგ იქ  მკურნალიძემ ააგო შენობა. არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, რას გადაწყვეტს სასამართლო, გააუქმებს ხელშეკრულებას თუ ისევ დარჩება ძალაში.

ჯუმბერი მახარაძე, ავთანდილ მკურნალიძის ადვოკატი: კანონით გათვალისწინებული არავითარი ნორმა არ არსებობს, რომ სასამართლომ  დააკმაყოფილოს მოსარჩელეების სარჩელი.  არსებობს სასყიდლიანი ნაგებობის სპეციალური პარაგრაფი სამოქალაქო კოდექსში, რომლის შესაბამისადაც უნდა მოხდეს იჯარის გაუქმება, რასაც ესენი ითხოვენ.

_ ანუ მოსარჩელეების მოთხოვნა უკანონოა?

_დიახ, აბსოლუტურად უკანონოა და ამას დავადასტურებთ სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას.

მოსარჩელე ზურაბ  ფრანგიშვილი: 1997 წლიდან, სულ 11 ადამიანი ვმუშაობდით, ჩვენი ხარჯებით აგებულ შენობაში,  ბაზრის დაწვამდე. დაწვის შემდეგ, მივმართეთ დირექციას, მაგრამ არ მოგვცეს იმის უფლება, რომ გაგვეწმინდა ადგილი და ისევ შევსულიყავით.  გამგეობასაც მივმართეთ, რომ განხილულიყო ჩვენი საკითხი.  გვითხრეს, რომ  ერთ თვეში დალაგდება ყველაფერი და შემოგითვლით, როდის გააგრძელოთ დამწვარი შენობის აღდგენაო. გადის ერთი თვე და უცებ, ვიგებთ, რომ ეს ობიექტი მკურნალიძემ იყიდა.  ხელშეკრულება, რომელიც  იმ დროს გაგვაჩნდა, იყო მოქმედი, მაგრამ ასე უკანონოდ ჩამოგვართვეს და დავრჩით უადგილოდ. ვითხოვთ, დაგვიბრუნონ ჩვენი ნაკვეთი. მიგვაჩნია, რომ თუ სასამართლო ობიექტურად წარიმართება, დაგვიბრუნდება.

თეა ლომჯარია, გამგეობის იურისტი: სარჩელი არის დაუსაბუთებელი. მათი მოთხოვნა არ არის კანონთან შესაბამისობაში  მოყვანილი,  კონკრეტულად ვერ მიუთითებენ, კანონის  რომელი მუხლი დაირღვა. არ არის მითითებული და არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს.  რაც შეეხება იჯარით ხელშეკრულებას, რომელსაც ისინი ეყრდნობიან, ის არის ჩვეულებრივი შრომითი ხელშეკრულება, რადგან ეს ხალხი იყო დაქირავებული მუშები და ჩვეულებრივად იღებდნენ ხელფასს.

"გურია ნიუსმა" ამ კონკრეტული ფაქტების შესახებ, რამდენიმე წერილი გამოაქვეყნა, სადაც  აღნიშნულია თუ როგორ აშინებდა და აშანტაჟებდა მკურნალიძის მამა, ავთანდილ მკურნალიძე ბაზრის მოვაჭრეებს. როგორ გადასცა მას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიწის ის ნაკვეთი, რომელიც შპს "აგრარულ ბაზარსა" და მოქალაქეთა ჯგუფს შორის, ხელშეკრულებით, უკვე იყო გაფორმებული.

როგორც ადვოკატი გოჩა ძიმისტარაშვილი "გურია ნიუსთან" აცხადებს: „მთავარი არის ის, რომ იჯარა არ არის გაუქმებული, ისეა გადაცემული სასყიდლიანი ხელშეკრულებით ავთანდილ მკურნალიძეზე, რომელმაც ამ 178 კვადრატულ მეტრზე ააშენა უზარმაზარი შენობა და გაქირავებული აქვს მოვაჭრეებზე, ფლობს პატარა მაღაზიებს და ა.შ."

2000 წელს, ოზურგეთში შპს „ აგრარულ ბაზარსა" და მოქალაქეთა ჯგუფს შორის, გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება. მოქალაქეთა მხარეს წარმოადგენდნენ იაკობ და ავთანდილ ბურჭულაძეები, დავით ნაცვალაძე და კიდევ ცხრა კაცი. ხელშეკრულების თანახმად, მათ უფლება ჰქონდათ, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, შედგომოდნენ სამეწარმეო საქმიანობას. 2009 წლამდე ეს მოქალაქეები ამ ტერიტორიაზე ისედაც მუშაობდნენ, რის შესაბამისი დოკუმენტაციაც არსებობს. 2010 წლის აგვისტოში ბაზარში მომხდარი ხანძრის შედეგად, ბევრი და მათ შორის, ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები ძალიან დაზარალდნენ. მათ მიმართეს ოზურგეთის გამგეობას, რათა უფლება მიეღოთ, კვლავ აეშენებინათ სავაჭრო ჯიხური. თუმცა, ხელისუფლებამ, როგორც თვითონ მოვაჭრეები ამბობენ, კატეგორიული უარი უთხრა. ცოტა ხნის შემდეგ კი, ამ მოიჯარეებმა გაიგეს, რომ სადავო ფართობი, სასყიდლიანი იჯარით გადაეცა ვინმე ავთანდილ მკურნალიძეს. დაზარალებულებმა ვის აღარ მიმართეს, მაგრამ ყველგან უარი მიიღეს.

როგორც დაზარალებულები აცხადებენ, მათ მხოლოდ ახლა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, გაბედეს და სასამართლოს მიმართეს. ისინი ამბობენ, რომ აქამდე მათ აშინებდნენ, რადგან ავთანდილ მკურნალიძის შვილი, გაგა მკურნალიძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

ადვოკატი გოჩა ძიმისტარაშვილი: _ 2009 წლის აგვისტოს თვეში, ოზურგეთში დაიწვა აგრარული ბაზრის ტერიტორიზე შენობა, თუმცა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, დაუდგენელია. ხალხში არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის დაწვეს. ამის შემდეგ მეწარმეებმა მიმართეს აგრარული ბაზრის დირექციას, ასევე მუნიციპალიტეტის გამგეობას, ვინაიდან ეს ტერიტორია არის სახელმწიფო საკუთრება და გამგეობის გარეშე არანაირი მიწის გაცემა არ ხდება. ისინი ითხოვდნენ, მიეცათ ნებართვა, რომ ამ ტერიტორიაზე ისევ აეშენებინათ თავიანთი სახსრებით მაღაზია და ისევ გაეგრძელებინათ საქმიანობა. გადის რამდენიმე თვე და აღმოჩნდა, რომ ეს ტერიტორია, 178 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულებით გადაეცა ვინმე ავთანდილ მკურნალიძეს.

სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულება, 2010 წლის 26 აპრილს, აგრარულ ბაზარსა და ავთანდილ მკურნალიძეს შორის, გაფორმდა.

ამის შესახებ გაიგეს დაზარალებულმა მოქალაქეებმა და კვლავ მიმართეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას, აგრარულ ბაზარს. თუმცა, თანადგომის მაგიერ, ამ მოქალაქეებზე დაიწყო სერიოზული ზეწოლა.

_ იქნებ, გვითხრათ, რაში გამოიხატებოდა ზეწოლის ფაქტები?

_ იყო მუქარა, აშინებდნენ ავთანდილ მკურნალიძის შვილის _ გაგა მკურნალიძის სახელის ხსენებით, რომელიც მოგეხსენებათ, იმ დროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა და თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, თურმე ქვეყანას აზანზარებდა. როგორც მე ვიცი, ცალკე გამგეობა შეუშინებია იმ პიროვნებას და ცალკე _ აგრობაზრის დირექტორი, ასევე _ ის მოქალაქეებიც, რომლებიც დავობდნენ. ფაქტობრივად, ყველა გაჩუმდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ისიც განმიცხადა, რომ შვილი მყავდა პატიმარი, სხვა გზა არ მქონდა და გავჩუმდიო. ზოგს, პირიქით, დაწერის შეეშინდა. მოგეხსენებათ, როგორი პერიოდი იყო მაშინ. ეს იყო ორი წლის წინ, ახლა არც ერთი არ აპირებს, გაჩუმდეს. მოვამზადე სარჩელი ავთანდილ მკურნალიძის წინააღმდეგ. ამ ადამიანებს უნდა დაუბრუნდეთ ეს ტერიტორია კანონიერი გზით, რადგან იჯარით ფლობდნენ წლების მანძილზე, დასაკუთრებაზე არ არის საუბარი. მე მოვიძიე დოკუმენტები, სადაც ძალიან ბევრი სიყალბეა. წარმოიდგინეთ, იჯარის ხელშეკრულება გაუქმებულიც არ არის და ისეა გადაცემული სხვა პიროვნებაზე სასყიდლიანი იჯარით ქონება, რომელიც, ფაქტობრივად, არის საკუთრება. მას შეუძლია, გაასხვისოს, გაყიდოს ან მემკვიდრეობით გადასცეს.ვიდრე ეს მოხდება, არ მაქვს უფლება,მანამდე დავადანაშაულო პირი. თუმცა, არსებობს სერიოზული და საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ეს ყველაფერი მოხდა კანონის უხეში დარღვევით და ძალადობით. საუბარია არა ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ ძალადობაზე, რომელიც გახორციელდა იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც საქმიანობას ეწეოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. მკურნალიძემ დააშანტაჟა მაშინდელი გამგებელი. მაშინ ნებართვა გასცა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მამია ბარამიძემ, რადგან იყო წინასაარჩევნო პერიოდი და გამგებელი მექვაბიშვილი შვებულებაში იმყოფებოდა.

ნუგზარი ფრანგიშვილი: _ ჩვენ ავაშენეთ შენობა, ფაქტობრივად, ჩვენი სახსრებით. სულ ვიყავით 12 ადამიანი. ვის "ბეტონი" მოჰქონდა და ვის _ სილა. სამჯერ გაგვიფორმეს იჯარის ხელშეკრულებები, უწყისებიც გვაქვს. ბაზრის ადმინისტრაცია ხელფასსაც გვაძლევდა. მერე ხდებოდა ზეწოლა, დაგვიბარეს კიდეც და მოგვთხოვეს ტერიტორიის დათმობა. გვითხრეს, რომ ამაში თანხას გადაგვიხდიდნენ, რაზედაც ჩვენ უარი განვაცხადეთ. გადის თვეები და ბაზარიც დაიწვა. ამის შემდეგ, მივმართეთ გუბერნატორს. თათბირზე დაგვიბარეს რამდენიმე კაცი. გამგებელიც იყო, მექვაბიშვილი. გამოიტანეს ჩვენი საკითხი და გვითხრეს, თქვენს ტერიტორიაზე არ აშენდება არაფერი, მშენებლობა გაჩერებულიაო. გაგვაჩუმეს და თურმე, ამისთვის მზადდებოდა ყველაფერი. დაგვეწვა მაცივრები, ხორციც, იარაღები. გავწმინდეთ ტერიტორია. არავის არ უკითხავს ამბავი, არავის არავინ დაუკითხავს. ძალიან დიდი ზარალი ვნახეთ. გავიდა ხანი და ალბათ, იფიქრეს, ამათ მოულბათ გულიო და... მისცეს მკურნალიძეს. ასე მოგვისპეს არსებობის წყარო.

_ აქამდე რატომ არ თქვით არაფერი?

_ რა აზრი ჰქონდა? ვისთვის გვეთქვა? სასამართლო გაგვამართლებდა თუ ვინ? ყველაფერი მაგათი იყო, ძალაუფლება მაგათ ხელში იყო, დამიჭერდნენ და ამიტომ გავჩერდი. მარტო მე კი არა, ყველას დაჭერის ეშინოდა. ჩვენ ვიყავით მუშები, არ ღირდა მაგათთან ბრძოლა. ვუყურებდით, იმედი გვქონდა, შესაფერისი დრო დადგებოდა. ასეც მოხდა და ახლა მხოლოდ ერთი ადამიანის _ მკურნალიძის მიმართ კი არ უნდა მოხდეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, არამედ სხვებისაც მიმართაც _ ვინც უკანონობა ჩაიდინა და გასცა საბუთი.

სასამართლო პროცესი 27 დეკემბრისთვის გადაიდო, თუმცა მოსარჩელეები შეაფიქრიანა სასამართლო პროცესმა.

_რა ვიცით, სასამართლო ისე მიდის და საქმეს ისეთი პირი უჩანს, მგონი,  კვლავ მკურნალიძე გაამართლონ“, _ თქვა რამდენიმე მოსარჩელემ "გურია ნიუსთან" საუბარში.




 ახალი ამბები
  • ახმეტაში 22 წლის კაცმა სიცოცლხე თვითმკვლელობით დაასრულაახმეტაში,სოფელ მატანში 22 წლის კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სუიციდის ფაქტი "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა, დავით მამუკელაშვილმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით,მამაკაცი გარდაცვლილი დღეს დილით,საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა ნახეს. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით ... ...
  • სპეცოპერაცია კასპში- ყოფილმა პოლიციელმა მძევლები აიყვანაშინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით 1 პირი - 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა. ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა. თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება, პოლიციამ მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრა ტერიტორია და დაიწყო სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები. ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბორცვაძე ჩავიდა, რომელიც საპოლიციო ღონისძიებებს პირადად ხელმძღვანელობდა. სამართალდამცველების მხრიდან გ.მ.-სთან რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების უვნებლად გათავისუფლდნენ, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შემდეგ პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "ი" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. დაკავებული პოლიციის ყოფილი თანამშრომელია როგორც ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: “პოლიციაში მუშაობდა და სამართდალდამცველთა რიგებიდან 2018 წელს წავიდა“. ბორცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ დაკავებულმა ცოტა ხნის წინ პოლიციას მიმართა და განუცხადა, რომ ემუქრებოდნენ. თუმცა, ხორციელდებოდა თუ არა მასზე მუქარა, გამოძიების ... ...
  • „ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება"- კობახიძემინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით ბიძინა ივანიშვილის მიმართ. მან 2012 წელს დაამარცხა სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი და საფუძველი ჩაუყარა ახალ დემოკრატიულ წესრიგს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას თავისუფლება, მშვიდობა და უსაფრთხოება მოუტანა, - ასე დაიწყო ირაკლი კობახიძემ საკუთარი სიტყვა პარტიის ყრილობაზე. „დღემდე, ის იყო თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი გუნდისთვის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა, რა თქმა უნდა, სერიოზულ გამოწვევას ნიშნავს. ამ გამოწვევაზე პასუხი უნდა იყოს გუნდის სიმტკიცე, ერთიანობა, კიდევ უფრო მეტი შემართება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. ასევე, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა, მადლობა გადავუხადო 2014 წლიდან, პირადად ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობას ვუხდი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს, პარტიის თავმჯდომარეს წარდგენისთვის, განსაკუთრებული მადლობა პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური გუნდის თითოეულ წევრს.  „ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება, პირველი ეს არის ერთიანი საქართველო, ფიზიკურად და სულიერად, ფიზიკურად ერთიანი საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით, სულიერად ერთიანი საქართველო, სადაც ადამიანებს არ აქვთ სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული. ჩვენ ვართ გაერთიანებული „ქართული ოცნების“ გარშემო. „ქართული ოცნება“ 3 მთავარ რამეში გამოიხატება, პირველი ეს არის ერთიანი საქართველო, ფიზიკურად და სულიერად, ფიზიკურად ერთიანი საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით, სულიერად ერთიანი საქართველო, სადაც ადამიანებს არ აქვთ სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული. ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველო კეთილდღეობის ევროპული დონით, ძლიერი ქალაქებითა და სოფლებით, ძლიერი და წელში გამართული ოჯახებით, საქართველო, სადაც ერთი ადამიანიც აღარ ცხოვრობს სიღარიბეში, ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველო, რომელიც არის მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების თანამეგობრობის, ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი. სწორედ ამ ოცნებით გაერთიანდა ქართული საზოგადოება 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილისა და ჩვენი პარტიის გარშემო, სწორედ ამ ოცნებამ, ღირებულებებმა და შემართებამ მისცა ჩვენს ხალხსა და პარტიას შესაძლებლობა, რომ საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიული გარდატეხისთვის, რამაც შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად“, - განაცხადა ... ...
  • "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდაპარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობამ, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩია ყრილობამ კობახიძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი  ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს დატოვა და პოლიტიკიდან ... ...
  • "ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა აირჩია პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა აირჩია.  პარტიის გენერალური მდივანი კვლავ კახა კალაძე იქნება, პარტიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას კი ვასილ მაღლაფერიძე დაიკავებს. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა ასეთია: კახა კალაძე ვასილ მაღლაფერიძე გიორგი გახარია არჩილ თალაკვაძე მაია ცქიტიშვილი გიორგი ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილი თეა წულუკიანი მამუკა მდინარაძე კახაბერ კუჭავა ვახტანგ გომელაური ეკატერინე ტიკარაძე ივანე მაჭავარიანი მაკა ბოჭორიშვილი შალვა პაპუაშვილი მარიამ ქვრივიშვილი ნიკოლოზ სამხარაძე სოზარ სუბარი დიმიტრი სამხარაძე თორნიკე რიჟვაძე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....