უგულავას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გადარიცხული მილიონების ხარჯვის გასაჯაროებას სთხოვენ

სამართალი

უგულავას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გადარიცხული მილიონების ხარჯვის გასაჯაროებას სთხოვენ

27 დეკ. 2012, 15:53:10
და ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი გახადოს მის დაქვემდებარებაში მყოფი ფონდების მიერ, წლების განმავლობაში, თბილისის მერიაში წარდგენილი ანგარიშები. 2008-2012 წლებში პრეზიდენტის სარეზერვო და საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდებიდან თბილისის მერიას 130 მილიონ ლარამდე გადაერიცხა. პრეზიდენტის გასაიდუმლოებული განკარგულებების მოსაპოვებლად, ორგანიზაციამ არაერთი სასამართლო პროცესი წააგო.

”პრეზიდენტის განკარგულებების მოპოვებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეიქმნა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამუდმებით აღნიშნავდა, რომ განკარგულებები, რომლითაც 40 მილიონი გადაირიცხა პრეზიდენტის ფონდიდან, წარმოადგენდა საიდუმლო ინფორმაციას, თუმცა სასამართლო პროცესზე მას არ დაუდასტურებია რა ტიპის საიდუმლო იყო ან ვის მიერ გასაიდუმლოვდა. აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია, რომელიც ახლახან მოვიპოვეთ ფინანსთა სამინისტროს საშუალებით, შეუძლებელია ყოფილიყო საიდუმლო, უბრალოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არ ისურვა ამ ინფორმაციის გამჟღავნება", _ ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი სულხან ცაბაძე.

საია-მ მოიპოვა საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის განკარგულებების ის ნაწილი, რომელიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საიდუმლოს წარმოადგენდა, თუმცა არც საია-სთვის და არც სასამართლოსთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ წარმოუდგენია განკარგულებების საიდუმლოდ მიჩნევის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტაცია. სამართლებრივი აქტების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ უშუალოდ ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდსა და თბილისის განვითარების ფონდს 2008-2012 წლებში, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ორი ფონდიდან, ჯამში, სულ 129,980,893 ლარი გადაერიცხათ. საიდანაც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 47,102,000 ლარის უშუალო ადრესატი ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი იყო. ხოლო საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე, გაცილებით მეტი - 82,878,893 ლარი თბილისის განვითარების ფონდს გადაერიცხა (მათ შორის, მარტო ერთი განკარგულებით - 70 მილიონი ლარი). თბილისის განვითარების ფონდმა თანხები საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან მიიღო.

გარდა თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებულ ფონდებში გადარიცხული თანხებისა, თბილისის ისტორიული ნაწილების რეაბილიტაციის მიზნით თანხები გადაერიცხა ასევე ქ. თბილისის მერიასაც. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თბილისის მერიამ მარტო 2010 წელს 6,000,000 ლარი მიიღო. ხოლო იმავე თბილისის მერიას, თბილისში რიყის ტერიტორიის სამუშაოების დაფინანსების მიზნით, საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს მთავრობამ 14,700,000 ლარი გადაურიცხა.

საია-ს საყურადღებოდ მიაჩნია ისე გარემოებები, რომ მიუხედავად სახელმწიფო ბიუჯეტებით გათვალისწინებული სახსრებიდან ფონდებში გადარიცხული მასშტაბური მოცულობის თანხებისა:

თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ფონდების მხრიდან არ ხდებოდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის გამოყენება, რაც ხელს უწყობდა აღნიშნული თანხების გაუმჭვირვალედ ხარჯვას;

თანხების სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის გვერდის ავლით ხარჯვა კიდევ უფრო ზრდიდა აღნიშნული თანხების ხარჯვის დროს შესაძლო კორუფციული სქემების გამოყენების ალბათობას;

საზოგადოებისათვის დღემდე არ არის ცნობილი, თუ როგორ და რა ფორმით ხდებოდა თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ფონდების მხრიდან გახორციელებული სამუშაოების შესრულების მიზნით შესაბამისი კომპანიების შერჩევა;

ამასთან, თბილისის მერიას დღემდე არ გაუსაჯაროებია ფონდების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურად თბილისის მერიაში წარდგენილი ანგარიშები, რაც კიდევ უფრო ზრდის საბიუჯეტო სახსრებიდან მიღებული თანხების კანონის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევით ხარჯვის შესაძლებლობას.




 ახალი ამბები
  • ნასაკირალის საჯაროს სკოლის ყოფილმა დირექტორმა სასამართლო პროცესი მოიგო4 წლის და  რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დასრულდა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის, სპარტაკ გოგიტიძის სასამართლო პროცესი. სპარტაკ გოგიტიძის ადვოკატის, ემზარ ურუშაძის თქმით, ქუთაისის სააპელიცაო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა და ის აღდგენილია სკოლის დირექტორად.  „თითქმის ხუთი წელი გავიდა, რაც უსამართლოდ იქნა განთავისუფლებული სპარტაკ გოგიტიძე სკოლიდან და ახლა დადგა დრო, რომ ის დაუბრუნდეს დირექტორად სკოლას. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ეს ხუთი წელი იყო ძალიან რთული, რადგან ამ ხნის განმავლობაში ბევრს ქონდა კითხვის ნიშნები მის გათავისუფლებაზე. რაც მთავარია, სპარტაკის ამბავი უკვე დასრულებულია და ახლა ველოდებით სრულად მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, -  გვითხრა ემზარ ურუშაძემ. განათლების  სამინისტრო  სპარტაკ გოგიტიძეს საბუთების გაყალბებას ედავებოდა და აქედან გამომდინარე, ის თანამდებობიდან განათლების და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გაათავისუფლა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი გოგიტიძის გათავისუფლებას წინ უძღოდა შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოხდა მისი გათავისუფლება. ემზარ ურუშაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ამ დასკვნაში არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც სპარტაკ გოგიტიძეს არ ეხება. სპარტაკ გოგიტიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ბრძოლას სამართლიანობისთვის ყოველთვის აქვს აზრი. “ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან არაფერი უკანონო და უსამართლო არ გამიკეთებია. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი მედგა გვერდში და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - გვითხრა სპარტაკ გოგიტიძემ. “გურია ნიუსი“ განათლების სამინისტროს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაწერისთანავე შემოგთავაზებთ. ამავე თემაზე: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს ოზურგეთის სასამართლოში სკოლის ყოფილი დირექტორის პროცესი იწყება ... ...
  • კუს ტბის საბაგირომ მუშაობა განაახლა- რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმაკუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა. პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი. შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც, საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ ... ...
  • ძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველისგან გადაარჩინაძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველის თავდასხმისგან გადაარჩინა. შემთხვევა თბილისში, ტაბახმელაში გუშინ მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, ვახტანგ ლომჯარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა: “დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე. წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის ,,რაღაცას" ეს ,,რაღაცა" კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში. მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემარკივრობდა. და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრიბ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში ბავშვი, რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო. სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს“,_ წერს ... ...
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიბარეს. საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გვარამია 17 საათზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ მივა. ადვოკატი განმარტავს, რომ გვარამია მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დათანხმდეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. წყარო: რადიო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...