სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს თანხის მითვისებასა და მძღოლის დაჭრაში ადანაშაულებენ

სამართალი

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს თანხის მითვისებასა და მძღოლის დაჭრაში ადანაშაულებენ

2013 იან 11 14:34:44

"თენგიზ გუნავა მუშობდა შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსად,  გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას.  2012 წლის 31 მარტს, ზუგდიდში რკინიგზის სადგურზე საკუთარ მძღოლს  შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც  სამსახურებრივ-საშტატო იარაღი ამოიღო, სიტუაციის დაძაბვის გამო მასთნ მყოფი სვანეთის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი ბაკურ გულუა შეეცადა თ. გუნავასთვის წაერთმია იარაღი და თან კ.იზორიას დაუძახა  ადგილი დაეტოვებინა. ამ დროს, თ. გუნავამ  გაისროლა და ბაკურ გულუა დაიჭრა მარცხენა ფეხის არეში. ხოლო შემთხვევის ადგილიდან საკმაოდ დაშორებულ  კახაბერ იზორიას დამიზნებითი ესროლა და მას მარჯვენა ფეხის არეში მიაყენა ცეცხლნასროლი დაზიანება. კ. იზორიამ მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

აღნიშნული ქმედებით თენგიზ გუნავამ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 120-ე მუხლით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობისას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გზით თ. გუნავამ გადაწყვიტა შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიეღო ავტომობილის საწვავის ტალონები  და აღნიშნული გზით დიდი ოდენობით საწვავი მიეთვისებინა.  მან 2012 წლის 11 აგვისტოს, მის დაქვემდებარებაში მყოფ, საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსს ზაზა ჩოხელს დაავალა საქართველოს შს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის  დეპარტამენტიდან მიეღო 3000 ლიტრი ბენზინი "პრემიუმი"-ს საწვავის ტალონები და გადაეცა მისთვის. ზ.ჩოხელმა იმავე დღესვე გასავლის ზედდებულით მიიღო 3000 ლიტრი ბენზინი "პრემიუმი"- ს საწვავის ტალონები, საერთო ღირებულებით 6750 ლარი და გადასცა თ.გუნავას. გუნავამ მიიღო რა მითითებული 6750 ლარად ღირებული ბენზინის ტალონები, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ გამოიყენა სამსახურეობრივი დანიშულებისამებრ,  არ გასცა  დადგენილი წესით  - ჩამოწერა და დიდი  ოდენობის საწვავი  მიითვისა, რითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

აღნიშნული ქმედებით თენგიზ გუნავამ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და „დ" ქვეპუნქტებით.

მანვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობის პერიოდში, კვლავ გადაწყვიტა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გზით,  შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიეღო დიდი ოდენობით ფულადი თანხა  და მიეთვისებია.

2012 წლის აგვისტოში მან საქართველოს შს მინისტრის მოადგილეს, ნიკოლოზ ძიმცეიშვილს მოსთხოვა მასზე გაეცათ დიდი ოდენობით - 49 500 ლარი. ხსენებული ოდენობის თანხის თ. გუნავაზე გაცემა ნ. ძიმცეიშვილმა დაავალა საქართველოს შს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის  დეპარტამენტის დირექტორს მიხეილ ამირანაშვილს. თ. გუნავამ აგვისტოს შუა რიცხვებში ფულის აღება და მისთვის  გადაცემა დაავალა  მის ხელქვეითს, საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსს ზაზა ჩოხელს. ამ უკანასკნელმა შს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან, მიიღო  რა  49 500 ლარი, მაშინვე სრულად გადასცა თ. გუნავას. აღნიშნული თანხის მოთხოვნა თ. გუნავამ ოფიციალურად გააფორმა მოგვიანებით, რისთვისაც 2012 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს შს მინისტრის მოადგილის, ნ. ძიმცეიშვილის სახელზე შეადგინა პატაკი ფარული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებიდან 49 500 ლარის გამოყოფაზე. აღნიშნული თანხის მიღება თ.გუნავას მიერ დადასტურებული იქნა 2012 წლის 01 სექტემბრის სალაროს გასავლის ორდერით. მითითებული თანხა თ.გუნავას მიერ გამოყენებული არ ყოფილა სამსახურეობრივი საჭიროებისათვის, მან გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და მის მართზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული ზემოთ აღნიშნული დიდი ოდენობის თანხა - 49 500 ლარი  მიითვისა, რითაც სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი მითითებული 49 500 ლარის თანხის სახით.

აღნიშნული ქმედებით თ. გუნავამ  ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს   სსკ 333 -ე მუხლის პირველი ნაწილით და 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" და „დ" პუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ" ქ/პუნქტით" _ ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...
  • შტორმი ზღვაზე _ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზღვაზე დამსვენებლებს აფრთხილებსშავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიის და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ზღვაზე გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე, არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს, მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში. „მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები“, - აცხადებენ ... ...
  • პრემიერმა ბახმაროში წასვლა გააუქმა _ ვინ ჩაანაცვლებს ბახტაძესპრემიერი მამუკა ბახტაძე, დღეს ბახმაროში ტრადიციულ დოღს არ დაესწრება. პრემიერის დაგეგმილი სტუმრობა ბახმაროში გუშინ საღამოს გაუქმდა, რისი მიზეზიც უცნობია. არაოფიციალური ინფორმაციით ბახმაროში პრემიერის ჩასვლის გაუქმება მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც მამუკა ბახტაძე პოსტს ტოვებს და მისი შემცვლელად ბიძინა ივანიშვილი ორ კანდიდატს შს მინისტრს გიორგი გახარიას და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილის კანდიდატურებს განიხილავს. იმ შემთხვევში თუ პრემიერის სავარძელში ვიცე-პრემიერი გახარია გადაინაცვლებს მისი პოსტი, შესაძლოა ალეკო ტაბატაძემ ან ირაკლი ღირბაშვილმა დაიკავოს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დღეს პრემიერი არც ფერიცვალების სადღესასწაულო წირვას არ ესწრება, რომლესაც მისი უწმინდესობა ილია მეორე აღავლენს. წყარო: ... ...
  • გედევან ფოფხაძემ პარტია დატოვა _ დაპირისპირება ბესელიას გუნდშიგავრცელებული ინფორმაციით, გედევან ფოფხაძემ ეკა ბესელიას პარტია “სამართლიანობისთვის” დატოვა. თუმცა, ინფორმაციას თავად ეკა ბესელია ამ ეტაპზე არ ადასტურებს. გუნდში შესაძლო დაპირისპირებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვა კი ბესელიამ უპასუხოდ დატოვა. შეგახსენებთ, რომ პარტია “სამართლიანობისთვის” ყრილობა 20 ივნისს გაიმართა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ - ეკა ბესელია, გენერალური მდივნად – გედევან ფოფხაძე, ხოლო პოლიტიკურ მდივნად ზვიად კვაჭანტირაძე ... ...
  • ბახმარო თანამედროვე მუსიკალურო ფესტივალის სამზადისში _ ის, რაც არ უნდა გამოტოვოთSunset Fest Bakhmaro 2019-ის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. უკვე მოწყობილია კარვების ქალაქი, მოსასვენებელი კუთხეები, კაფე-ბარები. ამ წუთებში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე საკონცერტო სცენის აწყობა მიმდინარეობს. ბახმაროში, ხვალ, 19 აგვისტოს ბევრი სიურპრიზი და დიდი მხიარულება გელით. ტრადიციული დოღის დასრულების შემდეგ, 17 საათზე, მზის ჩასავალი გორის მიმდებარედ (ასასვლელი ვერტოდრომიდან) თანამედროვე მუსიკის ფესტივალი გელოდებათ არაჩვეულებრივი შემსრულებლებით _ Bedford Falls, LOUD speakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Lua და Kraumur თქვენს შესანიშნავ განწყობაზე დილამდე იზრუნებენ. შეაგროვე მთელი წლის სამყოფი ენერგია და მოგონებები. სუფთა ჰაერი, ნისლი, წიწვოვანი ტყე, კოცონები, ვარსკვლავებიანი ცა, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა, ზაფხულის მზესთან დამშვიდობება _ ეწვიეთ 19 აგვისტოს ბახმაროს! არ გამოტოვოთ დიდი მხიარულება. ფესტივალი „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება და მისი თანადამფინანსებელია საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო. გენერალური სპონსორია „წყალი მარგებელი“. სპონსორები და მხარდამჭერები არიან: „ზედაზენი“; “New Road”; „ორბი ჯგუფი“; „ვასაძის პური“; „სანდომი“; „თქვენი მარკეტი“ ასკანგელი“, ‘გზამშენი 18“, „ლიდერფუდი“, „ბითი ჩერითი ჯგუფი“, „ბახმარო ჰოტელი“; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია; „ენერგო პრო ჯორჯია“; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ფესტივალის მედია პარტნიორი და საინფორმაციო მხარდამჭერია ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...