ირაკლი ღარიბაშვილი: "კუდი" და "სოდი," სამწუხაროდ, პოლიტიკური რეპრესიის მანქანად გადაიქცა"

სამართალი

ირაკლი ღარიბაშვილი: "კუდი" და "სოდი," სამწუხაროდ, პოლიტიკური რეპრესიის მანქანად გადაიქცა"

2013 იან 13 00:11:30
"დანიშვნის დღიდან  სისტემის დეპოლიტიზაციაზე ვსაუბრობდი, რაც გულისმოხბს იმას, რომ ძალოვანი სტრუქტურების ნაცვლად შეიქმნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სამართალდამცავი სტრუქტურები. შსს ჩამოყალიბდება საზოგადოებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციად, რომლის მიზანი მოქალაქის უფლებების დაცვა იქნება.

ორი სიტყვით შევეხებით სამინისტროს რესტრუქტურიზაციას. გავაუქმეთ ცნობილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი ე.წ. "კუდი" და "სოდი", რომელიც  ბოლო წლების განმავლობაში, სამწუხაროდ პოლიტიკური რეპრესიის მანქანად  გადაიქცა. მათი ძირითადი ფუნქცია და მოვალეობა იყო საკუთარი მოქალაქეების დევნა, ტერორი, დაშინება და ა.შ. "კუდის" ბაზაზე შევქმენით ანტიკორუფციული სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო. უფრო თანამედროვე, დასავლური ტიპის სააგენტოები, რითაც საბოლოოდ გაიმიჯნა აქამდე პოლიციისა და უსაფრთხოების აღრეული ფუნქციები.

ანტიკორუფციული სააგენტო განახორციელებს სამოხელეო კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო უზრუნველყოფს ქვეყნის საფრთხეების პროგნოზირებას და სახელმწიფოს წინააღმდეგ  მიმართული დანაშაულის აღმოფხვრას. ძალიან ვამაყობთ კიდევ ერთი ქმნილებით, როგორიც არის რეფორმების და განვითარების საგენტო, რომელიც უშუალოდ შეიქმნა და მუშაობდა ამ დოკუმენტზე. ჩვენი ინსტრუქციების თანახმად, შსს სისტემაში პოლიტიკის დაგეგმვის პროცესების ინსტიტუციონალიზაციის რეფორმების განხორციელების და მათზე მონიტორინგის კოორდინაციის მიზნით, შეიქმნა ხსენებული რეფორმების და განვითარების სააგენტო.

ჩვენი მიზანია საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის ჩამოყალიბება. სიმშვიდის, წესრიგის და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, პოლიცია თავის საქმიანობას საზოგადებასთან პარტნიორობის გზით განახორციელებს."- აღნიშნა სტუდენტებთან შეხვედრის დროს ღარიბაშვილმა.




 ახალი ამბები
  • ქუთაისის ბაზრობა იწვის_ ადგილზე რვა სახანძრო მუშაობსამ წუთებში ხანძარია ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,  ცეცხლი შენობის მეორე სართულს უკიდია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე რვა სახანძრო მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ოდენობის  ზარალი მიადგათ ... ...
  • მესტიაში ახალგზარდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყომესტიაში ახალგზარდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, ამის შესახებ "გურია ნიუსს"უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. შეგახსენებთ, ინციდენტი სოფელ ჭუბერში რამდენიმე საათის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ... ...
  • მესტიაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესმესტიაში მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თანასოფლელმა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსიტალშია გადაყვანილი. როგორც "გურია ნიუსს" კლინიკაში უთხრეს, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. "პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალგზარდა მამაკაცს აქვს პატარა ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში". "გურია ნიუსი" შსს დაუკავშირდა. უწყება მომხდარის დეტალებს ამ წუთებში ... ...
  • „კივიან და წივიან სავარაუდო საფრთხეებზე“_ აჭარის ტელევიზიის დირექტორი თანამშრომლებზეაჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, თანამშრომლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ მაუწყებელი სარედაქციო დამოუკიდებლობას კარგავს, „რუსთავი 2“-თან განაცხადა, რომ ისინი „კივიან და წივიან სავარაუდო საფრთხეებზე“. "ისინი ყოველთვის სავარაუდო საფრთხეებზე კივიან და წივიან... ორგანიზაცია უნდა მუშაობდეს გამართულად. არავის პიროვნული ინტერესი ჩემი არავის მიმართ არ არის. ყველა ადამიანი გადანაწილდება თანამდებობზე, ისე როგორც საჭიროა. საერთოდ, მე მოადგილეებთან დაკავშირებით მაქვს ჩემი პოზიცია. ისინი იმეორებენ გარკვეულ ფუნქციას და არ არის გამეორება საჭირო,“ - განაცხადა გიორგი ... ...
  • "შეინანოს, როგორც უძღებმა შვილმა"_ ახალი დაპირისპირება ეკლესიაში„კარგი იქნება, თუ პატრიარქი შეინანებს როგორც უძღები შვილი, რომ ის სოდომური ცოდვით მართავს საქართველოს ეკლესიას და მართავს უკანონოდ. კანონზე მაღლა უყენია თავისი თავი. ბევრი კანონი დაურღვევია, რაც პატრიარქმა უნდა შეინანოს, როგორც უძღებმა შვილმა, ღვთის და ერის წინაშე. ეს იქნება ჩემი რჩევა“,_ განაცხადა  მეუფე პეტრე ცაავამ „მთავარ არხთან“ საუბრისას. ამ განცხადებით მეუფე პეტრე მეუფე გრიგოლის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მოუწოდა მეუფე პეტრეს მივიდეს პატრიარქთან და პატიება ითხოვოს. „როგორც პატრიარქი დასვამს შეკითხვას, ისე უნდა ვიმოქმედოთ. დღეს არის უძღები შვილის დღე, მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან და პატრიარქი დაუბრუნებს ხარისხს და დაბრუნდეს აქ. მე ვარ მომხრე, წავიდე წალკაში“,_ განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან ჭყონდიდის მიტროპოლიტმა,  მეუფე გრიგოლ კაციამ. თეოლოგების შეფასებით,  მეუფე პეტრე მივიდეს და პატიება ითხოვოს უცნაურია. როგორც თეოლოგები „მთავარ არხთან“ საუბრისას ამბობენ, საპატრიარქო დაემსგავსა ორგანოს, რომელიც ყოველთვის  რაღაცას ითხოვს, მაგრამ არაფერს გასცემს. თავად უშვებს უხეშ შეცდომებს და სხვებისგან ითხოვს პატიებას. შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე, რის შემდეგაც მეუფე პეტრეს მღვდელმთავრის სტატუსი ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...