სერგო თეთრაძე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, ჯგუფური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა

სამართალი

სერგო თეთრაძე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, ჯგუფური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა

2013 იან 16 03:03:23

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება  ბრალდებულ სერგო ალექსანდრეს ძე თეთრაძის გარდაცვალების,  თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების და მათი მხრიდან სხვადასხვა სახის ძალადობების განხორციელების ფაქტზე.

პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე 2011 წლის 18 სექტემბერს  პასუხისგებაში მიეცა სამ სხვა პირთან: დ.ლსთან, გ. გსთან და ს.ჩსთან ერთად ჯაშუშობის ბრალდებით. (აღნიშნულ საქმეში ბრალდებული ყველა პირი პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით ცნობილია პოლიტპატიმრად და შესაბამისად 2012 წლის 12 იანვრის "ამნისტიის აქტის" საფუძველზე გათავისუფლებულია სასჯელისაგან).

ჯაშუშობაში ბრალდებული სერგო თეთრაძეს  შეეფარდა  პატიმრობა, რის საფუძველზე მოათავსეს  სასჯელაღსრულების  მე-8 დაწესებულებაში, სადაც გარდაიცვალა მოთავსებიდან მე-4 დღეს. სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე 2011 წლის სექტემბერში ფორმალურად დაიწყო გამოძიება, რომელიც შეწყდა 2011 წლის 31 დეკემბერს მის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით დანაშაულის არ არსებობის გამო.

შეწყვეტილ საქმეზე ვითომდა ჩატარებული გამოძიებით, 23 სექტემბერს, დაახლოებით 22 საათზე, საკანში მარტოდ მყოფმა ბრალდებულმა  თეთრაძემ თავი  შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც ადმინისტრაციის თანამშრომლებმა  გამოიძახეს ექიმი, რომლის საკანში მისვლის დროისათვის თეთრაძე უკვე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.  იგი გადაიყვანეს  სჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-18 დაწესებულებაში, თუმცა მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, თეთრაძე მიყვანიდან უმოკლეს დროში გონმოუსვლელად გარდაიცვალა.

საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გამოძიებას დადგენილი ჰქონდა, რომ  დაზიანებები,  რომლებიც  თეთრაძეს აღენიშნებოდა  მიიღო დაკავებამდე, ანუ 2011 წლის 17 სექტემბრამდე გაურკვეველ ვითარებაში.

2012 წლის 14 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გააუქმა  ს. თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შეწყვეტის დადგენილება და მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ  განახლდა  გამოძიება.

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით  დადგენილია, რომ პატიმრობაში ყოფნის 4 დღის განმავლობაში სამხედრო პოლიციისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვადასხვა თანამდებობის პირებისა და მოხელეების, ასევე მათი დავალებით სხვა პატიმრების  მონაწილეობით   სერგო თეთრაძე აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით  არაერთხელ   ცემეს სასტიკად, აწამეს, შეულახეს ღირსება რის შედეგადაც სერგო თეთრაძე ძალადობის განხორციელების პროცესში გარდაიცვალა გულსისხლძარღვთა მწვავე უკამრისობით.

გამოძიებით დადგენილია, პატიმრობის შეფარდებიდან მე-2 დღეს ბრალდებული-პატიმარი სერგო თეთრაძე, მე-8 დაწესებულების  ტერიტორიიდან უკანონოდ  გაიყვანეს ამავე დაწესებულების დირექტორის ალ. მუხაძის (ქილერა) მანქანით და მიიყვანეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში.

მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ პატიმარი   თეთრაძე დაახლოებით 4-5 საათის შემდეგ, იმავე მანქანით, იმავე პირებმა დააბრუნეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. თეთრაძეს აშკარად ეტყობოდა ძალადობის, ძლიერი ფიზიკური ზემოქმედების კვალი, რის გამოც უჭირდა სიარული.

გამოძიების მიერ დადგენილია რომ 2011 წლის 19-23 სექტემბრის შუალედში სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში  არაერთხელ სცემეს, აწამეს და შეულახეს ღირსება. ანალოგიური მოპყრობის მსხვერპლი იყო ამავე ჯაშუშობის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემული მე-2 პირი გ. გ, რომელმაც ასევე არ აღიარა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება და რომელიც  უკვე აღაიარებულია პოლიტპატიმრად.

გამოძიების მიერ დადგენილია, რომ გ. გ.  სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ასევე  სასტიკად სცემეს და აწამეს საქართველოს შაიარღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მეგის ქარდავამ და სამხედრო პოლიციის სხვა თანამშრომლებმა. მას კისერზე შეაბეს იარაღის დასამაგრებელი ტყავის თასმა, იძულებით დააჩოქეს და ასეთ მდგომარეობაში აიძულებდნენ ევლო ხელებზე დაყრდნობით დაბმულ მდგომარეობაში, როგორც ოთახში, ასევე დეპარტამენტის დერეფანში.

გამოძიების მიერ ასევე დადგენილია, რომ მეგის ქარდავამ 2011 წლის 16 ივნისს ღამის საათებში თავდაცვის სამინისტროს მოქმედი სამხედრო ოფიცერი, შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების შტაბის დაზვერვის სამმართველოს ოფიცერი, ვიცე-პოლკოვნიკი დ. ლ.  მოაყვანინა ერთ-ერთ სამხედრო მოხელეს სამხედრო პოლიციის შენობაში სადაც ალ. მუხაძესთან, მეტსახელად „ქილერა"-სთან და ამავე დეპარტამენტის სხვა ოპერატიულ თანამშრომლებთან ერთად  4-5 საათის განმავლობაში  საშინლად სცემა და აწამა. აღნიშნულ ძალადობებში ასევე აქტიურად მონაწილეობდა მაშინდელი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩანა ახალაია. ამგვარი მოპყრობისა და სქესობრივი ძალადობის განხორციელების მუქარით მათ მიიღეს დ. ლ-ს  ე.წ. აღიარებითი ჩვენება, თითქოსდა ის ჯაშუშობდა რუსეთის სასარგებლოდ, ვინაიდან ვერ ეგუებოდა საბჭოთა კავშირის დაშლას და სურდა მისი აღდგენა. დ. ლ-ს ამგვარი ჩვენების საფუძველზე ს. თეთრაძე. გ. გ.  და ს. ჩ. მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ჯაშუშობის ბრალდებით. გადატანილი ცემა-წამების, ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვის შედეგად დ. ლ.  მძიმედ დაავადდა.

გამოძიების მიერ დადგენილია მე-8 დაწესებულებაში სერგო თეთრაძის  ცემა-წამების, ძალადობის უშუალო აღმსრულებლები. მათ შორის სხვა დანაშაულებებისთვის მრავალჯერ ნასამართლვი მსჯავრდებული პატიმრები, რომლებსაც სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია როგორც წესი ხშირად იყენებდა  სხვა პატიმართა მიმართ ძალადობის განხორციელების მიზნით.  ამ პირებმა აღიარეს ს. თეთრაძის მიმართ ჩადენილი წამებისა და ძალადობის გარემოებები და აღნიშნეს, რომ ს. თეთრაძის ე.წ. „დამუშავება" მათ დაავალა ვიქტორ ყაჭეიშვილმა (მე-8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი)  და ოლეგ ფაცაციამ (ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი), რათა  მიეღოთ სერგო თეთრაძის აღიარება. ისინი სცემდნენ და აწამებდნენ მას გარკვეული დროის განმავლობაში, შემდეგ  განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად  იძალადეს მასზე, რის შემდეგაც პატიმარმა დაკარგა გონება  და დაახლოებით ნახევარ საათში გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.

აღნიშნულ საქმეზე დაიკითხა მრავალი მოწმე, მათ შორის ისინიც, ვინც უშუალოდ იძიებდნენ როგორც თეთრაძის გარდაცვალების საქმეს, ასევე ე.წ. ჯაშუშობის საქმეს დ. ლ-ს, გ. გ-ს, ს. ჩ.ს-ს და სერგო თეთრაძის მიმართ.  მათი დაკითხვებით ირკვევა, რომ სამხედრო პოლიციის სხვადასხვა თანამშრომლების მხრიდან  ადგილი ჰქონდა მტკიცებულებათა უხეშ ფალსიფიკაციას, დაკავების ოქმების  გაყალბებას და სერგო თეთრაძისა და სხვა მასთან ერთად დაკავებული პირების მიმართ ფიზიკურ ძალადობას, ცემას და სხვა სასტიკ მოპყრობას.

დადგინდა აგრეთვე, რომ მე-8 დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის დაფარვას და კვალის განადგურებას. მათ ამ დაწესებულებაში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით მიცემული აქვთ ცრუ ჩვენებები.

ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის 2013 წლის 14 იანვარს  საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს და შემდგომში ამ დეპარტამენტის უფროსს მეგის ქარდავას, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს ოლეგ ფაცაციას, ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსს _ ვიქტორ ყაჭეიშვილს, წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით. კერძოდ, დასახელებულ პირებს ბრალი ედებათ წამებაში, წამების ორგანიზებასა და სხვა ძალმომრეობითი მოქმედებების ორგანიზებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით.

ინფორმაციას ამის შესახებ მთავარი პროკურატურა ავრცელებს.




 ახალი ამბები
  • ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავესნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არსებული ინფორმაციით, ჯიბღაშვილი წუხელ თბილისში ... ...
  • პრეზიდენტი: ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის სახელმწიფოს სირცხვილი„მე ვერ გავარკვევ რამდენი ფაქტორი იყრის თავს ასეთი ტრაგედიის წარმოქმნაში, მაგრამ როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა ვიცი, რომ ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვლმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. „აქვე მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს,  სასწრაფოდ დაიწყონ უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ამ ბავშვების დასახმარებლად განსაკუთრებული ზომების მიღება. ვიზიარებ ოჯახის ტრაგედიას და ბოდიშს ვუხდი როგორც რიგითი მოქალაქე. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ სირცხვილად მიმაჩნია ასეთი ტრაგედიის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მარტვილში რამდენიმე დღის წინ არასრულწლოვანმა ბიჭმა თავი მოიკლა. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნათქვამია, რომ 15 წლის ბიჭმა თავი შიმშილის გამო მოიკლა. ოჯახის წევრები ბავშვის შიმშილით სიკვდილს უარყოფენ და ითხოვენ, ამ თემით მანიპულირება შეწყდეს.  გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით ... ...
  • პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება მიუღებელია - ზურაბიშვილი პანკისზეპოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია, მით უმეტეს მიუღებელია ეს სახელმწიფოში, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, რომლისთვისაც საზღვრების დაცულობა და სტაბილურობა არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანის ამოცანა – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი პანკისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს. "მისასალმებელია, რომ შს მინისტრის ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ხეობაში ვითარების დამშვიდება. რაც შეეხება შექმნილი დაძაბულობის მიზეზს, ჰესის მშენებლობას, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური წინსვლა, ამავე დროს აუცილებელია ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილებას ამყარებდეს სრული გეოლოგიური კვლევა, საფრთხეების კომპლექსური შეფასება და საზოგადოების ჩართულობა. ვიმედოვნებ, რომ მომავალში სწორედ ამ კრიტერიუმით ვიმოქმედებთ და ასევე განვახორციელებთ სახელმწიფოს გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს“, – განაცხადა სალომე ... ...
  • "მცირე ჰესების პროექტის გახორციელება პანკისის მოსახლეობას სარგებელს მოუტანს"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პანკისის ხეობაში მცირე ჰესების მშენებლობის საკითხზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჰესების მშენებლობის პროცესში ჩართული პერსონალის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უწყებამ შსს-ს თავად მიმართა. თურნავას უწყების განცხადებაში ძირითადად იმ სარგებელზეა საუბარი რომელიც მათი განცხადებით, ჰესებს მოაქვს “გვსურს, გამოვეხმაუროთ პანკისის ხეობაში მცირე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცესებს და აღნიშნულ საკითხზე ამომწურავი განმარტება გავაკეთოთ. 2017 წელს საქართველოს მთავრობამ მცირე ჰესების - „ხადორი 3“ - ის და „სამყურაწყალი 2“ -ის ინვესტორ კომპანიას, შპს „ალაზანი ენერჯის“ მხოლოდ მას შემდეგ გაუფორმა მემორანდუმი და გასცა მშენებლობის ნებართვა, რაც ყველა სახელმწიფო უწყებამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროექტი დადებითად შეაფასა. ასევე შესრულდა კანონით დადგენილი ყველა პროცედურა, რომელიც მსგავსი პროექტის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ „ალაზანი ენერჯის“ დამფუძნებელია ქართული კომპანია შპს „ფერი“, რომელიც საქართველოს ბაზარზე წარმატებით ოპერირებს, განხორციელებული აქვს მრავალი ენერგეტიკული ობიექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მათ შორის, ჰიდროელექტროსადგური პანკისის ხეობაში. კომპანიის მესვეურები კარგად იცნობენ ხეობის თავისებურებას. ამასთან, კომპანია ხეობის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ამდენად, „ალაზანი ენერჯის“ ხელმძღვანელობამ თავიდანვე აქცენტი აიღო ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგზე და 2017 წლიდან დღემდე სხვადასხვა ფორმატში არაერთი შეხვედრა გამართა პროექტის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების პოზიტიურად ჩამოყალიბების მიზნით. კომპანიის მხრიდან აღნიშნული კომუნიკაციის ფარგლებში მოხდა „სამყურაწყალი 2“ - ის ჰესის პროექტის ოპტიმიზაცია და მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე უარი ითქვა კაშხლის აშენებაზე. შედეგად, როგორც „ხადორი 3“, ასევე „სამყურაწყალი 2“ გარემოსთვის მაქსიმალურად უვნებელ ჰიდროსადგურებად ჩამოყალიბდა. 2019 წლის 19 აპრილს ინვესტორმა კომპანიამ შპს “ალაზანი ენერჯიმ“, რომელიც გეგმავდა ჰესის მშენებლობის დაწყებას, წერილობით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ითხოვა დახმარება, რათა სამინისტროს მოეხდინა სამშენებლო სამუშაოების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ, არსებობდა მსგავსი პრეცედენტები, მათ შორის, საქართველოს სხვა რეგიონებში მიმდინარე პროექტებშიც, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შემდგომი რეაგირებისთვის მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა დაცული ყოფილიყო მშენებლობის პროცესში ჩართული პერსონალის უსაფრთხოება. მცირე ჰესების პროექტის განხორციელება პანკისის ხეობის მოსახლეობას შემდეგ სარგებელს მოუტანს: მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, სხვა სპეციალისტებთან ერთად, დასაქმებული იქნება არანაკლებ 100 ადგილობრივი მოსახლე, ხოლო ჰიდროსადგურებისექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, 50 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. კომპანია ასევე უზრუნველყოფს ახალგაზრდების გადამზადებას, რაც მათ სამომავლოდ სხვა ჰესებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. გარდა ამისა, ინვესტორი კომპანია ვალდებულებას იღებს, ხეობისა და ჰესის სიახლოვეს განლაგებული დასახლებების სასარგებლოდ, სოციალურ პროექტებს განახორციელებს. ამავე დროს, ინვესტიციას დააბანდებს ელექტროგადამცემ ქსელებში, რაც მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს გააუმჯობესებს. ყოველივე დადებითად აისახება ხეობის სოფლებში მიკრო და მცირე ბიზნესის, მათ შორის, ტურისტული ობიექტების გამართულ ფუნქციონირებაზე. ინვესტორი ასევე ვალდებულებას იღებს, შექმნას ადგილობრივი სათემო განვითარების ფონდი, რომლის ანგარიშზეც ყოველწლიურად 120,000 ლარს შეიტანს. პროექტებს, რომლებიც აღნიშნული ფონდიდან დაფინანსდება, ადგილობრივი მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი პირები შეარჩევენ. ამავე დროს, უმნიშვნელოვანესია ის, რომ აღნიშნული პროექტი ავითარებს ე.წ. მწვანე ენერგეტიკას, რომელიც გარემოზე მინიმალურად ზემოქმედებს. ბოლო წლებში საქართველოში მიღებული კანონმდებლობის თანახმად, რომელიც საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება, ნებისმიერი ენერგეტიკული ობიექტის ასაშენებლად ინვესტორს ნებართვა მხოლოდ უმკაცრესი გარემოსდაცვითი ექსპერტიზის შედეგად ეძლევა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიესალმება დიალოგის გზით პანკისის ხეობის ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსესუსის მიღწევას”, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. ... ...
  • პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირება BBC-ის ობიექტივშიპანკისის ხეობაში  განვითარებული მოვლენები BBC-ის ობიექტივში მოხვდა. როგორც მაუწყებელი წერს, საქართველოში, პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას და პოლიციას შორის დაპირისპირება ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობის გამო მოხდა. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ჰესი ხეობას დააზიანებს და მის წინააღდეგ გამოდიან. დაპირისპირების შედეგად ათობით ადამიანი, უმეტესად პოლიციელები დაშავდნენ. როგორც საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, ჰესი იმ შემთხვევაში აშენდება თუ ადგილობრივი მოსახლეობა მხარს დაუჭერს. პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას ძირითადად მუსლიმი ქისტები წარმოადგენენ. რეგიონი ცნობილია, როგორც „ისლამური სახელწიფოს“ ერთ-ერთი მთავარი  მეთაურების სამშობლო. ... ...

არქივი

ზაფრანი

იცინეთ ხშირად!

თუ მძიმე დღე გქონდათ –...

რატომ უნდა მიირთვათ ხშირად კარტოფილი

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც...

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...