ძველი თბილისის გამგებელს გახმაურებული მკვლელობის საქმეში ცრუმოწმეობაში ადანაშაულებენ

სამართალი

ძველი თბილისის გამგებელს გახმაურებული მკვლელობის საქმეში ცრუმოწმეობაში ადანაშაულებენ

28 იან. 2013, 01:41:02

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მელიამ განაცხადა, რომ სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ან გირაოს თანხის შემცირებას მოითხოვს.

არადა, წესით, 25 000 ლარიანი გირაოს გადახდა მელიას არ უნდა გაჭირვებოდა, რადგან ეს მისი სულ რაღაც სამი თვის ხელფასი იყო მაშინ, როცა ის სააღმსრულებლო ბიუროს ხელმძღვანელობდა.  ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ მელიას წლიური ანაზღაურება 97 700 ლარი იყო, ანუ 8 000 ლარზე ცოტა მეტი თვეში. ასევე, მას "ლიბერთი ბანკიდან" გამოტანილი აქვს იპოთეკური სესხი 80 000 დოლარის ოდენობით ბინის შესაძენად და ამავე ბანკიდან 20 000 დოლარი სარემონტო სამუშაოებისთვის.

მაგრამ ყველაზე საინტერესო დეტალი, რაც ნიკოლოზ (საპასპორტო მონაცემების მიხედვით  ნიკანორ) მელიას უკავშირდება, ის გახმაურებული მკვლელობის საქმეა, რომელშიც ის მოწმედ ფიგურირებს და შეიძლება ითქვას, მთავარ მოწმედაც.

2011 წლის 20 ოქტომბრით დათარიღებულ ამოცნობის ოქმში ვკითხულობთ:

"ამოცნობის დაწყების მიზნით ნიკანორ მელიამ აღნიშნა, რომ 2011 წლის 17 ოქტომბერს , რუსთვალის გამზირზე თავისი სამსახურეობრივი ავტომანქანით მოძრაობის დროს შეესწრო მკვლელობის ფაქტს, რა დროსაც დაინახა როგორ ესროდნენ ცეცხლსასროლი იარაღებიდან ტროტუარის ნაპირზე დაგდებულ პირს. ამასთან განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილიდან გამოქცეულმა ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა, რომელიც მირბოდა იმ ადგილიდან, სადაც ეგდო ბიჭი, გადაურბინა მათ მანქანას წინ. შეჩერდა ცოტა ხნით, ამ დროს შეხედა სახეზე. მისი სახე, იერი, აღნაგობა დაინახა კარგად და მისი ამოცნობა, ნახვის შემთხვევაში, თავისუფლად შეუძლია."

ნიკა მელიამ ამოცნობის დროს განაცხადა, რომ პიროვნება, რომელმაც მის მანქანას წინ გადაურბინა,  19  წლის დავით რუსიშვილი იყო...

საუბარია 2011 წლის 17 ოქტომბერს, რუსთაველის პროსპექტზე, დღისით, მზისით, მომხდარ საზარელ მკვლელობაზე. 23 წლის ზურაბ ტარყაშვილი უამრავი მოწმის თვალწინ მოკლეს. დანაშაულის ჩადენის მოტივი მაშინვე გაჟღერდა საინფორმაციო საშუალებებით:

განაჩენის მიხედვით, ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობის მიზეზი გახდა 2010 წლის მარტში მომხდარი 21 წლის სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობა გრიბოედოვის ქუჩაზე. ინციდენტში, რომელსაც ეს მკვლელობა მოჰყვა, სხვებთან ერთად მონაწილეობდა ზურაბ ტარყაშვილი, რომე­ლიც ამ ინციდენტში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს და ხული­გნობის და იარაღის უკანონო ტარების მუხლით საპროცესო შეთანხმებით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსა­ჯეს. 1 წლის და 7 თვის შემდეგ, 2011 წლის ოქტომბრის დასაწყისში ტარყაშვილი ვადამდე გათავისუფლდა პატიმრობიდან და ათიოდე დღეში, 17 ოქტომბერს იგი რუსთაველზე სადისტურად იქნა მოკლული - 10 ტყვი­იდან მას 5 ფეხებში აქვს მოხვედრილი, 2 - ტანზე და 3 - თავში.

მკვლელობაში ბრალდებულები იყვნენ 2 წლის წინ მოკლული სანდრო გოგბერაშვილის მამა ივერი გოგბერაშვილი, ვინმე ირაკლი აგლაძე (მაშინ ორივე მათგანი მიიმალა, ამჟამად სანდრო გოგბერაშვილი დაკავებულია) და 19 წლის დავით რუსიშვილი, რომელიც მკვლელობის მეორე დღეს საკუთარ სახლში დააპატიმრეს. აგრეთვე, როგორც გამოძიება ამბობს, ძიების მიერ დაუდგენელი სხვა პირები, რომელთაგან ყველა მიმალულია. ბრალდების ვერსიით, ივერი გოგბერაშვილმა, რომელსაც  რამდენიმე წლით ადრე კი­დევ ერთი შვილი მოუკ­ლეს, დაიფიცა შვილის საფლავზე, რომ ყველას დახოცავდა, ვინც მისი შვილის მკვლელობაში იღებდა მონაწილეობას, განურჩევლად იმისა, მისი შვილის მიმართ ხული­გ­ნობის ბრალდება დაუმტკიცდათ თუ მკვლელობის. დავით რუსიშვილი გოგბერაშვილის მეზობლად ცხოვრობდა გრიბოედოვის ქუჩაზე, ხოლო მოკლული ტარყა­შვილი იქვე, 100 მეტრში მდებარე ლაღიძის ქუჩაზე.

ეს არის იმ საქმის ფაბულა, რომელშიც ძველი თბილისის გამგებელი მოწმედ ფიგურირებს. როგორც დავით რუსიშვილის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს:

"ნიკანორ მელიამ წინასწარი გამოძიების დროს ჩატარე­ბული ამოცნობისას პირდაპირ დაადო ხელი დ. რუსიშვილს, რომ თითქოს სწორედ ის ამოიცნო იმ პირში, რომელიც გადარბოდა რუსთა­ველის გამზირზე და თვალს მიეფარა სასტუმრო "თბილისი მერიოტთან".

მაგრამ, ამოცნო­ბის წესის დარღვევის გამო, წინასასა­მარ­თლო სხდომაზე აღნიშნული მტკიცებულება მოსამარ­თ­ლე ეკა არეშიძემ მტკიცებულებათა ნუსხი­დან ამოიღო."

მიუხედავად ამისა და კიდევ უამრავი სხვა დარღვევისა, რომელიც ამ საქმეში იყრის თავს, ჩამოუყალიბებელი ჩვენებების ან ამოცნობის წესის დარღვევის გამო, არც პასუხისმგებლობა დაუკისრებიათ ვინმესთვის და არც საქმის გარემოება შეცვლილა.

ნიკანორ მელია კი ერთ-ერთია მათ შორის, რომლის წინააღმდეგაც მის მიერ ამოცნობილი დავით რუსიშვილის ოჯახმა პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. რუსიშვილები აცხადებენ, რომ ამოცნობის პროცედურა თავიდან ბოლომდე გაყალბებული იყო.

"იძულებით და ზეწოლით მიაცემინეს დათოს აღიარებითი ჩვენება, დიდი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ,  ძმის მკვლელობთ ემუქრებოდნენ თუ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა. შემდეგ, მთელი ღამე აზეპირებინეს თავიანთი ტექსტი, უთენია გამოიძახეს ადვოკატთა  ასოციაციის წევრი - ადვოკატი ხათუნა ვაჭრიძე, რომელიც არც გასაუბრებია ჩემს შვილს, არ გაცნობია მასალებს და მისი საშუალებით დააკანონეს დ. რუსიშვილის აღიარება. და, აი ამ ყველაფრის შემდეგ, როცა ყველა საინფორმაციო საშუალებით აჩვენეს, ჩაატარეს ამოცნობა. ანუ ჯერ გააპიარეს და შემდეგ საღამოს ჩაატარეს ამოცნობა, სადაც ამომცნობები იყვნენ როგორც ოჯახის სიძე გ.გაზდელიანი, პოლიციელი გ.ბარათელი და აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსი ნიკანორ მელია, რომლებმაც პირდაპირ იცრუეს და შეასრულეს პროკურატურის დავალება.

მელია ჩვენებაში ამბობს, მანქანის წინ ჩამირბინა და იმიტომაც მახსოვს სახეო, არადა პროკურატურის მიერ გადმოცემულ მასალებში ნათლად ჩანს, რომ მანქანის წინ არავის ჩაურბენია დ არც მანქანა გაუჩერებია. ექსპერტის მტკიცებით, მას არანაირად არ შეეძლო  დაენახა და მითუმეტეს დაემახსოვრებინა სახე, რადგან ის მესამე ზოლში მოძრაობდა  და თანაც მისთვის არავის არ ჩაურბენია" _ აცხადებს თინა რუსიშვილი.

დავით რუსიშვილის მიმართ 2012 წლის 15 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსა­მარ­თლის ვაჟა ფუხაშვილის მიერ დადგენილი გამამტყუ­ნებელი განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობაში.

რუსიშვილების ოჯახმა საქმის სამართლიანი, ხელახალი განხილვის მოთხოვნით, პროკურატურას უკვე მიმართეს.

საქმის სათანადოდ შესწავლის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, ნიკანორ მელიას კიდევ ერთხელ და უკვე სხვა საქმეზე მოუხდეს სამართალდამცავ ორგანოებში სიარული...

ამ საქმის დეტალების გასარკვევად  მელიასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. ჩვენს ხელთ არსებული ნომერი გამორთული იყო. იმ შემთხვევაში, თუ ნიკოლოზ მელიას კომენტარის გაკეთების სურვილი გაუჩნდება, ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვაქვეყნებთ მის მოსაზრებასაც.




 ახალი ამბები
  • თბილისში, ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდათბილისში, ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა ტიბაანის გასასვლელის N20-ში დაფიქსირდა.  ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „მოქალაქის მომართვის საფუძველზე, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომლის ბუნებრივი ლეტალობის დაფიქსირების შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მასალის კვლევის შედეგად, ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა. ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივად განახორციელებენ“,_ ნათქვამია განცხადებაში. მიმდინარე წელს, დედაქალაქში ცოფის ვირუსის ხუთი შემთხვევა ... ...
  • „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეწვია (R)რეგიონული ტურნეს ფარგლებში, „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეწვია. სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მხარისა ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდულ საკითხებში ჩართულ თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად განხორციელებული და გეგმიური აქტივობები განიხილეს. მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება გულისხმობს, 64 მუნიციპალიტეტში, წელს კი საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, ახალგზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შექმნას, ასევე, ადგილზე შესაბამისი ადამიანური რესურსის მომზადებას, რომელსაც სააგენტო 4 ეტაპად გეგმავს. მათ საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში, სტრასბურგის ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში 5 დღიან ტრენინგზე მიღებული გამოცდილებაც დაეხმარებათ, სადაც ისინი მიმდინარე წლის მარტის თვეში სააგენტოს წარდგენით იმყოფებოდნენ. ახალგაზრდობის სააგენტომ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით ახლახანს დაასრულა ახალგაზრდების საჭიროებების რაოდენობრივი კვლევა, რომლის ფოკუსს წარმოადგენს ახალგაზრდების პრობლემები, გამოწვევები, საჭიროებები და შესაძლებლობები. ... ...
  • „იური ლომაძე მოძალადე არ არის“გასულ კვირა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხუთმა მამაკაცმა ქალაქ ბათუმიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში გაიტაცა 35 წლის მამაკაცი. ამ საქმეზე უკვე სასამართლომ ხუთივე მათგანს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულს შორის არის ოზურგეთელი იური ლომაძე, რომელიც წარმატებული მოჭიდავეა. „გურია ნიუსი“ იური ლომაძის მწვრთნელს, ბექა როყვას დაუკავშირდა საქმის დეტალებზე. „იური ლომაძე მოძალადე არ არის. მას კარგად ვიცნობ და  შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ის არის შრომისმოყვარე და წარმატებული ახალგაზრდა. რაც შეეხება იური ლომაძის საქმეს, ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, რადგან დარწმუნებული ვარ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მე პირადად დარწმუნებული ვარ იურის უდანაშაულობაში“,- აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ბექა ... ...
  • ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოვლინდაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 63 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 609 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 199 ფაქტი, აჭარაში - 151, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 138, ქვემო ქართლში - 131, შიდა ქართლში - 112, სამცხე-ჯავახეთში - 111, მცხეთა-მთიანეთში - 39, გურიაში - 25, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 11 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ამავე, 6-თვიან პერიოდში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, უკანონო ტყითსარგებლობის 6 ფაქტი გამოავლინეს. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2 700 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 149 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 57 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია ... ...
  • " მიჩნდება ძალიან საფუძვლიანი ეჭვი“ - რას წერს ლომაძის საქმეზე ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილისპორტული ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი სპორტსმენი იური ლომაძის საქმეზე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. “იური ლომაძის საქმის გარშემო რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვისმინე: 1. ის, რომ მომჩივანი ცემეს და აწამეს ამისი მტკიცებულება მხოლოდ მომჩივანის ჩვენებაა. 2. საქმეში არ მსმენია ექსპერტიზის თაობაზე, რომელიც მომჩივანს ჩაუტარდა და ფიზიკური ძალადობისა და წამების კვალი დადასტურდა. 3. მომჩივანი რეალურად არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ ყოფილა მოთავსებული მკურნალობის მიზნით. 4. მომჩივანი 32 წლის მამაკაცი ორჯერ არის ნასამართლევი თაღლითობისთვის და ახლაც პრობაციონერია. 5. გამოძიება ეყრდნობა მხოლოდ მის ჩვენებას და საქმეში სხვა მტკიცებულება არ დევს. 6. მიუხედავად იმისა, რომ ბრალი გატაცებაზეა, გავიგეთ, რომ თავისი ნებით ჩაუჯდა მანქანაში. 7. ე.წ გატაცებული პირი ტაქსით ბრუნდება სახლში, ასე აბრუნებენ და არავითარი რამდენიმე დღე დაბმული არაად ყოფილა. 8. იური ლომაძე დანარჩენ ოთხ პირთან ერთად თავად მიდის საგამოძიებო ორგანოში და ის არ იმალება. ახლა მე მიჩნდება ძალიან საფუძვლიანი ეჭვი და ლოგიკური კითხვა, ორჯერ თაღლითობაში მსჯავრდებული და ამჟამად პრობაციონერი პირი უჩივის სპორტსმენს, რომლისგანაც ფულის გამოძალვის იმედი აქვს სარჩელის გამოტანის სანაცვლოდ? პირი, რომელიც გარდა იმისა, რომ სასამართლოს ორი განჩინებით თაღლითობაში იყო მსჯავრდებული და ამასთან მოძალადე, რომელიც ფიზიკურად ძალადობდა ქალზე, არის მომჩივანი და მხოლოდ სიტყვაა ამ ბიჭის წინააღმდეგ? კარგი ადვოკატი ამ საქმეს მოიგებს. პ.ს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ინტუიცია მკარნახობს ამ გამომძიებელ-მოსამართლისა და მომჩივანის რაღაც კონტაქტებს და მოვიძიებდი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...