ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს პროკურატურაში უჩივიან

სამართალი

ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს პროკურატურაში უჩივიან

1 თებ. 2013, 19:33:51
როგორც მაშინ აღვნიშნავდით, #1 საჯარო სკოლის ეზოში ნახევრადდანგრეულ, ისტორიული მნიშვნელობის შენობას შლიდნენ, რომელშიც ამავე სკოლის პედაგოგების და კურსდამთავრებულების განცხადებით, განთავსებული იყო მუზეუმი: _ ეს იყო გურიაში პირველი ვაჟთა სკოლა, სადაც ინახებოდა ისტორიული ექსპონატები, _ აცხადებდნენ "გურია ნიუსთან" პედაგოგები.

1 თებერვალს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოზურგეთის რაიონული პროკურორს კახა კოჩივარს მარინე სუნგულიამ განცხადებით მიმართა:

"მოგახსენებთ, რომ ქ. ოზურგეთში, #1 საჯარო სკოლის ბალანსზე, ირიცხებოდა სკოლის ძველი კორპუსი, რომელიც აშენდა მე-19 საუკუნეში თავად გრიგოლ გურიელის დახმარებით.

აღნიშნული შენობა წარმოადგენდა ჯუმათის მონასტერთან არსებულ, ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელს, სადაც აღიზარდნენ არა ერთი ჩვენთვის საამაყო მამულიშვილები და საზოგადო მოღვაწეები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სკოლა თავისი ისტორიული დატვირთვით გახდა იუნესკოს ასოცირებული წევრი. სკოლაში ფუნქციონირებდა მუზეუმი, რომელიც მდიდარი იყო ექსპონატებით, მაგრამ 2012 წლის აგვისტოში, მოხდა აღნიშნული ძველი შენობა-ნაგებობების "დანგრევა".

ბატონო კახაბერ, მინდა გაცნობოთ, რომ ქ. ოზურგეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის, აღნიშნული უძველესი შენობა წარმოადგენდა უძვირფასეს კულტურულ ფასეულებას. აღნიშნული ძველი სკოლის დანგრევის თაობაზე საკითხის შესწავლისას ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდება კითხვა, თუ რატომ მოხდა, რომ სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ #1 საჯარო სკოლის პედაგოგიურმა საბჭომ.

მინდა გაცნობოთ, რომ 2007 წლის 21 დეკემბერს, ქ. ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის დირექტორმა გამოსცა #40 ბრძანება, საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე, რომელსაც, ალბათ, უნდა განეხილა სკოლის უძველე ნაწილის დემონტაჟთან დაკავშირებული საკითხი, ვინაიდან ბრძანებაში მითითებული არ არის, თუ რა მიზანს ემსახურებოდა საინვეტარიზაციო კომისიის შექმნა. ასევე ფრიად საინტერესოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2007 წლის 21 დეკემბერს, სკოლის დირექტორის მიერ #49 ბრძანების გამოცემიდან მესამე დღეს, შეიკრიბა ეს საინვენტარიზაციო კომისია, რაზედაც შედგა შესაბამისი აქტი და კომისიამ ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, მხოლოდ სიტყვიერი მსჯელობის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება ძველი შენობის დემონტაჟის შესახებ.

2008 წლის 03 აპრილს, #1 საჯარო სკოლის დირექტორმა მ. თავართქილაძემ წერილობით მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილ უფროსს გია ტაკიძეს და მოითხოვა შესაბამისი კომისიის გამოყოფა და სკოლის ძველი შენობის არსებული მდგომარეობის შესწავლა. ამასთან ჩვენ ხელთ გვაქვს 2008 წლის 16 აპრილით დათარიღებული შემოწმების აქტი, გაცემული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, სადაც დასკვნის სახით წერია, რომ აღნიშნული სკოლის შენობის ექსპლუატაცია უსაფრთხოების მიზნით მიზანშეწონილი არ არის.

საინტერესოა, თუკი საინვენტარიზაციო კომისია შეიქმნა კონკრეტული ადამიანების შემადგენლობით, რომლებსაც უნდა განეხილათ და შეესწავლათ სკოლის ძველი შენობის დემონტაჟის საკითხი, მაშინ რატომ არ არსებობს ამავე კომისიის სხდომის ოქმები, რომელ კომისიასაც ერთხმად უნდა მიეღოთ გადაწყვეტილებები კონკრეტულ საკითხებზე, ან საერთოდ ვინ იქნა არჩეული აღნიშნული საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარედ? ამის შემდგომ, 2008 წლის 27 ივნისს, გაიმართა პედაგოგიური საბჭო, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განსახილველად გამოტანილი იყო სკოლის ძველი შენობის დემონტაჟის საკითხი, დამსწრე პირებმა ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე გამოთქვეს აზრი, რომ შენობის ვარგისიანობის დასადგენად საჭირო იყო კომპეტენტური ორგანოს დასკვნა. საინტერესოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ კანონი გვაძლევს პედაგოგიური საბჭოს უფლებამოსილებისა და მათი ფუნქციების ჩამონათვალს, სადაც მათ ფუნქციებში საერთოდ არ შედის ისეთ საკითხებზე მსჯელობა, როგორიცაა სკოლის ქონება და მისის სამომავლო ბედი. ჩვენს მიერ #1 საჯარო სკოლიდან გამოთხოვილი იქნა ყველა ის დოკუმენტი რაც დაკავშირებულია აღნიშნულ ძველი ისტორიული შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით, რითაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექნებოდა შესაძლებლობა გამოეყო შესაბამისი თანხა აღნიშნული ძველი შენობის დემონტაჟზე.

შეგახსენებთ, რომ #1 საჯარო სკოლის შენობა, სადაც განთავსებული იყო სკოლის მუზეუმი, დაანგრიეს 2012 წლის აგვისტოს თვეში, წინასაარჩევნოდ, პოლიტიკურად ცხელ პერიოდში.

ბატონო კახაბერ, მინდა გაცნობოთ, რომ ამ საკითხის შესწავლისას ცალსახად ჩნდება კონკრეტული სკოლის მასწავლებლების დაინტერესება, ვინაიდან წარმოუდგენელია, სკოლის პედაგოგიურ საბჭოზე, მასწავლებლები წყვეტდნენ სკოლის ბალანსზე არსებული შენობის სამომავლო ბედს, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. ასევე, საინტერესოა, არსებობს თუ არა ქ. ოზურგეთის გამგეობის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვა სკოლის დემონტაჟის საკითხზე, რადგან შენობის დემონტაჟი უცილობლად საჭიროებს შესაბამის ნებართვას. ასევე, საკითხის შესწავლისას იკვეთება უამრავი კანონდარღვევა და მავანთა ინტერესი აღნიშნული ტერიტორიისადმი.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ შეისწავლოთ ჩემს მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად.

საქართველოს კანონმდებლობით თქვენთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გთხოვთ მოახდინოთ ამ საკითხის სათანადოდ შესწავლა.

ამ განცხადებას თან ახლავს დანართი "6 " ფურცლად და 1 დისკი ასევე შემოწმების აქტი, ბრძანება #49 და კენჭისყრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება", _ აღნიშნულია განცხადებაში.

მარინე სუნგულია: _ მე დავამთავრე ოზურგეთის #1 საჯარო სკოლა და ძალიან მტკივა გული, და არა მარტო მე. ამ საგანმანათლებლო კერის ბულდოზერებით გადასწორება საშინელებაა, როცა შეიძლებოდა მისი შენარჩუნება. ჩემთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ მათ ჰქონდათ დასკვნა, თითქოს ისტორიული ნაწილი რეაბილიტაციას ექვემდებარებოდა და ზედმეტი უნდა მოეშორებინათ. მათ დაშალეს ისტორიული ნაწილი და წინ მიშენებული უგვანი ნაწილი დატოვეს. არსებობს ინფორმაციები, რომ ამ ადგილით მავანნი იყვნენ დაინტერესებულნი. მე თუ შევატყობ, ამ საქმეზე გამოძიება არ იქნება ობიექტური, არ ვაპირებ თავის დანებებას და უზენაეს სასამართლომდე მივალ.

ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ოზურგეთის # 1 საჯარო სკოლის დირექტორს მაია თავართქილაძეს, რომელმაც პროკურატურაში სარჩელის შეტანის შესახებ პირველად ჩვენგან შეიტყო.

_ არა, არა, არაფერი არ ვიცი, _ გვითხრა მაია თავართქილაძემ.

_ რა კომენტარს გააკეთებდით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით?

_ მე ყველანაირი დოკუმენტაცია მაქვს, რაც ჩემს სამართლებრივ და კანონიერ ქმედებას ადასტურებს. შესაბამისი ორგანოები მოიკვლევენ და დაადასტურებს ყველაფერს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი პედაგოგი, 2012 წლის სექტემბერში, "გურია ნიუსთან" ამბობდა, რომ "2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, მოქმედი გუბერნატორის რამაზ ნიკოლაიშვილის დროს, დაიწყო ამ შენობის ნგრევა. ეს იყო ეგნატე ნინოშვილის სახელობის #1 საშუალო სკოლა და ძირითადი ისტორიული კორპუსი, რომელიც არა მარტო ოზურგეთელებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის წარმოადგენდა ისტორიულ ძეგლს.

მაშინ დაიგეგმა ახალი თანამედროვე ღია დარბაზის მშენებლობა და დანარჩენი მიმდებარე კორპუსების რეაბილიტაცია, ჩვენ ვიცოდით მთლიანმა პედკოლექტივმა, რომ რამდენიმე თვეში დასრულდებოდა ეს სამუშაოები, მაგრამ ასე აღარ მოხდა. მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა და დღემდე აღნიშნული დაპირება და საქმე არავის გახსენებია.

დღეს კი, როგორც ხედავთ, აღნიშნული ობიექტიდან ნარჩენის დაშლა და ნაგვის გატანა დაიწყეს. ჩვენთვის, პედკოლექტივისთვის, ჯერჯერობით, უცნობია, ვისი ბრძანებით ხორციელდება მიმდინარე სამუშაოები. ჩემი აზრით, ეს პროცესი კვლავ წინა საარჩევნო კომპანიის ნაწილია", _ აღნიშნავდა "გურია ნიუსთან" საუბარში #1 საჯარო სკოლის ერთერთი პედაგოგი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 1 საჯარო სკოლის დირექტორი მაია თავართქილაძე "გურია ნიუსთან" საუბარში აცხადებდა, რომ ამ შენობას არანაირი კულტურული ფასეულობები არ გააჩნია და მისი ნგრევის პროცესი სრულიად კანონიერად მიმდინარეობს:

_ ინგრევა იმიტომ, რომ ეს არის ძველი, ამორტიზებული შენობა. ეს არის აბსოლუტური საფრთხე ბავშვებისთვის _ ცვივა ქვები, ამოსულია ბალახები, მიწა და ნანგრევები არის ანტისანიტარიის, ქვეწარმავლების ბუდე და ყველანაირი საფრთხეა მოსალოდნელი აქედან. ამასთან დავამატებ, რომ არავითარ კულტურულ მემკვიდრეობას ეს შენობა არ წარმოადგენს. ჩვენ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ამ საკითხზე მივმართეთ კითხვით, რომ შენობას რაიმე კულტურული ფასეულობა ხომ არ გააჩნიაო, საიდანაც მივიღეთ პასუხი, რომ არანაირი.

ჩვენ გვაქვს ასევე დასკვნები, მივმართეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურს _ მაქვს მათი დასკვნაც, რომ ეს არის ამორტიზებული შენობა. სხვათა შორის, ეს ოთხი წლის წინ იყო. ასე რომ, ყველანაირი მიდგომით შენობა ექვემდებარება დანგრევას.

_ ქალბატონო მაია, ამ შენობის ნგრევა 4 წლის წინ დაიწყეთ. რატომ შეჩერდა პროცესი და ახლა რატომ განაახლეთ? აქამდე არ იყო საშიში ბავშვებისთვის?

_ კი, 4 წლის წინ დავიწყეთ, მაგრამ, აქამდე, უბრალოდ, ფინანსები არ გვქონდა. ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული _ ნგრევა, მერე ნაგვის გატანა და ა.შ. ახლა განათლების სამინისტროს მეშვეობით გავახორციელეთ ამ ამორტიზებული შენობის დემონტაჟი. თქვენ იცით, რომ მეორე კორპუსში მიმდინარეობს ასევე რეაბილიტაცია. ჩვენ, პედსაბჭოს გადაწყვეტილებით, მივმართეთ განათლების სამინისტროს, რომ დანგრევა არის აუცილებელი _ არაესთეტიკური შენობაა და, მით უმეტეს, არავითარი ღირებული ფასეულეობების მატარებელი არ არის, გარდა იმისა, რომ კურსდამთავრებულები ამბობენ, ეს შენობა რაღაც ყორის ქვებითაა ნაშენიო. მინდა გითხრათ, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ, რომ ამ შენობის წინა ნაწილს ვაკეთებთ ჩვენ მუზეუმად და სააქტო დარბაზად. კი, ბატონო, ამ სკოლას უძველესი ტრადიციები გააჩნია და ამის შესანიშნავი მასალა გვაქვს, რომელიც ინახება ჩვენთან, _ აცხადებდა 2012 წლის სექტემბერში #1 საჯარო სკოლის დირექტორი "გურია ნიუსთან" საუბარში.




 ახალი ამბები
  • ნასაკირალის საჯაროს სკოლის ყოფილმა დირექტორმა სასამართლო პროცესი მოიგო4 წლის და  რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დასრულდა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის, სპარტაკ გოგიტიძის სასამართლო პროცესი. სპარტაკ გოგიტიძის ადვოკატის, ემზარ ურუშაძის თქმით, ქუთაისის სააპელიცაო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა და ის აღდგენილია სკოლის დირექტორად.  „თითქმის ხუთი წელი გავიდა, რაც უსამართლოდ იქნა განთავისუფლებული სპარტაკ გოგიტიძე სკოლიდან და ახლა დადგა დრო, რომ ის დაუბრუნდეს დირექტორად სკოლას. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ეს ხუთი წელი იყო ძალიან რთული, რადგან ამ ხნის განმავლობაში ბევრს ქონდა კითხვის ნიშნები მის გათავისუფლებაზე. რაც მთავარია, სპარტაკის ამბავი უკვე დასრულებულია და ახლა ველოდებით სრულად მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, -  გვითხრა ემზარ ურუშაძემ. განათლების  სამინისტრო  სპარტაკ გოგიტიძეს საბუთების გაყალბებას ედავებოდა და აქედან გამომდინარე, ის თანამდებობიდან განათლების და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გაათავისუფლა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი გოგიტიძის გათავისუფლებას წინ უძღოდა შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოხდა მისი გათავისუფლება. ემზარ ურუშაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ამ დასკვნაში არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც სპარტაკ გოგიტიძეს არ ეხება. სპარტაკ გოგიტიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ბრძოლას სამართლიანობისთვის ყოველთვის აქვს აზრი. “ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან არაფერი უკანონო და უსამართლო არ გამიკეთებია. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი მედგა გვერდში და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - გვითხრა სპარტაკ გოგიტიძემ. “გურია ნიუსი“ განათლების სამინისტროს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაწერისთანავე შემოგთავაზებთ. ამავე თემაზე: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს ოზურგეთის სასამართლოში სკოლის ყოფილი დირექტორის პროცესი იწყება ... ...
  • კუს ტბის საბაგირომ მუშაობა განაახლა- რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმაკუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა. პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი. შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც, საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ ... ...
  • ძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველისგან გადაარჩინაძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველის თავდასხმისგან გადაარჩინა. შემთხვევა თბილისში, ტაბახმელაში გუშინ მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, ვახტანგ ლომჯარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა: “დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე. წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის ,,რაღაცას" ეს ,,რაღაცა" კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში. მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემარკივრობდა. და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრიბ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში ბავშვი, რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო. სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს“,_ წერს ... ...
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიბარეს. საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გვარამია 17 საათზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ მივა. ადვოკატი განმარტავს, რომ გვარამია მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დათანხმდეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. წყარო: რადიო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...