სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტი პარლამენტს წარედგინა

სამართალი

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტი პარლამენტს წარედგინა

19 თებ. 2013, 14:49:14
შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მომზადდა, პარლამენტში ამ დღეებში გადაიგზავნება. ცვლილებების მიზანი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლებში არსებული ხარვეზების გამოსწორება, მათი დახვეწა, სრულყოფა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა. ამისათვის საპროცესო კოდექსში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა:

• ახალი კანონმდებლობით, ადვოკატს ექნება უფლება, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სახელით გაასაჩივროს განაჩენი სააპელაციო და საკასაციო წესით, მათ შორის - გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შესახებ. აქამდე გასაჩივრებისათვის ბრალდებულის თანხმობა იყო საჭირო.

• კანონპროექტი ასევე აუქმებს მხარის ვალდებულებას, აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრებისას წარმოადგინოს მტკიცებულებები „ახალ გარემოებათა შესახებ, რომლებიც უცნობი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის“. ეს ჩანაწერი, ფაქტიურად, არაქმედითს და არაეფექტიანს ხდიდა დაცვის მხარის საჩივრებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინებების მიმართ.

• ადვოკატს ექნება უფლება, მოითხოვოს სასამართლოსგან საგამოძიებო მოქმედებების - ჩხრეკისა და ამოღების ჩატარება. ეს მოქმედებები უნდა განახორციელოს იმ გამომძიებელმა, რომელსაც მიმდინარე საქმესთან კავშირი არ აქვს. ჩხრეკასა და ამოღებაზე დაუშვებელია პროკურორის დასწრებაც.

• კერძო და სახელმწიფო დაწესებულებები ვალდებული იქნებიან, დააკმაყოფილონ დაცვის მხარის მოთხოვნა და გასცენ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დღევანდელი კანონმდებლობით მათ ამგვარი ვალდებულება არ გააჩნიათ, რაც ხელს უშლის ადვოკატებს დაცვის ეფექტურად განხორციელებაში. მაგ.: ხშირად მობილური ოპერატორები უარს ამბობენ სატელეფონო საუბრების ამონაწერის გადაცემაზე, რის გამოც ადვოკატი ვერ ამტკიცებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ალიბის.

• ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეხსნებათ ვალდებულება, მიმართონ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას. მისი ჩატარების უფლება ყველა ლიცენზირებულ ექსპერტს ექნება.

• ინიციატივის თანახმად, მცირდება სასამართლო დარბაზში წესრიგის დარღვევისთვის დადგენილი ჯარიმის ზედა ზღვარიც. კერძოდ, წესრიგის დარღვევისთვის მოქმედი კოდექსი 50-დან 5 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. მთავრობის ინიციატივით კი, ჯარიმის ჭერი 500 ლარამდე მცირდება.

• მესამე პირს ენიჭება უფლება, გაასაჩივროს მის ქონებაზე ყადაღის შესახებ სასამართლოს განჩინება, რაც მას მოქმედი კანონმდებლობით არ შეეძლო.

გათვალისწინებულია ასევე სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც, რომლებიც ეხება პრეიუდიციას, ირიბ ჩვენებას და სხვა მნიშვნელოვან სისხლის საპროცესო ინსტიტუტებს.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები ადვოკატებს საშუალებას მისცემს, უფლებრივად გაუთანაბრდნენ პროკურორებს, რაც ქართულ სასამართლოებში შეჯიბრებითობის პრინციპის რეალურად დანერგვის წინაპირობაა.

პარლამენტი კანონპროექტს უახლოეს პერიოდში განიხილავს.

უახლოეს მომავალში იუსტიციის სამინისტრო გეგმავს სისხლის სამართლის საპროცესო კანონში სხვა ცვლილებების შეტანასაც, რომლებიც შეეხება დაზარალებულისათვის ბევრად უფრო ფართო საპროცესო უფლებების მინიჭებას, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებული პროცედურების გაუმჯობესებას და საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმას.




 ახალი ამბები
  • "პატივს ვცემთ პარლამენტს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, აქ ვდგავართ"“რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ პარლამენტს, საპარლამენტო რესპუბლიკაში ვცხოვრობთ, პატივს ვცემთ კანონს, რეგლამენტს და მიუხედავად იმისა, რომ, მერწმუნეთ, ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ აქ ვდგავართ და ამ კითხვებსაც გავცემთ პასუხს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. პრემიერმა პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, მკაცრად დაიცვან რეგლამენტით გათვალისწინებული წესები. „ბატონო თავმჯდომარევ, მინდა, გთხოვოთ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ 11 საათს ჩვენ აქ უკვე ვიდექით და ეს იყო სულ 1 დღის წინ, დღესაც აქ ვდგავარ, მკაცრად დაიცვათ რეგლამენტი. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენ ელემენტარულად ხალხზე უფრო მეტი ვიზრუნოთ, ვიდრე ვიდგეთ აქ და ზოგიერთ დემაგოგიურ შეკითხვას ვუპასუხოთ”, – განაცხადა გიორგი ... ...
  • საკრებულოს სხდომა: დაბა გომისმთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 30-ე ტერიტორიული ერთეულიადღეს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  რიგგარეშე სხდომა კვლავ გასვლით რეჟიმში, ფოლკლორის ცენტრში გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმლიძე უძღვებოდა. მან თქვა, რომ კურორტი გომისმთა აქამდე უსტატუსოდ იყო, ახლა კი ისტორიული ფაქტის წინაშეა ყველა _ გომისმთას დასახლების სტატუსი მიენიჭა. დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი  „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“,  _  ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 30-ე ადმინისტრაციული ერთეულის, დაბა გომისმთის დამატებას ეხებოდა. საკითხი იურიდიული სამსახურის უფროსმა, ლაშა თავაძემ წარმოადგინა. მან ისაუბრა ცლილების შესახებ და  ყველა პროცესი უნდა წარიმართოს კანონიერ ჩარჩოში. საკითხის ირგვლივ გამოითქვა მოსაზრებები. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებას, რომლის თანახმად, უკვე 30-ე ადმინისტრაციული ერთეული გააჩნია ოზურგეთის ... ...
  • ხვნა-თესვის თემა და მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება ლანჩხუთის საკრებულოშიგასული წლის  ბიუჯეტის შესრულების ანგარიშით წარსდგა ადგილობრივ საკანომდებლო ორგანოში დეპუტატების წინაშე ლანჩხუთის მერი, ალექსანდრე სარიშვილი. მერის მოხსენებით, მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული შემოსულობების გეგმამ 19267410 ლარი შეადგინა. ფაქტიური საკასო შემოსავალი მიღებულია 19563323 ლარი, გეგმა შესრულებულია 101,5%-ით, მათ შორის შემოსავლების (კაპიტალურის ჩათვლით) სახით მობილიზებულია 10448904 ლარი, რაც გეგმის 105,8%-ს შეადგენს და პირველად მუნიციპალიტეტის ფუნქციონირების პერიოდისათვის გადააჭარბა 10 მილიონიან ზღვარს. მერმა თავის გამოსვლაში ყურადღება 2019 შესრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სტიქიის შედეგად გახორციელებულ სამუშაოებსა და სხვა ღონისძიებებზეც გაამახვილა. „საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ 2019 წლის ბიუჯეტი დადებითად შესრულდა. მინუსები, რა თქმა უნდა, არის, თუმცა, 2018 წელთან შედარებით ბევრად უკეთესი მდგომარეობაა“, _ დასძინა მოხსენების დასასრულს მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, რის შემდეგაც ოპოზიციის მხრიდა გაჟღერებულ შენიშვნებსა და კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა. პირველმა საკუთარი შენიშვნა მერის მოხსენების შემდეგ  „ევროპული საქართველოს“ წევრმა ამირან გიგინეიშვილმა დააფიქსირა: „კანონით არის გაწერილია, რომ აღმასრულებელი ორგანო საკრებულოში გაწეული სამუშაოს ანგარიშით უნდა წარსდგეს. თუმცა, რაც მოვისმინეთ, ეს არის მხოლოდ თანხების ხარჯვის ანგარიში, საიდანაც მე ვერანაირი დასკვნა ვერ გამომაქვს, როგორ შესრულდა ის სამუშაოები, რაზეც ეს თანხები დაიხარჯა“. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კახა ასკურავას თქმით კი, მერის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს, პროცედურების შესაბამისად, თან საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნაც უნდა ხლებოდა. „მე ვერც ვნახე და ვერც მოვისმინე ამ კომისიის დასკვნა ბიუჯეტის შესრულებაზე. კომისიის თავმჯდომარე უნდა გამოდიოდეს და შეფასებას უნდა აკეთებდეს, ეს მისი ვალდებულებაა, პროცედურულად გაწერილი. ეტყობა ან იზარმაცეთ ან, უბრალოდ, არ დაგაინტერესათ. ეს რაც წარმოადგინეთ, რბილად რომ ვთქვა, ციფრებით ჟონგლიორობაა“, _ აღნიშნა კახა ასკურავამ, რომლის პასუხადაც მერმა განმარტა, რომ ბიუჯეტი სწორედაც რომ ციფრებია. ასკურავა გამოსვლისას ტრაქტორების თემასაც შეეხო: „ კოლეგებს მინდა ვკითხო, მათ სოფლებში ხვნა-თესვის პროცესი როგორ მიმდინარეობს?! იცით, რა ხდება სოფლებში?!  თქვე ოჯახაშენებულებო, ამდენი ფული დაგიხარჯავთ და ტრაქტორები მოგეკითხათ მაინც. სოფლებში რეალურად ტრაქტორი არაა. ქვიანში, მაგალითად, ერთ კაცს ჰყავს და დასდევს მთელი სოფელი. ჩვენ არც ნატოში შესვლას გვეკითხება ვინმე და არც ევროკავშირში გაწევრიანებაზე ხელის მოწერას, ჩვენი საქმე გლეხის პატრონობაა, როცა ხვნა-თესვის სეზონი მოდის, უნდა მოვიკითხოთ, რა ხდება ტრაქტორების ამბავზე“. ოპოზიციონერი დეპუტატის ვრცელი მოხსენებისა და დღის წესრიგიდან გადახვევის შემდეგ მერმა პასუხის გაცემა კითხვის დასმით დაიწყო-„რას მთავაზობთ,  ტრაქტორები შევიძინოთ?! მუნიციპალიტეტები ვერ იქნებიან ისე ძლიერები, რომ ეს შეძლონ. ნამდვილად  არის ხვნა-თესვასთან დაკავშირებით  პრობლემები, მაგრამ  ვცილობთ დახმარება გავწიოთ რაც შეგვიძლია, ფაქტია, რომ ძალიან კარგი სახელმწიფო პროგრამები მოქმედებს. მუნიციპალიტეტი ტექნიკის უზრუნველყოფას ვერ გააკეთებს  რომელი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს, მაშინ დავბრუნდეთ კომუნისტურ წყობაში და გავაკეთოთ მასე.“ მოკლედ, ხვნა-თესვის საკითხის წამოჭრამ საკმაოდ მწვავე დებატები გამოიწვია სარიშვილსა და ასკურავას შორის, რაშიც მმართველი გუნდის დეპუტატი სპარტაკ კვაჭაძეც ჩაერთო, რაც, საბოლოოდ, დეპუტატებს შორის მწვავე სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. „თქვენ დაანგრიეთ აგი რაიონი და რაის გამკეთებლები ხართ. შენ ვერასდროს ვერ შემოხვალ ჩემთან პოლემიკაში“, _ ცხარობდა მმართველი გუნდის წევრი. დეპუტატებს შორის მომხდარი რამდენიმე წუთიანი სიტყვიერი  დაპირისპირების აღმოფხვრის შემდეგ სხდომამ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა ... ...
  • "მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა" _ გახარია2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მისი თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, კონკრეტულად 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით. 2012 წელს საქართველოში სიღარიბე იყო დაფიქსირებული 30 პროცენტზე მეტი. დღეს საქართველოში სიღარიბე არის დაფიქსირებული 19.5 პროცენტი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში შემცირდა ორჯერ. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ 17 წლამდე ასაკის ბავშვების სიღარიბე შემცირებულია 34.7 პროცენტიდან 25.5 პროცენტამდე. მე არაფერს არ ვიტყვით იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით წელს, პენსია გაიზარდა 20 ლარით. პირველი ივლისიდან, მიუხედავად მძიმე ეკონომიკური კრიზისისა, პენსიის ზრდა გაგრძელდება და გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მივმართეთ ინიციატივით პარლამენტს, რომ პენსიის მუდმივი ინდექსირება მოხდეს ინფლაციის მიმართებით და 70 წელს გადაცილებული პენსიონრებისთვის ამას კიდევ უნდა დაემატოს ეკონომიკური ზრდის პროცენტის 80 პროცენტი. ჩემთვის უკიდურესად მძიმეა ამ თემებზე საუბარი, მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, ეს არის საკმარისზე ბევრად ნაკლები, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ჩვენ კრიზისში ვართ“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ყველა ამ ციფრის უკან საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიური, მძიმე ცხოვრება დგას. „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, ბოლო 7-8 წლის განმავლობაში გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები იმასთან მიმართებაში, რომ დინამიკა სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით, ქვეყანაში, თითოეული მოქალაქისთვის იმედისმომცემი მაინც ყოფილიყო. შეგვექმნა უბრალოდ ელემენტარული დინამიკა სიღარიბესთან ბრძოლის კონტექსტში, რომ გვქონოდა გარკვეული პროგრესი მაინც“, – აღნიშნა მთავრობის ... ...
  • "2013 წელს საქართველოში საბავშვო ბაღები უფასო გახდა, მშობლებს სასკოლო წიგნებში ფული არ გადაუხდიათ"2013 წელს საქართველოში საბავშვო ბაღები უფასო გახდა, ამ წლის შემდეგ მთავრობამ იზრუნა იმაზე, რომ მშობლებს ყოველწლიურად სასკოლო წიგნებში ფული არ გადაეხადათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენის დროს განაცხადა. „საქართველოს მთავრობამ იზრუნა იმაზე, რომ ბავშვები, განსაკუთრებით მთიან და აგრარულ რაიონებში სკოლებში მიგვეყვანა. ეს ყოველდღიურად მშობლების ჯიბიდან ამოღებული ფული იყო და ეს არის 100 მილიონი მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების ნაწილში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?