ირაკლი ღარიბაშვილი: "სასამართლო წახალისებას უკეთებს კრიმინალს"

სამართალი

ირაკლი ღარიბაშვილი: "სასამართლო წახალისებას უკეთებს კრიმინალს"

28 თებ. 2013, 11:34:05
ღარიბაშვილმა შეხვედრაზე სამინისტროში გახორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და სტუდენტებს სამომავლო გეგმები გააცნო. მინისტრმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ვრცლად ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილი: "ჩავატარეთ ტესტირება. ტესტირების შედეგად შეიქმნებოდა საერთო სურათი, თუ სად გვაქვს ნაკლოვანებები, სუსტი მხარეები და კონკრეტულად მოვახდენდით ფოკუსირებას ამ სუსტ მხარეებზე. ტესტირების შემდეგ გამოიკვეთა საპატრულო დეპარტამენტის ათი რიგითი პატრულ-ინსპექტორი, რომლებმაც ძალიან მაღალი შეფასება მიიღეს. ბუნებრივია, ამ ადამიანებმა თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები უფრო მაღალ თანამდებობებზეც უნდა გამოიყენონ და მე ვფიქრობ, რომ მათ აუცილებლად დავაწინაურებთ. სასამართლოსთან გვაქვს გაუგონარი სირთულეები. მე მართლაც მებრალებიან ის მოსამართლეები, რომლებსაც უწევდათ და ჯერ კიდევ უწევთ დაკვეთების შესრულება. ცუდია, როცა მოსამართლე გქვია და ყოვლად უსამართლო გადაწყვეტილებას ღებულობ. არ შეიძლება პოლიციამ ყაჩაღობის ფაქტზე დაიჭიროს ნიღბიანი, ავტომატიანი დამნაშავე და ის სასამართლომ 5 000 ლარიანი გირაოთი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლოს. გამოდის, რომ სასამართლო წახალისებას უკეთებს კრიმინალს, მაგრამ ჩვენ აუცილებლად შევქმნით სამართლიან სასამართლოს.

პირველი დავალება, რაც მე მივეცი საპატრულო დეპარტამენტს იყო ის, რომ არ უნდა იქნეს გარჩევა საზოგადოებაში. დაარღვია წესები? გააჩერეთ და დააჯარიმეთ ყველა, განურჩევლად სტატუსისა და თანამდებობებისა. დროა ყველამ ვისწავლოთ კანონის პატივისცემა.

წინა ხელისუფლების დროს ჰქონდათ შექმნილი სამმართველო, რომელიც ვირუსებს ამზადებდა და შემდეგ პოლიტიკურ ოპონენტებს უგზავნიდა ამ ვირუსებს, იყო საიტების გატეხვა და სხვა მაქინაციები. სამინისტროში ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მთელი არქივი დაგვხვდა. თქვენ წარმოიდგინეთ, საკუთარი გუნდის წევრებს და ნათესავებსაც კი უღებდნენ ვიდეოს. ამაზრზენია ეს ყველაფერი. მე გამოვყოფდი საპატრულო პოლიციის პროექტს, რომელიც არის მართლაც მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი თანამედროვე მოდერნიზებულ ქართულ პოლიციაში. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს პროექტი მთლიანად ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერაა დაფინანსებული ჯერ კიდევ 2004 წელს. ჩვენი გუნდი არ აპირებს ყველაფრის შეცვლას, მაგრამ არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც გადასახედი და შესაცვლელია. მაგალითად, ე.წ. კუდ-ი, სოდ-ი და სხვა, რომლებიც რეალურად არ ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას _ ისინი ასრულებდნენ პირდაპირ პოლიტიკურ დაკვეთებს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია. პოლიცია უნდა იყოს მხოლოდ საზოგადოებაზე ორიენტირებული, პოლიცია უნდა ემსახურებოდეს თავის ქვეყანას, ხალხს და არა ერთ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს ან ინდივიდს. ფაქტია, რომ ბოლო წლებში მომხდარი მოვლენების შემდეგ, საზოგადოებამ ერთგვარად დაკარგა ნდობა პოლიციის მიმართ. მოქალაქეებს კი არ უნდა ეშინოდეთ პოლიციელების, არამედ მათი იმედი უნდა ჰქონდეთ. მე თანამდებობაზე მოსვლის დღიდან მივეცი თითოეულ მათგანს დავალება, რომ იყოს მოქალაქეების მეგობარი, მაგრამ დაუძინებელი მტერი კრიმინალის, ბანდიტიზმის და დანაშაულების. ჩემი ახალი ინიციატივაც, რომ დავიწყებთ სტუდენტების მიღებას სამინისტროში, ემსახურება სწორედ სისტემის გაჯანსაღებას. ჩვენი ქვეყნის მომავალი ხომ პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდებზე უნდა გავიდეს."

მაკა იოსელიანი, GIPA-ს რექტორი: "ინსტიტუტის არსებობის 16 წლის განმავლობაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი მოვიდა სტუდენტებთან შესახვედრად და ყველა მათთვის საინტერესო შეკითხვას გასცა პასუხი. ჩემი აზრით, ეს არის დიდი პროგრესული ნაბიჯი ამ სფეროში და საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ეს სტუდენტები არიან საქართველოს ხვალინდელი დღე.

სტუდენტებს მოსწონთ შსს ახალი პროგრამა სტუდენტების დასაქმების შესახებ. მათი აზრთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეს ახალგაზრდობის დიდი ნაწილი დაუსაქმებელია და როცა იქნება სტაჟირება, ეს ყველაფერი მათ საკუთარი რეალიზების და ცოდნის გაღრმავების საშუალებას მისცემს."




 ახალი ამბები
  • ფოთში ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა- სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობსსუიციდის ფაქტი ფითში - გვიან ღამით, ცოტნე დადიანის ხიდიდან ახალგაზრდა გოგო მდინარეში  გადახტა.  სამძებრო  ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები. დამატებით დეტალებს "გურია ნიუსი"შსს-ში ... ...
  • მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ 13 წლის მოზარდსუკვე მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში,სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენი. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...