ალადაშვილი კუბლაშვილს ბოდიშის მოხდას და თანამდებობის დატოვებას თხოვს

სამართალი

ალადაშვილი კუბლაშვილს ბოდიშის მოხდას და თანამდებობის დატოვებას თხოვს

2013 მარ 5 16:45:43

გასულ კვირას, უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურმა ალადაშვილი მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში დაადანაშაულა და პროკურატურას მის მიმართ გამოძიების დაწყება მოსთხოვა.

ადვოკატი ალადაშვილი "გურია ნიუსის" საშუალებით განცხადებას ავრცელებს:

"2 მარტს უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელდა ინფორმაცია , რომ თითქოს მე პროკურატურაში წარვადგინე ფალსიფიცირებული მტკიცებულებები, რომლებიც არ ეხებოდა მოსამართლე ბესარიონ ალავიძეს. ჩემს მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში მითითებულია, რომ ვინმე მაისურაძემ, რომლის სამოქალაქო საქმესაც მოსამართლე ალავიძე იხილავდა მოიპოვა მისი დიპლომი და გაარკვია, რომ მას არ გააჩნდა უმაღლესი იურიდიული განათლება. დიპლომის გამცემმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა დავით კერესელიძემ მოქალაქე მაისურაძეს დაუდასტურეს, რომ სამწლიანი კურსი პირს არ ანიჭებს იურისტის კვალიფიკაციას. აქედან გამომდინარე მაისურაძემ მოითხოვა მოსამართლე ალავიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება, თუმცა უზენაესმა სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა , იმ მოტივით, რომ ეს არ იყო საკმარისი საბაბი მოსამართლის ასაცილებლად.

მიუხედავად იმისა, რომ უზენაესმა სასამართლომ კარგად იცოდა, რომ ჩემს მიერ პროკურატურისთვის წარდგენილი მტკიცებულებები ეხებოდა სწორედ ალავიძეს და წარმოადგენდა მაისურაძის მიერ მოპოვებული დოკუმენტების ასლებს, მაინც დამდო ბრალი დანაშაულში, რაც არ ჩამიდენია. სასამართლოს ეს განცხადება ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, სასამართლოს გარშემო არსებული აჟიოტაჟის სიმძიმე ჩემზე გადმოსულიყო, რადგან სწორედ მე მივმართე პროკურატურას მოსამართლეების დიპლომებისა და კვალიფიკაციის გადამოწმების მოთხოვნით.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე საკითხს ვსვამ ასე: თანახმა ვარ ეს საკითხი ყოველმხრივ შემოწმდეს და პასუხიც მაგებინონ, თუ ჩემს მიერ მიწოდებული მასალები ჩაითვლება ფალსიფიცირებულად. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვაყენებ თავად კუბლაშვილის პასუხისმგებლობის საკითხს. მან უნდა მოიხადოს ბოდიში და დატოვოს თანამდებობა. ცრუპენტელა ადამიანი არ შეიძლება სასამართლოს ხელმძღვანელობდეს. ამავე დროს პროკურატურას ვთხოვ, რომ სამართლებრივად შეაფასოს კუბლაშვილის ქმედება. აქ არ არსებობს ალტენატივა _ ან მე უნდა ვაგო პასუხი, ან _ მან.

აქვე მინდა კუბლაშვილს, რომელიც დღეს თავისი კოლეგების დამცველად გვევლინება და აცხადებს რომ არ შეიძლება მოსამართლის დასჯა მის მიერ განხილული საქმისათვის, ორი კონკრეტული შემთხვევა შევახსენო _ 2005-2006 წლებში კოტე კუბლაშვილმა თანხმობა მისცა ორი მოსამართლის _ ხაშურის მოსამართლე კუკური კოჟორიძის (კახა კოჟორიძის მამა. "გურია ნიუსის" შენიშვნა) და ფოთის სასამართლოს მოსამართლე ბესიკ გვაჯავა _ პასუხისგებაში მიცემაზე სწორედ მათ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების გამო.

მაშინ კანონით განსასჯელს არ შეიძლებოდა განმეორებით შეფარდებოდა პირობითი მსჯავრი, რაც ამ მოსამართლეების მიერ დაირღვა. თუმცა აქ მნიშვნელოვანია სხვა გარემოებაა. ამავე პერიოდში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმაც ზუსტად იგივე შეცდომა დაუშვეს თუმცა კოტე კუბლაშვილმა მათ ხელი დააფარა და პასუხისგებაში არ მისცა.

კოტე კუბლაშვილს ვეკითხები: არის თუ არა ეს შერჩევითი სამართლის მაგალითი, როდესაც ერთი და იგივე შეცდომისთვის ერთ მოსამართლეს სჯი, მეორეს კი ხელს აფარებ? არის თუ არა ეს კიდევ ერთი საბაბი მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დასაწყებად?

კოტე კუბლაშვილის წინააღმდეგ უამრავი ფაქტი დაგროვდა, რაც საკმარისზე მეტია მის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისათვის: უდიპლომო მოსამართლეების დანიშვნა, შერჩევითი მართლმსაჯულება თვითონ მოსამართლეების მიმართაც, სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია, ჩემი დადანაშაულება დანაშაულში, რაც არ ჩამიდენია. ყოველივე ამის გამო მან პასუხი უნდა აგოს," _ აცხადებს ალექსანდრე ალადაშვილი.




 ახალი ამბები
  • მიიღებენ თუ არა გურიაში, სამეგრელოს მსგავსად, მკაცრ ზომებსსაქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. სამეგრელოში გამკაცრდა მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, ბოლნისი და მარნეული კი დაიკეტა. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარაიას მივმართეთ კითხვით_ ხომ არ არის მოსალოდნელი გურიაში, სამეგრელოს მსგავსად, მკაცრი ზომების მიღება? „გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს. ქალაქსა და სოფლებში მკაცრი კონტროლისათვის ხდება მოსახლეობის ინფორმირება და მოწოდება სახლში დარჩენის, დისტანციის დაცვისა და რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ. ბანკებთან, ბანკომატებთან და სავაჭრო ობიექტებთან ხალხმრავლობის თავიდან აცილებას და ვაჭრობისას მოქალაქეების დისტანცირების ორგანიზებას მოხალისეთა ჯგუფები ახდენენ. რაც შეეხება, ისეთივე ზომების მიღებას, რაც სამეგრელოში ხდება, აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ გავატაროთ შესაბამისი ღონისძიებები“,_ გვიპასუხა გუბერნატორმა. შეგახსენებთ, რომ სამეგრელოს რეგიონში ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში  დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა. კერძოდ, დამატებით ბლოკ-პოსტები დგას რეგიონის, მუნიციპალიტეტების შესასვლელებში და გაძლიერებული საპოლიციო ძალები, ანუ ეკიპაჟები მკაცრად აკონტროლებენ საავტომობილო ... ...
  • "დარჩი სახლში"_ ლანჩხუთში მოსახლეობას ავტომობილებიდან აფრთხილებენლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ ავტომობილებიდან ხმოვანი აპარატურით მოუწოდებენ. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობის გაფრთხილებას ისახავს მიზნად. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობის გაფრთხილება  მანქანებიდან,  როგორც ქალაქის ტერიტორიაზე ასევე,  სოფლებში  ხდება. ... ...
  • რას ისახავს მიზნად ჩოხატაურის "მედალფასთან" განთავსებული კარავიჩოხატაურში, მედალფასთან კარავი განთავსდა, სადაც სამედიცინო ცენტრის დირექტორის, ანტონ ხუნდაძის თქმით, პაციენტთა პრეტრიაჟი მოხდება. „პაციენტი რომ შემოვა, ხარისხდება, ქირურგთან მიდის თუ თერაპევტთან და ეს ხდება მიმღებში. ამას ჰქვია პრეტრიაჟი. სანამ საავადმყოფოში შევა პაციენტი, მანამდე შევა აქ. მიზანია, რომ შემთხვევითი პირი, სიცხიანი და ვირუსზე საეჭვო, არ მოხვდეს შენობაში. ამიტომ პაციენტი ჯერ შევა ამ კარავში. ექიმთან გაივლის პირველად შემოწმებას, გამოიკითხება. თუ რამე საეჭვო ნიშნები იქნება ვირუსის მსგავსი, ამ შემთხვევაში დავაყოვნებთ, იქნება დროებითი იზოლატორი გარეთ, რომ არ მოხდეს თანამშრომლების და სხვა პაციენტების ინფიცირება“,_ გვითხრა ხუნდაძემ. მისი თქმით, რეფერალით  გადაყვანამდე 4-5 პაციენტის დაყოვნება იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება, ვირუსზე არასაეჭვო პირებს, ისინი კლინიკაში შესვლას პრეტრიაჟის გავლის შემდეგ სპეციალური საშვით შეძლებენ. ... ...
  • სანამდე გაგრძელდება პურის ფქვილის ფასის მერყეობაკორონავირუსის  შედეგად,  ქვეყანაში შექმნილი  ვითარების ფონზე, მოსახლეობის  უკმაყოფილება, ძირითადად, საკვებ პროდუქტებზე ფასების მატებას უკავშირდება _ მუდმივ რეჟიმში  ისმის  შიშით გაჯერებული  კითხვა, რატომ მერყეობს ზრდისკენ პურის ფქვილის ფასი. რას ემყარება, კერძოდ, ოზურგეთის მაღაზიებში ჯერ ერთ  ტომარა ფქვილის ფასის, სულ ცოტა, 5 ლარით ზრდა, მერე ისევ დაკლება და კვლავ მომატება.  _ ორ დღეში სამჯერ შეიცვალა ფასი. ხომ უნდა ვიცოდეთ, ერთი 25-კილოგამიანი  ტომარა, ერთი  და იმავე ხარისხის, 27 ლარი ღირს, 28 თუ 33 ლარი? _ გვეკითხებოდნენ რიგითი ადამიანები, რომლებიც  დაჟინებით ითხოვდნენ პასუხს,  რამ გამოიწვია პურის ფქვილზე ფასის ერთბაშად მომატება, მერე ნაწილობრივ დაკლება მოკლე დროში. _ ახლა,  ვირუსმა რომ შემოგვიტია და ააყირავა ყველაფერი,  ამავე დროს,  გაზაფხულია, რომელსაც  ხალხი "მშიერ  პერიოდს" ეძახის და  თავის გატანა ჭირს, ხომ შეიძლება, ყველაზე ძალიან პურის ფქვილის ფასის სტაბილურობაზე იფიქრონ?! მით უფრო, რომ  ხელისუფლება ამ მხრივ მზრუნველობას გვპირდება. მაშინ, რა ხდება? _ ამ კითხვებს გამუდმებით სვამენ  რიგითი მოქალაქეები. 26 მარტს,  ოზურგეთის სხვადასხვა სავაჭრო ცენტრსა თუ მაღაზიაში, სადაც პურის ფქვილი იყიდება,  25 კილოგრამის ოდენობის ერთი ტომარა  ფქვილი 33 ლარი ღირდა. სხვადასხვა სოფლების მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ კერძო პირებს, კერძო მიკროავტობუსებით,  ოჯახში მიტანით, ასეთივე წონის ფქვილი 34-35 ლარად მიაქვთ. გაურკვევლობა  და ხალხის გაღიზიანება უფრო იმ მიზეზით  წარმოიშვა, რომ ოზურგეთში, წისქვილკომბინატ "გულისტანის" წარმომადგენლები ამბობდნენ,  რომ ამ დროისთვის არც ერთი ტომარა პურის ფქვილი არ ჰქონდათ მომატებული ფასით გაცემული. _ არ მოუმატებიათ და ჩვენ სიზმარი ვნახეთ?!  როგორ გაბედავს ადგილზე გამყიდველი 25-კილოგრამიან ტომარას ხუთი ლარი და 50 კილოგრამიანს 10 ან 11 ლარი დაამატოს?!  ვინ გაგვაჩერებს აქ?! ჩვენ ლარნახევარს თუ ვამატებთ,  საბითუმო მაღაზიები ხომ არ ვართ? იკითხეთ, კარგად, რა მოხდა! თავად  უნდოდათ ამდენის მომატება. გადაირია ხალხი და იკადრეს ცოტა უკან დახევა. თუმცა, ვეჭვობთ, ისევ  არ აუწიონ,  _  გვითხრეს იმ სასურსათო მაღაზიებში მოვაჭრეებმა,  სადაც პურის ფქვილს, როგორც  ტომრებით, ასევე, მცირე წონით დაფასოებულსაც ყიდიან. 27 მარტს,  ოზურგეთში  პურის ფქვილის ფასი   შედარებით  დასტაბილურდა  და ყველა დასახელების  25-კილოგრამიანი  ტომარა  30 ლარი ღირდა, ხოლო ქატოს ფასი, როგორც ადგილზე გვითხრეს, არ შეცვლილა ან 50-თეთრიანი  ცვლილებით ფიქსირება. _ პურის ფქვილის ფასი ახლა 2 ლარით  გაიზარდა. ამას წინათ შემაშინებელი ფასები გამოჩნდა, რასაც მოსახლეობის გულისწყრომა მოჰყვა. ადამიანები ისეც შეშინებული არიან და გაჭირვებას რომ შიში დაემატება, როგორია? ეს ორლარიანი მატებაც მტკივნეულია მათთვის. ასე მაინც რომ დარჩებოდეს და კიდევ არ ასწევდნენ ფასს,  რაღაცას გაჭირვებით შეძლებს ხალხი, _ გვითხრეს ცენტრალური ავტოსადგურის ტერიტორიის მიმდებარე მაღაზიების გამყიდველებმა: ირმა სალუქვაძემ, მაია სპარსელაშვილმა, ინდმეწარმე "მარინა ჯიჯიეშვილის" წარმომადგენელმა. აქაც, ისევე, როგორც თაყაიშვილის ქუჩაზე განლაგებულ მაღაზიებში, ამ დროისთვის (27 მარტი) პურის ფქვილის ფასი ყველგან ერთნაირი იყო: 25-კილოგრამიანი 30 ლარად ყიდდნენ, 50 კილოგრამიანს _ 55 ლარად. _ ბათუმიდანაც ასეთი ფასით მივიღეთ პურის ფქვილი. "ბარაქა", "ჯეჯილი" თუ სხვა, ამ დროისთვის ერთნაირი ფასით იყიდება და ეს ჩვენც გვიხარია. ვიღაც, ეტყობა, ჩაერთო საქმეში და თუ სახელმწიფო ასე მიუდგება პურის ფქვილის ფასის საკითხს, უკეთესი დახმარება ჩვენთვის, ამ ეტაპზე, არაფერია.  ხალხი სოფლიდან ჩამოდის და პირველ რიგში, პურის ფქვილისკენ გარბიან. ნისიად მიაქვთ, ხელს ვუწყობთ. ახლა სიმინდიც შემოლეულია და როგორმე, პირველ რიგში, პურის ფქვილის ფასმა არ უნდა მოიმატოს, მნიშვნელოვნად მაინც, ყოველ წუთს ამაზე წუხან, _ გვითხრა მაია სპარსელაშვილმა. "გურია ნიუსი" წისქვილკომბინატ "გულისტანის" მენეჯერს მარინა ჩხაიძეს ისევ დაუკავშირდა. კითხვაზე _ რამ გამოიწვია ფქვილის ფასის ორ დღეში სამჯერ ცვლილება და რამდენად საიმედოა დღეს არსებული ფასი, რაზეც ხალხი მუდმივ რეჟიმში ითხოვს პასუხს, ჩხაიძემ ასეთი კომენტარი გააკეთა: _ ამას წინათ  გითხარით, რომ ჩვენ რამდენიმე დღე შეჩერებული გვქონდა წარმოება და მომატებული ფასით არ გაგვიშვია არც ერთი ტომარა. დღეს (საუბარი შედგა  27 მარტს) არსებული ფასით, როგორც ნახეთ,  მცირედით მომატება მოხდა, 2-3 ლარის ფარგლებში. ეს გამოიწვია დოლარის კურსის შეცვლამ და იძულებული გავხდით, ფასი გაგვეზარდა, რადგან აიწია ხორბლის ფასმაც, საწარმო კი წაგებაზე ხომ ვერ იმუშავებს?! ბიზნესი  ასე არ არის. მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ არ მომხდარიყო ცვლილება. ახლა გეტყვით კარგ ამბავს _ უახლოეს დღეებში ჩვენ ჩავერთვებით  სუბსიდირების პროგრამაში და სახელმწიფო დაგვიფინანსებს იმ თანხას, რა თანხითაც, დოლარის კურსის მატების გამო უნდა  გაგვეზარდა ფასი.  ამის შემდეგ,  ეს ცოტათი  მომატებული ფასიც დაიწევს. მანამდე კი, სანამ ამ პროგრამაში  ჩავერთვებით, ასე ორი კვირის განმავლობაში, იძულებული ვართ,  ამ მომატებული ფასით  ვიმუშაოთ, _ გვითხრა მარინა ჩხაიძემ. იმედია, დანაპირები შესრულდება და მოსახლეობას, რომელიც  პურის ფქვილის ფასის ცვლილებაზე  მწვავედ  რეაგირებს, სიმშვიდის საფუძველი ... ...
  • ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებსისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს, _ ფრენები ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით, შესრულდება მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ინფორმაციას ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს. ამასთან საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შეთავაზების მცდელობა, მოკლებულია რეალურ საფუძველს და რისკების ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...