მინისტრის პირველი კომენტარი ციხის უფროსების შესახებ

სამართალი

მინისტრის პირველი კომენტარი ციხის უფროსების შესახებ

2013 მარ 13 16:57:30

_ ბატონო სოზარ, ქუთაისის ციხის უფროსის დავით ცირეკიძის თემა, ვფიქრობთ, კარგად უნდა იყოს თქვენთვის ცნობილი _ მას პატიმარი ყაჩაღობის შეთავაზებაში ადანაშაულებს. თუმცა, ეს არ არის მის მიმართ ერთადერთი ბრალდება. რატომ ხდება, რომ ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ სააკაშვილის ხელისუფლების დროს და რომელთა მიმართაც ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს, დღეს, თქვენს ხელისუფლებაში საკმაოდ მნიშვნელოვან თანამდებობებზე არიან...

_ პირველი _ თუ წამოხვალთ ჩემ სამინისტროში, სამსახურს მოგიძებნით. სერიოზულად გთავაზობთ.

_ არა, გმადლობთ. მე უკეთეს საქმეს ვაკეთებ. ეს შემოთავაზება ნიშნავს, რომ კადრების დეფიციტია?

_ კადრების დეფიციტი არ არის. ზოგადად არის, რა თქმა უნდა, კადრების დეფიციტი. მეორეც _ არის გამოცდილი კადრები. მესამე _ არავის არ სჭირდება დამნაშავე კადრი, რაც არ უნდა გამოცდილი იყოს. როდესაც ლაპარაკია დანაშაულზე, შესაძლო დანაშაულზე, შესაძლო ქმედებაზე, რომელიც ჩვენს სისტემაში არის ჩადენილი, ცხადია, ჩვენ ვსწავლობთ, ვიკვლევთ, შეიძლება საგამოძიებო ჩაერთოს და შემდეგ გადავუგზავნოთ პროკურატურას, თუ რაიმე გამოიკვეთა. თუ ლაპარაკია სხვაგან ჩადენილზე, არსებობს უწყებები, რომლებიც ამას გამოიძიებენ, და თან დიდი სიამოვნებით. არავინ არავის ხელს არ დააფარებს. ცირეკიძე დამხვდა სისტემაში, ყველაზე რთულ ციხეს, პირველ საპყრობილეს ხელმძღვანელობდა, რომელიც ახლა დავხურეთ. ქუთაისში გადავიყვანეთ იმ ნიშნით, რომ იცნობს იქაურობას, იქ ნამუშევარია და სიტუაცია იცის.

_ და იქ ძალიან ბევრი უკმაყოფილო ადამიანი ჰყავს გამოუძიებელი დანაშაულობების გამო. თუკი ვისაუბრებთ იმაზე, რომ სიამოვნებით გამოიძიებენ, ისიც ვთქვათ _ ვინ უნდა გამოიძიოს, იმ ადამიანებმა, რომლებიც მასთან ერთად მუშაობდნენ და შესაძლო დანაშაულს ერთად ჩადიოდნენ?

_ გასულ კვირას თანამდებობიდან გადადგა მე-15 დაწესებულების დირექტორი ნუკრი ხუხუა იმის გამო, რომ იმ ციხეში მოხდა პატიმრის ცემის და წამების ფაქტი. თავიდან, ხუხუას დანიშვნას აპროტესტებდა ათეულობით პატიმარი და რაღაც გაფიცვა და მიტინგებიც კი მოაწყვეს ციხესთან. ახლა, ხუხუას გათავისუფლების გამო, რამდენიმე ადამიანმა ვენები გადაიჭრა, რამდენიმე ადამიანმა თავი დაისახიჩრა იმის გამო, რომ ხუხუა არ გაგვეშვა. რა ვქნათ ახლა? ყოველთვის იქნება ასეთი რამ პატიმრებს შორის _ ვიღაცის მოსვლა არ უნდათ, ვიღაცის წასვლა არ უნდათ. მათ შეხედულებებზე ციხის დირექტორებს ვერც მოვხსნით და ვერც დავნიშნავთ. თუ ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თუ ადამიანი ვერ მართავს უწყებას, ეს შეიძლება გახდეს მისი გათავისუფლების საფუძველი ან ყველას შეუძლია თავისი ნებით დატოვოს სამსახური, თუ ის ჩათვლის ამას საჭიროდ. სხვა კრიტერიუმები არ არსებობს. როცა ლაპარაკია ყოფილ პოლიციის უფროსზე, ცხადია, რომ ყველა ციხეში მას შეიძლება დახვდეს ადამიანი, რომელიც მისი დაჭერილია და ეს ადამიანი ამით ბედნიერი არ იქნება. ისევ და ისევ ვიმეორებ _ თუ მას რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, გამოძიება არსებობს და დაადგენს.

_ ამ გამომძიებლების მიმართაც არსებობს უნდობლობა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები, როგორც უკვე აღვნიშნე, რამდენიმე თვის წინ ერთად მუშაობდნენ...

_ ზოგი იგივეა, ზოგი _ სულ სხვა.

_ ყოველ შემთხვევაში დასავლეთ საქართველოში ცვლილება არ არის. ეს შეგვიძლია დაზუსტებით გითხრათ...

_ მაშინ გამოიძიებს მთავარი პროკურატურა და აღმოსავლეთ საქართველო, თუ რაიმე სერიოზული არ არსებობს ახლა. ჩემი პირადი განცდა თუ გაინტერესებთ, ძალიან ძნელია თქვა, ადამიანმა ჩაიდინა თუ არა დანაშაული, როცა არ იცი ამის შესახებ. შეიძლება დავიჯერო, რომ პოლიციის უფროსმა ვიღაცას იარაღი ჩაუდო, ნარკოტიკი ჩაუდო, ფიზიკური ძალა გამოიყენა, მაგრამ, როცა მეუბნებიან, რომ პოლიციის უფროსი ვიღაცას აიძულებდა ყაჩაღობას, ძალიან ძნელად ვიჯერებ ასეთ რამეს _ რა ვქნა.

_ ცემაშიც ადანაშაულებდნენ ცირეკიძეს...

_ გამოძიება არსებობს.

_ რუსთავის მეჩვიდმეტე დაწესებულების დირექტორი, ალეკო ბირთველიშვილია, ადამიანი, რომელიც ცირეკიძის მოადგილე იყო და რომელსაც ბრალს იარაღის ჩადებაში და სხვა ქმედებებში დებენ. თქვენ პირადად რამდენად გაქვთ სურვილი, მოიკვლიოთ იმ ადამიანების წარსული, რომლებიც დღეს თქვენ სისტემაში მუშაობენ და რომელთა მიმართაც საზოგადოების განწყობა ძალიან ცუდია?

_ ბირთველიშვილი 4 თვეა მუშაობს და ძალიან კარგად. მანამდე რა აქვს გაკეთებული, ისევ და ისვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს. საზოგადოების უკმაყოფილებას რაც შეეხება, მე მსგავსი ფაქტი არ მსმენია. არ ვიცოდი, გურიაში თუ მუშაობდა. ვიცოდი, რომ ქვემო ქართლში მუშაობდა და იქ, მის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება არ არსებობს. ისევ ვიმეორებ _ ნებისმიერი პოლიციელი, რომელიც ვინმეს დააკავებს, რაც არ უნდა სამართლიანად დააკავოს, მის მიმართ უკმაყოფილება იარსებებს, მინიმუმ, ერთი ადამიანის მხრიდან მაინც. შეიძლება, იმ დაკავებულის ოჯახი კმაყოფილი იყოს, რომ ეს მოგვაშორეთო, თუმცა, ის ერთი ადამიანი მაინც იქნება უკმაყოფილო. ეს ყველაფერი უნდა აიწონოს _ რა არის სამართლიანი, რა არ არის და შემდეგ გაკეთდეს შეფასებები.




 ახალი ამბები
  • NDI-ს გამოკითხულთა 49 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 30 პროცენტს მიაჩნია, რომ არ იცვლება, 18 პროცენტი კი, მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. როგორც „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ აღნიშნავს, ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ... ...
  • NDI: საპენსიო პროგრამაში ჩართულთაგან 30 %-ს სჯერა, რომ დაგროვილი თანხით სარგებლობას შეძლებსეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა (18-39 წლის ასაკი) 27 პროცენტი აცხადებს, რომ საპენსიო პროგრამაში ჩართულია. კითხვაზე, ჩართული ხართ თუ არა სახელმწიფო საპენსიო პროგრამაში, პასუხები შემდეგნაირია (18-39 წლის ასაკი):  27 პროცენტი – დიახ; 71 პროცენტი – არა. ამასთან, იმ 27 პროცენტიდან, ვინ ჩართულია პროგრამაში, მხოლოდ 30 პროცენტს სჯერა, რომ შეძლებს დაგროვილი თანხით სარგებლობას, როცა პენსიაზე გავა. 57 პროცენტს კი, არ სჯერა, რომ საპენსიო თანხებით სარგებლობას შეძლებს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ... ...
  • NDI_ს გამოკითხვა _ რა ასახელებენ ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდ პრობლემადეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 47 პროცენტი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 24 პროცენტი ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე დიდი პრობლემა ექიმებისა და პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობაა, ხოლო 14 პროცენტი მიიჩნევს, რომ სამედიცინო მომსახურებისა და ექიმთან ვიზიტების საფასური. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს ... ...
  • NDI: ჯანდაცვის ხარისხით ძალიან კმაყოფილი გამოკითხულთა 13%-იაეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 13 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში ჯანდაცვის ხარისხით ძალიან კმაყოფილია, გამოკითხულთა 58 პროცენტი კი ამბობს, რომ ნაწილობრივ კმაყოფილია. კვლევის მიხედვით, ჯანდაცვის ხარისხით ნაწილობრივ უკმაყოფილოა გამოკითხულთა 16 პროცენტი, ხოლო ძალიან უკმაყოფილო 9 პროცენტი. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს ... ...
  • SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა (R)ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა  „სინათლის მანქანები“ გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია  არტისტის მიერ შექმნილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. კოკა რამიშვილი თავის ნამუშევრებში გეომეტრიულ ფორმებს ქმნის. ის ფოტოგრაფიის საშუალებით იმ სინათლეს წარმოაჩენს, რომელსაც ხელოვანი რბილ ნაცრისფერ მონოქრომულ რიგად ანაწევრებს. არტისტი არ იყენებს შავ-თეთრ კონტრასტებს, რომლებიც  სხვადასხვა ტონს ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნავდნენ. „პირიქით, ნიუანსების დიდსულოვანი რიგი და მისი ბუნდოვანი კონტურები თვალს სინათლისა და სიბნელის, სიზმრისეულისა და რეალობის ზღვარზე მდებარე შუალედურ სამყაროში შეღწევის შესაძლებლობას ანიჭებენ“,- ასე აფასებს გამოფენის კურატორი, კატრინ ტისო კოკა რამიშვილის შემოქმედებას. SOLO და Erti Gallery-ს თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო,  რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში  ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში უკვე მოეწყო სამი გამოფენა. კოკა რამიშვილის „სინათლის მანქანები“ კი რიგით მეოთხე გამოფენაა. ყოველი გამოფენის შემდეგ SOLO -სა და Erti Gallery-ს პარტნიორობის ფარგლებში გამოიცემა  წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები არიან.   Erti Gallery-ს და SOLO-ს ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს. დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ისინი ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ. SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო.  ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების  მიზნით  სოლო ლაუნჯებში გამოიფინება.  დამატებითი ინფორმაციისთვის, SOLO-ს შესახებ ეწვიეთ: www.SOLO.ge;  ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...