ბათუმში მოშიმშილეთა მოთხოვნებით პროკურატურა დაინტერესდა

სამართალი

ბათუმში მოშიმშილეთა მოთხოვნებით პროკურატურა დაინტერესდა

2013 მარ 20 17:22:20

დღეს ბათუმში მთავარი პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ორი გამომძიებელი მოშიმშილეებს შეხვდა და მათ მოთხოვნებს გაეცნო. გამომძიებლების განცხადებით, პროკურატურა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებს.

"მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის თაოსნობით, მთავარ პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებზე არსებულ საჩივრებს. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბათუმში მოქალაქეები აფიქსირებენ აჭარის პროკურატურის თანამშრომლებთან დაკავშირებით პოზიციას, მოხდა რეაგირება და სპეციალური ჯგუფი ჩამოვიდა ბათუმში საკითხის შესასწავლად. აქციის მონაწილეებს გავესაუბრეთ და დავაფიქსირეთ მათი პოზიცია. საუბარია პროკურორ ავთანდილ კილაძის მიმართ არსებულ საჩივარზე", _ აღნიშნა საქართველოს პროკურატურა განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელმა დემეტრე გრიგალაშვილმა.

პროკურატურის წარმომადგენლების განცხადებით შექმნილია 12-კაციანი კომისია, რომლებიც პროკურატურის თანამშრომლების წინააღმდეგ არსებულ საჩივრებს შეისწავლიან.

ბათუმის იუსტიციის სახლის მიმდებარედ კარვებში, მე-5 დღეა რამდენიმე ადამიანი შიმშილობს. მათი მოთხოვნა პროკურორ ავთანდილ კილაძის თანამდებობიდან დაუყონებლივ გადაყენება და მისი პასუხისმგებლობაში მიცებაა. მოშიმშილეების თქმით, პროკურორ კილაძემ უდანაშაულო ადამიანები დააპატიმრა და მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

ავთანდილ კილაძის განცხადებით, იგი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და საქმიანობას კვლავ პროკურატურაში განაგრძობს.

 

 

 

 

 




 ახალი ამბები
  • დაპირებად დარჩენილი დაპირება და უნდობლობა სამინისტროსგურიის გუბერნატორს ზურაბ ნასარაიას მონადირეები საჯაროდ, ღია წერილით მიმართავენ და მისგან დახმარებას ითხოვენ. საქმე კი იმ შეზღუდვებს ეხება, რომლებიც მათ კოლხეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების გამო დაუწესდათ. "ბატონო ზურაბ, მოგეხსენებათ ნადირობას საქართველოში, ისევე, როგორც დანარჩენ მსოფლიოში, დიდი ხნის ისტორია აქვს. მონადირეებისთვის ის ასოცირდება დიდ კულტურულ ფასეულობასთან. ათეული წლებია, საქართველოში ცხოველზე ნადირობა, გარდა კერძო მეურნეობებისა, აკრძალულია. მონადირეებს რჩებათ მხოლოდ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის უფლება, როგორიცაა: იხვი, წყლის ქათამი, მწყერი და სხვა. გადამფრენი ფრინველის ამოღების უფლების მოპოვების შემთხვევაშიც კი, მონადირეს არა აქვს საშუალება, რეალურად განახორციელოს გადამფრენ ფრინველზე ნადირობა. რადგან იხვი საქართველოში, ძირითადად, ჯავახეთსა და კოლხეთის დაბლობზე გადაიფრენს", _ წერია წერილში, სადაც, ასევე, ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ადგილობრივი მოსახლეობა წინააღმდეგია ეროვნული პარკის შექმნის. "არა ერთი მოთხოვნა გაჟღერდა გურიის მოსახლეობის მხრიდან, რომ დაარსების დღიდან წინააღმდეგი იყვნენ ეროვნული პარკის შექმნის. გარდა ამისა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2018 წლის ოთხი აპრილით დათარიღებულ წერილში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს სთხოვს, მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, ლანჩხუთის ტერიტორიაზე მოქცეული კოლხეთის ეროვნული პარკის 10 212 ჰა მიწის ფართობი მუნიციპალიტეტს გადმოსცეს, რომ აღნიშნული ტერიტორია გამოცხადდეს ლანჩხუთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიად, რომლის მართვასა და კონტროლს განახორციელებს დაცული ტერიტორიების სააგენტო, რომელიც ესადაგება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირისა და საქართველოს სახელმწიფოს მიერ გარემოს დაცვის სფეროში აღებულ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას. სამინისტროს მხრიდან მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის ერთობლივ მოთხოვნაზე პასუხი არ გაცემულა და პირდაპირ უგულებელყოფილ იქნა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები", _ წერია მონადირეების ერთობლივ ღია წერილში, რომლის ადრესატიც მხარის გუბერნატორია. როგორც აღნიშნულ საკითხზე საუბრისას გურულ მონადირეთა კლუბის პრეზიდენტი სულხან პატარაია ამბობს, ვინაიდან, ტრადიციული სანადირო ტერიტორიები ეროვნულმა პარკმა თავისი საზღვრების გაფართოების ხარჯზე მიიერთა, მონადირეებს ლიცენზიით ნებადართული ფრინველის მოპოვების უფლება აღარ დარჩათ: "ჩვენ 2019 წლის იანვრის დასაწყისში ქალაქ ლანჩხუთში გავმართეთ საპროტესტო აქცია, რომლის მიზანი იყო კოლხეთის ეროვნული პარკის ლანჩხუთის ტერიტორიაზე მოქცეული 1021 ჰა მიწის ფართობზე ნადირობის მოპოვების უფლება. იმავე წლის 14 იანვარს კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, სამინისტრომ გამოთქვა მზაობა, სანადირო სეზონის დამთავრებისთანავე, 2019 წლის მარტიდან მუშა ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით. თუმცა, დაპირება დაპირებად დარჩა, რის გამოც სამინისტროსადმი უნდობლობის ნიშნად, კიდევ ერთხელ გავმართეთ საპროტესტო აქცია", _ ამბობს პატარაია. მისივე თქმით, გასული წლის მაისში საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სსიპ "ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს" წარმომადგენლები ჩამოვიდნენ გურიაში. "მათ ადგილზე დავათვალიერებინეთ ტერიტორია და ავუხსენით, რომელ ნაწილს ვითხოვდით სანადიროდ. აიღეს მოთხოვნილი ტერიტორიის GPS კოორდინატები და შეგვპირდნენ, რომ აღნიშნულ საკითხზე გაიმართებოდა განხილვა. თუმცა, მიუხედავად დიდი დაინტერესებისა, ჩვენთვის დღემდე უცნობია, რა ბედი ეწია დასკვნას აღნიშნულ ტერიტორიაზე. 2019 წლის 1 ნოემბერს მთელი რიგი დაპირებების შეუსრულებლობისა და იხვზე ნადირობის სეზონის დახურვის თარიღის გადაწევასთან დაკავშირებით, "გარემოსა და ნადირობის მდგრადი განვითარების საზოგადოებამ" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გამართა საპროტესტო აქცია, რომელზეც ჩვენი მხრიდან 4-პუნქტიანი მოთხოვნა იქნა წაყენებული. ამის შემდეგ, ჩვენი ორგანიზაციისთვის გამოგზავნილ რვა ნოემბრით დათარიღებულ წერილში გარემოს დაცვის სამინისტრო გამოთქვამს მზაობას მუშა ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, რომლის ორგანიზებაც ამავე სამინისტროს სსიპ "ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოს" უნდა გაეწია, მაგრამ დაპირება ამჯერადაც არ შეასრულეს", _ ამბობს მონადირეთა კლუბის პრეზიდენტი. წერილის დასასრულს, სწორედ ამ შეხვედრის ორგანიზების თხოვნით მიმართავენ გურული მონადირეები მხარის გუბერნატორს: "აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე, გურული მონადირეები ვითხოვთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას. აგრეთვე, ვითხოვთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე სარიშვილის და მუნიციპალიტეტის მაჟორიტარის პარლამენტში ნინო წილოსანის ჩართულობასაც. ბატონო ზურაბ, გთხოვთ, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით უზრუნველყოთ შეხვედრის ორგანიზება ზემოთ დასახელებულ პირებთან ერთად", _ წერია ... ...
  • რჩევები კორონავირუსისგან თავდასაცავადსაქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ზურაბ ქუმსიაშვილი გვირჩევს თუ  როგორ  ავიცილოთ თავიდან კორონავიუსი კორონავირუსის პირველი ნიშნები ვლინდება ყელის მცირე ტკივილით, ყელის სიმშრალით და ცხვირის სიმშრალით, მშრალი ხველა საშიშია სიცივეში, სითბოში სუსტდება, მივიღოთ რაც შეიძლება მეტი თბილი წყალი. ცივისგან შევიკავოთ თავი. შევზღუდოთ ყველა სახის საკვები. გადავიდეთ მონოკვებაზე (მხოლოდ ერთი სახის საკვები, ერთ მიღებაზე). მაქსიმალურად გამოვრიცხოთ ნახშირწყლების მიღება. რეკომენდირებული საკვებია: ნიგოზი, თხილი, გოგრის თესლი, ლობიო, მოხარშული საქონლის ხორცი, სალა, მწვანილი და ყველა საკვები, რომელიც შეიცავს ქლოროფილს. 100%-ით გამორიცხეთ ტკბილი, პური და რძის პროდუქტები. საკვები მიიღეთ დღეში მხოლოდ ერთხელ, შუადღით. დილით გაღვიძებისას დალიეთ 3-4 ჭიქა თბილი წყალი და შემდგომ 1 საათი არაფერი მიიღოთ. სასურველია შიმშილი ყოველ მესამე დღეს. მოერიდეთ ონკანის წყალს. გარეთ ყოფნისას მაქსიმალურად შევეცადოთ რომ არ შევეხოთ საზოგადოებრივ ნივთებს, ძალიან ხშირად დავიბანოთ საპნით ხელები, ტანსაცმელს შეუძლია 6-12 საათი შეინარჩუნოს ვირუსი რომელიც გვაცვია და მოხმარების შემდეგ თუ არ გავრეცხავთ გავფინოთ მზეზე. ეს სიმპტომები გრძელდება 3-4 დღე შემდეგ ვირუსი გადადის ფილტვებში, სადაც 5-6 დღეში ვითარდება პნევმონია მაღალი სიცხით, სუნთქვის გაძნელებით და თითქოს იძირებით წყალში. თავიდანვე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, მანამდე ყელის ტკივილის დროს გამოივლეთ ბეტადინის წყალში განზავებული 10%-იანი ხსნარი. წამლებიდან: არბიდოლი, ინგავირინი, ვიუსიდი და ნიმესილი. აქედან, სიცხის დამწევი მხოლოდ 39 და მეტი სიცხის შემთხვევაში.  არ მიიღოთ საწუწნი საშუალებები. სასურველია გაკეთდეს რინგერის გადასხმები და ინტრავენური ვიტამინოთერაპია.   წყარო: ... ...
  • გიორგი გახარია: საქართველოს დაცული ტერიტორიები წელს 100 000 ჰექტარით გაიზრდება„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ დღეს მივიღებთ, ეს გახლავთ - დაცული ტერიტორიების გაფართოება. მოგეხსენებათ, 2019 წელს დაცული ტერიტორიების საერთო მოცულობა, დაახლოებით, 10%-ით გაიზარდა და დღეს ის შეადგენს საქართველოს ტერიტორიის 9.6%-ს, თუმცა ეს არ არის მაქსიმალური მაჩვენებელი და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო 2020 წელს გეგმავს 100 000 ჰექტარით კიდევ გაზარდოს დაცული ტერიტორიების რაოდენობა,“- ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისივე თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიქმნება ურუშეთის ეროვნული პარკი, რომელიც სასაზღვრო ზონაშია და ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი როგორც ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის, ისე წითელი წიგნის ნუსხის სახეობების შენარჩუნებისთვის. „ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვქმნით მნიშვნელოვან არეალს, სადაც ხელს შევუწყობთ გარემოს დაცვას,“_ აღნიშნა გიორგი გახარიამ. მთავრობის მეთაურმა დღესვე, მთავრობის სხდომაზე, ბორჯომი-ხარაგაულის დაცული ტერიტორიის 4 000 ჰექტარით გაფართოების შესახებ განაცხადა. „ხდება ბორჯომი-ხარაგაულის დაცული ტერიტორიის გაფართოება 4 000 ჰექტარით, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს უნიკალური ტერიტორია, რომელიც ჩვენ საქართველოში გვაქვს, კიდევ უფრო ეფექტურად შეძლებს სახეობების შენარჩუნებას. კონკრეტულად, საუბარია დერეფნების შექმნისთვის კავკასიური ირმის, კეთილშობილი ირმის და არჩვისთვის მცირე კავკასიონის დასავლეთის ქედებისკენ კორიდორის შექმნაზე. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია წითელი წიგნის ნუსხის ცხოველების გადასარჩენად,“_ აღნიშნა ... ...
  • ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე კომპანიის ხელმძღვანელები დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ორი კომპანიის ხელმძღვანელი ორი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს. "გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მმართველობაში არსებული კომპანიების სახელით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გაწერის გზით, ერთმანეთში განახორციელეს ხის მასალის ფიქტიური მიწოდებები, რითაც, ერთ - ერთ კომპანიას ხელოვნურად შეექმნა ხის მასალის ნაშთი და დღგ - ს აქტივი, რომელიც შემდგომში ნაწილობრივ გამოყენებულ იქნა მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად. ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანი 100 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე და 185-ე მუხლის მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 -დან 7-წლამდე ვადით,"_ აცხადებენ უწყებაში. ... ...
  • რას ამბობს „ფონდი ქართუ“ განულებული სესხების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზესოციალურ ქსელებში განულებული ვალების პროგრამის შესახებ რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ საიტი vali.ge გაუქმდა და ჩამოწერილი  სესხების გადახდა მოსახლეობას მოუწევს. აღნიშნულ ინფორმაციას  ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო „ფონდი ქართუ“ ეხმაურება და ამბობს რომ არასწორი ინფორმაცია  ვრცელდება. „ვაცხადებთ, რომ 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო „ფონდი ქართუს" მიერ, ერთჯერადი სოციალური სოლიდარობის აქტის ფარგლებში, განხორციელდა ფიზიკური პირების პრობლემური ვალდებულებების შესყიდვა საქართველოში მოქმედი 55 ფინანსური ინსტიტუტისგან. აღნიშნული სესხების შეძენის მიზანს მისი შემდგომი პატიება წარმოადგენდა, რაც განხორციელდა კიდეც. შეძენილი პორტფელის მოცულობიდან გამომდინარე, პატიების პროცესი გრძელდებოდა 2019 წლის განმავლობაში და ეტაპობრივად ხდებოდა შესაბამისი საკრედიტო სტატუსის ასახვა სს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს" ბაზებში. „ფონდი ქართუ" კიდევ ერთხელ აცხადებს და ადასტურებს, რომ მიმდინარე ეტაპზე შეძენილი სესხების პატიება განხორციელებულია სრულად, იმ ფიზიკური პირებისთვის, ვისი სასესხო ვალდებულება და მონაცემებიც მოწოდებული იქნა ამა თუ იმ ფინანსური თუ საკრედიტო ორგანიზაციისგან და აღარ არსებობს აღნიშნულ ვალდებულებებზე რაიმე სახის მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, ყველანაირ საფუძველს მოკლებულია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ფონდი ქართუ" გეგმავს ან ახორციელებს აღნიშნული სესხების დაფარვის მოთხოვნას. აქვე დავძენთ, რომ „ფონდი ქართუს" მიერ სრულად იქნა შეძენილი 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში ფინანსური ინსტიტუტების მიერ შერჩეული და გადმოცემული სესხები, შესაბამისად, თუ რომელიმე პირის ვალდებულებები ვერ მოხვდა სოციალური სოლიდარობის აქტის ფარგლებში განხორციელებულ პროექტში, ფონდი მოკლებულია შესაძლებლობას აღნიშნულთან დაკავშირებით გააკეთოს რაიმე კომენტარი ან აიღოს პასუხისმგებლობა. რაც შეეხება საიტს - vali.ge, როგორც თავიდანვე იყო გაცხადებული (მათ შორის მითითებული იყო საიტზეც), ის იფუნქციონირებდა მხოლოდ პროგრამის ფარგლებში და შესაბამისად, დაიხურა 2019 წლის ბოლოს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ფინანსური ინსტიტუტი ან სხვა პირი ითხოვს ჩვენ მიერ შეძენილი სესხების დაფარვას, მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს, თავიანთი აქტიური ვალდებულებების სტატუსი გადაამოწმონ საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფოში“,_ წერია „ფონდი ქართუს“ მიერ გავრცელებულ ... ...

არქივი

ზაფრანი

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...