საია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

სამართალი

საია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

2013 აპრ 3 00:27:10

"შსს-ს განცხადება, რომელიც ზემოაღნიშნულ დასკვნას ეყრდნობა, შესაშური თანმიმდევრობით ჩამოთვლის დარღვევებსა და გადაცდომებს, რომელსაც შემოწმების შედეგების თანახმად, საიას თანამშრომლის მხრიდან ჰქონდა ადგილი, თუმცა, არაფერს ამბობს ვალერიან თელიას მიერ განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, საგზაო მოძრაობის დარღვევის ფაქტზე, რომელსაც  ადასტურებს თავად შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერი. როინ ფარტენაძემ, მართალია, დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები (ის იმყოფებოდა მსუბუქი ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში და არ დაიცვა მანევრირების წესები), თუმცა, მტკიცება არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ ეს არ აძლევს სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებს სამართალდამრღვევი მოქალაქეების ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის უფლებას.

ცალსახაა, რომ გენინსპექციის დასკვნაში მოცემული ფაქტები და შეფასებები არის არა ინციდენტის სრულყოფილი და ობიექტური აღწერა, არამედ ამ ინციდენტის ცალმხრივი ვერსია, რომელიც არათუ არ პასუხობს კითხვებს, არამედ აჩენს დამატებით ეჭვებს. მაგალითად, საინტერესოა, თუ შეურაცხყოფა საიას მძღოლის მხრიდან ხორციელდებოდა, რატომ აღენიშნებოდა ინციდენტის კვალი სწორედ მას და არა თელიას, რომლის მიმართაც, შსს-ს დასკვნის თანახმად, საიას წარმომადგენელი აგრესიული იყო. ამასთან, რატომ გამოიძახეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი საიას თანამშრომლებმა და არა ვალერიან თელიამ, რომელმაც შსს-ს ვერსიის მიხედვით, დააფიქსირა როგორც მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტი, ასევე იგი გახდა კანონდამრღვევი მოქალაქის მხრიდან შეურაცხყოფის ადრესატი.
საიამ გამოითხოვა ოფიციალური ინფორმაცია შსს მომსახურების სააგენტოდან ვალერიანე თელიას სახელზე მართვის მოწმობის გაცემის შესახებ. მიღებულ პასუხში გარკვევით არის მითითებული, რომ მის სახელზე ასეთი დოკუმენტი გაცემული არ არის. მას შემდეგ, რაც საიამ ეს ინფორმაცია მოიპოვა,  შსს ზეპირი კომენტარით გამოეხმაურა აღნიშნულ საკითხს და განმარტა, რომ ამის გამო თელია დაჯარიმებულია. აღნიშნულის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ არც ერთ განცხადებაში არ არის მითითებული და აქცენტი ყველგან მხოლოდ საიას თანამშრომლის სამართალდარღვევაზე კეთდება. უფრო მეტიც, შსს-ს პრესსამსახურის მიერ მედიისთვის მიცემულ კომენტარში ადგილი აქვს მცდელობას, დასაბუთდეს და გარკვეული გამართლება მოეძებნოს პოლიციის მაღალჩინოსნის მიერ ჩადენილ სამართალდარღვევას.
თელიას მიერ მართვის მოწმობის არქონა არ არის ერთადერთი კანონდარღვევა, რასაც მისი მხრიდან ჰქონდა ადგილი. შსს-ს მიერ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ არღვევს ის საგზაო მოძრაობის წესებს და როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას როინ ფარტენაძეს. ამის მიუხედავად, ამ ფაქტების გამო პოლიციის მაღალჩინოსანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არავის უცნია და მისთვის მსუბუქი ადმინისტრაციული სახდელიც არავის შეუფარდებია, რომ არ ვისაუბროთ სისხლის სამართლის საქმეზე.
განსახილველ საქმეში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აღნიშნული ინციდენტის ამსახველი მტკიცებულების განადგურებას ფაქტს, რომლის ოფიციალური ვერსია ბევრ ეჭვს იწვევს. შსს-ს დასკვნის თანახმად:
"პოლიციის თანამშრომელი - გ. ს. მივიდა გორგასლის ქუჩაზე მდებარე კომერციულ ობიექტ ,,ბათუმის სახლში", საიდანაც უნდა მომხდარიყო აღნიშნული ობიექტის გარე ვიდეომეთვალყურეობის კამერიდან გადაღებული ვიდეოჩანაწერის ამოღება, რა დროსაც   გ. ს-მ დაუდევრობით ვერ მოახერხა ჩანაწერის ამოღება და დააზიანა არსებული ვიდეოფაილები, რომლის აღდგენაც შემდგომში ვეღარ მოხერხდა.“ აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, რომელთაც დაევალათ ამოღების განხორციელება წარმოადგენდნენ თელიას სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფ პირებს, რაც აჩენს კითხვებს მათ მიუკერძოებლობასთან მიმართებით. მტკიცებულებების განადგურების ფაქტის შეტყობისთანავე, საია ითხოვდა იმ ჩანაწერის ამოღებას, რომელზეც გ.ს-ს ობიექტში შესვლის ფაქტი იყო დაფიქსირებული. ამასთან, საინტერესოა, რომ გენერალურმა ინსპექციამ აღნიშნული ჩანაწერის ამოსაღებად ისევ ის თანამშრომელი მიავლინა, რომელმაც რამდენიმე საათის წინ "დაუდევრობით ვერ მოახერხა ჩანაწერის ამოღება." მივიჩნევთ, რომ აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს თანამშრომლების ქმედება შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის, სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნებს, რაც საგამოძიებო ორგანოების შესწავლის საგანი უნდა გახდეს.
მაშინ, როდესაც, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, განსაკუთრებულად შემაშფოთებელია შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ
"ტექნიკოს თანამშრომელს რამე გადაცდომა ჰქონდა თუ არა და წაეშალა თუ წაშალა ჩანაწერი, ეს არ არის მნიშვნელოვანი“. მივიჩნევთ, რომ ასეთი ფაქტების შეფასებისას მინისტრმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, ვინაიდან მისი მხრიდან ამ საკითხის და მისი მნიშვნელობის იგნორირება, შესაძლოა, აღმოჩნდეს წამახალისებელი ფაქტორი პოლიციის სხვა თანამშრომლებისათვის.
საყურადღებოდ მიგვაჩნია რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველის მიერ  გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, "ბოლო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში გახშირდა მომართვიანობა, რომელშიც მოქალაქეები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა რანგის თანამშრომელთა მხრიდან მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებენ."
ბოლო დროს გახმაურებულ არაერთ საქმეში (ბექა გოჩიაშვილის საქმე, ელდარ (ლუკა) კურტანიძის მიერ ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ცემის ფაქტი, თენგიზ გუნავას საქმე), სადაც შსს-ს მაღალჩინოსნები თუ რიგითი თანამშრომლები ფიგურირებდნენ, კითხვებს ბადებდა მათი ქმედებების კანონიერება. სახალხო დამცველის ზემოაღნიშნული გზავნილი პრობლემის მასშტაბურობასა და სისტემურობაზე მიუთითებს. მნიშვნელოვანია, რომ როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან ასეთი განცხადებები საკმარისი სერიოზულობით იქნეს აღქმული და გადაიდგას შემხვედრი ნაბიჯები პრობლემის დროული მოგვარებისათვის.
ვაცნობიერებთ, რომ ასეთი სამწუხარო ფაქტების სრული პრევენცია შესაძლებელი არ არის და არსებობს თანამშრომლების მხრიდან ინდივიდუალური გადაცდომების ჩადენის ალბათობა. თუმცა, მნიშვნელოვანია სწორედ ის, თუ როგორ რეაგირებს სისტემა მსგავს შემთხვევებზე. წინამდებარე საქმე და შსს-ს მუშაობის ბოლოდროინდელი პრაქტიკა მოწმობს, რომ სისტემის გამოწვევად კვლავ რჩება მაღალჩინოსნების მიერ კანონდარღვევის ფაქტებზე ობიექტური, დროული, ეფექტური რეაგირება." _ ნათქვამია განცხადებაში.



 ახალი ამბები
  • ჩოხატაურში "გურული ფეოდალი მაჟორიტარების" სამხილებლად ემზადებიანამ წუთებში ჩოხატაურის ბაზარში სამოქალაქო მოძრაობის წევრები აქციის გასამართად ემზადებიან. როგორც ისინი აცხადებენ, დღეს ჩოხატაურის ბაზარში "გურული ფეოდალი მაჟორიტარების" არჩილ თალაკვაძის და ნინო წილოსანის მხილებას ... ...
  • რატომ მოიხსნა მასალა “გურია ნიუსის“ ვებგვერდიდანდღევანდელი აქციის გაშუქებისას, “გურია ნიუსის“ ვებგვერდზე დაიდო მასალა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მოქალაქეს შორის მომხდარ მცირე ინცინდენტს შეეხებოდა. იმის გამო, რომ აუდიოჩანაწერში, შეუძლებელი იყო ინციდენტისას გაჟღერებული ფრაზების ზუსტად გარჩევა, მივიღეთ გადაწყვეტილება, მასალა ვებიდან მოგვეხსნა. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტის სიზუსტეა, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ის. ჟურნალისტის აღწერით, მოქალაქეებთან სელფის გადაღებისას, პრემიერთან მოქალაქე მივიდა და სთხოვა, გაეცა პასუხი, თუ რატომ არ აკმაყოფილებენ მის განცხადებას. პრემიერი, რომელიც დაცვასთან ერთად უკვე გადიოდა ლოკაციიდან, მოქალაქეს მიუბრუნდა, თუმცა, რა საუბარი შედგა მათ შორის და როგორ დაშორდნენ ერთმანეთს აუდიოჩანაწერში არ ისმის. მოქალაქემ ჟურნალისტს უთხრა, რომ პრემიერმა მას პასუხი არ გასცა და დაცვას ლოკაციიდან გასვლის შესახებ მიმართა, თუმცა, აუდიოჩანაწერში არ ისმის ფრაზა: “მომაშორეთ ეს კაცი!“, როგორც ეს მოქალაქემ უთხრა ჟურნალისტს. იგი ვინაობას არ ასახელებს, როგორც თავად ამბობს, შემდგომში პრობლემებისგან თავდაცვის მიზნით. როგორც მან ჟურნალისტთან საუბარში თქვა, ის სოლოლაკში, ავარიულ სახლში ცხოვრობს და ამის შესახებ აქვს განცხადება შეტანილი და სწორედ ამ განცხადების პასუხს ითხოვს ... ...
  • დუტა სხირტლაძემ ათი თეთრი მოიგო და ოზურგეთელმა კი ოთხკაციანი საგზაურიდღეს, “იმედის“ ეთერში ერთ-ერთი სუპერმარკეტის ქსელის გათამაშება შედგა. დოლორას დატრიალების დროს შოუმენმა დუტა სხირტლაძემ  ბილეთის ნაცვლად ათთეთრიანი ამოიღო. “ეს ათი თეთრი ლიფტში გამომადგება. ისე, თანხა შესაწირავ ყუთში უნდა მოათავსოთ,“ - თქვა დუტა სხირტლაძემ. მოგვიანებით,  ოზურგეთში მცხოვრებმა გათამაშებაში ევროპაში გასამგზავრებელი ოთხკაციანი საგზური ... ...
  • “ადამიანებმა, რომლებმაც ორგანიზაციებს მიაწოდეს ინფორმაციები, ანონიმურობა ითხოვეს“სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)- ამ ოთხმა ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს 14 დეკემბერს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში პარტიული ღონისძიების ფარგლებში ფართომასშტაბიანი აქციის შესახებ. პარტიის განცხადებით, ღონისძიება საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულის შეჯამებას უკავშირდება. განცხადება 13 დეკემბერს გავრცელდა, სადაც ნათქვამია: “აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის მიერ მოქალაქეთა აქტიური მობილიზება შეინიშნება, რომელსაც ძირითადად კოორდინაციას უწევენ „ქართული ოცნების“ პარტიული ოფისები. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პარტიის კოორდინატორების გარდა, მოქალაქეთა მობილიზებაში აქტიურად არიან ჩართულები მერების წარმომადგენლები სოფლებში და სოფლების საკრებულოს დეპუტატები. კონკრეტულად, მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ფოთში, ხობში, მარტვილში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ქობულეთში, ბათუმში, ხელვაჩაურში, ახალციხეში, გორში, ხაშურსა და კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დადიან მოსახლეობაში, საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში და საჯარო სკოლის მასწავლებლებს, ბაღის თანამშრომლებს,  ა(ა)იპ და სსიპ-ების  თანამშრომლებს მოუწოდებენ გაემგზავრონ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქცია-ღონისძიებაზე. ზოგ შემთხვევაში აქციაზე წასვლისკენ მოწოდებას დავალების, ზოგ შემთხვევაში კი თხოვნის შინაარსი აქვს. ასევე, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს დავალებული აქვთ აქციაზე წამსვლელი 10 ან 20 კაციანი სიების წარმოდგენა სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით. საჯარო მოხელეებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლების გარდა, ზუგდიდის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აქციაზე წასვლის შესახებ გაფრთხილებულები არიან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეები, რომლებიც „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან პირად საუბარში გამოხატავენ შიშს, რომ აქციაზე წაუსვლელობის შემთხვევაში სოციალური დახმარება მოეხსნებათ. ხელმომწერი ორგანიზაციები მმართველ პარტიასა და ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებენ, რომ აღკვეთონ საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით ზეწოლის/იძულების ნებისმიერი ფორმა. ამასთან, მაქსიმალურად უზრუნველყონ დაგეგმილი პარტიული ღონისძიების გამიჯვნა საჯარო სამსახურის და თვითმმართველობების საქმიანობისგან, და თავი შეიკავონ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანისგან,“_ წერია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. “გურია ნიუსი“ დაინტერესდა კონკრეტულად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის რომელ სოფელში დაფიქსირდა ზემოთ აღნიშნული ფაქტები. “სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურია-ფოთის რეგიონალური კოორდინატორის, მადონა ბერიძის თქმით, კონკრეტულ სოფლებს ვერ დაასახელებს, რადგან იმ ადამიანებმა, რომლებმაც ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციებს მიაწოდეს ინფორმაციები ანონიმურობა ... ...
  • ჭიათურაში უკანონოდ დატყვევებული დათვი იპოვნეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ ჭიათურაში, მოხეტიალე ცირკის მიერ დათვის უკანონოდ დატყვევების ფაქტი გამოავლინეს. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს, საქმის მასალები შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება. დათვი ცხვარიჭამიაში, დათვების თავშესაფარში დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა გადაიყვანეს, სადაც ის შესაფერის პირობებში მოთავსდება სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე. ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...