რა ინფორმაციებს ფლობენ ახალაიების ადვოკატები

სამართალი

რა ინფორმაციებს ფლობენ ახალაიების ადვოკატები

18 აპრ. 2013, 00:43:09

"გურია ნიუსი" ახალაიას ადვოკატს ირაკლი ზაქარეიშვილს დაუკავშირდა.

_ ბატონო ირაკლი, დათა ახალაიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებასთან დაკვშირებით გირეკავთ.

_ რომელ გაცხადებასთან დაკავშირებით? ალბათ გუშინ რომ გავრცელდა იმას გულისხმობთ.

_ დღევანდელთან დაკავშირებითაც და გუშინდელთანაც.

_ დღევანდელი საიდან იცით, მისია თუ არ არის?

_ სწორედ იმიტომ გირეკავთ, რომ ვარკვიო არის თუ არა...

_ დეზინფორმაციაა, ჩემო ბატონო.

_ გუშინ, სოციალურ ქსელში დათა ახალაიას მიერ გავრცელებულ განცხადებაზე თქვენ განაცხადეთ, რომ ნადვილად მისი დაწერილია.

_ მე იმას ვადასტურებ, რა განცხადებაც  გუშინ გავრცელდა. დაეყრდენით იმ შინაარსს. რაც შეეხება დღევანდელს, ეს არის დეზინფორმაცია. დათა ახალაია თუ დაწერდა, მე ეს მეცოდინებოდა.

_ ბატონო ირაკლი, თქვენგან განსხვავებით ოჯახის წევრებმა არ დაადასტურეს (კითხვის დასმა არ დაგვასრულებინა. ავტ.)

_ თქვენ საიდან იცით, რომ ოჯახის წევრებმა არ დაადასტურეს?! არარეალურ ინფორმაციას მაწვდით ახლა თქვენ, მე! თქვენ  სად ნახეთ, რომ ოჯახის წევრებმა არ დაადასტურეს. ერთი იყო, რომ ქალბატონმა, მისმა რძალმა იმ მომენტში, როდესაც ეს ახალი იყო... არ იყო საქმის კურსში... იმის შემდეგ არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა.  საიდან მოიტანეთ თქვენ, რომ არ დაადასტურეს? რომ დაადასტურეს არის რამე მსგავსი? თქვენ როგორ ფიქრობთ, რამე რომ ყოფილიყო ამ ხნის განმავლობაში, ან მე  ვიქნებოდი მისი ადვოკატი, ან ვინმე არ უარყოფდა ამას? როგორ ფიქრობთ თქვენ? ამიტომ, როცა რაღაცას ადვოკატს ეკითხები იმ კუთხით შემეკითხეთ ხოლმე, უხერხულობას არ ჰქონდეს ადგილი. ახლა მე გეტყვით რატომ. თქვენ, ჩემგან ნუ მიიღებთ ამას საყვედურად. მე გუშინ ვესაუბრებოდი ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტს. მეგონა რომ პირადი საუბარი იყო. მე უთხარი რომ არც ჩაწერა მინდა და არც ის... ვესაუბრები პირადი საუბარია მეთქი და ტელევიზორში პირადი საუბარი გამომიქვეყნა. ახლა მე თქვენ არ გკადრებთ, რომ იგივეს აკეთებთ მაგრამ, უბრალოდ გთხოვთ რომ...

_ ბატონო ირაკლი, თქვენ ხართ დათა ახალაიას ადვოკატი და გირეკავთ კომენტარზე. პირადი საუბრით მასალა როგორ უნდა მოვამზადო?

_ მე არ მქონია განზრახვა, რომ რაიმეთი გული დაგწყვიტოთ. უბრალოდ ფორმულირება თქვენი შეკითხვის გავიგე. გიპასუხეთ და ასე გააგრძელეთ. დიდი მადლობა რომ დარეკეთ.

რას ფიქრობს ბაჩო ახალაია მისი ძმის, დათა ახალიას მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, "გურია ნიუსი" ამასთან დაკავშირებით მის ადვოკატს, გიორგი ონიანს დაუკავშირდა.

"გურია ნიუსის" კითხვაზე იცის თუ არა და ადასტურებს თუ არა ბაჩო ახალია იმას, რომ  განცხადება მისი ძმის გავრცელებულია, ონიანმა განაცხადა, რომ "ზოგადად, როგორც ჩვენ ვიცით ტელევიზიიდან, ისე იცის მანაც. ბაჩო ახალაიამ არ იცის, არის თუ არა ეს მისი ძმის გაკეთებული."

_ თქვენ თუ გქონდათ როლანდ ახალაიასთან ამ განცხადებასთან დაკავშირებით საუბარი?

_ არა.

"გურია ნიუსი"თავისუფლების ინსტიტუტის" წევრს თეა თუთბერიძეს დაუკავშირდა. "დღევანდელი განცხადება პასუხობს, რომ ეს მისი გავრცელებული არ არის. შესაბამისად, მეც მჯერა იმისი, რომ ის რაც ორი დღის წინ გავრცელდა, არ არის დათა ახალაიას გავრცელებული. თუმცა განცხადების შინაარსი გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. სავარაუდოა, რომ რეალობასთან ახლოს იყოს."

_ დათა ახალაიას ადვოკატი "გურია ნიუსთან" აცხადებს, რომ ორი დღის წინ განცხადება დათა ახალაიამ გავრცელდა.

_ ვერ გეტყვით, რას საუბრობს დათა ახალაიას ადვოკატი. მე ვიცი რა არის ადვოკატის ფუნქცია. ის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ადვოკატია. ვგულისხმობ, რომ დათა ახალაიას სისხლის სამართლის საქმის ადვოკატია და ის თუ რა განცხადებას გაავრცელებს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, ამაზე კომენტარის გაკეთება არ შედის ადვოკატის ფუნქციებში. საერთოდ, არასწორად მიმაჩნია, რომ ჟურნალისტები ამ თემაზე კომენტარის სათხოვნელად ადვოკატთან მიდიან. რადგან, მე რა განცხადებას გავავრცელებ, ამაზე რატომ უნდა გააკეთოს ჩემმა  სისხლის სამართლის საქმის ადვოკატმა კომენტარი, ძალიან მაინტერესებს.

_ სამწუხაროდ დათა ახალაია საქართველოში არ იმყოფება. კითხვას ვერ დაუსვამ...

_ დათა ახალაია რომ არ იმყოფება, იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები, ახლობლები, რომლებიც ამაზე არ საუბრობენ.  ვინ არის ადვოკატი, ამაზე რომ საუბრობს?

_ ჩვენ ვცდილობდით როლანდ ახალაიასთან კავშირებას, მაგრამ...

_ მე მიმაჩნია, რომ როლანდ ახალაიამ, არც ოჯახმა, ამაზე განცხადება არ უნდა გააკეთოს. ერთადერთი, ვინც ამაზე შეიძლება განცხადება გააკეთოს თავად დათა ახალაიაა. ადვოკატი რა შუაშია? მაშინ წადით და ჩამოართვით ინტერვიუ დათა ახალაიას მეზობელსაც.

_ დათა ახალაიას მეზობლების რას ფიქრობენ, ეს ინფორმაცია უკვე გვაქვს. ვფიქრობ, მეზობელზე მეტად საინტერესოა როლანდ ახალაიამ გააკეთოს განცხადება. მისი შვილები: ბაჩო ახალაია ციხეშია, დათა ახალაია ქვეყანაში არ არის და ასეთ განცხადებას ავრცელებს.

_ მესმის, მესმის. მაგრამ ის არ მესმის, რა შუაშია ადვოკატი?

_ ამ შემთხვევაში მხოლოდ ადვოკატი საუბრობს მედიასთან.

_ გასაგებია. მაგრამ, ჩემი სახელით რომ განცხადება გავრცელდეს და იმაზე კომენტარს არ ვაკეთებდე, არც უარყოფას ვახდენდე და არც დადასტურებას, თქვენ (ჟურნალისტებს გულისხმობს. ავტ.) უნდა ირბინოთ და ჩაწეროთ ჩემი მეზობლები, ჩემი ახლობლები, ადვოკატები?.

_ ჟურნალისტები არ უნდა უნდა დაინტერესდნენ თქვენს მიერ გავრცელებული განცხადებით?!

_ საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ამ ადვოკატს ამ საქმესთან არაფერი ესაქმება. რადგან ის არის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი და მისი საქმე არ არის, არც მის ფუნქციებში არ შედის დათა ახალაიას სახელით გავრცელებული განცხადებების კომენტარის გაკეთება.

შეგახსენებთ, რომ აპრილს სოციალურ ქსელში დათა ახალაიას განცხადება გამოჩნდა:

"აგერ უკვე მეშვიდე თვეა, სამშობლოდან გადახვეწილი ვაკვირდები ქვეყანაში მიმდინარე მტკივნეულ პროცესებს. ვფიქრობ, ვაანალიზებ წარსულს და სულ უფრო მიმყარდება რწმენა იმისა, რომ საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია,- კაცი, რომელმაც ჩვენთან - ჩემთან და ჩემს ძმასთან - ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა.

ამ ერთი კაცის დაუოკებელმა ლტოლვამ ძალაუფლებისაკენ, ანგარებამ და უბინძურესი ფორმებით წარმოებულმა ფარულმა ომებმა შეიწირა ჩვენი ხელისუფლება.
მე ღრმად მწამს, რომ არა ვანო მერაბიშვილი, ნაციონალური მოძრაობა, მიუხედავად შეცდომებისა, ასე გამანადგურებლად არ დამარცხდებოდა არჩევნებში.

მყარად მაქვს გადაწყვეტილი, უახლოეს მომავალში ჩემს მეგობრებთან ერთად დავბრუნდე საქართველოში და ყველა კითხვას გავცე პასუხი" - ნათქვამია განცხადებაში.

17 აპრილს, სოციალურ ქსელში დათა ახალაიას სახელით მეორე გაცხადება გავრცელდა:

"უპირველესად, მინდა მოგახსენოთ, რომ ინტერნეტით განცხადებების გაკეთება ჩემი სტილი არ არის, თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალე რეაგირების გაკეთება. მინდა განვაცხადო, რომ მე, დათა ახალაიას, არ მეკუთვნის ინტერნეტში გავრცელებული წერილი და არც ფეისბუქის გვერდი.

...მინდა ჩემი მხარდაჭერა დავაფიქსირო 19 აპრილის მიტინგის მიმართ და ვთვლი, რომ მასზე ჩვენი ქვეყნის მომავალი წყდება."




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია 467 754 ლარად ბორბლიან ექსკავატორს შეიძენსოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია 467 754 ლარად ბორბლიან ექსკავატორს და ერთ ერთეულს JCB 4CX-ზე თავსებადი დამატებითი მოწყობილობას _ მულჩერს შეიძენს. გამოცხადებული ტენდერის შესახებ “გურია ნიუსი“ უკვე წერდა. ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია _ შპს “ თეგეტა კონსტრაქსშენ ექვიფმენთ“ მონაწილეობდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შესყიდვის სავარაუდოდ ღირებულებად 519 30000 ლარი ქონდა დასახელებული, მაგრამ საბოლოო ჯამში აღნიშნულმა შპს-მ უფრო ნაკლები თანხა დაასახელა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხელშეკრულება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს “ თეგეტა კონსტრაქსშენ ექვიფმენთ“-ს შორის არ არის ... ...
  • ოზურგეთში საახალწლო გარე განათებისთვის და სხვადასხვა საჭირო მოწყობილობებისთვის 25 045 ლარი დაიხარჯებაუკვე ცნობილია, რომ საახალწლო ქალაქ ოზურგეთის ქუჩებში განსათავსებელი საახალწლო გარე განათებისთვის  და სხვადასხვა საჭირო მოწყობილობებისთვის 25 045 ლარი დაიხარჯება. ჩატარებულ ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში წერია, რომ “დანდიმ“ სატენდერო წინადადების ყველაზე დაბალი ღირებულება შესთავაზა (აღსანიშნავია, რომ ის კონკურენტის გარეშე მონაწილეობდა ტენდერში და სწორედ ის ფასი დადო, რამდენი მერიას ჰქონდა შეთავაზებული). “სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობისა და სათადარიგო ნაწილების (საახალწლო გარე განათებების შესყიდვა. შესყიდვისთვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში (NAT200017478) სატენდერო წინადადების ყველაზე დაბალი ღირებულებით, 25 045 ლარით, სატენდერო წინადადება წარმოდგენილია შ.პ.ს. „დანდი“-ს (ს/კ 401951991) მიერ. შ.პ.ს. „დანდი“-ს (ს/კ 401951991) მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია სრულ შესაბამისობაშია სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან“, _ წერია ოქმში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლოდ 25 045 ლარად იყიდის მანათობელ სტრინგს, მანათობელ მილს, ნაძვის ხის სტრინგს, ადაპტორს (მილის დამაერთებელი „შტეკერი“), საიზოლაციო ლენტს, სამაგრ „ჟგუტს“ _ „ტაისებს'', სახვევ მავთულს, პროჟექტორს, გარე განათების სტრინგს ნათურებით, ხელოვნური ნაძვის ხის ტოტებს და ელექტრო ... ...
  • საახალწლოდ განწყობისთვის ლანჩხუთში 20 000 ლარი დაიხარჯებასაახალწლო აქსესურებსა და ქალაქის მორთულობაზე ლანჩხუთში ამ ეტაპზე 20 000 ლარი დაიხარჯება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, მაკა სულაბერიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ელექტრონული ტენდერი არ დასრულებულა. ვინ მოემსახურება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს და ვინ მოიგებს ტენდერს ეს რამდენიმე დღეში გახდება ... ...
  • მოირთვება თუ არა ჩოხატაურის ქუჩები საახალწლოდტრადიციულად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ცენტრში ნაძვის ხისა და ქუჩების საახალწლოდ მორთვა იგეგმება, ამ ეტაპზე უცნობია თუ რა თანხა არის გამოყოფილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. “მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა. იგეგმება ნაძვის ხისა და ქუჩების საახალწოდ მორთვა, თუმცა, ეს მოხდება შეზღუდული რესურსებით", _ გვითხრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა იამზე ... ...
  • შსს-ს ავტომობილი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა- პროკურატურის განცხადება2020 წლის 28 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთთან  გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ერთი ადამიანის გარდაცვალება და 4 პირის სხეულის დაზიანება გამოიწვია. „გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 28 ნოემბერს,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული „ტოიოტა ჰაილუქსი"-ს მოდელის ავტომანქანა, რომელსაც  ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ა.დ. მართავდა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთთან  გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 234-ე კმ-ზე, შეეჯახა გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულ „ფორდ ტრანზიტ"-ის მარკის  მიკროავტობუსს, რის შემდგომაც შეჯახების ინერციით მიკროავტობუსი შეეჯახა გზაზე მოძრავ სატვირთო ავტომანქანას. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად „ფორდ ტრანზიტის" მძღოლი შ.ჯ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს მიკროავტობუსის მგზავრმა ნ.ჯ.-მ, „ტოიოტა ჰაილუქსი"-ს მძღოლმა ა.დ.-მ და მისმა არასრულწლოვანმა მგზავრებმა ზ.დ.-მ და გ.დ.-მ.  დაშავებულები ჯანმრთელობის მძიმე  მდგომარეობის გამო,  მკურნალობას  საავადმყოფოში განაგრძობენ. გამოძიების დაწყებისთანავე, სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადაუდებლად შემოწმდა „ტოიოტა ჰაილუქსი"-ს მძღოლი ა.დ, რომელიც აღმოჩნდა ფხიზელ მდგომარეობაში. ასევე, გამოძიების მიერ მისგან ნიმუშის სახით აღებული იქნა სისხლი, რაზეც დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს. საქმეზე ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხნენ მოწმეები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, ასევე  ავტოტექნიკური და ავტოსაგზაო ექსპერტიზები,  ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მძაღოლის ბრალეულობის დასადგენად. ასევე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...