არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება და ტრეფიკინგი _ დაკავებულია დამნაშავეთა ჯგუფი

სამართალი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება და ტრეფიკინგი _ დაკავებულია დამნაშავეთა ჯგუფი

2019 სექ 19 16:55:03

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქართველი და უცხოელი სამართალდამცველები რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდნენ ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს. შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებული არიან: აშშ-ის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული კ.უ., ავსტრალიის მოქალაქე, 1959 წლის დაბადებული პ.ლ. და საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული მ.ც., 1984 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული გ.ბ., 1978 წელს დაბადებული ბ. ც., 1982 წელს დაბადებული ი.ა., 1981 წელს დაბადებული ქ.ო., , 1989 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული დ.ბ. და 1984 წელს დაბადებული გ.ბ.

დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები, ასევე, უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აშშ-ს მოქალაქე კ.უ. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის განაღდებას თბილისში არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში განთავსებული კრიპტომატებიდან ახდენდა.

პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე უკანონო ფოტოსალონებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: ძვირადღირებული ფოტოაპარატები, განათების საშუალებები, რეკვიზიტები და კომპიუტერული ტექნიკა. გარდა აღნიშნულისა, ასევე, ამოღებულია კომპიუტერულ ტექნიკაში, დისკებსა და ფოტოაპარატებში მოთავსებულ მეხსიერების ბარათებზე არსებული არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალები.

დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, ტარდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. კერძოდ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული, რამდენიმე ქვეყნის ჩართულობით განხორციელებული ეს სამართალდაცვითი ღონისძიება, უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ბავშვებს ზიანს აყენებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები, საერთაშორისო დონეზე, ერთობლივი ძალისხმევით, ყოველთვის შეძლებენ მათ იდენტიფიცირებას, დაკავებას და პასუხისგებაში მიცემას.

ამასთან, ამერიკის საემიგრაციო და საბაჟო უწყების (ICE) შიდა უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური (HSI) ყოველთვის და ყველგან აღასრულებს თავის ვალდებულებას, რომ დაიცვას ბავშვები მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას იმ ადამიანებისგან, ვინც ბოროტად სარგებლობს ბავშვთა უმწეობით.




 ახალი ამბები
  • რა შემთხვევაში ისარგებლებენ შეღავათებით რეგიონის მაცხოვრებლებიოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით,  "ენერგო-პრო-ჯორჯიას" აბონენტებს შეღავათი შეეხება იმ შემთხვევაში, თუ თვის განმავლობაში დენის გადასახადი მაქსიმუმ 36 ლარია. ხოლო "სოკარ-გაზის" აბონენტები შეღავათით ისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი აირის გადასახადი თვის განმავლობაში - 82-83 ლარს შეადგენს. ამავე გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქში 1 კვტ/სთ ელექტროენერგიის საფასური  (დღგ-ს ჩათვლით), 101 კვტ/სთ–დან 301კვტ/სთ-ის ჩათვლით, არის - 18.5555 თეთრი. შესაბამისად, გამოდის, რომ უხეში დათვლებით შეღავათით ისარგებლებენ მოქალაქეები, რომლებიც თვის განმავლობაში ელექტროენერგიაზე მაქსიმუმ 37 ლარს იხდიან. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ამ შემთხვევაში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდება "თბილისი ენერჯის" იმ აბონენტებს, რომლებიც თვის განმავლობაში მაქსიმუმ - 92 ლარს იხდიან. ცნობისთვის,  მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენ თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში - მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  დღეს ... ...
  • რომელი ქართული ფილმების ნახვა შეგვეძლება უფასოდ დარჩი სახლში, უყურე ქართულ კინოს! – ეროვნული კინოცენტრი ეროვნულ კინოკლუბი დაარსა და ონლაინ კინოჩვენებები დაიწყო. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ კინო ანონსს. ონლაინ კინოჩვენებების განრიგი : 4 აპრილი, 19:00 საათი –  „გოგიტას ახალი ცხოვრება”– რეჟისორი ლევან კოღუაშვილი; 5 აპრილი, 19:00 საათი –  „დაკარგული რვანახევარი“ – რეჟისორები ლაშა ოთხმეზური და ვახო ვარაზი; 6 აპრილი, 20:00 საათი –„უშენოდ მგონი მოვკვდები“ – რეჟისორი ლევან თუთბერიძე; 10 აპრილი, 19:00 საათი – „კრედიტის ლიმიტი“ – რეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილი; 12 აპრილი, 20:00 საათი – „ცხრა მთას იქით“ – რეჟისორი ლევან თუთბერიძე; 15 აპრილი, 19:00 საათი –„ნეტავ იქ თეატრი არის?!“ – რეჟისორი ნანა ჯანელიძე; 17 აპრილი, 19:00 საათი – „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს” – რეჟისორი თინათინ გურჩიანი; 21 აპრილი, 19:00 საათი – „მზის ქალაქი” – რეჟისორი რატი ონელი; თანამედროვე ქართული ფილმების ბმულები ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გახდება ... ...
  • ურეკის წყალსადენის რეზერვუარში წყლის დებეტის კლებას დავით ცერცვაძე უარყოფს„გურია ნიუსი“ ახლახან წერდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კურორტ ურეკის წყალსადენის რეზერვუარში წყლის დებეტის კლების შესახებ, რაზეც ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ. ჩვენი წყარო ამბობს, რომ მართალია, ეს ხდება ახლომდებარე კარიერზე, მდინარე ნატანების კალაპოტში, ინერტული მასალების მოპოვების გამო, რაც სტანდარტის სრული იგნორირებით ხდება, თუმცა, ჯერჯერობით ასაიდუმლოებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ყურამდე რ მივიდეს და ახერხებენ, სინამდვილე შეფუთონ. _ გეტყვიან, არ არის კლებაო, თუმცა, იცით, რომ არ არის? ოფიციალურად, რაიმე მტკიცებულება, ვიზუალური ან დოკუმენტური გაქვთ ნანახი? მერე, მოგვიანებით, ატყდება გნიასი, ვიღაც თავს გამოიდებს და ირბენს წყალსადენის ირგვლივ... ასეთ თემებზე გრანტის წერაც მოდაშია _ იტყვიან, რომ ეს „აღმოჩენა“ მავანს ეკუთვნის, რის გამოც უნდა დაჯილდოვდეს, _ გვეუბნება  წყარო. როგორც ვწერდით, აღნიშნულის თაობაზე „გურია ნიუსი“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, გურიის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელს, დავით ცერცვაძეს დაუკავშირდა. მან კი კომპანიის პრესსამსახურთან გადაგვამისამართა. _წყლის დებეტის კლება, ზოგადად, საქართველოში იყო კლიმატური პირობების გამოც. არ იყო თოვლი. არა მარტო გურიაში, სხვა რეგიონებშიც შეიმჩნეოდა კლება. მაგალითად, ასე იყო გუდაურსა და ბაკურიანში. ეს პირველი პრეცედენტი არ არის. თუმცა, კონკრეტულად ურეკის შესახებ, ასეთი რამ არ ვიცი. მე აუცილებლად გადავამოწმებ ინფორმაციას, ყველაფერს გავიგებ და მე თვითონ გაცნობებთ, _ გვითხრა მაშინ წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურიდან ლელა კიკალეიშვილმა, თუმცა, იმ დღეებში პასუხი არ მოგვწერა და არც სატელეფონო ზარს პასუხობდა. ქალბატონი ლელა სამი დღის შემდეგ დაგვიკავშირა, მოიბოდიშა, რომ ავად იყო და ამჯერად გვითხრა, რომ დავკავშირებოდით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, გურიის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელს, დავით ცერცვაძეს, რომელიც დაზუსტებულ პასუხს მოგვცემდა. _ ურეკის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ დღიდან გაბურღვისა, დებეტი იგივეა და არ შემცირებულა. დებეტის შემოწმება არ ხდება, თუმცა, წყალი არ შემცირებულა _ რაც იყო, იგივეა, _ გვითხრა დავით ... ...
  • რამდენ აბონენტს ეხება კომუნალურ გადასახადებზე შეღავათიდღევანდელი მონაცემებით, ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათი 1 200 000 აბონენტს, ხოლო გაზის გადასახადზე – 650 000 აბონენტს ეხება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს მთვარობის ადმინისტრაციაში განუცხადეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე დღეს განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ მოქალაქეს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, სამი თვის განმავლობაში გადასახადებს სრულად დაუფინანსებს. საუბარია მარტის, აპრილისა და მაისის გადასახადებზე. ამასთან, აღსანიშნავია,  რომ შეღავათი ეხება დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც. წყარო:პირველი ... ...
  • მარნეულში სასურსათო მაღაზიიდან ნისიების რვეული მოიპარესკარანტინის ზონად გამოცხადებულ მარნეულში სასურსათო მაღაზია გაქურდეს - წაღებულია თანხა, ნისიების რვეული და პროდუქტი. შემთხვევა გუშინ მოხდა. მაღაზიის მეპატრონის თქმით, უცნობმა პირებმა მაღაზიის შუშები ჩაამსხვრიეს და ისე შევიდნენ. როგორც მაღაზიის მეპატრონე „მთავარ არხთან“  ამბობს, პოლიცია შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...