ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა
გურამიშვილის ქუჩაზე გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს "ოპელის“ მარკის ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით, მოპედს არასრულწლოვანი შლემის გარეშე მართავდა. ის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.