აზერბაიჯანის მოქალაქეს ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანა-გასაღებისთვის 15 წლით პატიმრობა შეეფარდა

სამართალი

აზერბაიჯანის მოქალაქეს ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანა-გასაღებისთვის 15 წლით პატიმრობა შეეფარდა

2018 აგვ 13 12:55:12

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის ბრალდებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ი.ა. დამნაშავედ ცნო  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3  ნაწილის ,,ა'' და  მე-6 ნაწილის ,,ა''  ქვეპუნქტებით და 262-ე  მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის ,,ა'' და მე-4 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ი.ა-მ აზერბაიჯანში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ,,მეთადონი'', ,,მეტამფეტამინი'' და ,,ჰეროინი'',  რომლებიც  სხეულში დამალვის გზით, 2018 წლის 19 თებერვალს, სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ,,წითელი ხიდის'' გავლით, უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. 
სამართალდამცავებმა ი.ა საქართველოში შემოსვლისთანავე, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ ,,წითელ ხიდში'' დააკავეს. მისი პირადი  ჩხრეკისას  ამოღებულ იქნა 0,386 გრ. ნარკოტიკული საშუალება  ,,მეთადონი'' (მარილი), დიდი ოდენობის 0,5811 გრ. ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინი'' (მარილი) და განსაკუთრებით დიდი ოდენობის 6,2437 გრ. ნარკოტიკული  საშუალება ,,ჰეროინი''.  ი.ა.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3  ნაწილის ,,ა'' და  მე-6 ნაწილის ,,ა''  ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) და 262-ე  მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის ,,ა'' და მე-4 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით (საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ი.ა დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.




 ახალი ამბები
  • ჩემპიონატი "მთის ეტლი თხილამურებით - ბაკურიანი 2020" გაიმართა(R)პროექტის "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" ფარგლებში, მიმდინარე წლის 17 თებერვალს, დაბაბაკურიანში პირველად საქართველოს ისტორიაში გაიმართა ჩემპიონატი "მთის ეტლი თხილამურებით - ბაკურიანი 2020", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილ–დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა და ვეტერანებმა. ჩემპიონატი ჩატარდა ოლიმპიური სისტემით, რომელშიც  19–მა მონაწილემ იასპარეზა თბილისის, გორის, ქუთაისისადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან.   ინდივიდუალურ ასპარეზობაში გამოვლინდა სამიგამარჯვებული: რეზო გორგაძე, ალიკა გითოლენდია და ვეფხვია გელაშვილი, ხოლო გუნდურ შეჯიბრში პირველობა არავის დაუთმო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სამეულმა, რომლის შემადგენლობაშიც ასპარეზობდნენ: ლადო შონია, პაპუნა სულუხია და თემურ იზორია. ჩემპიონატის ინდივიდუალურ გამარჯვებულებს გადაეცათ გარდამავალი თასები, მედლები, დიპლომები დაპროექტის სპონსორების მიერ დაწესებული ფულადი პრიზები. ჩემპიონატი სისტემატურ ხასიათს მიიღებს და მასში სულ უფრო და უფრო მეტი მონაწილე ჩაერთვება საქართველოს მასშტაბით. ახალგაზრდული მედია-კავშირი და ჩემპიონატის მონაწილეები მადლობას უხდიან პროექტის მხარდამჭერებს თბილისის, გორის, ქუთაისისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს,  ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურსა და კომპანიებს: „ევროპაბეთს", „სოკარს"," ტოიოტა კავკასიას", რომლებმაც ჩემპიონატში ასპარეზობის საშუალება მისცეს საქართველოს სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს. პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთაუფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარ უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება. (R)   ... ...
  • თალაკვაძე: "მათი მთავარი ამოცანა დესტაბილიზაციაა"ვანო მერაბიშვილის განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ნაციონალურ მოძრაობას და ოპოზიციის ამ ნაწილს აქვს დესტრუქციული დღის წესრიგი - არჩევნები მათ არ სურთ,_ ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ვანო მერაბიშვილის მიერ ციხის დატოვებისას გაკეთებულ განცხადებას.  „მისმა განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ნაციონალურ მოძრაობას და ოპოზიციის ამ ნაწილს აქვს დესტრუქციული დღის წესრიგი. მათი მიზანი არ არის დემოკრატიული არჩევნები და შეთანხმება რაიმეზე, მათი მთავარი მიზანი, პოლიტიკური სურვილი და მთავარი ამოცანა არის დესტაბილიზაცია და რაიმე ცვლილებების მოპოვება საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით",_ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება არავის მისცემს დესტაბილიზაციის საშუალებას და მომავალთან დაკავშირებით მოქალაქეები მიიღებენ გადაწყვეტილებას დემოკრატიული და  თავისუფალი არჩევნების გზით. „მე  მოვისმინე ბატონი რომან გოცირიძის საოცარი განცხადება, სადაც, მან თქვა, რომ "დამხობა" არის მხატვრული სიტყვა, არ გამოვრიცხავ, რომ უკვე ხვალ თქვან, რომ "დამხობა" არის მერიონ რასელის  ნახატი. ასე ეცდებიან ეს ადამიანები, რომ თავისი უპასუხისმგებლობა აჩვენონ სახელმწიფო ინტერესების მიმართ. რეალურად, ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნას. ჩვენ გვჯერა ჩვენი საზოგადოების, ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს და პატივს ვცემთ  გადაწყვეტილებას, რომელსაც ისინი მიიღებენ დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების გზით",_ განაცხადა არჩილ ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბობოყვათში - არის მსხვერპლი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • „ან ბოდიში მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს ვის ემუქრები?“_ ხიდაშელი მერაბიშვილსვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გამოსვლას სოციალურ ქსელში  ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი. „ქალაქში ახალი ცირკი ჩამოდგება დღეიდან. ყოველ ჯერზე როდესაც დღეს ციხიდან გამოსულ კაცზე ისაუბრებთ, ან ეთერში გეყოლებათ ან მის გმირად და რეჟიმის მსხვერპლად წარმოჩენას შეეცდებით ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამით გმირულ საქციელად მიიჩნევთ: პოლიციურ რეჟიმს, რეპრესიებს, დემონსტრაციის შემდეგ დატოვებულ გვამებს, მოპარულ არჩევნებს, ასობით გადამალულ და სასტიკად ნაცემ დემონტრანტს. ნუ დაგავიწყდებათ რომ სწორედ ეს კაცია შემოქმედი ქვეყანაში იმ ბოროტების მანქანის რომელიც დღემდე ვერ მოვიცილეთ. PS ან ბოდიში, მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს  ვის ემუქრები? შენ რომ დაამხობ და მერე დაბრუნდები, ის ხელისუფლება ისევ დასამხობი, რომ იქნება კი უნდა ხვდებოდე უკვე “ – წერს თინა ხიდაშელი. ... ...
  • იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო იაპონიის საელჩოშისტუმართა შორისაა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, რომელიც შეხვედრაზე მიტოიოს მერიამ ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...