ბათუმის მერიის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დააკავეს

სამართალი

ბათუმის მერიის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დააკავეს

2019 მაი 30 17:21:17

მასშტაბური დაკავებები ბათუმის მერიაში _ დაკავებულები არიან მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები. განცხადება ბათუმის პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულები არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, განათლების და მეცნიერების მინისტრი ბაგრატ მანველიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები.

ასევე ვიცე მერი თენგიზ პეტრიძე, სერვისების მართვის უფროსი, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე.

მათ ბრალი დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედებათ.

როგორც აჭარის მთავარი პროკურორის, ნათია სონღულაშვილის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, რომელიც საქართველოს პროკურატურამ განახორციელა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან აქტიური თანამშრომლობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, საქართველოს ს.ს.კ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და ს.ს.კ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით  გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დაკავებული არიან:
 
 ბათუმის ყოფილი მერი გ.ე;  აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბ.მ; აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ა.ვ;  ბათუმის ვიცე-მერი თ.პ; ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი ე.ლ; ბათუმის მერიის ააიპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსის მოადგილე ვ.ხ. და  ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი ბ.ხ.
 
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი: ზემოხსენებული პირების გადაწყვეტილებით, რომლებიც იმჟამად იყვნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრები და ბათუმის მერიაში ეკავათ სხვადასხვა თანამდებობები, 2015 წლის 09 ოქტომბერს, ქ.ბათუმის მერიამ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ქ.ბათუმში საცხოვრებელი ბინების ე.წ. „იაფი სახლის“ მშენებლობაზე. სატენდერო პირობების თანახმად, შენობა-ნაგებობის ასაშენებლად უნდა გამოყენებულიყო მსუბუქი ფოლადის თხელკედლიანი კონსტრუქციები.
ტენდერის გამოცხადებამდე, ბათუმის მერიის ხელმძღვანელობისთვის და სატენდერო კომისიის წევრებისთვის ცნობილი იყო, რომ მსუბუქი ფოლადის თხელკედლიანი კონსტრუქციებით საქართველოში მშენებლობის გამოცდილება მხოლოდ ერთ-ერთ კომპანიას ჰქონდა, რომელსაც ტენდერის გამოცხადებამდე ქ.ბათუმის მერიის ხელმძღვანელმა პირებმა შესთავაზეს აღნიშნული კონსტრუქციებით მშენებლობის პროექტის განხორციელება. საბოლოოდ, ქ.ბათუმის მერიამ ტენდერი გამოაცხადა სწორედ ზემოთხსენებული კომპანიის მიერ უსასყიდლოდ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, ისე რომ დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ ფასებზე ბაზრის კვლევა არ ჩაუტარებია. ელექტრონული ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა, უცხოური საწარმოს ფილიალმა „კონვენტ ჯორჯიამ“. 
ელექტრონული ვაჭრობის მიმდინარეობისას, უცხოური საწარმოს ფილიალის „კონვენტ ჯორჯიას“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარდგენილი იქნა ყალბი დოკუმენტაცია. 
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრებს, წარმოდგენილ საეჭვო დოკუმენტაციაზე საერთოდ არ უმსჯელიათ, ეს მაშინ, როდესაც ქ.ბათუმის მერიის მიერ, 2015 წლის 01 მაისს გამოცხადებულ სხვა ელექტრონულ ტენდერში, უცხოური საწარმოს ფილიალის „კონვენტ ჯორჯიას“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარდგენილი იგივე დოკუმენტაცია კომისიის ამავე შემადგენლობის მიერ გახდა უსფ „კონვენტ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაციის ერთ-ერთი საფუძველი. 
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრებმა, იმ პერიოდისათვის ბათუმის ვიცე-მერმა ბ.მ-მ, ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა თ.პ-მ, ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე ვ.ხ-მ, ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსმა ე.ლ-მ და ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსმა ბ.ხ-მ, მიუხედავად იმისა რომ ტენდერში მონაწილეობისას „კონვენტ ჯორჯიას“ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა სატენდერო პირობებს და არსებობდა კომპანიის უპირობო დისკვალიფიკაციის საფუძვლები, უკანონოდ მიანიჭეს უპირატესობა პრეტენდენტს და გამოაცხადეს ტენდერში გამარჯვებულად.
ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, „კონვენტ ჯორჯიამ“ სატენდერო კომისიას წარუდგინა საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი საბანკო დაწესებულების მიერ ავიზირებული, დიდ ბრიტანეთში, ლონდონში რეგისტრირებული „POINT BANK LTD“ მიერ გაცემული ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ისე რომ ხსენებული კომპანია საერთოდ არ იყო საბანკო დაწესებულება და წარმოადგენდა არააქტიურ კომპანიას. 
ბათუმის მერის გ.ე-ს დავალებით, დიდი ბრიტანეთში რეგისტრირებული „POINT BANK LTD“-ის სანდოობის, გადახდისუნარიანობის და რეიტინგის შესწავლა დაევალა მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილეს ა.ვ-ს, რომლის მიერაც მოპოვებული ინფორმაციებით დადგინდა, რომ დასახელებულ კომპანიას საერთოდ არ ჰქონდა რეიტინგი, რაც პირდაპირ მიუთითებდა მის არასაიმედოობაზე. ამავე პერიოდში ბათუმის მერიაში უკვე გაგზავნილი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის სარეკომენდაციო წერილი იმის თაობაზე, რომ საბანკო გარანტიები მოთხოვნილი ყოფილიყო მხოლოდ - მაღალი სანდოობის საერთაშორისო ან ქართული კომერციული ბანკებიდან. 
ყოველივე ზემოხსენებულის საწინააღმდეგოდ, ნაცვლად იმისა, ქ.ბათუმის მერს და სატენდერო კომისიის წევრებს დაეცვათ სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი, შეეწყვიტათ ტენდერი და არ გაეფორმებინათ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება უსფ „კონვენტ ჯორჯიასთან“, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ გააფორმეს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება 4 279 990 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, კი უსფ „კონვენტ ჯორჯიამ“ ბათუმის მერიაში წარადგინა ისევ არასაბანკო, არააქტიური, ფიქტიური კომპანია „POINT BANK LTD“-ს მიერ გაცემული საავანსო საბანკო გარანტია. იმის მიუხედავად, რომ ბათუმის მერის, საფინანსო სამსახურის უფროსის ე.ლ-სთვის და საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილე ა.ვ-სთის ცნობილი იყო „POINT BANK LTD“-ის არასანდოობა და ის ფაქტი, რომ გარანტიის გამცემი კომპანია არ წარმოადგენდა საბანკო დაწესებულებას, ამასთან წარმოდგენილი საბანკო გარანტიაც არ იყო უპირობო და გამოუთხოვადი, უსფ „კონვენტ  ჯორჯიას“ მაინც უსაფუძვლოდ ჩაურიცხეს საავანსო თანხა ჯამში 1 626 396,20 ლარის ოდენობით, საიდანაც უსფ „კონვენტ  ჯორჯიამ“ შეასრულა მინიმალური, მხოლოდ 251 109,43 ლარის სამუშაოები, ხოლო დანარჩენი თანხის სამუშაოები დღემდე შეუსრულებელია.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ბათუმის მერიის ხელმძღვანელი და სხვადასხვა რგოლის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებამ, რაც გამოიხატა უსფპ „კონვენტ ჯორჯიასათვის“ უპირატესობის უკანონოდ მინიჭებაში და საავანსო თანხის უსაფუძვლოდ ჩარიცხვაში, არსებითად დაარღვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოწოდებული დასკვნის თანახმად, გაიფლანგა დიდი ოდენობით 1 370 076,00 ლარის თანხა, რითაც მუნიციპალიტეტს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი" _ აცხადებენ უწყებაში.




 ახალი ამბები
  • კახეთში გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა დაიწვასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ  არსებობს. ხანძრის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მიტოვებული შენობა-ნაგებობა დაიწვა. მათ შორის ერთ-ერთი გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობაა. როგორც ცნობილია, ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახსა და ეკალ-ბარდებს მოედო, შემდეგ კი ძლიერი ქარის გამო შენობებზეც გავრცელდა. ... ...
  • მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდათბილისში, მთაწმინდის ფერდობზე,  პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ დაიწყეს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შეზღუდული ხილვადობის, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ხმელ ბალახზე გავრცელებული ხანძრის ქრობას 60-მდე მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობდა  მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საშიშროებაც, თუმცა  მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, საფრთხე სრულად აღმოფხვრილია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიურად გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგის მიზნით, მთაწმინდის ფერდობის მიმდებარედ მთელი ღამის განმავლობაში დარჩება 1 სახანძრო-სამაშველო ... ...
  • დაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლესდაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლეს. თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მანანა მსხილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას. ,,ჩემო საყვარელო fb მეგობრებო, ახლობლებო, მოკეთეებო და მოყვარეებო! 27.02.2020 წლიდან შევუერთდი უმუშევართა ,,მცირერიცხოვან" არმიას. ვისაც გაქვთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, არ დაგეზაროთ, მომწერეთ პირად მესენჯერში. პირადი პოზიციის და მომხდარი ფაქტის შესახებ არ მკითხოთ, რადგან პასუხით მაინც ვერაფერს მიხვდებით. წინასწარ მადლობა იმათ,  ვისაც გეწყინებათ ჩემი უმუშევრობა და უფრო მეტად მათ, ვისაც ძალიან გაგახარებთ",-სამტრედიელი საზოგადოებისათვის მოულოდნელად ასეთი მიმართვა გაავრცელა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა. 44 წლის მანანა მსხილაძე ზემოაღნიშნულ თანამდებობას , დაახლოებით, 15 წელია იკავებდა და საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საკუთარ თანამშრომლებსა და იმ ადამიანებში, რომლებთანაც მას ყოველდღიურად უხდებოდა სამსახურეობრივი ურთიერთობა. ქალბატონი მანანა მარტოხელა დედაა და მას ერთადერთი, სტუდენტი შვილი ჰყავს. სამტრედიელებმა ეს ამბავი დღეს მანანა მსხილაძის ფეისბუქით შეიტყვეს, რაზეც უმრავლესობის რეაქცია უარყოფითი იყო.  სამტრედიელები მანანა მსხილაძის გათავისუფლებას 11დღის წინ, სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში მომხდარ მკვლელობას უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში 11 დღის წინ საზარელი მკვლელობა მოხდა. სამოქალაქო რეესტრის მოქალაქეთა მისაღებში მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს ყოფილ მეუღლეს და იქ მყოფი ადამიანების თვალწინ დანის რამდენიმე დარტყმით სასიკვდილო ჭრილობები ... ...
  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციამდე აბიტურიენტებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ. აბიტურიენტებისთვის საჭირო ინფორმაცია კი ეტაპობრივად ქვეყნდება. დღეს ცნობილი გახდა ის ზოგადი კრიტერიუმები, რომლითაც 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი შეფასდება. იხილეთ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგად კრიტერიუმები დოკუმენტში გაწერილია რა უნდა იცოდეს აპლიკანტმა გამოცდაზე გასვლისას და კონკრეტული ტესტური დავალების შეფასებისას რას მიექცევა ყურადღება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს. წყარო: ... ...
  • ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავესსაზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით,  ბორჯომის  მერი  ლევან  ლიპარტია და  საკრებულოს  თავმჯდომარე  გიორგი გოგიჩაიშვილი, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ლიპარტია და გოგიჩაიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. სუს-ში აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერ არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...