ბავშვებს ფაქტების გაორებული ხედვა აქვთ _ როგორია მოკლული გოგოს შვილების მდგომარეობა

სამართალი

ბავშვებს ფაქტების გაორებული ხედვა აქვთ _ როგორია მოკლული გოგოს შვილების მდგომარეობა

2018 აპრ 17 16:26:19

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის შვილები დღეიდან ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

ოჯახმა  დახმარებისთვის სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა. თაკო გამრეკელაშვილის მამის განცხადებით, ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა.

როგორც „გურია ნიუსთან“ საუბარში სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია აცხადებს,  პატარებს სიტუაციის არასრულფასოვანი აღქმა და ფაქტების გაორებული ხედვა აქვთ. ბავშვები ხან აცნობიერებენ მომხდარ ტრაგედიას, ხან კი დედის მოლოდინში არიან.

 „გუშინ კახეთის სამხარეო ცენტრის უფროსი სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი იმყოფებოდნენ ვიზიტზე. ისინი  გაეცნენ ბავშვების მდგომარეობას და საჭიროებებს. პატარებს სიტუაციის არასრულფასოვანი აღქმა და ფაქტების გაორებული ხედვა აქვთ, პერიოდულად უარყოფენ მომხდარს, ზოგჯერ კი აცნობიერებენ ტრაგიკულ მოვლენას“, _ ამბობს ცხაკაია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსის თქმით, ბავშვებს ამ დროისთვის მეურვეობას დეიდა უწევთ.

სოციალურმა მუშაკმა ბავშვებთან სამუშაოდ და დახმარების აღმოსაჩენად ოჯახის წევრთა შორის შეარჩია დეიდა, რადგან მას ბავშვების აღზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. დეიდას კითხვებს უპასუხა ფსიქოლოგმა“, _ ამბობს ცხაკაია.

მისივე თქმით, ბავშვებს დაკრძალვის შემდეგ სიტუაცია უნდა აუხსნან და საჭიროების მიხედვით მუდმივი მეთვალყურეობა გაეწევათ ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის მხრიდან.

დაკრძალვის შემდეგ ბავშვებს აუცილებლად უნდა განემარტოთ სიტუაცია, რათა არ ჰქონდეთ ცრუ მოლოდინი და მათ აზროვნებას დამატებით ტრავმა არ მიადგეს. ოჯახს აქვს ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის საკონტაქტო ინფორმაცია, გაეწევა მუდმივი მეთვალყურეობა და კონსულტირება საჭიროების მიხედვით“, _ამბობს ცხაკაია.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს, საღამოს მოხდა. მოკლულია 1993 წელს დაბადებული თაკო გამრეკელაშვილი, რომელიც მკვლელობის მომენტისთვის შვილებთან ერთად მარტო იმყოფებოდა. ის ბავშვების თვალწინ მოკლეს.




 ახალი ამბები
  • „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიესერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს.  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე  დელეგატებმა ახალი მეთოდით აირჩიეს. კენჭისყრა ელექტრონული ხმის მიცემით ჩატარდა. დელეგატებმა მობილური ტელეფონების საშუალებით სპეციალური აპლიკაციით მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა, რაც როგორც პარტიაში ამბობენ, ინოვაციური მეთოდია. კენჭისყრაზე 364-მა დელეგატმა მხარი დაუჭირა გრიგოლ ვაშაძეს, ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა. სასტუმრო "ბილტმორში" ნაციონალური მოძრაობის რიგით მერვე ყრილობა ... ...
  • „ნაციონალური მოძრაობა“ მერვე ყრილობას მართავსსასტუმრო "ბილტმორში" ნაციონალური მოძრაობის რიგით მერვე ყრილობა მიმდინარეობს. განსახილველ საკითხთა შორისაა პარტიის თავმჯდომარის არჩევა, რომელიც წინაწარი ინფორმაციით გრიგოლ ვაშაძე იქნება. ნიკა მელია შეინარჩუნებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას. დღეიდან პარტიას აღმასრულებელი მდივანიც ეყოლება, ამ თანამდებობაზე წარდგენილია კობა ნაყოფიას კანდიდატურა. ყრილობას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრება, ისინი ხმის მიცემის პროცედურას, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, ელექტრონული წესით ... ...
  • ოზურგეთელმა მოსწავლეებმა მონაწილეობა რობოტიქსის ვორქშოფში მიიღესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები თბილისის ტექნოპარკს სტუმრობდნენ. 25-მა ახალგაზრდამ რობოტიქსის ვორქშოფში მიიღო მონაწილეობა _ მათ თანამედროვე ტექნოლოგიების, სტარტ-აპების შესაძლებლობების და ტექნო პროგრამების გაცნობის საშუალება მიეცათ. პროექტი ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მიერ ხორციელდება. ეს, ახალი ტექნოლოგიების პროგრამის ფარგლებში, დეპუტატის ბიუროს მიერ ჩატარებული მეორე აქტივობაა, რომელიც ონლაინ პლატფორმით ორგანიზდება. აღსანიშნავია, რომ ოზურგეთში, პირველი საჯარო სკოლის განახლების პროექტში ტექნოლოგიური ცენტრის შექმნაც არის გათვალისწინებული, რომელიც ტექნოპარკის კონცეფციაზე დაყრდნობით ... ...
  • გურიაში გათოვდა _ მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 20 სანტიმეტრს მიაღწიამარტის ბოლოს გურიაში თოვლი მოვიდა. თოვლმა, ბარში უკვე დაფარა მიწა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 20 სანტიმეტრს აღწევს. გურიაში ამ წუთებშიც ... ...
  • ლადო აფხაზავა ფინალის წინ გულშემატკივრებს მიმართავს: "დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია""მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია", _ ეს გზავნილი სოციალურ ქსელში მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტმა ლადო აფხაზავამ წუხელ, გვიან ღამით გამოაქვეყნა. მსოფილიოს ათ საუკეთესო პედაგოგს შორის დასახელებული გურული მასწავლებელი უკვე დუბაიშია და ფინალს ელოდება: "მეგობრებო აქ გამარჯვება სულაც არ არის აუცილებელი. გთხოვთ, დიდ მოლოდინებს ნუ შეიქმნით. გაიმარჯვებს ის ვინც მეტად სჭირდება მსოფლიოს.  მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია", _ წერს აფხაზავა. „გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული დუბაის „განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე“ დღეს უნდა გამოვლინდეს. პრიზი ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ლადო აფხაზავას მხარდასაჭერად დუბაიში განალთების მინისტრიც ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერებმა დედამიწის ზედაპირზე ოქროს გაჩენის საიდუმლო ამოხსნეს

ამერიკელი მეცნიერების აზრით, ოქრო დედამიწის...

როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი

ყველა მშობელს სურს, რომ გაზარდოს...

საინტერესო ფაქტები ფაუნის სამყაროდან

ყავისფერი პანდა. ის ამ შეფერილობის...

ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები

1. ვერძი ვერძებს ყველაფერში უმართლებთ,...

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...