დუმბაძის და ხაბალაშვილის განცხადებების საფუძველზე შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა (ექსკლუზივი)

სამართალი

დუმბაძის და ხაბალაშვილის განცხადებების საფუძველზე შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა (ექსკლუზივი)

2018 ოქტ 12 12:34:41

როგორც „გურია ნიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსის, თამარ დუმბაძის და აუდიტის სამსახურის უფროსის კობა ხაბალაშვილის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებზე, რომლის თანახმადაც ხაბალაშვილს და დუმბაძეს ოზურგეთის მერის დევნის, ავიწროებს და უკანონობის ჩადენას აიძულებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით, რაც იძულებას გულისხმობს. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", _ აღნიშნეს „გურია ნიუსთან“ საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ სოციალური სამსახურის უფროსი, თამარ დუმბაძე დიდი ხანია აცხადებს, რომ შარაშენიძე მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობს და ავიწროებს.

მას ამის დასტურად აუდიტის სამსახურის ხშირი შემოწმებები მოჰყავდა და მან დახმარებისთვის სახალხო დამცველს ორჯერ მიმართა.

თუმცა, ამ საქმეს რეაგირება მას შემდეგ მოჰყვა, რაც დუმბაძის სიტყვები აუდიტის სამსახურის უფროსმა კობა ხაბალაშვილმა მედიასთან დაადასტურა და თქვა, რომ შარაშენიძე მას სოციალური სამსახურის უფროსის გათავისუფლებას აიძულებს:

_მერი ჩემზე ახორციელებს ზეწოლას და მაიძულებს უკანონო ქმედებების ჩადენას. მას სურს დავწერო ისეთი დასკვნა, რომლითაც საფუძველი ექნება, მისთვის არასასურველი კადრი, სოციალური სამსახურის უფროსი თამარ დუმბაძე გაათავისუფლოს, _ აღნიშნა ხაბალაშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, მერის პირადი ინტერესების გამო, აუდიტის სამსახური პარალიზებულია:

ხუთი თვის განმავლობაში ოთხჯერ დაიწერა დისციპლინარული წარმოება თამარ დუმბაძეზე, რაც არ შეიძლებამე ვიცი რამდენიმე სამსახური, სადაც არანაკლები სამსახურეობრივი პრობლემებია და  რეკომენდაციების გაცეემაა საჭირო, თუმცა ასე არ ხდება.

ფაქტიურად პარალიზებულია შიდა აუდიტის სამსახური და მუშაობს ერთი მიმართულებით  _ ყველა ბრძანება იწერება სოციალური სამსახურის შემოწმებაზე, _ აღნიშნავს ხაბალაშვილი.

მისივე თქმით, შარაშენიძე მას სამსახურიდან გაშვებით მხოლოდ იმის გამო ემუქრება, რომ დუმბაძის საქმიანობაში  დარღვევები ვერ აღმოაჩინა.

იმის მტკიცებულება, რომ ხაბალაშვილს და მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს მერისთვის სხვა სამსახურების შემოწმების თაობაზე მიმართვები რამდენჯერმე აქვთ გაკეთებული, „გურია ნიუსმა“ გუშინ ექსკლუზიურად გაასაჯაროა.

წერილებში მერიის სხვადასხვა სამსახურებში არსებული დარღვევებია ჩამოთვლილი და წერილის ავტორები შარაშენიძისგან რეაგირებას ითხოვენ.

მაგალითად ინსპექტირებისა და ანალიტიკური განყოფილების მიერ შედგენილ მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ  ოზურგეთის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში, რომელსაც გია მამაკაიშვილიხელმძღვანელობს 2018 წლის 1 იანვრიდან 1 აპრილამდე შესულია 1958 წერილი; აქედან ვადაგადაცილებით შესრულებულია 1222 წერილია, შეუსრულებელი ვადაგადაცილებული (პასუხგაუცემელი) არის 474 წერილი. წერილები განყოფილებების უფროსების გვერდის ავლით არის გადაწერილი თანამშრომლებზე.

ამავე ბარათში აღნიშნულია, რომ მერიის ადრეული სკოლამდელი აღზრდის განყოფილების უფროსს, თეიმურაზ მოქიას არ აქვს სამუშაო გეგმა, არ აქვს გადანაწილებული თანამშრომლებს შორის ფუნქციები; აქვს ვადაგადაცილებული (პასუხგაუცემელი) წერილები;

იგივე პრეტენზია აქვს აუდიტის სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების უფროსთან, თამარ აროშიძესთან; ასევე, იმ დროისთვის განთლებისა და გენდერულ საკითხთა განყოფილების უფროსთან მარინა ჯაფარიძესთან, რომელიც დღეს  განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებს.

განსხვავებული სიტუაცია არც სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურშია, რომელსაც ლაშა თავაძე ხელმძღვანელობს.

ამ სამსახურში 2018 წლის 1 იანვრიდან 1 აპრილამდე შესულია 509 წერილი. აქედან ვადაგადაცილებით შესრულებულია 168 წერილი; შეუსრულებელი ვადაგადაცილებული (პასუხგაუცემელი) არის 101 წერილი. 

წერილები განყოფილებების უფროსების გვერდის ავლით არის გადაწერილი თანამშრომლებზე

მსგავსი ტიპის დარღვევები ყველა სამსახურშია აღმოჩენილი.

კონსტანტინე შარაშენიძემ რეაგირების გარეშე დატოვა  ინსპექტირებისა და ანალიტიკის განყოფილების უფროსის მარიკა ნაცვალაძის მოხსენებითი ბარათიც, რომელიც წერს, რომ საქმის მოკვლევისას გამოვლინდა საქმის წარმოების განყოფილების უფროსის მაია ინარიძის გადაცდომები, კერძოდ კი სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობა.

თუმცა, როგორც კობა ხაბალაშვილმა გვითხრა, არცერთ წერილს  რეაგირება არ მოჰყოლია.

ამ თემაზე ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარს  ოზურგეთის მერი. კონსტანტინე შარაშენიძს ვერც სამსახურში ვპოულბთ და არც სატელეფონო  ზარებზე გვპასუხობს.

აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრული აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. მეორე საქმეზე კი მოკვლევას პროკურატურა აწარმოებს.

ამავე თემაზე: საია: ოზურგეთის მერის მხრიდან, სავარაუდოდ, ადგილი აქვს თანამშრომელთა დევნას

ახალი სკანდალი ოზურგეთის მერიაში _ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საქმის დროულ შესწავლას ითხოვს

მეშინია მისი“ _ რა მისწერა ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა ომბუდსმენს




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...