ექსპერტიზის დასკვნა, სადაც დათო სარალიძისთვის და ლევან დადუნაშვილისთვის მიყენებული ჭრილობებია აღწერილი

სამართალი

ექსპერტიზის დასკვნა, სადაც დათო სარალიძისთვის და ლევან დადუნაშვილისთვის მიყენებული ჭრილობებია აღწერილი

9 ივნ. 2018, 22:15:42

კურიერმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა მოიპოვა, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყველა ჭრილობა, რომელიც 16 წლის დავით სარალიძეს და ლევან დადუნაშვილს ხორავას ქუჩაზე მიაყენეს.

ექსპერტიზის დასკვნით, სარალიძეს ჭრილობები გულმკერდის, მუცლის და ბარძაყის მიდამოებში ჰქონდა მიყენებული. ცხედრის დეტალური დათვალიერების შემდეგ ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ყველა ჭრილობა მჩხვლეტავ-მჭრელი საგნით ან საგნებით იყო მიყენებული.

ვინ მიაყენა 16 წლის დავით სარალიძეს დაზიანებები, ამ შეკითხვას ექსპერტიზის დასკვნა ვერ პასუხობს.

მოკლული დავით სარალიძის მამა სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა. ზაზა სარალიძეს მიაჩნია, რომ დოკუმენტზე ხელმომწერმა სპეციალისტებმა ბევრი დეტალი დამალეს, მუშაობის დასრულების შემდეგ კი გააფუჭეს ყველა ის მასალა, რომელსაც მოზარდების მკვლელობის საქმეზე რეალური სურათის აღდგენა შეეძლო.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ხელოვნურად შექმნილი სირთულეების მიუხედავად, საქმეში უფრო მეტი სიცხადე დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნამ შეიტანა. მისი თქმით, მაია ნიკოლეიშვილმა აღწერა დაზიანებები, რომლებიც საქმეში არსებული დანებისგან გამოწვეული არაა და რომლებიც აჩენენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ სარალიძის მკვლელობისას თანატოლებმა სხვა საგნებიც გამოიყენეს.

სასამართლოს განაჩენით დადასტურდა, რომ დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები საქმეში არსებული დანებით მიყენებული არა აქვს. სახელმწიფო დასკვნაში მთავარ მტკიცებულებებს პირობითი ნომრები აქვს მინიჭებული. დანა ნომერი ერთი პოლიციამ მკვლელობის შემდეგ საგამოძიებო ექსპერიმენტისას ამოიღო, დანა ნომერი ორი კი - შემთხვევის ადგილიდან.

ექსპერტების დასკვნით, დანა ნომერი ერთის სიგრძე გახსნილ მდგომარეობაში 21,2 სანტიმეტრია, საიდანაც მჭრელი ნაწიბური მხოლოდ 8,9 სანტიმეტრს აღწევს. მცირედი განსხვავებაა დანა ნომერი ორის პარამეტრებში. მისი სიგრძე გახსნილ მდგომარეობაში 24,1 სანტიმეტრია, მჭრელი ნაწიბური კი - 9,2 სანტიმეტრი.

დანების მჭრელი პირის სიგრძე და სასიკვდილო ჭრილობების სიღრმე ერთმანეთს არ ემთხვევა. დასკვნით ირკვევა, რომ ჭრილობები უფრო ღრმაა, რაც აძლიერებს ეჭვს, რომ ამოღებული დანები მკვლელობის იარაღი არ არის.

ზაზა სარალიძე მიხეილ კალანდიას მიმართ პრეტენზიებს რამდენიმე თვეა, გამოთქვამს. ეჭვების მეორე ადრესატის ვინაობას საჯაროდ არ ამბობს, რადგან ის ჯერ ისევ არასრულწლოვანია. თუმცა, კურიერის შეკითხვაზე პასუხად არ უარყოფს, რომ მეორე მოზარდი, ვინც, მისი ინფორმაციით, მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა, სასულიერო პირის შვილია. სარალიძე ამბობს რომ ამის მტკიცებულება სასამართლოში თავად პროკურატურამ მიიტანა, თუმცა, არასწორ დროს.

ზაზა სარალიძე ამტკიცებს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმე გაყალბებულია. შვილმოკლული მამის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურება გამოძიების პირველივე დღეებში შინაგან საქმეტა სამინისტრომ დაიწყო.

ზაზა სარალიძისთვის გასაკვირია ის ფაქტიც, რომ 15-ტომიან საქმეში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის, გამოკითხვის ოქმი არ დევს მაშინ, როცა ყველა იმ მშობლის ჩვენება არსებობს, ვისი შვილიც პირველ დეკემბრის სისხლიანი დაპირისპირებისას ხორავას ქუჩის 4 ნომერთან იყო.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, ბოლომდე დადგენილი არც ის იარაღია, რომლითაც სასიკვდილო ჭრილობა ლევან დადუნაშვილს მიაყენეს.

სასამართლომ მისი მკვლელობისთვის 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღვეთა ერთ არასრულწლოვანს მისცა, თუმცა, სახელმწიფო ექსპერტიზის დოკუმენტის მიხედვით, მსჯავრდებულის დანის და დადუნაშვილის სასიკვდილო ჭრილობის პარამეტრები ერთმანეთს არ ემთხვევა.

წყარო




 ახალი ამბები
  • გურიაში "ევროპული საქართველოდან" მაჟორიტარობისთვის ხათუნა გოგორიშვილი იბრძოლებს„ევროპული საქართველოს“ წარდგინებით, გურიის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოპოვებას პარტიის სახელით ხათუნა გოგორიშვილი შეეცდება, _ კანდიდატი პარტიის ლიდერებმა ამ წუთებში ... ...
  • გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ საკუთარი კანდიდატურები წარადგინესდღეს „ევროპულმა საქართველომ“ რეგიონებში მაჟორიტარების სია ოფიციალურად წარადგინა, რითაც პარტიამ, ფაქტობრივად, წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. პარტიის ლიდერებმა გიგა ბოკერიამ და გიგი უგულავამ თავად წარადგინეს საკუთარი თავი, თუ სად იბრძოლებენ ისინი მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად. ბოკერია სენაკი-ფოთი-ხობის საარჩევნო ოლქში შეეცდება ამომრჩევლის ნდობის მოპოვებას, ხოლო გიგი უგულავა ზუგდიდში იბრძოლებს ... ...
  • ვინ არიან დეპუტატები, რომლებსაც პარლამენტში 2019 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლიათპარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა. როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, 2019 წელი პოლიტიკურად აქტიური და დაძაბული იყო. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა სიტყვით გამომსვლელი დეპუტატების რაოდენობა, კვლავ პრობლემად რჩება დეპუტატების აქტივობა, რომლებიც საერთოდ არ სარგებლობენ ამ უფლებით, კერძოდ საანგარიშო პერიოდში სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია 21 დეპუტატს, ესენია: ირაკლი აბუსერიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ლევან ბეჟანიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), მახირ დარზიევი (უმრავლესობა), მუხრან ვახტანგაძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ზაზა კედელაშვილი („ევროპული საქართველო”), თეიმურაზ კოხრეიძე (უმრავლესობა), იოსებ მაკრახიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), სამველ მანუკიანი (უმრავლესობა), ენზელ მკოიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), გიორგი მოსიძე (დამოუკიდებელი წევრი, მაჟორიტარი), რომან მუჩიაშვილი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), რამაზ ნიკოლაიშვილი (დამოუკიდებელი წევრი), რუსლან პოღოსიანი (უმრავლესობა), დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა), ერეკლე ტრიპოლსკი (უმრავლესობა), გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), არჩილ ხაბაძე (უმრავლესობა), ირაკლი ხახუბია (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა)“,- ... ...
  • „ფასი მიფრინავს“ _ ოზურგეთში ერთი კილოგრამ თხილს ოთხ ლარად იბარებენდღეს, ადრე დილიდან, ოზურგეთში ერთ კილოგრამ თხილს ოთხ ლარად იბარებენ. _ კაია, ფასი მიფრინავს, მარა თხილს რომ კარგად არ ასხია ყველგან, ესაა ცუდი. ათ კილოგრამში 40 ლარი ავიღე, ერთ  ტომარა პურის ფქვილსაც  ვიყიდი და სხვა პროდუქტისთვისაც მეყოფა, _ გვითხრა სოფელ ნაგომრის მკვიდრმა ნუნუ წიტაიშვილმა. მიმღებ პუნქტებში, ზოგან გაცალკევებული აქვთ ფასები _ „ბერძნულას“  4 ლარად იბარებენ, „გულშიშველას“ კი _ 3,80 ლარად. თუმცა,  უმეტესად ერთი კილოგრამის ფასი 4 ლარია. _ სავარაუდოდ, ფასი მალე მოიმატებს, შესაძლოა, დღის ბოლომდეც აიწიოს, _ გვითხრა თხილის ადგილობრივ ბიზნესში ჩართულმა პირმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა. წელს, გურიაში, თხილის მოსავლის ხარისხი, გასულ წლებთან შედარებით, საუკეთესოა. თუმცა, მსხმოიარობა დაბლობ ადგილებში მინიმალურია, რასაც წლევანდელი ადრიანი ყინვებით ... ...
  • "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარები - პარტია რეგიონების კანდიდატებს დღეს დაასახელებსევროპული საქართველო" დღეს, 3 აგვისტოს, რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს - სწორედ ამით დაიწყებს პარტია წინასაარჩევნო კამპანიას. მაჟორიტარობის 22 კანდიდატიდან, პარტია დღეს ნაწილის წარდგენას გეგმავს. "ჩვენ გვქონდა სურვილი,  მომხდარიყო თბილისს გარეთაც პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება, მაგრამ რახან გადაწყდა, რომ შეთანხმება არ არის საჭირო, ასეთ შემთხვევაში, მიგვაჩნია, რომ ყველა პარტიამ, მათ შორის ჩვენც, მაჟორიტარობის კანდიდატები რაც შეიძლება მალე უნდა დავასახელოთ და მალე შევუდგეთ საქმეს, იმიტომ რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის პასუხისმგებლობაა, არა მხოლოდ "ევროპული საქართველოსი", რომ ბიძინა ივანიშვილი ამ არჩევნებში აუცილებლად უნდა დამარცხდეს, - ამბობს "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი აკაკი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...