რას ჰყვება "ფრესკოს" ყოფილი თანამშრომელი და რატომ ადანაშაულებენ თანხის მითვისებაში

gurianews.com

სამართალი

რას ჰყვება "ფრესკოს" ყოფილი თანამშრომელი და რატომ ადანაშაულებენ თანხის მითვისებაში

2017 სექ 22 12:18:47

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე  მდებარე სუპერმარკეტ "ფრესკოს"  ფილიალიდან  თანხა დაიკარგა _ ქურდობას კომპანია შემთხვევის ღამეს მომუშავე პერსონალს აბრალებს.

"გურია ნიუსს" "ფრესკოს" ყოფილი თანამშრომელი დაუკავშირდა და კომპანია მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის გახორციელებაში დაადანაშაულა, თავის მხრივ კი კომპანია ამ თანამშრომელს თანხის მითვისებაში ადანაშაულებს.

როგორც მ. ც. ამბობს (მის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვასაჯაროებთ) თანხის დაკარგვის შემდეგ, დანაშაულის საკუთარ თავზე აღებას სთხოვდნენ:

"ფრესკოში" 10 სექტემბერს დავიწყე მუშაობა, 14-ში კი სალაროდან თანხა დაიკარგა. ღამის ცვლაში ვმუშაობდი და დილით, სამუშაოს დასრულების შემდეგ სახლში წავედი. მეორე დღეს მითხრეს, რომ თანხა იყო დაკარგული და ახსნა-განმარტებითი წერილი დამაწერინეს. წერილის წერა რომ დავასრულე, ჩემთან უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მოვიდა და დაწერილი ფურცელი დახია, საქმის ჩაფარცხვის მიზნით კი მთხოვა, დანაშაული საკუთარ თავზე ამეღო", _ ამბობს მ. ც. და აღნიშნავს, რომ იმ დანაშაულის აღიარებას, რომელიც არ ჩაუდენია, არ აპირებდა, მაგრამ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა დაიწყო:

"იმ დანაშაულის აღიარებას, რომელიც არ ჩამიდენია, არ ვაპირებდი. მშობლები ქუთაისში ცხოვრობენ და "ფრესკოში" მითხრეს, რომ მომხდარს, ვითომ მე მოვიპარე თანხა, მათ შეატყობინებდნენ, თან "მირჩიეს" მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სიმშვიდეზე მეფიქრა. ამის გამო იძულებული გავხდი დამეწერა ის, რასაც მკარნახობდნენ.  მეორე დღეს კი კადრების განყოფილებაში სამსახურიდან წამოსვლის შესახებ განცხადების დასაწერად დამიბარეს", _ ამბობს მ. ც.

მისი თქმით, კადრების განყოფილებაში მისული განცხადების დაწერის ნაცვლად უფროსმა რამდენიმე პირის თანდასწრებით დაკითხა:

"იქ რამდენიმე პირთან ერთად უფროსი დამხვდა. ტელეფონი ჩამომართვეს და ჩემს გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს კითხულობდნენ. მეკითხებოდნენ, რამე კავშირი ხომ არ მქონდა პროფკავშირებთან, "აუდიტორია 115"-თან, ყოფილ თანამშრომლებთან, საიას-თან,  უშიშროებასთან. შემდეგ ტელეფონის ნომრის ჩამირიცხეს, უფროს მოლარესთან და მის თანაშემწესთან დამარეკინეს. მკარნახობდნენ, რა უნდა მელაპარაკა. საბანკო ანგარიშებიც შემიმოწმეს. ამის შემდეგ კაბინეტიდან გამომიშვეს. მერე  გამომძიებელი დამიკავშირდა და შემატყობინა, რომ დაკითხვაზე ვარ დაბარებული", _ ამბობს ის.

მ. ც. გამოთქვამს ვარაუდს, რომ მისი მუშაობა კომპანიაში არ "აწყობდათ" და თანხის მოპარვის ბრალდება უბრალოდ გასათავისუფლებელი მიზეზია:

"მუშაობის პერიოდში ჩემთან მოდიოდნენ მომხმარებლები და გამოთქვამდნენ პრეტენზიას მარკეტის მუშაობის შესახებ. მე ვისმენდი მათ პრეტენზიებს და კომპანიის ხარვეზებს ვაბრალებდი. შესაძლოა, ამას ჩემს შესამოწმებლად აკეთებდნენ, რომ სამსახურიდან გამოვეშვი.  CV-ში მიწერია, რომ პროფესიით ჟურნალისტი ვარ და  სხვადასხვა ტელევიზიებსა და სააგენტოებში ვმუშაობდი. პირდაპირ ვერ მეტყოდნენ, რომ ჩემი მუშაობა არ "აწყობდათ" და მიზეზი მოიფიქრეს. სამსახურიდან უფროსი მოლარეც და მისი თანაშემწეც წამოვიდნენ, მაგრამ თანაშემწე, რომელიც იმ დღეზე უშუალოდ იყო პასუხისმგებელი თანხის განკარგვაზე, სამსახურში აადგინეს", _ ამბობს ის.

მ. ც.-ს თქმით, მის მიმართ საჩივარი 400 ლარზეა შეტანილი, უფროსი მოლარე კი ამბობს, რომ 370 ლარია დაკარგული.

"შესაძლოა, დანაკლისი მართლა იყო.  არ ვიცი, თანხა მართლა დაიკარგა თუ პროგრამული ხარვეზია,  მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ უფროსი მოლარის თქმით, დანაკლისი 370 ლარია. უფროსი მოლარის თქმითვე, 170 ლარი მისმა თანაშემწემ გადაიხადა, 200 კი თვითონ დადო, მათ კი საჩივარში 400 ლარი ჩაწერეს. ალბათ, იმიტომ რომ 370 ლარს ადვილად ვერ მოიპარავ _ კუპიურები ცალ-ცალკე დევს და უფრო მეტი დრო სჭირდება ვიდრე 400 ლარის აღებას, ვიდრე 370-ის, რადგან ამ შემთხვევაში, შესაძლოა, 4 ცალი 100-ლარიანი უცბად აიღო. ამ ფაქტის შესახებ სხვადასხვა ორგანიზაციებს ვესაუბრე, მათ შორის საია-ს, "საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას" და ისინი გვერდით დგომას შემპირდნენ", _ ამბობს მ. ც. 

როგორც ცნობილია, მისი უდანაშაულობის დამტკიცებას "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ცდილობს.

ადვოკატის თქმით, მ. ც.-ს ბრალი თანხის აღებასა და მითვისებაში ედება, რაც 3-იდან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს:

"მ. ც.-ს ბრალი თანხის აღებასა და მითვისებაში ედება. მისი განცხადებით აიძულეს, წერილობით ეღიარებინა, რომ ეს თანხა მან მიითვისა და დააბრუნებდა გარკვეული პერიოდის შემდეგ. დაემუქრნენ, ასევე, რომ ოჯახის წევრებს შეატყობინებდნენ, თითქოს მაინ მოიპარა ფული და გაუხმაურებდნენ საქმეს. ასე დაიყოლიეს, რომ ხელწერილი დაეწერა", _ ამბობს ადვოკატი.

 მისივე თქმით, საქმეში მ. ც,-ს მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს:

"რაც შეეხება მტკიცებულებებს, დღეის მდგომარეობით არ არსებობს არანაირი პირდაპირი მტკიცებულება, რაც მ. ც.-ს ბრალეულობას დაადასტურებს. მას ჯერ ბრალიც არ წაყენებია _  გამოძიება მიმდინარეობს, უშუალოდ ამ პირის მიმართ არ ხორციელდება სისხლის სამართლის დევნა. უბრალოდ, საქმე არის აღძრული თანხის მითვისებაზე.  მივმართეთ მთავარ პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება იძულების და ცრუ დასმენის ფაქტთან დაკავშირებით", _ აცხადებს ადვოკატი.

"გურია ნიუსი" იმის გასარკვევად თუ რამდენი მოლარე-ოპერატორი მუშაობდა შემთხვევის ღამეს "ფრესკოს" ვაჟა-ფშაველაზე მდებარე ფილიალში, მ. ც-ს გარდა, კიდევ რამდენ ადამიანს ადანაშაულებენ თანხის მითვისებაში და აიძულეს თუ არა მ. ც. ეღიარებინა დანაშაული, რომელიც, მისი თქმით, არ ჩაუდენია, "ფრესკოს" დაუკავშირდა.

როგორც "ფრესკოში" განაცხადეს, გამოძიების დასრულებამდე აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებენ:

 "საქმე, ვიდეოკადრების და საბუთების თანხლებით, გადაცემულია სამართალდამცავ ორგანოებში. კომენტარის გაკეთება გამოძიების დასრულების შემდეგ შეგვეძლება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტი ინფორმაციის მოწოდების უფლება არ გვაქვს", _ აცხადებენ "ფრესკოში".

როგორც ცნობილია, "ფრესკოს" მხრიდან არასათანადო ანაზღაურების გაცემას და შრომითი უფლებების დარღვევას კომპანიის ყოფილი თანამშრომლები არაერთხელ აპროტესტებდნენ.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში სტაფილოსფერი შენობა დაჯარიმდაქალაქის ცენტრში, ახალაშენებულ შენობაში, რომელშიც საფინანსო ორგანიზაცია “კრედო“ შევიდა, დაჯარიმდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსის შალვა გაბრიჩიძის ინფორმაციით, დაჯარიმდა მშენებელი. მისივე თქმით, პროექტში იყო სხვადასხვა დარღვევა, რის გამოც 500-ლარიანი ჯარიმა გამოიწერა. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით,  დაწუნებული იქნა შენობის ფერიც, რასაც ქალაქში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. “მარტო ფერზე არ არის საქმე, როგორც გითხარით, პროექტში იყო დარღვევები. მე, როგორც მაქვს ინფორმაცია, ეს პირველადი ფერია და გადაიღებება“, _ თქვა შალვა გაბრიჩიძემ. მკითხველებს შევახსენებთ ეს ის ადგილია, სადაც ადრე ბილბორდი იყო ილიას უკვდავი სიტყვებით _ „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა ... ...
  • გააქვს თუ არა მოსახლეობას განვადებით მაღაზიიდან პურისფქვილი, შაქარი და მაკარონი“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ბესო ქათამაძე სოციალურ ქსელში პოსტს წერს, რომელშიც ამბობს, რომ მოსახლეობა მაღაზიებში კვების პროდუქტებზეც განვადებას აკეთებს.  “გურიაში ხალხი ისე გაღარიბდა, მაღაზიებიდან პურისფქვილი განვადებით გააქვთ“, _ წერს ქათამაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. ოზურგეთის ერთ-ერთ მაღაზიაში “გურია ნიუსს“ დაუდასტურეს, რომ კვების სხვადასხვა პროდუქტზე განვადების სისტემა მუშაობს. “დიახ, სიმართლეს შეესაბამება ეს ინფორმაცია. ვისაც პრობლემა არ აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, მაღაზიებიდან განვადებით გააქვს შაქარი, პურისფქვილი, მაკარონი, ზეთი... პროდუქტი 100 ლარზე მეტი ღირებულების უნდა იყოს, რომ განვადებით გაიტანო. მე, როგორც ვიცი, რვა თვის შემდეგ ხდება გადახდა.  ეს კეთდება იმ მომხარებელზე, ვინც კარგი გადამხედელია. ჩვენს მაღაზიაშიც შეიძლება ამის გაკეთება“. ამავე მაღაზიაში გვეუბნებიან, რომ პროდუქტებზე განვადება 6 წელზე მეტია მოქმედებს. “გურია ნიუსი“ დაუკავშირდა “კრედო ბანკის“ ოზურგეთის ფილიალის ხელმძღვანელს ჯაბა გუნთაიშვილს.  როგორც გუნთაიშვილმა გვითხრა, განვადების პროგრამით სარგებლობენ „კრედო ბანკის“ მომხარებლები, თუმცა ასეთი სახის განვადებაზე საპროცენტო განაკვეთი დიდი არ არის. “თითქმის 2 წელია მოქმედებს ეს პროგრამა. ღვინის დაყენების დროს მოგვმართავენ და შაქარი გააქვთ ჩვენი კონტრაქტორი მაღაზიებიდან“, _ გვითხეა ჯაბა გუნთაიშვილმა. ჩვენთვის, ასევე,  ცნობილი გახდა, რომ მაღაზიის მეპატრონეები,  პროდუქტს ერთი თვის ვადით ნისიად გასცემენ, ერთი თვის შემდეგ კი საბაზრო ფასს ემატება პროცენტი. თუმცა, ამასთან დაკავშირებით მაღაზიის მეპატრონებმა საუბარი არ ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი - დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები...დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები ან გამოვიყენოთ სარეკლამო ბანერები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის ბრალდებას, რომ დედაქალაქში მხოლოდ ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატების პლაკატები ირეცხება. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებით, თბილისში არც ერთი მისი საარჩევნო პლაკატი არ არის. როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, ის სარეკლამოდ მხოლოდ ბანერებს იყენებს. „ჩემი გადაწყვეტილებით, ჩემი არც ერთი პლაკატი არ არის თბილისში, ვიყენებ მხოლოდ დიდ ბანერებს. დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე და მომხრე ვარ, რომ ჩვენი ქალაქი ასეთი პლაკატებით არ დავაბინძუროთ. დროა, რომ გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს პლაკატებისთვის სპეციალურ ადგილებს ან ბანერების გამოყენებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი სენაკში ამომრჩევლებს შეხვდა (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს” (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...

არქივი

ზაფრანი

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...

რა დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

რატომ ტირიან მამაკაცები საკუთარ ქორწილში

მამაკაცები ხშირად მალავენ გრძნობებს, ალბათ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ…

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ადამიანის იღბალი და მობილური ტელეფონის ნომერი

რიცხვების მაგია უძველესი დროიდან იღებს...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?