გაუხსნელი რეზონანსული მკვლელობები და სამართალდამცავების ჩვეული კომენტარი

სამართალი

გაუხსნელი რეზონანსული მკვლელობები და სამართალდამცავების ჩვეული კომენტარი

15 ოქტ. 2017, 18:26:58

მკვლელობა გურიანთაში რამდენიმე დღის წინ და მკვლელობა ამავე სოფელში რამდენიმე წლის წინ; ორივე გაუხსნელი და რეზონანსული; ორივე ერთი და იგივე ხელწერით და სცენარით შესრულებული_ ღამით,  დაახლოებით 11 საათისთვის, საკუთარ ეზოში, მანქანიდან გადმოსვლის და ჭიშკრის გაღების დროს ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილული ირაკლი ტარიელაძე და გოჩა გუჯაბიძე; ორივე მკვლელობაში ერთი და იგივე სახელის ჟღერს _ გ. ს. და დ. კ., რომლებიც მოწმის სახით იკითხებიან შსს  გურიის პოლიციის დეპარტამენტში.

საზარელი და ასევე რეზონანსული მკვლელობა მოხდა 20 ივლისს, ქალაქ ოზურგეთში იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე _ ნათლულის სახლის წინ, საკუთარ ავტომობილში 42 წლის გურამ ფოცხიშვილი და მის დის ქმარი _ 33 წლის დიმა ომოლჩენკო ჩაცხრილეს.

"გურამ ფოცხიშვილს "კალაშნიკოვის" ავტომატიდან და "მაკაროვის" სისტემის იარაღიდან ესროლეს", _აღნიშნული მკვლელობის საქმეზე როგორც პოლიციის, ისე პროკურატურის კომენტარი ერთნაირია: "მიმდინარეობს გამოძიება".

2015 წლის 16 თებერვალს, 24 წლის ირაკლი კვაჭანტირაძე ქალაქ ოზურგეთში, ე. წ. "მოიდანახეს" სასაფლაოზე ჩაცხრილეს. მკვლელების ვინაობა დღემდე დაუდგენელია. კვაჭანტირაძე გურამ ფოცხიშვილის მეზობელი იყო.

ბოლო წლებში გახმაურებული რეზონანსული მკვლელობები, საზოგადოების, ასევე, მოკლულის ოჯახის წევრების თქმით, ერთმანეთს უკავშირდება.

2013 წლის შემდეგ, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის არა ერთი უფროსი შეიცვალა გუნდთან ერთად, თუმცა, აღნიშნულ საქმეები მაინც ვერ თუ არ იხსნება.

როგორც რამდენიმე მოკლულის ოჯახის წევრები ამბობენ, მათ მიერ მიცემული  არა ერთი ჩვენების მიუხედავად, სადაც ისინი კონკრეტულ ეჭვმიტანილებს ასახელებენ, საქმეები  მაინც გაუხსნელია. მათივე თქმით, პოლიცია ნებისმიერ დანაშაულზე ფლობს ინფორმაციას, იცის, როგორც დამკვეთის, ისე შემსრულებლების ვინაობა, თუმცა, სამართალდამცავები არანაირ რეაგირებას არ ახდენენ. დაღუპულების ახლობლები ფიქრობენ, რომ პოლიცია ან თავად არის მკვლელობის დამკვეთი ან ვიღაცის წინაშე ანგარიშვალდებულების გამო, დამნაშავეებს ხელს აფარებს.

"გურია ნიუსი" დაინტერესდა, არის თუ არა ახალი დეტალები ამა თუ იმ მკვლელობის საქმეში.

გურამ ფოცხიშვილის დედა სირენა ფოცხიშვილი ამბობს, რომ ის ფლობს ინფორმაციას, თუ ვინ არის მისი შვილისა და სიძის სავარაუდო მკვლელი, თუმცა, ჯერჯერობით, გამოძიების ინტერესებიდან, ვინაობას ვერ დაასახელებს:

სირენა ფოცხიშვილი: "თუ კი ჩემმა შვილმა რაიმე დააშავა, ფეხი ან ხელი მოეტახათ, რატომ მოკლეს?!  ეს არის არაადამიანების ქმედება.

ამდენ ხანს რატომ არ გამოიძიეს ეს საქმე, ან რომელია გამოძიებული?" _ ამბობს სირენა ფოცხიშვილი. 

მისივე თქმით, გურამ ფოცხიშვილი ბოლოს დროს ბიზნესით იყო დაკავებული:

_ გურამი თავად მივიდა პოლიციაში და განაცხადა, რომ სურდა ახალი ცხოვრებით ეცხოვრა.

მან მიწის ფართობი იყიდა ქალაქ ოზურგეთში და სურდა  მარკეტი აეშენებინა. არც იარაღით აღარ დადიოდა.

პოლიციაში დავდივარ და ვკითხულობ ამბავს. რაღაც ინფორმაციები გვაქვს, მაგრამ არ მინდა ჯერ ამის თქმა.

ერთი თვე უთვალთვალებდნენ ჩემს შვილს _ არიან ამის თვითმხილველები, პოლიციამაც ყველაფერი იცის, _ ამბობს მოკლული გურამ ფოცხიშვილის დედა და იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ მოკლულ ირაკლი კვაჭანტირაძეს ძალიან უყვარდა გურამი.

ირაკლი კვაჭანტირაძის დედამ მარგო კვაჭანტირაძემ მისი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით საუბარი არ ისურვა.

მოკლული გოჩა გუჯაბიძის დედა ნათელა და და თეა გუჯაბიძეები კი ამბობენ, რომ მიუხედავად გოჩას მამის _ ვარდენის მიერ მიცემული ჩვენებისა, პოლიციამ საქმე მაინც არ გახსნა:

_ არავის არ "აწყობს" ამ საქმის გახსნა და გახმაურება. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ხმას არავინ იღებს, _ ამბობენ გუჯაბიძის ოჯახის წევრები და ფიქრობენ, რომ გოჩას მკვლელობას ირაკლი კვაჭანტირაძის მკვლელობასთან კავშირი ჰქონდა.  

ნათელა გუჯაბიძის თქმით, სანამ მოკლავდნენ, მისმა შვილმა დაასახელა ის ადამიანები, რომლებიც მის მოკვლას აპირებდნენ. ქალბატონი ნათელა მკვლელობის შემსრულებლებსაც ასახელებს და ამბობს, რომ გოჩა ზუსტად იგივე ხელწერით არის მოკლული, როგორც ტარიელაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ მკვლელობებთან დაკავშირებით ჩვეული კომენტარით იფარგლებიან: "მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები".




 ახალი ამბები
  • "ლელოს" დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნებალელოს დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნება. სიორიძე სხვა კანდიდატებთან ერთად პოლიტიკურმა მოძრაობა "ლელომ" ამ წუთებში მცხეთაში წარადგინა. გიორგი სიორიძე – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. კონსტიტუციონალისტი. კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, გერმანიაში ფედერალური მასშტაბით ლიცენზირებული იურისტი. არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე. უკანასკნელ წლებში მუშაობდა ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ... ...
  • "15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას" _ მიხეილ ჩხენკელისასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვიზიტისას განაცხადა. „სასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას. რეკომენდაციები გამოქვეყნდება და ყველას გექნებათ საშუალება დეტალურად იხილოთ. სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული, რადგანაც ჩვენთვის მთავარია ბავშვების ჯანმრთელობა. მინდა გითხრათ, რომ ყოველ ეტაპზე სამედიცინო პროტოკოლი ასახავს ეპიდ-სიტუაციას, რომელიც იმ მომენტისთვის არის აქტუალური. დღევანდელი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი საფრთხე 15 სექტემბერს სწავლის დაწყებას არ ემუქრება. თუმცა, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ის ამბავი, რომ თითოეული მოქალაქის ვალია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩვენი ყველას სურვილია, რომ ეს ვითარება არ გაუარესდეს და ამისთვის თითოეული მოქალაქის ძალისხმევა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის“, - განაცხადა მიხეილ ... ...
  • IRI: უჭერს თუ არა მოსახლეობა მხარს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების წინ, მოქალაქეთა 54 პროცენტი ინფორმირებულია 8 მარტის შეთანხმებისა და ქვეყნის საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ. მათგან   77 პროცენტი - 41 % „ძლიერ“, ხოლო 36 % „მეტნაკლებად“, მხარს უჭერს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას.  ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემის მაგიერ პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.  ოპოზიციური პარტიებიდან ერთიანმა მაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, გასულ წელშიც დღის წესრიგში ჩამდგარი საარჩევნო სისტემის გამო მთავრობასთან წარმოებულ მოლაპარაკებებზე მიღებული დაპირებების არ შესრულების მიზეზის გამო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. მიღებული ცვლილების თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული სისტემით იქნება არჩეული. არჩევნებში 40,54 პროცენტზე ნაკლები ხმის მიმღები პარტია მარტო ვერ შესძლებს მთავრობის ფორმირებას. ცვლილება ასევე მოიცავს პარლამენტში პარტიების ადგილების განაწილების და არჩევნების ბარიერთან დაკავშირებულ ... ...
  • IRI: მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდაIRI-ს კვლევის მიხედვით, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის წარმატებული მართვისა, საქართველოს მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა პანდემიის გავრცელების შემდეგ. 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ოჯახში „ძალიან“ (22 %) ან „მნიშვნელოვნად“ (43 %) მძიმეა, ხოლო 67 % თვლის, რომ კორონავირუსის შედეგად, კიდევ უფრო გაუარესდა.  შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვალში დაფიქსირდა. ამ დროისთვის, დაინფიცირებულთა სრული რაოდენობა 1278-ს შეადგენს, რომელთაგან  გამოჯანმრთელდა - 1058, ხოლო 17 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი ჯანმომ გლობალურ პანდემიად გამოცხადა და ვირუსთან საბრძოლველად სხვადასხვა შეზღუდვები დაწედა. ამავე თემაზე: IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ... ...
  • IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაშიIRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსახლეობის 79 პროცენტი არის კმაყოფილი, მათ შორის „ძალიან კმაყოფილი“ (41 %) და „მეტნაკლებად“ კმაყოფილი (38 %) მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში. "მოსახლეობის 58 პროცენტი, მათ შორის 21 % „ძალიან“, ხოლო 37 პროცენტი „მეტნაკლებად“, კმაყოფილია იმ სოციალური პროგრამებით, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების შესამსბუქებლად.  მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება(94%) რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (91 %) და პრემიერ-მინისტრის ოფისის (81 %) მუშაობა პანდემიასთან ბრძოლაში იყო ეფექტური",_ ნათქვამია კვლევაში. ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.  შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.  ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...