"გურიის მოამბის" რედაქტორი: შვილების ლიკვიდაციით მემუქრებიან

სამართალი

"გურიის მოამბის" რედაქტორი: შვილების ლიკვიდაციით მემუქრებიან

9 სექ. 2019, 19:35:14

რეგიონული ყოველკვირეული გაზეთის, "გურიის მოამბის" რედაქტორს, თეა იოსელიანს, სოციალური ქსელებით შვილების ლიკვიდაციით, გამოძიებისათვის, ჯერჯერობით, დაუდგენელი პირი უკვე 10 დღეა, ემუქრება, _ ამის შესახებ ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იოსელიანს ფეისბუქის პირად შეტყიბინებაში შემდეგი სახის შეტყობინება გაუგზავნეს: „მალე მოესწრები შენი შვილების სიკვდილს, მე დაგიხოცავ“.

მომხდართან დაკავშირებით შსს-ს თეა იოსელიანმა განცხადებით დღეს მიმართა.

დღესვე, შსს გურიის დეპარტამენტში მოხდა თეა იოსელიანის გამოკითხვა.

"იოსელიანს, "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე უცნობი პიროვნება დაუკავშირდა და ეს უკანასკნელი მას შვილების ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრა.

"გურიის მოამბე"-ს რედაქტორი გარკვეულ მუქარებს, იმ შემთხვევაში, თუ ის არ შეწყვეტდა კრიტიკული სტატიების გამოქვეყნებას, ადრეც განიცდიდა, თუმცა, შვილების ფიზიკური ლიკვიდაციის მუქარას ადგილი პირველად ჰქონდა.

სწორედ ამან, მისივე თქმით, განაპირობა მისი მხრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკავშირება", _ წერს გამოცემა.

იოსელიანი ამბობს, რომ მუქარის წერილი 28 აგვისტოს მიიღო

„წერილი 28 აგვისტოს აქვს გამოგზავნილი ჩემთვის უცნობ პიროვნებას. გუშინ საღამოს შემთხვევით ვიპოვე, როცა ტელეფონზე შემოსულ შეტყობინებებს ვამოწმებდი. პოლიციამ დაიწყო უკვე ამაზე გამოძიება. გამორიცხულია, ვინმეს ჩემთან პირადი მტრობა აკავშირებდეს. 16 წელია ჟურნალისტიკის სფეროში ვარ და ძალიან ბევრი კრიტიკული წერილი დამიწერია. ეს ბევრს მოსწონდა, ბევრი ღიზიანდებოდა, მაგრამ, ამდაგვარი ამაზრზენი და მართლაც შიშისმომგვრელი მუქარის შემცველი შეტყობინება პირველად მივიღე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს უკავშირდება ჩემს საქმიანობას და „ფეისბუქ“ აქტივობებს“, _ აღნიშნავს იოსელიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის იმფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სსკ 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს.




 ახალი ამბები
  • „კოორდინატორებს რომ აგზავნით, ხმა მიეცით „ოცნებასო“, ვის მივცე ხმა? უგზოობას?“-ჭანჭათში უგზოობას უჩივიან„სირცხვილი თქვენ! 3 წელია გზაზე გესაუბრებით, თუ საჯაროდ და თუ პირადად.  დღევანდელ ამინდში თუ სკოლის მარშუტკა არ ამოვა, როდის უნდა ამოვიდეს?  მთელი სოფლის გზა რომ დააგრეიდერეთ და ეს მონაკვეთი დატოვეთ, არ შეგრცხვათ? თურმე ეს გზა სოფლის ცენტრალური გზა არ არის, აბა რა არის? შუკა? სამი წელია ტენდერში ვერცერთმა კომპანიამ გაიმარჯვა? თუ ფეხებზე დაგვიკიდეთ? თქვენს კოორდინატორებს რომ აგზავნით, ხმა მიეცით ოცნებასო, ვის მივცე ხმა? უგზოობას? ადამიანის მოთხოვნის ფეხებზე დაკიდებას? თუ იმას რომ ჩემი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება 3 წელია უმოქმედოთ ზის, დაბრმავდა და დაყრუვდა. შეგრცხვეთ! მთელი სოფლის გზას აგრეიდერებენ და როცა ვურეკავ გამგებელს ჩვენთან რა ხდება, რატომ დატოვეთ თქო. სოფლის ცენტრალური გზის დაგრეიდერება მოხდაო, ფაქტობრივად დაგვცინიან. არანაირი ბავშვის ინტერესების გათვალისწინება, არანაირი ახალი კანონის მიღება, არაფერი არ ესმით, უსირცხვილოდ იქცევიან. ყველაფერს აქვს საზღვარი! სასწრაფოდ მოახდინეთ აღნიშნული გზის რეაბილიტაცია, ადამიანების მოთმინებას ნუ ცდით!-წერს სოციალურ ქსელში სოფელ ჭანჭათის მკვიდრი ვეკო წულაძე. ვეკო წულაძის ამ პოსტს, რომლის ადრესატიც სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მორჩილაძე და მუნიციპალიტეტის მერიაა, არაერთი კომენტარი მოჰყვა, მათ შორის თანასოფლელთა მხრიდან. „რაც თავი მახსოვს ყველა მაგ გზაზე გამოვთქვამთ პრეტენზიას და მაშინ შეთანხმებულად მოვაწყოთ ერთი დღე და მოვიფიქროთ რაიმე ისეთი რომ მოგვაქციონ ყურადღება...ყველას გვაწუხებს ეგ უგზობა, რომელ საუკუნეში ვართ, ელემენტარულად, სამგზავრო მარშუტკა დღეში ერთხელ გვემსახურება და ისიც სახლამდე ვერ მოდის, რამხელა მანძილის ფეხით დაფარვა გვიწევს უგზობის გამო. ეს ყველას პრობლემაა, მხოლოდ შენი და ჩემი არა, ამიტო ყველა უნდა გავერთიანდეთ და რაიმე გზით ვაიძულოთ შესაბამისი პირები რომ მოგვაქციონ ყურადღება. არ ვიცი ჩვენ სოფელში როა, ისეთი გზა თუ არსებობს ლანჩხუთის რომელიმე სოფელში. საკუთარი მანქანით ვერ გადაადგილდები ადამიანი ნორმალურად და სამგზავრო მარშუტკას რა უნდა მოვთხოვოთ, სანამ ეს გზა არ მოგვარდება. ბავშვები სკოლაში და ბაღში ვერ დადიან ნორმალურად გზის გამო. რომელ განვითარებულ ან განვითარებად მუნიციპალიტეტშია მსგავში პრობლემები .განათლება ყველგან ხელმისაწვდომია და ჩვენთან ელემენტარული გზის გამო სახლში უნდა გვეჯდეს ბავშვები, ზამთარსა და წვიამიან ამინდში განსაკუთრებით“. საგულისხმოა, რომ ეს პირველი შემთხვევა არა, როცა ვეკო წულაძე საჯაროდ, სოციალური ქსელის საშუალებით აჟღერებს ჭანჭათში არსებულ გზის პრობლემას და დახმარებას მედიასაშუალებებსაც თხოვს.  „გურია ნიუსიც“ არაერთხელ წერდა ამის თაობაზე, თუმცა, როგორც ირკვევა, საქმე წინ არ წასულა და უგზობის პრობლემა კვლავაც აწუხებს სოფლის მოსახლეობას. ზემონახსენებ  პრობლემასთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“  სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში, გიორგი მორჩილაძეს დაუკავშირდა, რომელიც აღმოჩნდა რომ არ იზიარებს ვეკო წულაძის მხრიდან გაჟღერებულ  პრეტენზიებს და ყველაფერ ამას საარჩევნო სპეკულაციას უწოდებს. „სოფელში გზა ყველგან კეთდება, რაღაც 200 მეტრიანი მანძილია დარჩენილი და მისი გაკეთებაც ამ 15 დღეში დაიწყება. რატომღაც გზის პრობლემა მხოლოდ წინა საარჩევნო პერიოდში ახსენდება. არჩევნებია კარზე მომდგარი და გარკვეულ სპეკულაციას ეწევა, მარშანიშვილთანაა („ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი“ შეკრული და ის აწერინებს რაღაცეებს“-ასეთია სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის კომენტარი „გურია ნიუსთან“ სატელეფონო ... ...
  • რატომ გადაკეტეს ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩაამ დროისთვის ჩოხატაურში, დუმბაძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციას გზა აქვს გადაკეტილი და ავტომობილებს გზის გაგრძელების უფლებას არ აძლევს. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, გზის გადაკეტვის მიზეზი სკოლის წინ ზებრის მოხატვის სამუშაოებს უკავშირდება. „გურია ნიუსთან“ საუბრისას ჩოხატაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი, ნანა ცინცაძე ამბობს, რომ ერთი ზებრა გადასასვლელი სამრევლო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა, 2 კი მაგისტრალზე. „აქ არის ცენტრალური გზა მაგისტრალი. გზას მოვხატავთ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ხშირად ვსარგებლობთ და ფაქტია, რომ აქ აუცილებლობა იყო იმის, რომ განგვეახლებინა ქვეითთა გადასასვლელები“,_ გვითხრა ... ...
  • ბაია დვალიშვილი და ნესტან-ნენე კვინიკაძე - აქ.ახლა, მსახიობი ხელოვანების გარემოდანთიბისის Live-სესიები - აქ.ახლა - გრძელდება. 22 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს მსახიობ ბაია დვალიშვილის სესიას თიბისის Facebook გვერდის დახმარებით. ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება. მისი მოდერატორი მწერალი - ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება. სესიის ფარგლებში, მსახიობი პროფესიის არჩევის განმაპირობებელ ფაქტორებზე და თეატრში განვლილ გზაზე მოყვება - სახელოვნებო გარემოცვაზე, რომელშიც გაიზარდა და ადამიანებზე, რომლებიც იმ დროის რუსთაველისა და მარჯანიშვილის სახელობის თეატრებს ქმნიდნენ. ბაია დვალიშვილი მეცნიერ და ლიტერატურათმცოდნე პავლე ინგოროყვასთან გადაკვეთას გაიხსენებს, რომელთანაც მსახიობის მამას, იმდროინდელი კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს - აკაკი დვალიშვილს ხანმოკლე, მაგრამ ძალიან ნაყოფიერი პერიოდი აკავშირებდა. მსახიობი მაყურებელს კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვთან მუშაობისა და „აშუღ-ყარიბის" გადაღების დეტალებსაც გაუზიარებს. ასევე, ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპებზე - საბჭოთა კავშირის დაშლასა და დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ნაბიჯებზე, გარდამტეხ თარიღზე - 9 აპრილზე ისაუბრებს. ... ...
  • ტერორისტმა მძევლები კირცხთან გაათავისუფლა, რომელიც ზუგდიდიდან აფხაზეთის მოპირისპირე მხარეს მდებარეობსზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა ბანკი მძევლებთან ერთად დატოვა და ზუგდიდიდან მანქანით წავიდა. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლები ჩხოროწყუში, სოფელ კირცხთან გაათავისუფლა. აღსანიშნავია, რომ ეს სოფელი ზუგდიდიდან აფახეთის მოპირისპირე მხარეს მდებარეობს და ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საზღვრიდან დაახლოებით, 30 კილომეტრში მდებარეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიიღებს ყველა ზომას, რომ კრიმინალი აფხაზეთის ტერიტორიაზე არ ... ...
  • დღეს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას დაბადების დღეასაქართველოს ეროვნული გმირი, ზაზა დამენია 1972 წლის 22 ოქტომბერს, ოზურგეთში დაიბადა. 1990-1992 წლებში დამენია ყაზანის სამშენებლო ინსტიტუტში სწავლობდა. 2003 წელს, დაუსწრებლად დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალი, სამრეწველო სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით. ზაზა დამენია, 1992 წლიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა. 1993 წელს აფხაზეთში იბრძოდა. 1995 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსის თანამდებობა ეკავა. 2002 წლიდან, ზაზა დამენიამ სამხედრო სამსახური მე-11 მექანიზებული ბრიგადის მსუბუქი ქვეითი ბატალიონი „კომანდოს“ რიგებში გააგრძელა. 2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაწყებასთან ერთად, „კომანდოს“ ბატალიონი, კონფლიქტის ზონაში, ქართული სოფლების დასაცავად გაიგზავნა. მოწინააღმდეგესთან შეიარაღებული დაპირისპირებების დროს, ქართულმა მხარემ 16 მებრძოლი დაკარგა, რომელთა შორის იყო ზაზა დამენია. 2004 წლის 16 აგვისტოს, ზაზა დამენიამ, საკუთარი სიცოცხლის ფასად, თანამებრძოლები დაღუპვას გადაარჩინა. კაპრალი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა და სამი ჯარისკაცი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა. დაღუპვამდე ორი დღით ადრე, დამენიას ჭურვის აფეთქების შედეგად მხედველობა დაუქვეითდა, თუმცა კაპრალმა უარი განაცხადა პოზიციის დატოვებაზე და ბოლომდე დარჩა თანამებრძოლების გვერდით, ბრძოლის ველზე. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთებული მამაცობისთვის, 2004 წლის 24 აგვისტოს, ზაზა დამენიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...