ქურდული სამყაროს წევრობა და მხარდაჭერა _ სასამართლომ 4 ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

სამართალი

ქურდული სამყაროს წევრობა და მხარდაჭერა _ სასამართლომ 4 ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

2018 აგვ 8 17:42:14

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და „ქურდული სამყაროს წევრობისთვის", „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის" და „კანონიერი ქურდისთვის მიმართვისთვის" ბრალდებულ დ.გ.-ს, დ.მ.-ს, თ.ბ.-ს და კ.ბ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ „ქურდულ სამყაროს" და აქტიურად მოქმედებენ „ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად".

2018 წლის მაისში დ.გ.-მ, რომელსაც სისტემატიური და აქტიური კავშირი ჰქონდა თურქეთში მყოფ ,,კანონიერ ქურდთან" თ.ხ.-სთან და ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან, მიმართა თ.ხ.-ს, რათა მას დ.გ.-სა და თ.ბ.-ს შორის  არსებული ფინანსური დავა მისთვის მატერიალური უპირატესობის მიღების და თ.ბ.-ზე გავლენის მოხდენის მიზნით ,,ქურდული გარჩევის" გზით განეხილა და გადაეწყვიტა.

მას შემდეგ, რაც ,,კანონიერმა ქურდმა" თ.ხ-მ  დავა  დ.გ.-ს სასარგებლოდ გადაწყვიტა  და ეს თ.ბ.-სთვის გახდა ცნობილი, მან არათუ აცნობა სამართალდამცავებს ამ მძიმე დანაშაულის შესახებ, არამედ, თავის მხრივ, „ქურდული გარჩევის" გზით დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით მიმართა ასევე თურქეთში მყოფ „კანონიერ ქურდს" დ.ჩ.-ს. იგი  აქტიურად მოქმედებდა რათა  ქურდული სამყაროს სხვა წევრების მეშვეობით გამოენახა კავშირები „კანონიერ ქურდ" თ.ხ.-თან „ქურდული გარჩევის" მის სასარგებლოდ გადასაწყვეტად.

ქურდული გარჩევით გადაწყვეტილი დავის შესახებ დ.გ.-მ თ.ბ.-ს შეატყობინა მათი საერთო ნაცნობის კ.ბ.-ს მეშვეობით, რომელიც დ.გ.-მ უშუალოდ  „კანონიერ ქურდ" თ.ხ.-ს. დააკავშირა,  მან კი კ.ბ.-ს დაავალა თ.ბ.-ს მასთან, თურქეთში ჩაყვანა. ამის შემდეგ, დავალების შესასრულებლად კ.ბ.  თ.ბ.-ს დაუკავშირდა.

კ.ბ. დ.გ.-თან  ერთად აქტიურად ინტერესდებოდა „ქურდული გარჩევის" მიმდინარეობით და „კანონიერი ქურდის" თ.ხ-ს დავალებების შესაბამისად „ქურდული გარჩევის" პერიოდში კანონიერი ქურდის პოზიციას აცნობდა თ.ბ.-ს, ხოლო მისი  პოზიციის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა „კანონიერ ქურდ" თ.ხ.-ს, რითაც აქტიურად უჭერდა მხარს თ.ხ.-ს მიერ „ქურდული გარჩევის" განხორციელებას. 

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის მაისში, დ.გ.-მ კვლავ მიმართა ,,კანონიერ ქურდს" თ.ხ.-ს რათა ამჯერად ლ.დ-ს, გ.დ.-ს და თავის ნაცნობ ზ.კ.-ს შორის არსებული  დავა ზ.კ.-ს მატერიალური სარგებლის მიღების და ლ.დ.-ზე და გ.დ.-ზე გავლენის მოხდენის მიზნით ,,ქურდული გარჩევის" გზით განეხილა და გადაეწყვიტა, რაც შემდომში თ.ხ.-მ განახორცილა. დ.გ. აქტიური ქმედებებით ხელს უწყობდა „ქურდული სამყაროს" საქმიანობას და ლ.დ.-სგან და გ.დ.-გან მოითხოვდა მას თურქეთში გაჰყოლოდნენ ,,კანონიერ ქურდთან" თ.ხ.-თან შესახვედრად, რომელიც მათი მონაწილეობით არსებულ დავას საბოლოოდ გადაწყვეტდა.

ასევე დადგინდა, რომ თურქეთში მყოფ ,,კანონიერ ქურდთან" თ.ხ.-სთან და „ქურდული სამყაროს" სხვა წევრებთან სისტემატური და აქტიური კავშირი აქვს დ.მ.-საც, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ქურდული სამყაროს  საქმიანობაში. მან თავის ნაცნობთან არსებული მატერიალური დავის ,,ქურდული გარჩევით" გადასაწყვეტად ს.ჯ. ,,კანონიერ ქურდს" თ.ხ.-ს დააკავშირა, რომელმაც ს.ჯ.-ს ქმედება შეაფასა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.  აღნიშნულის შემდეგ, დ.მ. ,,კანონიერი ქურდის" მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით,  სისტემატიურად უკავშირდებოდა ს.ჯ.-ს და უცხადებდა რომ ,,კანონიერი ქურდის" გადაწყვეტილების დათქმულ დროს შესრულება სავალდებულო იყო.  დ.მ.-მ ,,კანონიერი ქურდის" მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების, თავისი კრიმინალური ავტორიტეტის და ,,ქურდული სამყაროს" ძალაუფლების დამკვიდრებისა და განმტკიცების მიზნით, ს.ჯ. აიძულა  აღესრულებინა  ,,კანონიერი ქურდის" მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ოთხივე პირი გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 2018 წლის 6 აგვისტოს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.  გ.გ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2233-ე მუხლის მეორე ნაწილით  („კანონიერ ქურდისთვის" მიმართვა, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა); დ.მ.-ს 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით  ("ქურდული სამყაროს" წევრობა); კ.ბ.-ს  2233-ე მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა), ხოლო თ.ბ.-ს 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით („კანონიერ ქურდისთვის" მიმართვა) წარედგინა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. აღნიშნული პირებისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7-მდე და 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




 ახალი ამბები
  • ხუნდაძე: ტატუნაშვილი დასტურია, რომ საქართველოს მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციასსაოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის  არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით სოფელ წილკანში, სადაც ეროვნული გმირის ოჯახი ცხოვრობს, მისი სახელობის ახალი სკვერი და სტადიონი გაიხსნა. ამ მოვლენის გამო წილკანში ჩავიდნენ პრემიერ-მინისტრი, მცხეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს მთავრობის  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.  „მძიმე თარიღია, მძიმედ გასახსენებელია, მაგრამ ამ სიმძიმესთან არის სიამაყეც, როცა ჩვენი ახალგაზრდა კაცი არ შეეგუა ძალადობას და არ შეეგუა იმას, რომ საკუთარი ტერიტორია იქნას ოკუპირებული მუდმივად და ჩვენი მოქალაქეების უფლებები იქ ილახებოდეს. მისი  ეს მყარი პოზიცია არის დასტური იმისა, რომ საქართველო, ქართველი მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას და ეს არის მხოლოდ დროებითი და ეს აუცილებლად დასრულდება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ ... ...
  • "მოხვეტეს პირდაპირ და წაიღეს"_ ხმაური ოზურგეთის აგრარულ ბაზარშიხმაური იყო დღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში. ხმაური ოზურგეთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მისვლამ გამოიწვია, რომლებმაც თუთუნით მოვაჭრეებს დიდი რაოდენობით უაქციზო ნაწარმი ჩამოართვეს. როგორც მოვაჭრეები „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობენ, მათ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღეს, რომ ვაჭრობის უფლება არ აქვთ, თუმცა, სიტყვიერი გაფრთხილება, როგორც ჩანს მოვაჭრეებმა სერიოზულად არ აღიქვეს და ვაჭრობა უაქციზო ნაწარმით გააგრძელეს. დღეს კი ბაზარში შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და უაქციზო ნაწარმი ჩამოართვეს. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ აჭარაში თამბაქოს მსგავსი სახით გაყიდვა ხდება. „50 კაცამდე იყო მოსული. არაფერი უთქვამთ. მოხვეტეს პირდაპირ და წაიღეს. დავალება გვაქვს ასეთიო. სასამართლოდან დაგიკავშირდებიანო.  თუ მაგრები არიან აჭარაში შევიდნენ და იქედან წაიღონ“,_ ამბობენ მოვაჭრეები „გურია ნიუსთან“ საუბრისას. როგორც შემოსავლების სამსახურის  ბრძანებაშია ნათქვამი, დათვალიერების პროცედურის გახორციელება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომელბს ევალებათ და 29 თებერვლის ჩათვლით უნდა გახორციელდეს და მიზნად ისახავს აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის წარმოებისა და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას. შეგახსენებთ, რომ თამბაქოს რეალიზაციაზე დაწესებულ ცვლილებებს საპროტესტო აქციები მოჰყვა ქედაში. როგორც ფინანსთა მინისტრმა მაშინ განაცხადა, თამბაქოს დაბეგვრაზე გამონაკლისის დაწესება არ ... ...
  • პრემიერ-მინისტრის კომენტარს სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოყვასაქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას,  რომ ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობას გაყიდიან, სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოყვა. ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის “დატოვე პარლამენტი ქუთაისში “ ინიციატივით აქციას გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობის გადაწყვეტილებას, ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით , აპროტესტებენ. მათი განცხადებით, პარლამენტის გაყიდვა საბოლოო განაჩენია ქუთაისისთვის. სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ებრძვიან ქუთაისის განვითარების პერსპექტივას. აქციაზე გაჟღერდა მოძრაობის მოქმედების გეგმა. აქტივისტები იბრძოლებენ იმისთვის, რომ ქუთაისში წარმატებული საარჩევნო კამპანია აწარმოონ მხოლოდ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც თავიანთ პროგრანაში ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას შეიტანენ. აქციის მონაწილეებს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ. გიორგი გახარიამ ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან გუშინ კომენტარის გაკეთებისას განაცხადა. “ქუთაისში პარლმანეტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ და ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტროს დაწყებული აქვს. ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის იქნება ბევრად უფრო მეტი, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, ამ შენობასაც ექნება დატვირთვა, მან უნდა შეიძინოს ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი ფუნქცია. ქუთაისისთვის მომავალი რა შეიძლება იყოს?  განათლება, მედიცინა, ტრანსპორტირება და კიდევ ბევრი რამე და არა მხოლოდ პარლამენტი“,_  განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს გიორგი ... ...
  • აჭისწყლის ხეობაში, კარიერის ირგვლივ, კვლავ ხმაურია ეკოდამცველი ირმა გორდელაძე, ფეისბუქგვერდზე, „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები“, კვლავ აქვეყნებს ინფორმაციას, რომ  ახლახან ლიხაურის ტერიტორიაზე,  მდ. აჭისწყლის ხეობაში,  შპს  „კავკაზ ცემენტ ჯორჯია" ჩუმად იპარავდა ქვიშას.   „დავადექი პირადად ფაქტზე.  გაჰქონდათ ინერტული მასალა და იქვე ახლო ტერიტორიაზე ასაწყობებდნენ.   ამ კომპანიას ლიხაურმა უარი უთხრა, არ დავუშვებთ, რომ გაიტანონ ინერტული მასალა“, _ წერს გორდელაძე. სოფელ ლიხაურის მკვიდრი, ქალბატონი თინა დობორჯგინიძე ამბობს, რომ აპირებენ სარჩელი შეიტანონ და პასუხი აგებინონ ყველას, ვისაც ეკუთვნის. _ ახლა აჭისწყლის ხეობაში, „კავკაზ  ცემენტ ჯორჯია“, როგორც მისი წარმომადგენელი გვეუბნება, ნებართვით არის შესული და მართლაც, მათ აქვთ ლიცენზია. თუმცა,  დაუშვებელია ახლა იქ ღორღის  ამოღება. გაფუჭდა, რაც გასაფუჭებელია. გავა ცოტა ხანი, ადიდებული მდინარე წალეკავს ყველაფერს და იტყვიან, სტიქიააო. ყველაზე დიდი სტიქია ადამიანია. ეს არის არა ღორღის ამოღება, არამედ ფულის ამოღება. მალე სარჩელს შევიტანთ, დოკუმენტაცია მოგროვებული გვაქვს და იმედია, მანამდე მაინც შეაჩერებენ მუშაობას, _ თქვა ქალბატონმა თინამ „გურია ნიუსთან“. ჩვენ ასევე დავუკავშირდით „კავკაზ ცემენტ ჯორჯიას“ წარმომადგენელს, გელა დუმბაძეს, რომელიც თავის მხრივ აცხადებს, რომ ის ფლობს ლიცენზიას,  შაბათ-კვირას ისვენებს, ორშაბათიდან კი აჭისწყლის კარიერზე მუშაობას გააგრძელებს. _შპს „კავკაზ ცემენტ ჯორჯია“ ამერიკული კომპანიაა. გვაქვს ლიცენზია, რომელიც ორი წლის წინ მივიღეთ. ვმუშაობთ წესების სრული დაცვით.  ჩვენ მოვიპოვებთ მასალას ქვის სამსხვრევი საამქროსთვის და ბეტონის ქარხნისთვის. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სკოლების თუ სხვა მშენებლობები რაც არის, ჩვენ  ვაკეთებთ.  ასევე ვეწევით  ქველმოქმედებასაც და არაფერს ვაშავებთ. ყველანაირ არგუმენტირებულ მოლაპარაკებაზე მზად ვართ, რასაც მოსახლეობა შემოგვთავაზებს. გამოჰყონ ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს  გააკეთებს, ნახავს, რას და როგორ ვიღებთ. მზად ვართ, დავაფინანსოთ კიდეც ისინი, -  გვითხრა გელა დუმბაძემ. დიდი ალბათობით, ორშაბათს, 24 თებერვალს,  აღნიშნულ კარიერზე დაპირისპირება კვლავ მოსალოდნელია, რადგან ლიცენზიის მფლობელი კომპანია მუშაობის გაგრძელებას გეგმავს. ... ...
  • ჩოხატაურში, სოფელ ონჭიკეთში სახლი დაიწვა_ რით დაეხმარება ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭიკეთში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ განუცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს დაეხმარება. „ჩვენი წარმომადენელი უკვე შეხვდა დაზარალებულლ ოჯახს. ადგილობრივი ხელისუფლება პირველ რიგში აუცილებელი პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად  დაეხმარება.  ამის შემდეგ კი, სამშენებლო მასალის გამოყოფაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ირაკლი კუჭავამ. ჩოხატაურის მერის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი უმეტესად ქუთაისში იმყოფება. „ოჯახში მამა იყო. შვილები ქუთაისში არიან, თვითონაც ხშირად ქუთაისშია. თუ თვითონ იტყვის, რომ სხვა საცხოვრისი არ გააჩნია, ამ შემთხვევაში გავიყვანთ ქირით“, _ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...