„ლიდერფუდის“ საქმეზე ექსპერტიზის ახალი დასკვნაც სარჩელის ჩაბარების ფაქტს კვლავ გამორიცხავს - არჩილ კაიკაციშვილი

სამართალი

„ლიდერფუდის“ საქმეზე ექსპერტიზის ახალი დასკვნაც სარჩელის ჩაბარების ფაქტს კვლავ გამორიცხავს - არჩილ კაიკაციშვილი

12 აგვ. 2020, 15:37:25

"დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ახალი დასკვნა კიდევ ერთხელ გვიმყარებს რწმენას, რომ ორგანიზაციამ სწორი დასკვნები გააკეთა სარჩელის და მასზედ თანდართული მასალების ჩაბარების საკითხზე და შეუძლებელია, სასამართლომაც სათანადო დასკვნები არ გააკეთოს, ვინ ვის რა შინაარსის წერილი ჩააბარა 2019 წლის 22 მაისს" - აღნიშნული განცხადება  ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, კომპანია „ლიდერფუდის“ მოქმედი და ყოფილი მესაკუთრეების სამართლებრივ დავაზე ახალი მტკიცებულების შეფასებისას გააკეთა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ კომპანიისთვის 2019 წლის 22 მაისს კურიერს ორი კონვერტი აქვს მიტანილი და მათ შორის არც ერთი არ არის სასამართლოს ბრენდირებული კონვერტი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება „ლიდერფუდის“ ირგვლივ მოქმედი და ყოფილი მესაკუთრეების სასამართლო დავაზე განვითარებულ მოვლენებს, ვინაიდან შეფასდეს საქმეზე გამოქვეყნებული ორგანიიზაციის კვლევის შინაარსთან მიმართებით სასამართლოს შემდგომი დასკვნების მართებულობა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა კომპანიის ყოფილი მესაკუთრის სარჩელი (შეწყდა ნასყიდობის ხელშეკრულება და ირაკლი დუმბაძე აღირიცხა შპს „ლიდერი-ფუდის“ კაპიტალის 50% წილის მესაკუთრედ), ამჟამად გასაჩივრებულია საქართველოს უზენაესს სასამართლოში. ორგანიზაციამ გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას - დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით, არსებითად შეილახება თუ არა პროცესის მონაწილე ერთი მხარის თანასწორუფლებიანობა, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, მას პირდაპირ უსპობს თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას, თუ არც ერთ მხარეს, ამ დრომდე, არ მისცემია საკუთარი მტკიცების ტვირთვის განხორციელების შესაძლებლობა. ორგანიზაციამ სასამართლოსთან კომუნიკაციის შედეგად დაადგინა, რომ საკასაციო სასამართლომ საქმე არსებითი განხილვისთვის მიიღო, 2020 წლის სექტემბერში დაინიშნა სხდომა, კვლევა გადაცემული იქნა საქმის განმხილველი პალატისთვის, ასეთი შედეგი კი, ხაზს უსმევს კვლევაში გამოთქმული შეხედულებების მართებულებას, რადგანაც „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმის განსახილველად დაშვების საფუძვლებსა და არსებითი განხილვის გადაუდებელ წინაპირობებზე საუბობდა.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საჯაროდ გაკეთებული განცხადების თანახმად, ცნობილი გახდა, რომ „ლიდერფუდის“ საქმეში, სარჩელის ჩაბარების ეპიზოდთან დაკავშირებით, წარმოდგენილი იქნა ახალი მტკიცებულება. ორგანიზაციამ მოქმედ მენეჯმენტს მიმართა და გამოითხოვა დასახელებული დოკუმენტი. კერძოდ, დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ 2020 წლის 29 ივლისის დასკვნა. ექსპერტი პასუხსს სცემს შემდეგ შეკითხვებს: „შეესაბამება თუ არა წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში კადრში აღბეჭდილი მამაკაცის ხელთ არსებული კონვერტის სისქის მიხედვით 49 ფურცელ მოთავსებულ კონვერტს?“, „წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში კადრში აღბეჭდილი მამაკაცის ხელთ არსებულ კონვერტს გააჩნია თუ არა სასამართლოს კონვერტისათვის დამახასიათებელი გაფორმება, თუ ის არის გაფორმების გარეშე თეთრი ფერის გარეშე?“. დასკვნის თანახმად, წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებში, მამაკაცს ხელში უჭირავს ქაღალდები, რომლებს შორის, ვიზუალური დაკვირვებით, გამოიყოფა კონვერტის მსგავსი აგებულების არა ერთი, არამედ ორი კონვერტი სათითაოდ მიმაგრებული ფურცლებით, რომელთაც აფრიალებს ქარი. ორივე A4 კონვერტების სისქის ან მასში არსებული ფურცლების რაოდენობის განსაზღვრის შესაბამისობა, თუნდაც 49 ფურცელ მოთავსებულ კონვერტთან შეუძლებელია, რადგანაც შეიმჩნევა სისქეების დიდი სხვაობა ხელის მოჭერის ადგილსა და განაპირა ნაპირებს შორის, რაც შეიძლება გამოწვეულ იყოს კონვერტის მაგვარ შეკვრებში სხვადასხვა სისქის ფურცლების ან ჰაერის არსებობით - მითუმეტეს ქარიანი ამინდის დროს, შესაძლებელია ჰაერის შეკვრებში შეღწევა. კადრების დათვალიერებისას და გადიდებისას იკვეთება ორი კონვერტის არსებობა. მათი გადიდებისას, არც ერთ კონვერტზე არ შეიმჩნევა გრაფიკული გაფორმება ან შეფერვა რაიმე ფერის საღებავით და არ მიესადაგება სასამართლო კონვერტის გაფორმებას. აღნიშნული კონვერტები არის გაფორმების გარეშე არსებული თეთრი ფერის კონვერტი.

ორგანიზაცია, ექსპერტიზის ახალი დასკვნის მიხედვით, განმარტავს, რომ სარჩელისა და მასზედ თანდართული მასალების ჩაბარების ფაქტი, 2019 წლის 22 მაისს, მართლაც საკამათოა, რაც გამოქვეყნებულ კვლევაში შესაბამისი არგუმენტებით დასაბუთდა კიდეც. 22 მაისს, კომპანიამ ნამდვილად ჩაიბარა მოდავე მხარის კორესპონდენცია, თუმცა არ არსებობს ზუსტი დასკვნა იმის შესახებ, ჩაიბარა თუ არა სარჩელი და მასზედ თანდართული მასალები. სარჩელის ჩაბარების ეპიზოდისთვის პროცესის მონაწილე მხარეების მიერ წარმოდგენილია უკვე სამი შინაარსის მქონე დოკუმენტი/დასკვნა: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 ივლისის დასკვნა, რომელიც ეკუთვნის ირაკლი დუმბაძეს და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ალტერნატივას“ 2019 წლის 25 ივლისის დასკვნა, დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ 2020 წლის 29 ივლისის დასკვნა, რომელიც ეკუთვნის დავით ზეიკიძეს.

ა) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 ივლისის დასკვნის მიხედვით, გამოსაკვლევად წარდგენილი იყო ვიდეომასალა, კერძოდ შპს ,,ლიდერი-ფუდის“-ს ოფისის სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერები (2019 წლის 22 მაისს კურიერის ვიზიტი ოფისში), კადრში აღბეჭდილი მამაკაცის ხელთ არსებული კონვერტი სისქის მიხედვით არ შეესაბამება 2 ფურცელმოთავსებულ კონვერტს, და მისი ვიზუალური პარამეტრებით შეესაბამება კონვერტში 49 ფურცელმოთავსებულ კონვერტს. მამაკაცის ხელთ არსებულ კონვერტზე დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ იგი არის გაფორმების გარეშე არსებული თეთრი ფერის კონვერტი და მას ზედა ნაწილში, მარჯვენა და მარცხენა მხარეს, აღენიშნება მუქი შეფერილობის გაფორმება.

ბ) აღნიშნული დასკვნის საპირისპიროდ, დავით ზეიკიძის მიერ წარმოდგენილი იქნა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ-ალტერნატივას 2019 წლის 25 ივლისის დასკვნა, რომლის მიხედვით, ვიდეოჩანაწერიდან გამომდინარე შეუძლებელია იმის დადგენა თუ რამდენი ფურცელი დევს კონვერტში, რომელიც ვიდეოჩანაწერებში ასახულ მამაკაცს უჭირავს ხელში. ექსპერტიზაზე წარდგენილ ფოტოსურათს და ვიდეოფაილებში ასახულ კონვერტს აქვს სხვადასხვა ფერის შეფერილობა. კერძოდ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს კონვერტის ფოტოსურათის ნაწილს აქვს ლურჯი ფერის შეფერილობა, ხოლო ვიდეოფაილებში ასახული მამაკაცის ხელში არსებული კონვერტი, როგორც პირითი მხრიდან, ისევე ზურგითი მხრიდან არის თეთრი ფერის.

გ) დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ 2020 წლის 29 ივლისის დასკვნის მიხედვითაც, სისქის ან მასში არსებული ფურცლების რაოდენობის განსაზღვრის შესაბამისობა, თუნდაც 49 ფურცელ მოთავსებულ კონვერტთან შეუძლებელია. კადრების დათვალიერებისას და გადიდებისას იკვეთება ორი კონვერტის არსებობა. მათი გადიდებისას, არც ერთ კონვერტზე არ შეიმჩნევა გრაფიკული გაფორმება ან შეფერვა რაიმე ფერის საღებავით და არ მიესადაგება სასამართლო კონვერტის გაფორმებას. აღნიშნული კონვერტები არის გაფორმების გარეშე არსებული თეთრი ფერის კონვერტი.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თავადაც გაეცნო 2019 წლის 22 მაისის კურიერის მიერ განხორციელებულ ვიზიტს საწარმო დაწესებულებაში, თუმცა ობიექტურად, გონივრული განსჯის საფუძველზე, ცასლახად რთულია იმის თქმა, რომ კადრში სასამართლოს ბრენდირებული კონვერტი ჩანდეს. დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ 2020 წლის 29 ივლისის დასკვნაც, რომელიც ახალია, იმავე შეხედულებებს იზიარებს, რაც სასამართლოსთვის ანალიზის, შედარებისა და შეფასების საუკეთესო საშუალებას იძლევა. ფაქტია, კურიერმა არაერთი წერილი გადასცა მოსარჩელისგან მოპასუხეს და არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულება, ჩაბარებული გზავნილი ნამდვილად შეეხებოდა თუ არა სარჩელს. აღნიშნული საკამათოა თავად ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ წარმოდგენილი დასკვნების ფარგლებშიც. შესაბამისად, ორგანიზაცის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ახალი დასკვნა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ლიდერფუდის“ საქმეზე კვლევა: „ბიზნესი და სასამართლო - „ლიდერფუდის“ საქმის სამართლებრივი ანალიზი“, 2020 წლის 6 ივლისს გამოაქვეყნეს. ორგანიზაციამ ყურადღება დაუთმო ბიზნეს დავის ირგვლივ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების შესწავლის ინტერესს და აღნიშნა, რომ სასამართლოს მხრიდან ბიზნეს-დავების განხილვა ნდობის მაღალ ხარისხს უნდა ეფუძნებოდეს. ორგანიზაციამ, ამ მიზნით, საქმის მასალებზე ხელმისწავდომობა პროცესის მონაწილე მხარეებს სთხოვა. პროცესის მონაწილე მხარეებმა სრულად მიაწოდეს ორგანიზაციას საქმის მასალები, რაც იქნა შესწავლილი, კვლევა კი მიეწოდა სასამართლო სისტემას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ბიზნეს-ინსტიტუციებს. ორგანიზაცია საქმეზე აგრძელებს დაკვირვების პროცესს.




 ახალი ამბები
  • "ადვოკატმა კობაიძემ უარი განაცხადა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულების მოწოდებაზე " (R)სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შესახებ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ადვოკატმა არ ისურვა წარმოედგინა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება. შეგახსენებთ, 2020 წლის 24 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს N8 პენიტენციური დაწესებულების ოთხმა პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა იმიტომ, რომ მათ დაწესებულების დირექტორი სექსუალური ძალადობით დაემუქრა. ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში გამოყენებული იყო ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ინტერვიუ, სადაც მან განაცხადა: "ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბატონი ქინქლაძე (დაწესებულების დირექტორი) ეჩხუბა პატიმრებს იმის გამო, რატომ არ მოსწონდათ ჩაი და ამის გამო უთხრა, რომ მას გააუპატიურებდა. რაზეც ადეკვატური პასუხი ჰქონდათ პატიმრებს". ინფორმაციის გავრცელებისთანავე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება ადვოკატის მიერ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში მონიტორინგის დეპარტამენტი დაუკავშირდა ადვოკატ კობაიძეს და მიიწვია იგი იმისთვის, რომ თუკი მას გააჩნდა მის მიერ დაწესებულების დირექტორის მისამართით გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე მასალა, მოეწოდებინა ეს ინფორმაცია მონიტორინგის დეპარტამენტისთვის. ადვოკატს შეეთავაზა 25 სექტემბერს 11:00 საათზე გამოცხადებულიყო სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, რაზეც მან განაცხადა უარი მოუცლელობის მიზეზით და ამის სანაცვლოდ შესთავაზა მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელს, რომ 25 სექტემბერს საღამოს საათებში მივიდოდა პენიტენციურ სამსახურში, ხოლო ადგილზე მისვლის ზუსტ დროს შუადღისას დაასახელებდა. დღეს, 25 სექტემბერს ადვოკატმა კობაიძემ, იმ დროს, როდესაც ვერ მოიცალა მონიტორინგის დეპარტამენტში გამოცხადებისთვის, აქცია გამართა N8 პენიტენციურ დაწესებულებასთან. აღსანიშნავია, რომ ადვოკატის ორგანიზებულ აქციაზე მხოლოდ თავად კობაიძე და კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ამან არ შეუშალა ადვოკატს ხელი, რომ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მისამართით კვლავ გაეკეთებინა ცილისმწამებლური განცხადებები. 25 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, როდესაც მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი კვლავ დაუკავშირდა ადვოკატ კობაიძეს, რათა მისი პენიტენციურ სამსახურში მისვლის დრო დაეზუსტებინა, ადვოკატმა მისვლაზე უარი განაცხადა, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, ვინაიდან თუკი იგი ფლობს რაიმე მტკიცებულებას, როგორც თავად აღწერს, ასეთი საგანგაშო ფაქტის შესახებ, მისი, როგორც უფლებადამცველის ინტერესში უნდა იყოს, რომ ამაზე ჭეშმარიტება დადგინდეს. ადვოკატთან მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლის ორივე საუბარზე შედგენილია შესაბამისი ოქმები. ეს ოქმებიც და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელთ არსებული სხვა დოკუმენტაციაც გადაეგზავნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სპეციალური პენიტენციური სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაადგენს ჭეშმარიტებას და ამ თემაზე ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ყოველგვარი სპეკულაციები. ... ...
  • რომან გოცირიძე - მთავრობას ლარიც გაექცა და ვირუსიცპარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ეკონომიკასთან მიმართებით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს და მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამოსასვლელად ქმედითი ნაბიჯები გადადგას. „მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ გამოეყენებინა 5 მილიარდი ფული საარჩევნო მანიპულირებისთვის, ნაცვლად ხალხის მხარდაჭერისა. მთავრობას, რომელსაც დიდი დრო და რესურსი ჰქონდა უცხოეთის დახმარების სახით, ვერც ლარს მოუარა და ვერც პანდემია აიცილა თავიდან, ლარიც გაექცა და ვირუსიც. ეს არის ხელისუფლების მიერ გადადგმული პოლიტიზირებული ნაბიჯების შედეგი. დღეს, თუ სასწრაფოდ არ მიიღებს მთავრობა რადიკალურ ზომებს, თუ არ შეკვეცს კორუფციულ და უსარგებლო ხარჯებს, რომელიც „ქართულ ოცნებასა" და მასთან მიტმასნილ ბიზნესს ემსახურება, თუ არ გამკაცრდება პოლიტიკა, ამ შემთხვევაში, ლარი მიაღწევს ისეთ ნიშნულს, როდესაც ეკონომიკა გაჩერდება და მოქალაქეების შემოსავალი კატასტროფულად დაიკლებს. პირველ რიგში, მოვუწოდებთ მთავრობას, შეწყვიტოს ფულის ფლანგვა მათი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად. მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, დაანებოს თავი უსაზღვრო ოდენობით რეფინანსირების სესხის გაცემას, მართოს ჯერ კიდევ მის ხელთ არსებული ბერკეტით ეს პროცესი“, - განაცხადა ... ...
  • „დავასახელებთ მომსყიდველების ვინაობას“ : " ჩვენი საქართველო, სოლიდარობის ალიანსი"-ს ბრიფინგი ოზურგეთშიოზურგეთში „ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალიანსი"-ს  შტაბში , ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგის წამყვანმა, შტაბის წარმომადგენელმა ლელა ნაცვალაძემ განაცხადა, რომ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინოშეწირული-გობრონიძე იქნება და სწამს, რომ ის გამრჯვებას მიაღწევს ამ საპარლამენტო არჩევნებში. __ჩვენ ვაპირებთ პატიოსან საარჩევნო კამპანიას. არ გვაქვს ფუფუნება, ვინმეს დავურიგოთ   კარტოფილი ან კვერცხი, თუმცა ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად და ჩვენი ხმა  გვქონდეს პარლამენტში, - თქვა ბრიფინგის წამყვანმა, შტაბის წარმომადგენელმა ლელა ნაცვალაძემ. მან თქვა, რომ ადგილი აქვს ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობას, როცა მათ პირდებიან ფულს, ასევე ოზურგეთის სპორტის სახლში ახლახან შეიტანეს დიდი ტრაილერით ბურღულეული, მათთვის დასარიგებლად, _ თქვა ნაცვალაძემ. ჟურნალისტების კითხვაზე, დაესახელებინა კონკრეტული პირები, ვინ ვის სთავაზობს ქრთამს, ნაცვალაძემ თქვა, რომ ამჯერად თავს იკავებს, თუმცა მალე დაასახელებს მათ ვინაობას. დეპუტატობის კანდიდატმა,    ნინო შეწირულმა ისაუბრა საარჩევნო კამპანიის თაობაზე, რომ  ამომრჩევლებს, კერძოდ, მის ნათესავებს და  ოჯახის წევრებს, ახლობლებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები   ფულით მოსყიდვას უპირებენ, ჰპირდებიან თანხას, ოღონდაც კი  მათ მხარეს გადავიდნენ. _დღეს არ ვასახელბ მათ  გვარებს, თუმცა ამ ბრიფინგით  ვაფრთხილებთ   მათ. თუ კვლავ   გაგრძელდება მათი მხრიდან ასეთი საქციელი, აუცილებლად გადმოგცემთ   მათ სიას, სათანადო მტკიცებულებით, - უთხრა მან ... ...
  • სამტრედიაში ახალი სპორტული მოედანი საზეიმო ვითარებაში გაიხსნასამტრედიაში, კოსტავას ქუჩაზე, მრავალბინიანი კორპუსების მიმდებარედ ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი მოეწყო. ახალი სპორტული მოედანი საზეიმო ვითარებაში დღეს გაიხსნა. ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერიამ დააფინანსა. "მუნიციპალიტეტის მერია ინტენსიურად ახორციელებს სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციას, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, პოპულარიზაციას და განვითარებას", _ განაცხადა ,,გურია ნიუსთან" კომენტარში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ... ...
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩიესსაზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით აირჩია. ბერძენიშვილის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძის მტკიცებით, გადადგომის მიზეზი ის არის, რომ არ სურს წინასაარჩევნო პერიოდში გაჩნდეს კითხვები არხის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. კონკურსის მეორე ტურში გადავიდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი. თუმცა, ვახტანგოვმა კანდიდატურა მოხსნა და მხარი ბერძენიშვილს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls