მედიასახლი "გურია ნიუსი" ოზურგეთის მერობის კანდიდატს სამართლებრივად მოთხოვს პასუხს

სამართალი

მედიასახლი "გურია ნიუსი" ოზურგეთის მერობის კანდიდატს სამართლებრივად მოთხოვს პასუხს

2017 სექ 15 16:26:08

მედიასახლი „გურია ნიუსი“ ოზურგეთის მერობის კანდიდატს სამართლებრივად მოთხოვს პასუხს!

საქმე ეხება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის - ძიმისტარიშვილის ფეისბუქპოსტებს, რომელიც ამ უკანასკნელმა, პირად გვერდზე, გუშინ, რამდენიმესაათიანი ინტერვალით გამოაქვეყნა.

დღეს გაზეთ “გურია ნიუსის“ ე. წ. ჟურნალისტმა გიორგი გირკელიძემ ჩემი მისამართით “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძისა და სპეცსამსახურის დაკვეთით გამოაქვეყნა ცილისმწამებლური სტატია, რაშიც, როგორც შარშან არჩევნების წინ ძაღლივით გადაუგდეს 500 ლარი. შარშანაც მინდოდა მემხილა ეს არსება, იგივე ოზურგეთელი მამალაძე, მაგრამ ვერ შევძელი და იცით რატომ, იმიტომ რომ იმ სტატიის გამოქვეყნებიდან დაახლოებით ორ დღეში დამბლამ დაარტყა და კინაღამ “გევიდა" მარილზე.

ამ კაზახმა რამოდენიმე თვეა ისევ დაიწყო “ჯღაპვნა"და აი არჩევნების წინ ისევ შეასრულა სპეცსამსახურებისა და ბეგლარის დაკვეთა. ვაი მაგის პატრონს უბედურს. შარშან აღებული 500 ლარი სიცოცხლის ფასად კინაღამ დაუჯდა და დღეს იგივე კიდევ გაიმეორა. აბა ამას ეხლა ნორმალური კაზახი შეიძლება ერქვას?“ _ ეს არის ძიმისტარიშვილის პოსტი სტილის სრული დაცვით, რომელიც „გურია ნიუსის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ იმ ნიუსს მოჰყვა, რომელშიც მის კანდიდატობაზე და სამომავლო ხედვებზე იყო საუბარი.

მას შემდეგ, რაც ძიმისტარიშვილს მისი სიტყვების დამადასტურებელი ფაქტები მოვთხოვეთ, ისევ პოსტით შემოიფარგლა:

ფაქტები მოითხოვა ვითომ არ იცის ფაქტები რომ არსებობს. ერთი წლის წინ ჩემი სიტყვები რომ დაამახინჯა შეგნებულად ეს ვინ იყო, მე თუ გირკელიძე, 200 სიტყვიდან დაახლოებით 100 სპეციალურად დამახინჯებული იყო, ან გუშინდელი სტატია ავიღოთ, მე გადამაყენეს თანამდებობიდან იმიტომ რომ გამომძალველი ვიყავი, თუ იმიტომ, რომ ქოცხროვის ლიდერ ბეგლარ სიორიძეს ჩავუგდე აგრარული ბაზრის გაყიდვის პროექტი.

აგენტობა სპეცსამსახურების სირცხვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ ისინი უნდა მუშაობდნენ ჩვენი ქვეყნის მტრებისა თუ დამნაშავეების წინააღმდეგ და არა მართალი კაცის წინააღმდეგ. არც ერთ ჟურნალისტს არ უკადრებია ჩემთვის მსგავსი რამ. ამფერი რა გადაუხადეს. ნორმალურ ქვეყანაში მაგისთანები ციხეში უნდა იჯდნენ, მაგრამ ნახეთ რა ხდება. ნაძირალა ქოცხროვა მე მებრძვის, მე, რომელიც თავს არ ზოგავს ქვეყნის კეთილდღეობისათვის,“ _ წერს ძიმისტარიშვილი.

“გურია ნიუსი“ მიიჩნევს, რომ მერობის კანდიდატის ცილისმწამებლური განცხადება პირადი ცხოვრების დეტალების, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ადამიანის, ჟურნალისტის შეურაცხყოფის და რეპუტაციის შელახვის სულმდაბლური ნიმუშია. ამიტომ, „გურია ნიუსი“ სამართლებრივად მიუდგება ამ ფაქტს და  „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დახმარებით, უკვე ამზადებს სარჩელს სასამართლოში შესატანად.




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება27 თებერვალი, 2020- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში 12 სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი (საქართველო,აშშ,გაერთიანებული სამეფო,გერმანია,ესტონეთი,თურქეთი,იტალია, ლიეტუვა, პოლონეთი,საფრანგეთი, სომხეთი, უკრაინა) იქნება 80-მდე საერთაშორისო თუ ადგილობრივი უნივერსიტეტი, კოლეჯი, ასევე, უმაღლესი სასწავლებელი და პროფესიული განათლების დაწესებულება. გამოფენაზე მისული მომავალი სტუმრები გაეცნობიან საქართველოს ბანკის სპეციალურად სტუდენტებისთვის შექმნილ ბარათს, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას  ტრანსპორტში გადაიხადონ შეღავათიანი ტარიფით, უფასოდ გამოიყენონ მობილბანკი, ინტერნეტბანკი, SMS ბანკი, TskApp აპლიკაცია, დააგროვონ PLUS-ები. ასევე, ისარგებლონ სტუდენტური შეთავაზებებით სხვადასხვა სავაჭრო თუ კვების  ობიექტებში.   გამოფენაზე მისული სტუდენტები განათლების მიღების შესაძლებლობებსა და სასწავლო პროგრამებს გაეცნობიან. ასევე, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ის საგანმანათლებლო პროექტები რასაც საქართველოს ბანკი უკვე წლებია ახორციელებს. ესენია: ფულბრაიტის, ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამები. შარშან ბანკმა ახალი სასტიპენდიო პროგრამის Miami Ad School-ის განხორციელებაც დაიწყო, რომელიც ყოველწლიურად ერთ ქართველ სტუდენტს მისცემს შესაძლებლობას, Miami Ad School Europe-ში სრული დაფინანსებით ისწავლოს. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში გაიმართება  თემატური ღონისძიებები პრეზენტაციები, ვორკშოპები, ლექციები და სემინარები. ასევე დაჯილდოების ფარგლებში გამოვლინდება დამთვალიერებლის რჩეული; ყველაზე ინტერაქტიული, ინოვაციური და ინფორმაციული სტენდი, ასევე ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობისთვის დაჯილდოვდებიან საგანმანათლებო ორგანიზაციები.    „საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, არაერთი წელია მხარს უჭერს განათლებას, აფინანსებს სამაგისტრო სტიპენდიებს დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და ახლა უკვე გერმანიაშიც.  ასევე, აფინანსებს განათლებასთან დაკავშირებულ საინტერესო პროექტებს. მაგალითად- ჩივნინგის, ფულ ბრაიტის, სან დიეგოს უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამას. ბანკი წარმატებული სტუდენტებისთვის ქმნის ახალ შესაძლებლობებს. სწორედ შარშან, ბანკმა დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც, ყოველ წელს, ერთი ქართველი სტუდენტი Miami Ad School Europe-ში სრული დაფინანსებით ისწავლის.  მოხარული ვართ, ვიყოთ ასეთი მასშტაბური და საერთაშორისო განათლების გამოფენის მხარდამჭერები. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ სტუდენტებს, მიიღონ უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ მათთვის სასურველ უნივერსიტეტში, შეიძინონ ევროპული და დასავლური გამოცდილება და აღმოაჩინონ უსაზღვრო შესაძლებლობები. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი ცოდნა და მიღებული გამოცდილება მოახმარონ საკუთარ კარიერულ წინსვლასა და განვითარებას“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. ... ...
  • თიბისი ლიზინგისა და თეგეტას ერთობლივი აქცია (R)ტოიოტა ცენტრი თეგეტა თიბისი ლიზინგთან კოლაბორაციით აქციას იწყებს, რომელიც ტოიოტას მოდელზე C-HR (Coupe High Rider) ვრცელდება. აქციის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება ლიზინგით სპეციალურ ფასად C-HR-ის შეძენა თანამონაწილეობის გარეშე. დამატებით, ტოიოტას ცენტრში ამ მოდელის შეძენის შემთხვევაში, მყიდველს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს სამი საჩუქრიდან ერთ-ერთი: ულიმიტო საწვავი 6 თვის განმავლობაში GULF-სგან; 1500 ლარიანი ვაუჩერი საიუველირო მაღაზიისგან „ზარაფხანა“; 1500 ლარიანი ვაუჩერი საათებისა და საიუველირო მაღაზიისგან „ართთაიმი“. საქართველოში C-HR-ის მოდელისადმი  ინტერესი დღითიდღე იზრდება, აქციის მიზანია აღნიშნული მოდელის პოტენციური მომხმარებლების წახალისება. თიბისი ლიზინგი ახალი მანქანების ლიზინგით შეძენაში საქართველოს ბაზრის ლიდერი კომპანიაა.   (R)   ... ...
  • კეკელიძე: ნუ გავხდებით ადამიანი-აქლემებიპარლამენტის ეროვნული ბიბლიოეთიკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, კორონავირუსით გამოწვეულ პანიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება “კორონავირუსის სახელმძღვანელოს” აქვეყნებს: „ახლაც და მერეც ანუ კორონავირუსის სახელმძღვანელო 1. კორონავირუსის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში გარდაუვალი იყო. ალბათ გუშინდლამდეც შემოეხეტა რომელიმე საზღვრიდან და მეტიც – მსუბუქი გაციების ფორმით, შესაძლოა გადავიტანეთ მეც, შენც და სხვამაც. თავის დროზე ასე ,,ვუმასპინძლეთ” ე.წ. ღორის გრიპს და სხვა უარეს ვირუსულ დაავადებებს. შესაბამისად, აპოკალიფსი არ იქნება. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა. 2. მაგრამ აპოკალიფსი არ იქნება, თუ გავიხსენებთ, რომ ამ გრიპზე იოლად, უფრო სხვა რამ ღუპავს ადამიანს. ამჯერად უკვე მეტაფორებით როდი გელაპარაკებით – სიძულვილზე და შიშზე. არა, ძალიან კონკრეტულ საქმეზე მოგახსენებთ. ნუ დაცლით მაღაზიებს საკვები პროდუქტებისგან და აფთიაქებს წამლებისგან, ნუ გავხდებით ადამიანი-აქლემები. პური და კუჭის წამალი მაინც დავტოვოთ. კუჭის წამალი გრიპს ვერ შველის. და გაითვალისწინეთ რომ შიმშილიც კლავს. და თუ გრიპიანი არ მივდივართ სამსახურში, სხვების მოსაფრთხილებლად, ნურც ასე გამოვაცლით ლუკმას და პარაცეტამოლს, მას ვისაც მხოლოდ მათი ყიდვა შეუძლია. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა. 3. კი. ხელი დავიბანოთ. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა. 4. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს განსაკუთრებით მოერიდეთ ადამიანები, რომელთა ასაკიც 70 წელს ზემოთაა და თანაც გულსისხლძარღვთა დაავადების მქონეები ან დიაბეტის მატარებლები ხართ. მოერიდეთ, მაგრამ თავს ნუ გაირიყავთ. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა. 5. თუ ვინმეს ქუჩაში პირბადით დაინახავთ და ამ დროს ღია ფანჯრიდან რომ ტელევიზორი მოჩანს, იქ ჩაკ ნორისმა ჩაახველა, არ გაიქცეთ. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა. 6. ნუ გადაკოცნით დიდი ვნებით ყველას, მაგალითად, ადამიანს, რომელიც პირველად ნახეთ და თქვენი თანაკლასელის თანაკლასელი აღმოჩნდა – სხვა ქალაქში როცა გადავიდა და იქ სწავლობდა. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა. 7. ყველა ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, კორონავირუსის შტამი სხვა აქამდე ნაცნობ გამოვლენებთან შედარებით, რომელთაგან უმეტესი ახლაც გვემართება, ნაკლებად იწვევს სიკვდილს. შესაბამისად, მთავარი პრობლემა კორონას ვაქცინის დამზადებაა, რაც დროის საკითხია და მოთმინების. პანიკა არ ვარგა. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა. 8. ნუ გამოიყენებთ ფრაზას ,,რას ამბობ, სხვაგანც ასე ხდება”. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა. 9. ვიკითხოთ წიგნები, ვიშრომოთ, ვისწავლოთ, გავითვალისწინოთ ერთმანეთი, ვიყოთ თავისუფლები. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა. თქვენი გიორგი კეკელიძე – ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა,”-წერს გიორგი კეკელიძე ... ...
  • ოზურგეთის სამედიცინო ცენტრ „მედალფას“ დირექტორი : „ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ“საქართველოში კორონავირუსის  პირველი  გამოვლენის შემდეგ, საკმაო მღელვარებაა საზოგადოებაში.   „გურია ნიუსი“  დილიდანვე არკვევს, თუ რა მდგომარეობაა ოზურგეთის აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.  ახლა  ვესაუბრეთ ოზურგეთის სამედიცინო  ცენტრ „მედალფას“ დირექტორს, დავით მდინარაძეს: _ ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ. პირბადეების რაოდენობა საკმარისი გვაქვს  მარაგში და ასევე მზადყოფნაშია ორი ბოქსირებული  პალატა, _ გვითხრა ... ...
  • ლიმიტირებული პირბადეები აფთიაქებში და კლინიკების მზადყოფნა ვირუსთან დასახვედრად ლანჩხუთშიკორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით გარკვეულწილად საგანგებო რეჟიმში უწევთ მუშაობა სამედიცინო დაწესებულებებს. მართალია, ქვეყნის მასშტაბით ვირუსის მხოლოდ ერთი ფაქტია გამოვლენილი, თუმცა გართულებების შემთხვევაში კლინიკები, მათ შორის რეგიონებშიც, მზადყოფნაში არიან პაციენტების მისაღებად. როგორც „მედალფას“ ლანჩხუთის კლინიკის ხელმძღვანელმა, რეზო კვერენჩხილაძემ „გურია ნიუსთან“ გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, კლინიკა ჯანდაცვის სამინისტროსთან მუდმივ კავშირზე იმყოფება და მზად არის შესაძლო გართულებების შემთხვევაში ყველა საჭირო ღონისძიებები გაატაროს. კვერენჩხილაძის თქმითვე, კლინიკას ბოქსირებული განყოფილებაც გააჩნია, რომელიც ორ პაციენტზეა გათვლილი. რაც შეეხება პირბადეებს,  კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების მეორე დილიდანვე ლანჩხუთის აფთიქებში მათი დეფიციტია.აფთიაქების ნაწილში მათი  შეძენა უკვე შეუძლებელია, ხოლო სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია, იქ ლიმიტირებულად ყიდიან - ერთ ადამიანზე მხოლოდ 5 ცალს. პირბადეების ფასებიც  ხარისხის მიხედვით სხვადასხვანაირია. ერთი პირბადის ფასი 20 თეთრიდან  95 თეთრამდეა. თუმცა, როგორც აფთიაქში განმარტავენ, ფასი ხარისხზეა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...