მელია მოსამართლემ საკუთარი სასამართლო პროცესიდან გააძევა

სამართალი

მელია მოსამართლემ საკუთარი სასამართლო პროცესიდან გააძევა

2019 ოქტ 10 17:13:31

ნიკა მელიას დღეს მისივე სასამართლო პროცესი დაატოვებინეს. შელაპარაკება "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერსა და მოსამართლეს შორის მოხდა. ხმაურისას სხდომა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეწყდა, თუმცა ამ დროისათვის ბრალდებულის გარეშე გრძელდება.

როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აპირებს დაუბრუნდეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას.

"ძირითადად, რასაც ვაპირებ არის პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება, რომელსაც მოახერხა ხელისუფლებამ და უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ჩამომაშორა. ვივლი და ამომრჩეველთან მჭიდრო ურთიერთობა მექნება. დავესწრები და გავმართავ სხვადასხვა შეხვედრებს ამომრჩეველთან. გადავადგილდები სხვადასხვა ტელევიზიებსა და ქალაქებში. დავიწყებ ძალიან აქტიურ ბრძოლას ივანიშვილის დამარცხებისთვის,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ენმ-ს კიდევ ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის თქმით კი, მოსამართლისგან სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას არ ელოდება.

"მოსამართლემ, რომელმაც ამ აბსურდულ საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნიკა მელიასთვის სამაჯური დაედო ხელზე, იმ მოსამართლისგან ჩვენ უნდა ველოდოთ ახლა, რომ რაიმე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს?! ეს ხომ აბსურდია, ყველაფერი წავა ისე, როგორც გაწერილია,“ - განაცხადა უდუმაშვილმა.

ნიკა მელიას სასამართლოს შენობა არ დაუტოვებია და პროცესის დასრულებას უკვე დარბაზის გარეთ ელოდება.




 ახალი ამბები
  • "შესაძლოა, დავძლიოთ ისეთი გამოწვევა, როგორიც არის აკადემიური წლის გამოცხადება""შესაძლოა დავძლიოთ ისეთი გამოწვევა, როგორიც არის აკადემიური წლის გამოცხადება", _ აღნიშნულის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა. „გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ იქ, სადაც გვაქვს წარმატებები, ეს დავაფიქსიროთ. მოგეხსენებათ, ერთ-ერთ ანგარიშში ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ, (OECD) გამოაცხადა, რომ დისტანციური განათლების მოდელი, რომელიც საქართველოში იყო დანერგილი ბოლო ერთი თვის განმავლობაში, არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსოფლიოში. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო განათლების სამინისტროს. ხაზგასმით გამოყოფილი იყო ტელესკოლის პროექტი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული. ეს ის ნაბიჯებია, რომელმაც განათლების სამინისტროსთან ერთად შეიძლება მოგვცეს საშუალება, დავძლიოთ ისეთი გამოწვევა, როგორიც არის აკადემიური წლის გამოცხადება და ეს არ მოგვიწიოს. ესეც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი ... ...
  • გიორგი გახარია: "ციფრები იზრდება, სახლის პირობებში მართვისთვის უნდა მოვემზადოთ"მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ინფიცირებულთა რაოდენობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ამ ფონზე განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება პირველადი ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის დონეს. გიორგი გახარია ასევე გამოეხმაურა ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ანგარიშს, რომელმაც განათლების მიღების უწყვეტობისთვის საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეაფასა. პრემიერმა განათლების სამინისტროს ამ კუთხით განხორციელებული წარმატებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა. „ფაქტია ის, რომ ციფრები იზრდება და ახლა მთავარი ამოცანაა, ნელ-ნელა მსუბუქი შემთხვევები სახლის პირობებში მართვის მზაობა მოვისმინოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე როგორც ცხელების კლინიკების ეფექტიანობა“. - განაცხადა გიორგი ... ...
  • იძებნება!ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებში მცხოვრებ, 75 წლის ჯანფოლად (აბელ) სოროზანიშვილს ოჯახი და ახლობლები რამდენიმე დღეა ეძებენ. ისინი მოგმართავენ თხოვნით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში თუ სადმე შეგხვდათ აღნიშნული პიროვნება, დაუკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: ... ...
  • ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალაცოტა ხნის წინ, ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალა. ბატონი ჯემალის გარდაცვალების მიზეზად ინსულტი სახელდება. იგი წლების განმავლობაში ანსამბლ "გურიაში" მღეროდა. ჯემალ ნაკაშიძე 79 წლის იყო. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ანსამბლისთვის და მისი მშობლიური ჩოხატაურისთვის. "გურია ნიუსის" რედაქცია მწუხარებას გამოხატავს ბატონი ჯემალის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს და ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 238 ფაქტი გამოავლინესშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 1 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა, ე.წ. კომენდანტის საათის, თვითიზოლაციის და  მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დარღვევის ფაქტები. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...