მიმართვა ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი ინფორმაციის გამჟღავნების თაობაზე

სამართალი

მიმართვა ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი ინფორმაციის გამჟღავნების თაობაზე

15 დეკ. 2017, 12:25:44

ადამიანის უფლებათა ცენტრი ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლისა  და დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი ინფორმაციის გამჟღავნების ფაქტზე სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას  მიმართავს.

 მიმდინარე წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით 10:30 – 13:00 საათის ინტერვალში, ადამიანის უფლებათა  ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანი, როგორც გიორგი მამალაძის ადვოკატი, იმყოფებოდა #9 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მსჯავრდებულთან ხელმოსაწერად შეიტანა დოკუმენტაცია (მსჯავრდებულ გიორგი მამალაძესა და ერთ-ერთ ბანკს შორის ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტები).

 ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს   წერილობითი განცხადებით მიმართული ჰქონდა #9 დაწესებულების დირექტორისთვის აღნიშნული დოკუმენტაციის შეტანასთან დაკავშირებით ინფორმირების თაობაზე.

 #9  დაწესებულებაში შესვლისას, ადვოკატმა გაიარა უსაფრთხოების შემოწმება და მითითებული დოკუმენტებით შევიდა მსჯავრდებულ გიორგი მამალაძესთან. დაწესებულებაში შესვლისას დოკუმენტების შეტანაზე ადვოკატისთვს უარი არ უთქვამთ და არ ჩამოურთმევიათ. ადვოკატმა გააპროტესტა  ის ფაქტი, რომ დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი შეეცადა დეტალურად გაცნობოდა დოკუმენტების შინაარს, რაც არსებული კანონმდებლობით, აკრძალულია. პროტესტის შემდეგ, დოკუმენტის შინაარსის გაცნობა შეწყდა და ადვოკატმა საბუთები დაუბრკოლებლად შეიტანა დაწესებულებაში მსჯავრდებულ გიორგი მამალაძესთან.

 პატიმართან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც თამარ ავალიანი შემოწმების ოთახში გადიოდა შემოწმებას, ოთახში შევიდა პირი, რომელმაც განაცხადა, რომ არის #9 პენიტენციური დაწესებულების უფროსის მოადგილე. მან ადვოკატს აუკრძალა მსჯავრდებულთან შეთანხმებული დოკუმენტების დაწესებულებიდან გატანა, იმ მოტივით, რომ ეს დოკუმენტები არ უკავშირდებოდა სისხლის სამართლის საქმეს, რაზეც დეკანოზ გიორგი მამალაძე სასჯელს იხდის. ადვოკატმა მას აუხსნა, რომ პენიტენციურ დაწესებულებას არ ჰქონდა უფლება, ადვოკატისთვის ჩამოერთმია დოკუმენტაცია, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის ბანკთან ურთიერთობას ასახავდა და რომ ეს იყო პერსონალური ინფორმაცია, რომლის გაცნობის უფლებაც დაწესებულებას არ ჰქონდა. ადვოკატმა პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლებს ასევე შესთავაზა, რომ გავიდოდა დაწესებულებიდან, ხელახლა გამოწერდა საშვს, დაბრუნდებოდა პატიმართან  და თავად გადაცემდა გიორგი მამალაძეს მის პერსონალურ დოკუმენტაციას, რაზეც მიიღო აგრესიული პასუხი, რომ ამ დოკუმენტებით ადვოკატი ვერსად ვერ გადაადგილდებოდა (არსად გაუშვებდნენ) და უნდა მომხდარიყო დოკუმენტაციის ჩამორთმევა, რის შემდეგაც დოკუმენტებს მსჯავრდებულს თავად გადასცემდნენ. ამ გზით, ფაქტობრივად ზეწოლის მეთოდებით, ადვოკატს ჩამოერთვა დოკუმენტები.

 13 დეკემბერს თამარ ავალიანისთვის ცნობილი გახდა, რომ  აღნიშნული დოკუმენტები, რაც წარმოადგენდა მამა გიორგის პერსონალურ, პირად ინფორმაციას (მისი ურთიერთობა ბანკთან), პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლებმა მსჯავრდებულს არ დაუბრუნეს და გადასცეს გამოძიებას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და მუხლების მითითებით, განმარტოს:

  • რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა ადვოკატისთვის ზემოაღნიშნული დოკუმენტების ჩამორთმევა;
  • რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა ადვოკატის აღნიშნული დოკუმენტებით დაწესებულებაში შეშვება და თუკი დაწესებულებაში აკრძალული დოკუმენტი შექონდა ადვოკატს, რატომ შეუშვეს იგი დაწესებულებაში;
  • რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა აღნიშნული დოკუმენტების - მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის პერსონალური, პირადი საბანკო ინფორმაციის გამოძიებისათვის  გადაგზავნა;
  • სასწრაფო წესით, დაარქივოს და გადასცეს ადამიანის უფლებათა ცენტრს 11 დეკემბერს ადვოკატ თამარ ავალიანის #9 დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი სრული ვიდეოჩანაწერი (დაახლოებითი ინტერვალი: 10:30 – 13:00 საათი);
  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრის გენერალურმა ინსპექციამ სასწრაფო წესით დაიწყოს მოკვლევა ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლისა და მსჯავრდებულის პირადი, კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების ფაქტზე, რათა მოხდეს #9 დაწესებულების თანამშრომელთა დარღვევის იდენტიფიცირება და მათი პასუხისგებაში მიცემა;

ადამიანის უფლებათა ცენტრი




 ახალი ამბები
  • ქართველი ფოლკლორისტი, მომღერალი, ლოტბარი - დღეს ფილიმონ ქორიძის დაბადების დღეადღეს ქართველი ფოლკლორისტის, მომღერალის, ლოტბარის, ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელის, პირველი ქართველი პროფესიონალი მომღერალის (ბანი), ქართული სახალხო გუნდების ორგანიზატორის და ლოტბარის ფილიმონ ქორიძის დაბადების დღეა. იგი პირველი ქართველი მუსიკოსი იყო, ვინც ქართული მრავალხმიანობა ნოტებზე გადაიტანა. ფილიმონ ქორიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის შუა საუკუნეების ქართული საგალობლების თავმოყრაში, ჩაწერასა და გავრცელებაში. XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიული ხელისუფლება და არაკანონიკური საეგზარქოსო-საეკლესიო მმართველობა ებრძოდნენ ქართულ გალობასა და სიმღერას, ეროვნულ მუსიკალურ ენა-აზროვნებას. ქართული გალობა, რომელიც შუა საუკუნეების უნიკალური პოლიფონიური ტრადიციაა, განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. გალობა, ქართულ ენასთან ერთად, იდევნებოდა ლიტურგიიდან, ეკლესიებიდან, სასწავლებლებიდან. გალობის მცოდნე ძალიან ცოტაღა იყო საქართველოში - ძირითადად მოხუცი მგალობლები. ფილიმონ ქორიძემ უარყო წარმატებული საოპერო კარიერა, უარი სთქვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ცხოვრება შესწირა ქართული გალობის გადარჩენას. ქორიძესთან მელქისედეკ ნაკაშიძის მეთაურობით მივიდნენ ცნობილი ქართველი მგალობლები და ჰკითხეს, შესაძლებელი იყო თუ არა ქართული საგალობლების ნოტებზე გადაღება? ქორიძისგან რომ დადებითი პასუხი მიიღეს, გაუკვირდათ და ეჭვის თვალით შეხედეს მას. ქორიძემ მგალობლები მეორე დღეს დაიბარა, უგალობა და ფორტეპიანოზე მოასმენინა. მგალობლები დარწმუნდნენ რომ გალობის ნოტებზე გადატანა შესაძლებელი იყო. ფილიმონის ვაჟის, მიხეილ ქორელის მოგონებების თანახმად ფილიმონს ხშირად იწვევდნენ სუფრებზე, სადაც ის სხვადასხვა სიმღერებს ისმენდა. ქორიძე ამბობდა, რომ ზოგიერთ სიმღერას ვერ ცნობდა, რადგან მათ ადრე სხვანაირად ამბობდნენ, ახლა კი ელფერი შეცვლიაო. სწორედ ამიტომ გაუჩნდა ქორიძეს სურვილი, ნოტებზე ჩაეწერა ძველი გალობის კილოები. 1882 წელს მელქისედეკ ნაკაშიძემ და ნესტორ კონტრიძემ ფილიმონ ქორიძესთან ერთად დაიწყეს ქართული საგალობლების გურული კილოს ნოტებზე გადატანა. საქმე იდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ქორიძემ საოპერო კარიერა მიატოვა და აღარც უცხოეთში წასულა. აკაკი წერეთლისაგან და მელიტონ ბალანჩივაძისგან ის საგალობლების ზემო იმერულ კილოს იწერდა. 1883 წელს ფილიმონმა დაასრულა იოანე ოქროპირის წირვის წესის ჩაწერა. 1884 წლისთვის უკვე არსებობდა სასტამბოდ გამზადებული ხელნაწერი. ეგზარქოს პავლეს მიერ გალობის აღმდგენი კომიტეტის მუშაობის ჩაშლამ შეუძლებელი გახადა ნოტებზე გადატანილი საგალობლების დაბეჭდვა თბილისში. მალე ქორიძე ინახულა ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორმა დავით ღამბაშიძემ, რომელმაც აცნობა ქორიძეს, რომ იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი დაინტერესებული იყო ქართული საგალობლების ნოტებზე ჩაწერითა და გამოცემით. 1884 წლის ნოემერბში გაიმართა იმერეთის სამღვდელობის კრება, რომელმაც აირჩია სპეციალური კომიტეტი. კომიტეტმა 1885 წელს კონტრაქტი გაუფორმა ფილიმონ ქორიძეს. მას გურიასა და იმერეთში ცნობილ მგლობელთაგან 400 საგალობელი უნდა ჩაეწერა. ქორიძემ ნოტებზე გადაიღო ბასილი დიდისა, იოანე ოქროპირის წირვის და სხვა საგალობლები. საგალობლებს ის დიმიტრი ჭალაგანიძისგან, რაჟდენ ხუნდაძისგან და სხვათაგან იწერდა. 1887 წელს ქორიძემ ეპისკოპოს გაბრიელს 400 საგალობლისგან შემდგარი კრებული ჩააბარა. სამუშაოს დასრულების შემდეგ ქორიძე ქუთაისში დარჩა და საეკლესიო საგალობლების ჩაწერა განაგრძო, ხელმძღვანელობდა სასულიერო სასწავლებლის გუნდს. 1889 წელს ქორიძის მეორე მეუღლე გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ქალიშვილი ვალენტინა მან კიევში, მეუღლის ოჯახში გაგზავნა, ვაჟი მიხეილი კი გიმნაზიის პანსიონში სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობდა. 1890 წელს მეგობრების რჩევით ქორიძე თბილისში დაბრუნდა. 1893 წელს ქორიძე მაქსიმე შარაძის, არისტო ქუთათელაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით ოზურგეთში გაემგზავრა საგალობლების ჩასაწერად. მათვე შუძინეს ფისჰარმონია. ოზურგეთში ის 16 ივნისს გაემგზავრა: „დღეს, ამ თვის 16, მიემგზავრება ბატონი ფილიმონ ქორიძე ქ. ოზურგეთს. მაშასადამე, ხვალ ორი მამულიშვილი, ბატონი ფილიმონ ქორიძე, რომელსაც ფოტოგრაფსავით სისწორით გადააქვს ჩვენი გალობა, და ბატონი ანტონ დუმბაძე, რომელიც სრული და შეუდარებელი მგალობელია მთელს საქართველოში, ერთად შეიყრებიან“ გარდაიცვალა 1911 წელს ბახმაროში. დაკრძალეს ოზურგეთის ბაღში, სადაც იდგა ეკლესია. ამჟამად საფლავი დაკარგულია. მისი ხელნაწერები დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მისი მოსწავლე იყო ქართული საეკლესიო საგალობლების მოამაგე, და საზოგადო მოღვაწე წმინდა ექვთიმე აღმსარებელი (ერისკაცობაში — ესტატე კერესელიძე). სწორედ წმიდა ექვთიმემ გადაარჩინა ქორიძის ხელნაწერები, გადაწერა ისინი, სისტემატიზაციაში მოიყვანა და გაამდიდრა კიდეც ახალი მასალით. 1990 წლის 21 მაისს ოზურგეთში დაიდგა მისი ბიუსტი (მოქანდაკე ირაკლი რევაზიშვილი, არქიტექტორი გულღია სალუქვაძე). ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისა და თავდადებისათვის, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, 2011 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა დასში, წოდებით: წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული. წყარო: ... ...
  • აჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდააჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 50 წლის კაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილებით ის ბათუმის „ცხელების ცენტრში" მოათავსეს, სადაც კორონავირუსი დაუდგინდა. უწყების ცნობით, ცხელების ცენტრიდან კაცს საკუთარი სურვილით თურქეთში გადაიყვანენ, სადაც მკურნალობას განაგრძობს. აჭარაში, კორონავირუსის დიაგნოზით 7 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ... ...
  • ბებო კახეთიდან, რომელიც ლანჩხუთის ქუჩებში შემწეობას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალამოხუცი ქალბატონი, რომელიც წარმოშობით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხაანიდან იყო და წლების განმავლობაში ლანჩხუთის ქუჩებში მოწყალებას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალა. ეთერ ნატროშვილის ოჯახი ლანჩხუთში კახეთიდან რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა შვილთან და მეუღლესთან ერთად. მეუღლე ორიოდ წლის წინ გარდაიცვალა და ლანჩხუთშია დაკრძალული. მოხუცი ქალბატონი შვილთან ერთად ზამთრის ცივ დღეებში, თოვლსა თუ წვიმაში, წლების განმავლობაში ქუჩაში იდგა მოწყალების მისაღებად და თავს სხვადასხვა ნაგებობებსა და მიტოვებულ ავტობუსს აფარებდა. ლანჩხუთის მერიამ მას არაერთხელ შესთავაზა ქირავნობის პროგრამა, მაგრამ სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ სახლებში, გარკვეულ მიზეზთა გამო, დიდხანს არ ჩერდებოდა. სამიოდ თვის წინ კი, პრობლემა ნაწილობრივ იმით მოგვარდა, რომ მოხუცი ქალბატონი საგარეჯოს უპოვართა სახლში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ, იგი გარდაიცვალა, ლანჩხუთში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით ე.წ. "ატეკის სასაფლაოზე" ... ...
  • სპეცოპერაცია ზუგდიდში _ დაკავებულია ბიზნესმენის შვილიზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე, სპეცოპერაციიყო. სამართალდამცავები დაკავებული მოქალაქის ავტომანქანას ჩხრეკენ. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ბიზნესმენ დათო შენგელიას შვილია. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით ... ...
  • სახლში, რომელიც დაიწვა, არავინ ცხოვრობდა _ ხანძარი შემოქმედშიდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა. ოზურგეთელმა მეხანძრე-მაშველებმა პირველი სართულის გადარჩენა მოახერხეს. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, სახლში წლების მანძილზე არ ცხოვრობდნენ. სახლის მფლობელები მხოლოდ თხილის სეზონზე ჩამოდიოდნენ. ამ დროისთვის უცნობია მიზეზი, რამ გააჩინა ცეცხლი მიტოვებულ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...