„მინისოდან“ გათავისუფლებული მენეჯერი სამსახურში აღდგა, მას მოცდენილი შრომა აუნაზღაურდება - „ახალგაზრდა ადვოკატები“

სამართალი

„მინისოდან“ გათავისუფლებული მენეჯერი სამსახურში აღდგა, მას მოცდენილი შრომა აუნაზღაურდება - „ახალგაზრდა ადვოკატები“

10 აგვ. 2020, 17:20:04

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, გაუქმდა კომპანია „მინისო ჯორჯიას“ დირექტორის 2019 წლის 22 ნოემბრის ბრძანება მაღაზიის მენეჯერის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, მენეჯერი 2020 წლის 1 აგვისტოდან აღდგა გალერია თბილისის მაღაზიის მენეჯერის თანამდებობაზე გათავისუფლებამდე არსებული შრომითი ხელშეკრულების პირობებით და კომპანიას დაეკისრა იძულებითი შრომითი განაცდურის ანაზღაურების გადახდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას მენეჯერის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, ბრძანების ბათილობის და სამსახურში აღდგენის ნაწილში, 2020 წლის 28 ივლისის სასამართლო სხდომაზე, კომპანია „მინისო ჯორჯიამ“ სარჩელი ცნო, იძულებითი განაცდურის ნაწილში კი მხარეთა შორის სამართლებრივი დავა გაგრძელდა. კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, განხორციელებული რეორგანიზაციისა და ახალი კორონავირუსის პირობებში, ცვლილება განიცადა მენეჯრის თანამდებობრივმა სტატუსმა და სარგომ, კომპანია პანდემიის პირობებში არ საქმიანობდა, არ გაიცემოდა ხელფასი დასაქმებული სხვა პირების მიმართ. შესაბამისად, კომპანია გამოთქვამდა მზადყოფნას, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გათავისუფლებული მენეჯერის მიმართ გაცემულიყო იძულებითი შრომის განაცდურის ანაზღაურება თანამდებობისთვისთვის დადგენილი ახალი სახელფასო პოლიტიკისა და კომპანიის ფაქტობრივი მუშაობის პერიოდის მიხედვით, რაც არც მოსარჩელის და შემდგომში, არც სასამართლოს მხრიდან არ იქნა გაზიარებული. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა - დაევალოს შპს „მინისო ჯორჯიას" მენეჯერის სასარგებლოდ იძულებითი შრომითი განაცდუნის ანაზღაურება, გათავისუფლების დღიდან – 2019 წლის 22 ნოემბრიდან  აღდგენამდე, ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასის - 1200 ათასი ლარის ოდენობით, სრულად იქნა დაკმაყოფილებული.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ კომპანია „მინისო-ჯორჯიას“ მენჯემენტის მიდგომა და გადაწყვეტილება, რომელიც მუშაკის გათავისუფლების ბრძანებისა და სამსახურში აღდგენის მოთხოვნების ცნობას შეეხება, უდავოდ დასაფასებელი ფაქტია და ხაზს უსმევს კომპანიის კორპორაციულ პასუხისმგებლობას და დაშებული შეცდომის აღმოფხვრისკენ სამართლებრივ კულტურას.

ამასთან, ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება სამსახურში აღდგენილ მენეჯერთან მიმართებით მენეჯმენტის ურთიერთობის საკითხს და იმედს გამოთქვამს, რომ ნდობის პირობებში, ორმხრივი თანამშრომლობა, გართულებების გარეშე, შედგება. ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ კომპანია „მინისო-ჯორჯია“ სწორად შეაფასებს დასაქმებულის მიმართ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დროულობას და სამართლებრივი პერსპექტიულობის თვალსაზრისით, უარს იტყვის სასამართლოს გადაწყვეტილების ამ ნაწილში დამდგარი შედეგის სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე, რაც საზოგადოებისთვის და ყველა დასაქმებულის წინაშე, იქნება კომპანიის პასუხიმგებლობის კარგი მაგალითი. ორგანიზაცია, ამ ნაწილშიც, ადვოკატირებას გააგრძელებს.

საქმის მასალებით მიხედვით, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არსებობდა უვადო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა. 2019 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით (შეტყობინებით), კომპანიამ დასაქმებული მაღაზიის მენეჯერის თანამდებობიდან გაათავისუფლა. გათავისუფლება დაეფუძნა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ელი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძვლებს. კომპანიის გათავისუფლების გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა დასაქმებულის ქმედებაში. კერძოდ, 2019 წლის 20 ნოემბერს, დასაქმებული მის დაქვემდებარებაში მყოფ ოთხ თანამშრომელთან ერთად, სამუშაო ადგილზე, აღნიშნული თანამშრომლების სამუშაო საათებში იკეთებდა მაკიაჟს და ისწორებდა თმას. სინამდვილეში, დასაქმებულს, 2019 წლის 20 ნოემბერს, კომპანიის მენეჯმენტთან წინასწარი შეთანხმებით, გააჩნდა 1-დღიანი შვებულება (Day Off), ვინაიდან მეჯვარის სტატუსით უნდა დასწრებოდა მეგობრის ქორწილს. მენეჯერი სამსახურეობრივ ადგილას მოსვლის შემდგომ არ ყოფილა ჩართული სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულებაში. პროცესს ხელი არ შეუშლია მაღაზიის ფუნქციონირებისთვის. კომპანიამ დაიწყო მუშაკის მიმართ თანამდებობიდან გათავისუფლების დისციპლინური წარმოება, თუმცა ქმედება ღიად და აშკარად არ ქმნიდა მისაღები გადაწყვეტილების საფუძვლებს.

ცნობისთვის: სარჩელით სასამართლოს 2019 წლის 6 დეკემბერს მიემართა, დაზუსტდა ცალკეული მოთხოვნები და წარმოებაში იქნა მიღებული 2020 წლის 27 იანვარს. კომპანიამ 7 თებერვალს სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით მენეჯერის სასარჩელო მოთხოვნები - გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, არ ცნო და მხარესთან მორიგების შესაძლებლობაც გამორიცხა. ოფიციალური ინფორმაციით, იაპონური მაღაზიათა ქსელი „მინისო“ მსოფლიოს 79 ქვეყანაში, 3,500-ზე მეტი ფილიალითაა წარმოდგენილი, საქართველოში კი 2016 წლიდან საქმიანობს და ამჟამად 15 ფილიალითაა წარმოდგენილი. საქმე მოსამართლე: ია ლაბაძემ განიხილა. მენეჯრის კანონიერ ინტერესებს: „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, იურისტები: ანა ფუტკარაძე და თამარ ციხიშვილი წარმოადგენენ, კომპანიის ინტერესებს კი იურისტები: დავით ფუხაშვილი და მარიამ დვალიშვილი წარმოადგენდნენ.




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან აღდგებაჩოხატაურის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან აღდგება, _ ამის შესახებ „გურია ნიუსს“  ა(ა)იპ ბაღების გაერთიანება "მომავალის" ხელმძღვანელმა ნინო ბარამიძემ განუცხადა. „როგორც დღეს გამოცხადდა და გაგვაგებინეს გუბერნიიდან, სააღმზრდელო პროცესი მუნიციპალიტეტის ბაღებში12 ოქტომბერს განახლდება“,_ გვითხრა ბარამიძემ. შეგახსენებთ, რომ სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში 1 ოქტომბერს უნდა განახლებულიყო, მაგრამ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აღსაზრდელებისთვის საბავშვო ბაღები 12 ოქტომბრიდან ... ...
  • ლანჩხუთის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან განახლდებალანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან დაიწყება. ცენტრის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ბაგა-ბაღებში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩატარდა გენერალური დეზინფექცია. "კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მსგავსი ღონისძიებები ეტაპობრივად გახორციელდება. ლანჩხუთის სკოლამდელი ცენტრის 21-ვე ბაგა-ბაღი ახალი მოქმედი რეგულაციების მიხედვით ახორციელებს შესაბამისს ღონისძიებებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დასაწყებად", _ ამბობენ ცენტრში. მათივე ინფორმაციით, ადმინისტრაციის მიერ ბაგა-ბაღებისთვის შეძენილია საგანმანათლებლო რესურსები (ფერადი ფურცლები, მაკრატლები, ფერადი ფანქრები, ზეთოვანი პასტელები, გუაშისა და აკვარელის საღებავები, ფუნჯები, პლასტელინები და სხვა). "ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის შესაბამისად საგანმანათლებლო რესურსები უზრუნველყოფილი იქნება ბაგა-ბაღებში ინდივიდუალურად ბავშვებისთვის სახელოვნებო/გასართობი საქმიანობის დროს გამოსაყენებლად", _ ამბობენ სკოლამდელ სააღმზრდელო ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდასაქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნახევარ ჰა-ზე  ლოკოკინების ფერმა გაშენდა.  ფერმა პირველ, 8-12 ტონამდე მოსავალს უკვე დეკემბერში ელოდება. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ევროპაში, კერძოდ კი  იტალიაში მოხდება.  პროექტის განსახორციელებლად ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა 68,000 ლარს შეადგენს. დღესდღეობით ფერმაში 15 ადამიანია დასაქმებული.  „მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ წამოწყებებს რეგიონში, რომელიც ერთის მხრივ, ხელს უწყობს განსხვავებული და რეგიონისთვის უნიკალური ბიზნესების წახალისებას, მეორეს მხრივ კი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათი შემოსავლების ზრდასა და ზოგადად, რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენი ჩართულობით ზუგდიდის რაიონში ლოკოკინების ფერმა გაშენდა. ფერმა უკვე ფუნქციონირებს და მოსავლის მოლოდინის პროცესშია. პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ წარმოადგენს საექსპორტო პროდუქტიას, რაც ქვეყნისთვის, როგორც ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო განვითარების გზაზე“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • "ჩანაწერი, ჩემი ნასამართლებობის შესახებ, არის ტყუილი!" _ გელა კვარაცხელია“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩანაწერი ჩემი ნასამართლებობის შესახებ, რის გამოც ცესკომ ჩემი 2020 წლის  არჩევნებიდან მოხსნა განიზრახა, არის ტყუილი! წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუთითონ სასამართლო, მოსამართლე, მუხლი, რომლითაც მე გამასამართლეს!“ _ აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა  “ტრიბუნას“ მაჟორიტარობის კანდიდატი სამცხე-ჯავახეში, გელა კვარაცხელია და საჯაროდ მიმართავს შსს-ს და ხელისუფლებას, რომ ცესკომ სასწრაფოდ გამოასწოროს ხარვეზი, უზრუნველყოს მისი, როგორც კანდიდატის რეპუტაციის აღდგენა და ხელი აღარ შეუშალონ საარჩევნო კამპანიაში. "როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილის დანაპირებს, რომ გელა კვარაცხელიას, ყოფილი გუბერნატორს,  არასოდეს მისცემდა სადმე მუშაობის უფლებას, ახლა „ქართული ოცნება“ ასრულებს  და საკმაოდ წარმატებულადაც!" _ განაცხადა დღეს ბრიფინგზე „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ. მისივე თქმით, გელა კვარაცხელიას გარდა, იგივე, ანუ არარსებული ნასამართლებობის მოტივით, „ტრიბუნას“ საარჩევნო სიიდან ასევე ამოღებული არიან: გარნიკ სიმონიანი, რომელიც თავის დროზე შევარდნაძის ცნობილი ტერაქტის საქმეში ერთ-ერთი იყო, ვინც პრეზიდენტი გადაარჩინა და ბორის მიქელაძე აჭარიდან, რომელიც 2012 წელს კანდიდატად იყო დარეგისტრირებული და მაშინ მსგავსი პრობლემა არ შექმნია. „ტრიბუნას“ ერთ-ერთი ლიდერის, ლია მუხაშავრიას განცხადებით კი: „ როგორც ჩანს, ეს ცესკოს ახალი „ტრენდია“ , თანაც უპრეცენდეტო, დაბლოკოს რეალური გამარჯვების მქონე ოპოზიციის ლიდერები.“  მისივე განცხადბით: „ცესკო არის ადმინისტრაციული ორგანო და ვალდებულია დაასაბუთოს გადაწყვეტილება არჩევნებზე არდაშვების შესახებ. ამ ადამიანებს კი, აქვთ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რაც ვერ ხერხდება, რადგან ცესკო არ იძლევა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ამ საქმეს მსვლელობა მიეცემა, მანამდე კი ვაცხადებთ, რომ მომხდარ განვიხილავთ  პოლიტიკური დევნის და „ტრიბუნას „ წინააღმდეგ სახელმწიფო აქტივობის გამოვლენის მცდელობად“. ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  28-30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსის ფარგლებში იქნება. 1 ოქტომბერს გაწვიმდება, ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls